ხელოვნება - ანიჰილაცია - ფილმის აზრი და განმარტება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

ანიჰილაცია

(2018)

ფილმის აზრი და განმარტება

annihilation

ფილმს "ანიჰილაცია" თავის საფუძველში გააჩნია არქეტიპური სიუჟეტი: იდუმალი ბოროტება იჭრება მშვიდობიანი სამეფოს ტერიტორიაზე, ხოლო გმირი მას უნდა შეებრძოლოს და სასურველია გაიმარჯვოს.





ეს სიუჟეტი ისევე ძველია, როგორც სამყარო, მაგრამ სხვადასხვა ნაწარმოების ანალიზის შედეგად ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ეპოქათა მონაცვლეობისდა კვალად როგორ იცვლება ადამიანის წარმოდგენა ბოროტების ბუნებაზე და მისდამი დამოკიდებულება.

ბოროტების მთავარი ასპექტები, რომლებიც გამოიყოფა ფილმში "ანიჰილაცია" ესენია:

1) პირველი ასპექტია შემოჭრა, საზღვრების დარღვევა. ფილმის დასაწყისში ნაჩვენებია, თუ როგორ იჭრება უცხო სხეული დედამიწის ბიოსფეროში და თანდათანობით იწყებს ტერიტორიის დაპყრობას. ზუსტად ასევე, ნებისმიერ ორგანიზმში ჩნდება შეძენილი დაავადება: პათოგენი იჭრება ორგანიზმში და ახდენს მასზე ნეგატიურ ზეგავლენას. ნებისმიერი უცხო სხეულის შემოჭრა დახურული სისტემის მიერ ფასდება როგორც ბოროტება.

2) ბოროტების მეორე ასპექტი გახლავთ სახის ცვლილება. სხეულში იწყება მუტაციის შედეგების გამოვლენა, როდესაც ორგანიზმი არა მარტო ვითარდება და ახდენს მასში ჩადებული პოტენციალის რეალიზაციას, არამედ იწყებს სხვა ორგანიზმად გადაქცევას და კარგავს საკუთარ იდენტურობას. ფსიქიკაში ეს ვლინდება, როგორც თვითიდენტურობის დაკარგვა, სიგიჟე.

3) მესამე ასპექტია - მთლიანობის დარღვევა. სხეულის მაქსიმალური მთლიანობის დარღვევა - ეს არის სიკვდილი, გახრწნა, რღვევა, ანუ გაფორმებული ერთობის გადაქცევა უფორმო მასად. მთლიანობის ნაწილობრივი დარღვევა - ეს სხვადასხვა სნეულებები და სიბერეა. ეს პრობლემა მოინიშნება ლინის საუბარში კეინთან.




დიალოგი:

ლინ
: "თუ გავცდებით ჰეიფლიკის ზღვარს, შეიძლება შევაჩეროთ დაბერება. ეს ნიშნავს, რომ უჯრედი კი არ ბერდება, არამედ უკვდავი ხდება, იწყებს დაყოფას ისე, რომ არ კვდება. ისინი ამბობენ, რომ სიბერე ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ეს გენეტიკური შეცდომაა.

კეინი: "უფალი არ უშვებს შეცდომებს. ეს ყველა კარის გასაღების მსგავსია".

კიბო, რომლის უჯრედებსაც ჩვენ ვხედავთ ფილმის დასაწყისში, უეჭელად წარმოადგენს ბოროტებას მისი მატარებელი ორგანიზმისთვის. ამასთან კიბოს უჯრედები უკვდავია, რადგან შეუძლიათ უსასრულოდ დაყოფა ისე, რომ არ კვდებიან.




აქედან გამომდინარეობს ფილმის პირველი თეზისი:  კიბო, რომელიც ჩვენ ბოროტებად მიგვაჩნია, შეიცავს "ყველა კარის გასაღებს", ანუ - სიბერისა და სიკვდილის პრობლემის გადაწყვეტას. ანუ, ერთი ბოროტება (კიბო) შეიცავს სხვა ბოროტების (დაბერების) საწინააღმდეგო პოტენციალს. ამ თეზისში უკვე ჩანს ბოროტების პრობლემის გადაწყვეტის მიმართულება, რომელსაც ფილმში გვთავაზობენ.

მაგრამ, სხეულის მთლიანობის დარღვევის გარდა არსებობს კიდევ შინაგანი მთლიანობის, ანუ ცნობიერებისა და პიროვნების ერთობის დარღვევის პრობლემა. ფსიქიკის არასტაბილურობა, შინაგანი კონფლიქტები, პიროვნების ერთიანობის დაკარგვა, ცნობიერების შერყევა და სხვა მსგავსი მოვლენები - შინაგანი ერთობის, შინაგანი თანხმიერების, შინაგანი მთლიანობის დარღვევის მაჩვენებლებია.




ბოროტების ამ ორ ასპექტს - ხატების (გარეგანი მთლიანობის) დამახინჯებასა და მთლიანობის დარღვევას შეიძლება გააჩნდეთ ორი - შინაგანი და გარეგანი მიზეზები. ისინი შეიძლება წარმოადგენდნენ საზღვრის დარღვევის შედეგად გამოწვეული დასნებოვნების შედეგს, მაგრამ შეიძლება ასევე იყონ შინაგანი უძლურების, პასიურობის შედეგიც, როდესაც ცოცხალ არსებას არა აქვს სურვილი მხარი დაუჭიროს საკუთარ მთლიანობას.




ასეთ შინაგან ხრწნილებას გუნდის წევრები ჯერ კიდევ მისიის შესრულების დაწყებამდე ატარებენ. ფილმში ეს გამოხრული ადგილი, ეს ნაკლი აღნიშნულია როგორც მიდრეკილება თვითგანადგურებისკენ. სწორედ ის არის ფილმის გმირთათვის ზონაში მოგზაურობის უმთავრესი მოტივი. არა სამეცნიერო ინტერესი, არა ლტოლვა შემეცნებისკენ, ან სურვილი ემსახურო საზოგადოებას, ან მოახდინო თვითრეალიზაცია, არა - სასოწარკვეთა და ცხოვრების უაზრობა - აი ჯგუფის წევრთა მთავარი მამოძრავებელი მოტივაცია. ლინა ანგრევს ქორწინებას. ანი ლოთი და ნარკომანია, ჯოზის გამოკვეთილი სუიციდალური მიდრეკილებები აქვს, კასმა დაკარგა "პიროვნება, რომელიც ადრე იყო", რადგან უფრო ადრე მან დაკარგა ლეიკემიით დაავადებული გოგონა; ვენტრესი მარტოხელაა და კიბოთი დაავადებული თავის აღსასრულს ელოდება. ეს არის ის ბოროტება, რომელიც მათ შიგნიდან არღვევს.

დიალოგი:

ვენტრესი: "არც ერთი ჩვენგანი არ არის თვითმკვლელი, მაგრამ სიცოცხლის გარკვეულ ეტაპზე ჩვენი უმეტესობა ანგრევს საკუთარ თავს.

ეს ნიშნავს, რომ მთელ რიგ რთულ ვითარებებში ჩვენი ნება ბოროტებისკენ მიიდრიკება. იმის ნაცვლად, მხარი დაუჭიროს სუბიექტის მთლიანობას, ის (ვენტრესი) სიკვდილისა და ხრწნილების მხარეს იხრება.

ვენტრესი: "ეს გადაწყვეტილება არ არის. ეს იმპულსებია. ჩვენ კოდირებულები ვართ თვითგანადგურებაზე. ყოველი უჯრედი დაპროგრამებულია".




აი ასე იხსნის მეცნიერებას ამოფარებული ადამიანი, პასუხისმგებლობას იმისთვის, რაც მის თავს ხდება. ფსიქოლოგიაში ამას რაციონალიზაცია ეწოდება, როდესაც ადამიანი თავის ქცევებს ხსნის გარეგანი ვითარებებიდან და არა ნამდვილი შინაგანი მიზეზებიდან გამომდინარე.

მართლაც, თუ დავეთანხმებით იმ მტკიცებულებას, რომ პიროვნება ეს მხოლოდ გარეგან გავლენათა ჯამია, მაშინ რა პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს მას? ამ ლოგიკით, ჩვენ კი არ ვართ ასეთები (ცუდები), ეს ცხოვრებაა ასეთი (ცუდი). ასე არ არის? ჩვენ კი არ ვანადგურებთ საკუთარ თავს, არამედ ჩვენივე ორგანიზმი. მე კი არ ვღებულობ გადაწყვეტილებას, არამედ ჩემი ტვინი. ეს ძალიან მოხერხებული პოზიციაა.

ამგვარად, შინაგანი ბოროტება, ადამიანის თვითგანადგურება, ფილმში პოულობს გამართლებას, თანაც ფსიქოლოგის პირიდან. ყველა ფსიქოლოგიური პრობლემა დაყვანილია ღმერთის "ბიოლოგიურ შეცდომამდე". ანუ, არსებითად გამოდის, რომ ბოროტების მიზეზი ღმერთი ყოფილა. ვენტრესის პიროვნებაში ფსიქოლოგიამ აღიარა თავის უძლურება შინაგანი ბოროტებისადმი წინააღმდეგობაში და ესტაფეტა გადასცა ბიოლოგიას. ეს არის ფილმ "ანიჰილაციის" მეორე თეზისი - შინაგანი ბოროტება ადამიანში, მისი ლტოლვა თვითგანადგურებისკენ, ჩადებულია მის მატერიალურ სხეულში და დაპროგრამებულია უჯრედულ დონეზე.

ახლა ფილმის გმირი, ბიოლოგი, რომელსაც განასახიერებს ნატალი პორტმანი, ან უნდა დაეთანხმოს ამ მოსაზრებას, მაშასადამე მოიხსნას ყოველგვარი პასუხისმგებლობა ქმრის ღალატისთვის, ან კიდევ უარყოს იგი და გამოასწოროს შეცდომა უჯრედულ დონეზე რომელიღაც შინაგანი ცვლილების ხარჯზე.

როგორც იცით, ფილმში გატარებულია მკაფიო და ცალსახა პარალელი უცნაურ ციალსა და კიბოს შორის. ამიტომაც უხილავი ბოროტების კიდევ ერთ დამახასიათებელ თავისებურებად წარმოგვიდგება მისი უცნობლობა.

დიალოგი:

ლინა: "ნაკლებად სავარაუდოა მას საერთოდ ცოდნოდა, რომ მე იქ ვიყავი".




იდუმალ ციალს არაფერი სურს და არაფრისკენ არ მიისწრაფვის. ისევე როგორც კიბო, ციალი - ეს სიცოცხლეა, რომელიც კანონებს არ ექვემდებარება; ეს არის სიცოცხლე, რომელიც კონტროლიდან გამოვიდა; სიცოცხლე, რომელიც არ ცნობს არავითარ შეზღუდვებსა და ფორმას. ბოროტებაა ის იმიტომ, რომ ანგრევს ნებისმიერი არსების ინდივიდუალურობას.




ლინა უშუალო კონტაქტში შედის ამ ბოროტებასთან და უთმობს მას საკუთარი არსების ნაწილს. ამგვარად ხდება ურთიერთწინააღმდეგობათა ინტეგრაცია. მაგრამ აქ იბადება კითხვა: ვინ ვის აინტეგრირებს? ვინ რომელში დაინტეგრირდა? გმირი იმორჩილებს მოწინააღმდეგეს თუ მოწინააღმდეგე, რომელიც თავს იკატუნებს დამარცხებულად, იმორჩილებს გმირს?






პასუხები ამ კითხვებზე შესაძლებლობას გვაძლევენ დავუშვათ ფილმის ფინალის ორი შესაძლო განმარტება. შეიძლება ითქვს, რომ ციალმა შეიძინა გონიერი ფორმა და ტროას ცხენივით, უხილავად კაცობრიობის სხეულში ჩაინერგა. ანუ ყველამ ჩათვალა, რომ ბოროტება დამარცხებულია, მაგრამ სინამდვილეში მან თავისი არსებობა ლინასა და კეინში გააგრძელა.

მაგრამ, ვფიქრობთ, ყველაფერი ბევრად უფრო რთულადაა, და ამასთანავე ლოგიკურიცაა. ლოგიკა ასეთია:

1. კიბო ანადგურებს ადამიანის ორგანიზმს, მაგრამ ამასთან მისი უჯრედები უკვდავია.

2. ორგანიზმი ერთობაა, მაგრამ მისი უჯრედები მოკვდავია.

აქედან თავისთავად გამომდინარეობს ჰიპოთეზა: თუ მოვახდენთ ჩვეულებრივი და კიბოს უჯრედების სინთეზს, ჩვეულებრივი უჯრედები უკვდავნი გახდებიან.

ახლა გავავლოთ პარალელი კიბოსა და ციალს შორის:

ციალი ანადგურებს ინდივიდუალურობას, თუმცა თავად უკვდავია.

ინდივიდუალურობა მთლიანია, მაგრამ მოკვდავია.


შედეგად ციალისა და ინდივიდუალურობის შერწყმა (შეერთება) მოგვცემს უკვდავ ინდივიდუალურობას.




ზონაში ადრინდელი ექსპედიციების პრობლემა მდგომარეობდა მხოლოდ იმაში, რომ ვერავინ ახერხებდა ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. ციალი ყოველთვის ჯაბნიდა ადამიანთა ინდივიდუალურობას და ხრწნიდა ორგანიზმებს. ზონაში ყველა არსება უკვდავებას აღწევდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაიქცეოდა მასალად უსასრულო მუტაციისთვის.

ციალი იყენებდა ბიოლოგიურ სახეობებს, ამახინჯებდა და ერთმანეთში ურევდა მათ, და მხოლოდ ლინამ შესძლო განეხორციელებინა სინთეზი ციალთან ისე, რომ არ დაეკარგა თავისი ფორმა და შეენარჩუნებინა ინდივიდუალურობაც. ანუ, ლინამ შეძლო ბოროტების მოთოკვა და საკუთარი ნებისადმი მისი დამორჩილება.

რატომ და როგორ მოახერხა ეს ლინამ?




იმიტომ, რომ მან, მისიის სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით, უარყო საკუთარი ლტოლვა თვითგანადგურებისკენ. ლინამ შეინანა თავისი ღალატი და შეეცადა შეევსო თავისი მოვალეობა ქმრის წინაშე.

დიალოგი:

ლინა: "ძალიან ვწუხვარ და ვიცი რა უნდა ვაკეთო".

ამიტომაც, მას ჰქონდა ძლიერი სტიმული მიზნის მისაღწევად. და ამ ნებამ მისცა მას შესაძლებლობა შეენარჩუნებინა საკუთარი პიროვნება. ამგვარად ფსიქოლოგის თეზისი იმის შესახებ, რომ თვითგანადგურებისკენ ლტოლვა დაპროგრამებულია უჯრედულ დონეზე უარიყოფა ლინას მოქმედებებით. კეინმა თუ ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, ხოლო ვენტრესი ნებაყოფლობით მიეცა ანიჰილაციას, ლინამ თვითგანადგურებისკენ თავისი ლტოლვა გადასცა ორეულს, რითაც გაანადგურა იგი. ამის შედეგად ჩვენ ვხედავთ, რომ ციალი ლინას ორეულში თითქოსდა საკუთარ თავს მსხვერპლად სწირავს, როდესაც ემორჩილება ლინას ნებას. მაშასადამე, ფილმის ბოლოში ლინა და კეინი უკვდავნი ხდებიან, სავარაუდოდ იმიტომ, რომ არ ექვემდებარებიან შინაგან ხრწნადობას. ანუ, ლინა და კეინი სრულყოფილი ადამიანები ხდებიან.

დიალოგი:

კეინი: "შენ ლინა ხარ?"

ხოლო მათი გაუბედაობა თვითიდენტიფიკაციის მომენტში აიხსნება მით, რომ ციალის წყალობით ისინი საკუთარ თავში გრძნობენ ყველა სხვა ქმნილების არსებობას.

ამგვარად, ბიოლოგიის პროფესორისა და აშშ-ს ყოფილი ჯარისკაცის გაბედული და უკომპრომისო მოქმედებების წყალობით, ციალისა და ადამიანის სინთეზი წარმატებით განხორციელდა, ბოროტების ენერგია გონიერ ფორმას დაექვემდებარა და მშვიდობიან კალაპოტში ჩადგა.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=XzkmPvidC_Y

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/fiqN6fygIdQ" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню