ხელოვნება - ახალი სუპერმენი - ფოლადის კაცი და მესია პლანეტა კრიპტონიდან - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

ახალი სუპერმენი - ფოლადის კაცი და მესია პლანეტა კრიპტონიდან

სუპერმენი

პლანეტა კრიპტონის რესურსები ამოწურულია, და ის სადაცაა თვითონვე განადგურდება. კრიპტონელი მეცნიერი ჯორელი თავის ახალშობილ ვაჟიშვილში კალ-ელში ჩაწერს თავისი ხალხის გენოფონდს და ყრმას სიცოცხლისთვის გამოსადეგ პლანეტაზე გააგზავნის იმ იმედით, რომ მომავალში გადაშენების პირას მდგომი ერი კვლავ აღორძინდეს. ამ დროს მეამბოხე გენერალი ზოდი ხელთ იგდებს ხელისუფლებას, მაგრამ მას შეაჩერებენ და სხვა მეამბოხეებთან ერთად კოსმიურ საპყრობილეში ჩაამწყვდევენ. კაფსულ კალ-ელთან ერთად დედამიწაზე დაეშვება, სადაც მას კენტების ოჯახი აიყვანს. დღეიდან კალ-ელი - კლარკ კენტია, იგივე მომავალი სუპერმენი.

* * *


ზაკ სნაიდერის ეს ფილმი "რკინის კაცი", წარმოადგენს ცნობილ სუპერგმირზე შექმნილი კომიქსების ეკრანიზაციას და კინემატოგრაფის სამყაროში მისი ისტორიის დაწყებასა და ამ პერსონაჟის ახალ გააზრებას გვთავაზობს.

მე ორიგინალური კომიქსი არ წამიკითხავს, არც წინა ფილმები ან მულტსერიალები მინახავს, ამიტომაც საქმის კურსში არ ვარ, იქ როგორ არის საქმე ამ გმირთან დაკავშირებიტ, მაგრამ აქ, ზაკ სნაიდერის ფილმში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია სწორედ სუპერმენის უცხოპლანეტურ წარმოშობაზე, და ეს იმდენად სერიოზულად და შეიძლება ითქვას, რეალისტურად კეთდება, რომ ფილმი იმთავითვე უფოლოგიურ მიმართულებას ღებულობს.

აი უცხოპლანეტელი ბიჭუნა სწავლობს როგორ გააკონტროლოს და მოერიოს თავის არამიწერ ძალებსა და თვისებებს. ბიჭუნას მშობლები მას იმის გამუდმებული შიშითა და ძრწოლით ზრდიან, რომ მისი საიდუმლო შეიძლება გამჟღავნდეს, და ამავე დროს მიანიშნებენ მის უზენაეს დანიშნულებაზე, რომელიც თითქოსდა მისთვის არის გამზადებუილ. ახალგაზრდა კლარკ კენტი უკვე მთელს მსოფლიოში დახეტიალობს, მაგრამ თავს უცხოდ გრზნობს, ეძებს თავის ადგილს და პასუხებს მთელ რიგ შეკითხვებზე. "უცხოპლანეტელი" უკვე ჩვენს შორისაა.

სადაზვერვო ხომალდზე, რომელიც მის ხალხს ეკუთვნის, ის საკუთარი ნამდვილი მამის ცნობიერებას ესაუბრება, რომელიც მას ეუბნება, რომ ის უნდა გახდეს ხიდი ორ სამყაროს შორის: მიწიერსა და ზეციერს, ანუ მის ცივილიზაციებს შორის: "შენ დედამიწის მცხოვრებთ მისცემ იდეალს, რომელსაც ისინი უნდა ესწრაფვოდნენ. ისინი უკან გამოგყვებიან. მართალია, თავიდან დაეცემიან, იფორხიალებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში შენს მიმდევრობას შესძლებენ. დროთა განმავლობაში შენ დაეხმარები მათ სასწაულთ ქმნაში"; "შენ მათ სიკეთის ქმნაშიც დაეხმარები". არც მეტი არც ნაკლები - კლარკი არის უცხოპლანეტელი მესია და ფილმში მოცემულია იდეა როგორ ითვისებენ დედამიწას აქ ჩამოსახლებული უცხოპლანეტელები.

საგულისხმოა, რომ სუპერმენს სამყაროს გადარჩენის მომენტისთვის 33 წელი უსრულდება (ქრისტეს ასაკი). ქრისტეანობაზე სხვა მინიშნებად შეიძლება მოვიაზროთ გადამწყვეტი მომენტი, როდესაც მთავარი გმირი იმის წინ, სანამ სამხედროებს ჩაბარდებოდეს, რათა მხედართმთავარ ზოდს გადასცენ, და მით დედამიწა გადაარჩინოს, ეკლესიის მოძღვართან მიდის რჩევის საკითხავად.



"სუპერმენი" - "ფოლადის კაცი" (Man of Steel) - ფოტო კადრი



ოღონდ მთელი ეს მესიანობა, მთელი სიკეთე შემოიფარგლება იმით, რომ სუპერგმირი სამყაროს უცხოპლანეტელ დამპყრობელთაგან გადაარჩენს. მისი მტრები და თვითონაც ანგრევენ ცათამბჯენებს, აფეთქებენ ბეზინ გასამართ სადგურებს და მატარებლებს, სახელმწიფოებს მილიონობით ზარალს აყენებენ, ასახიჩრებენ და ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს.

ბოლოს კი სუპერმენი ჟურნალისტად იწყებს მუშაობას გამოცემაში, სადაც მისი შეყვარებული, საეჭვო კულტურული თვისებების მატარებელი ახალგაზრდა ლოის ლეინი მუშაობს. მას ყველა საქმის კურსში ყოფნა სურს, იცვამს თავის ნიღაბს - სათვალეებს, რომლებიც მას ადამიანთა შორის უჩინარს ხდის.

ამგვარად, ეს არის მორიგი იდეოლოგიური "სატყუარა", რომელსაც ფართო მაყურებელს სთავაზობენ, და რომლის დანიშნულებაც მასების ცნობიერებაში "უცხოპლანეტელი" მესიის (ან საერთოდ მესიის) მოსვლის საჭიროებასა და ყალბი პერსპექტივების დანერგვაში მდგომარეობს.

ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню