ხელოვნება - Behemoth-ის მორიგი მკრეხელობა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

"Behemoth"-ის მორიგი მკრეხელობა

უცხოპლანეტელები

ცნობილია, რომ პოლონური "ბლექ მეტალ" (Black Metal) ბენდი "ბეჰემოთი" (Behemoth) თავისი სატანური და მკრეხელური გამოხდომებით გამოირჩევა. ერთხელ მისმა ლიდერმა ადამ "ნერგალ" დარსკიმ სცენაზე ბიბლია ჯერ დახია, შემდეგ ნაგლეჯები დარბაზში მოისროლა და მაყურებელს მისი დაწვისკენ მოუწოდა. მაშინ ადამ "ნერგალ" დარსკი ჯეროვნად არ დასაჯეს (სასამართლომ ის გაამართლა!) და სატანისტმა მომღერალმაც თავისი "საქმენი საგმირონი" უფრო მეტი მონდომებით გააგრძელა. კონკურსზე "პოლონეთის ხმები", ის მღვდლის ტანისამოსში გამოცხადდა, და სცენაზე ინვალიდების განკურნების იმიტირება დაიწყო, სადაც ცინიკურად დასცინოდა არა მარტო მორწმუნეებს, არამედ მძიმედ ავადმყოფ ადამიანებსაც. და აი, სულ ახლახან ჯგუფმა მორიგი მოვლენით "გაგვახარა". ახალი ალბომის ("The Satanist" - "სატანისტი". ალბომი გამოდის 2014 წელს. გარეკანის ფოტო იხ. ქვემოთ) გამომცემელმა სატანისტმა-როკერებმა სიმღერის "Blow your trumpets, Gabriel" ("ჩაჰბერე შენს საყვირს, გაბრიელ") ვიდეოკლიპი გადაიღეს.

ბეჰემოთი

სიმღერის ტექსტი, რომელიც ისედაც მოკლებულია ყოველგვარ ლიტერატურულ ღირებულებას, აღსავსეა ბილწსიტყვაობითა და მკრეხელობით. ეშმაკი, ღმრთის ეს მაიმუნი, ვერაფერს იქმს დამოუკიდებლად, მას ღმრთის შემოქმედებისადმი მიბაძვაღა თუ შეუძლია, და როგორც ვხედავთ, მისი მსახურებიც ასეთსავე შემოქმედებით "უნარებს" ამჟღავნებენ. "ოსანა! ოსანა! - მღერის ადამ დარსკი, - დაე სოდომის ღვინომ აღავსოს ჩვენი ბაგენი" და მის ამ მჩხავანა "გალობას" მარტივი და დაციკლული რიფები "ამშვენებენ". მუსიკალურად ეს "შედევრი" საკმაოდ უბრალოა, პრიმიტიულობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს არის ექსტრემალური მიმართულების პოპ-კულტურის ტიპიური ნაყალბევი.

ეს არარაობა თავის სიმღერაში კანში ძვრება და იჭინთება, რათა აჩვენოს როგორ ამარცხებს ბნელი ნათელს. მაგრამ ეშმაკი და მისი ადეპტები ღმერთს ვერაფერს დააკლებენ, დროის აღსასრულს კი სამარადისოდ წარწყმდებიან. 2010 წელს ადამ დარსკის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. სატანის მოჩვენებითი "გამარჯვებების" ხოტბის შემსხმელმა და საკუთარი სიდიადის გამბუქებელმა "მომღერალმა" იმ პერიოდში მძიმე სტრესი გადაიტანა. თუმცა, ეს სატანისტი მაინც ვერ მიხვდა: საკმარისია ღმრთის სულ უმცირესი ძალისხმევა, რომ ამ "ზეკაცმა" (უფრო სწორედ არაკაცმა) წამში დატოვოს ამქვეყნიური სამყარო და ჯოჯოხეთში გადაეშვას.

ბეჰემოთი

კლიპი გადაიღო კოლექტივმა Grupa 13. ის საკმაოდ ხარისხიანად და არცთუ იაფად გაუკეთებიათ. მისი შინაარსი ასეთია: ბნელი ტყე, გოგონა, რომელიც შიშისგან სადღაც გარბის; მას მგელი მოსდევს; აქვე ვხედავთ მამაკაცს, რომელსაც მხრებით ცხვარი მოყჰავს; ვხედავთ მოგვებსაც, თავზე რქები რომ დაუდგამთ; და ბევრ, ბევრ სისხლს; კლიპი სავსეა ოკულტურ-სატანური სიმბოლიკით, შიშველი და დასახიჩრებული ქალების კადრებით. ბოლოს ეს გოგონა, რომელიც თვალს დაკარგავს, შიშველი და გადაპარსული, ანგელოზის ფრთებით შემოსილი, საყვირს ჩაჰბერავს, რითაც მკრეხელურად სიმღერის სახელწოდებაზე მიანიშნებს.

ვიდეოს ყურება არანაირ სიამოვნებას არ გვრის ადამიანს (ვიდეო გადაწყვეტილია შავ-თეთრ ფერებში, რაც უფრო მეტ დამთრგუნველობას ანიჭებს მას). თანაც სულსა და გულს ტკენს არა იმდენად საზიზღარი სცენები (თუმცა, ეს რომ დასაგმობია, თქმაც არ უნდა), არამედ რაღაც უფრო მეტი, სიღრმისეული, კერძოდ, ადამიანის სატანური ამპარტავნების ასეთი კადნიერი გამოვლინება და უკიდურესი დაცემა.

სამწუხაროა, რომ იმავე იუთუბზე მრავალი ახალგაზრდა აღფრთოვანებული ხვდება ადამ დარსკის ამ უნიჭო დადგმას და იწონებს ამგვარ მკრეხელობას...

ვინც თავის ცხოვრებაში ნათელსა და სიკეთეს მიელტვის, აუცილებლად განიშორებს და დაგმობს ამგვარ სისაძაგლეს. ეს ხელოვნებაც კი არ არის. ეს აშკარად, მუსიკალური ფორმით გამოხატული სატანიზმია. მაგრამ ვისაც სურს ნებაყოფლობით ჩაემხოს სიბინძურეში, ამორალური ვიდეოების ყურებით თავით ფეხებამდე ჩაყვინთოს სატანურ მორევში, სულიერ საშინელებაში, ოკულტურ სიმბოლოებში, სატანურ რიტუალებში, სისხლის აბანოებსა და ვნებიან სცენებში, ის აშკარად გონებრივად სნეული და სულიერად მკვდარი ადამიანია.

ამის მსგავსი ვიდეო, როგორც მინიმუმი, არ უნდა იყოს მისაწვდომი, მითუმეტეს არ უნდა ხდებოდეს მისი რეკლამირება, ხოლო მაქსიმუმ უნდა აიკრძალოს.

ბეჰემოთი
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/MRrHGTDi1L0" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню