ხელოვნება - ქრისტეს ვნებები 2 - აღდგომა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

ქრისტეს ვნებები 2 - აღდგომა

მელ გიბსონი "ქრისტეს ვნებების" სიკველის გადაღებას აპირებს

ქრისტეს ვნებები 2

როგორც "Благовест-инфо" "Christian Today"-ზე დაყრდნობით იუწყება, ჯიმ კევიზელი, რომელმაც მელ გიბსონის ფილმში "ქრისტეს ვნებები" ქრისტეს როლი შეასრულა, ცნობილი სურათის სიკველში კვლავ მაცხოვრის როლში მოგვევლინება. ახალი ფილმის სახელწოდებაა "აღდგომა". ამერიკელი მსახიობის თქმით, ეს "ისტორიაში ყველაზე უდიადესი ფილმი" იქნება.

გიბსონის ახალ ფილმი
ს მომენტებზე საუბრისგან კევიზელმა თავი შეიკავა, მაგრამ, მისი თქმით, ისინი "გააოგნებენ მაყურებელს".



"მე არ შემიძლია მოგითხროთ, როგორ გააკეთებს ამას გიბსონი, - თქვა კევიზელმა, - მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ის იმდენად კარგია, რომ ისტორიაში ყველაზე უდიადესი ფილმი იქნება".

"ქრისტეს ვნებები", რომელიც 2004 წელს გადაიღეს, მიეძღვნა იესუ ქრისტეს ვნებებს. სიკველი კი მის მკვდრეთით აღდგომას შეეხება.

კევიზელმა თავი შეიკავა ასევე გადაღებების გრაფიკის დეტალებისგანაც, მაგრამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გიბსონმა შეძლო გადაეწყვიტა ძირითადი პრობლემები: "ბოლოს და ბოლოს მან ეს გააკეთა. და ყველაფერი შედგება".

რელიგიური თემატიკის სხვა ფილმებისგან გამორჩეული "ქრისტეს ვნებები" გამოსვლისთანავე მოხვდა მსოფლიო რეიტინგეის პირველივე გვერდებზე.




კრიტიკოსები და მაყურებლები სხვადასხვაგვარად აფასებდნენ ამ ფილმს. ერთნი აღფრთოვანებულნი იყვნენ გიბსონის თამამი გადაწყვეტილებებით, რომელმაც ქრისტეს ვნებები მთელი თავისი საშინელებებით წარმოაჩინა, ხოლო სხვები ფილმს "პრიმიტიულ სისხლიან აბანოს" უწოდებდნენ, სადაც ძალადობამ სულიერი აზრი დათრგუნა.

მელ გიბსონთან მუშაობის პარალელურად კევიზელი კიდევ ერთი ფილმის გადაღებებში იღებს მონაწილეობას, რომელიც ასევე ბიბლიურ თემაზეა. კერძოდ, ის თამაშობს წმიდა ლუკა მახარობლის როლს ფილმში "პავლე", რომელიც წარმართთა მოციქულის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

წყარო: http://www.portal-credo.ru/site/?act=news&id=129658

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/4Aif1qEB_JU" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню