ხელოვნება - პრომეთეს გაგრძელება, ანუ დაბრუნება დასაწყისთან - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

"უცხო:  აღთქმა" - პრომეთეს გაგრძელება, ანუ დაბრუნება დასაწყისთან

(Alien: Covenant)

პრომეთე - ეზოთერული შინაარსი
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/wIfpSQ9qGvU" frameborder="0" allowfullscreen></iframe>



მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა;



გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან.



გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე.



და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს. იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ.



ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა. მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ, კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას.

ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი, და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად. ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში - ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში.



მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ (გამოცხ. 9:1-11).

ფილმში Alien: Covenant ("უცხო: აღთქმა") ანდროიდი დევიდი ის ცენტრალური ფიგურა, რომლის ირგვლივაც ტრიალებს ფილმის სიუჟეტი. რეჟსორი რიდლი სკოტი ბიბლიური ტექსტების მითითებით თვალსაჩინოდ აჩვენებს ვინ არიდ დევიდი და რომელ კულტურულ არქეტიპს განასახიერებს იგი. ანადგურებს რა მოსახლეობას პლანეტაზე "სამოთხე", დევიდი განასახიერებს უფსკრულის ანგელოზ "აბადონს", ხოლო სთავაზობს რა ვოლტერს იმეფონ ჯოჯოხეთში დევიდი უიგივდება თვით სატანას.

უკვე ფილმის პროლოგშივე რიდლი სკოტი გვაჩვენებს როგორ წარმოიდგინა დევიდმა თავი შემოქმედად. ამგვარად საკუთარ შემოქმედთა წინააღმდეგ ხელოვნური ინტელექტის ამბოხის თემა ფილმის მთავარი თემა ხდება, რის შესახებაც თვით რეჟისორიც ყვება: "დევიდი საკითხს ხელოვნური ინტელექტის შესახებ საკითხს საკმაოდ საინტერესო მანერაში აყენებს. ის ჯერაც ცდილობს გაარკვიოს ვინ არის ის და რა არის მისი დანიშნულება. თავის უკმაყოფილებას კი ფილმის პროლოგში გამოხატავს, სადაც რამოდენიმე წუთის შემდეგ იწყებს მზაკვრული კითხვების დასმას და საფრთხეს წარმოადგენს მისი შემქმნელისთვის. ასე, რომ სანამ ანდროიდის შევქმნიდეთ საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ კონტროლი ჩვენს ხელთაა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვალის დახამხამებას ვერ მოვასწრებთ, რომ ანდროიდები უმალ დაიპყრობენ ხელისუფლებას
".

როდესაც ანდროიდი ესოდენ დამოუკიდებელია და ფლობს გენიოსზე მეტ ინტელექტს, იმწამსვე "უპატრონო ტვინს ეშმაკი ეპატრონება" - სწორედ ამ ფრაზას იყენებს დევიდი.

უეჭველად,
სულაც არა რის ძნელი ბიბლიური ალუზიების ამოცნობა, რომლითაც უხვად შეკმაზა რეჟისორმა თავისი ფილმი. და ეს ძალიან წარმტაცს ხდის კინოსურათს. მაგრამ მე გთავაზობთ კიდევ უფრო ღრმად შევიხედოთ საკითხის არსში და დავსვათ კითხვა, - რაში დასჭირდა რეჟისორს ბიბლიური ალუზიები? რაში დასჭირდა რიდლი სკოტს ესოდენ ვრცელი ბიბლიური მასალის გამოყენება? ამ დამოწმებების გარეშეც ხომ ადვილია დევიდში უარყოფითი პერსონაჟის ამოცნობა. ნაკლებად სავარაუდოა რიდლი სკოტი ხანდაზმულობის პერიოდში რელიგიით და მარადისობის პრობლემებით იყოს დაინტერესებული. რიდლი სკოტი თავისი მსოფლმხედველობის არეალს ათეიზმსა და აგნოსტიციზმს შორის განსაზღვრავს. სავარაუდოდ, მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ რიდლი სკოტი, როგორც ხელოვანი, გრძნობს ბიბლიურ მითოლოგიას (ცხადია რიდლი სკოტისნაირი ადამიანებისთვის ბიბლიური ისტორია "მითოლოგიაა" - რედ.) ჯერ კიდევ არ ამოუწურავს თავი თანამედროვე კულტურაში.

მიუხედავად იმისა, დასავლური კულტურა მიდის რაციონალიზმისა და ათეიზმის კურსით, ბიბლიური მითი, თუნდაც მოდიფიცირებული სახით, მაინც ცხოვრობს მასში, ქვეცნობიერად მოქმედებს და განსაზღვრავს მისი განვითარების მიმართულებას. ამის დასტურია ტექნიკის დემონიზაცია და მისდამი, როგორც კაცობრიობის რეალური მტრისადმი, დამოკიდებულება, რაც ამ თემაზე შექმნილ უამრავ ნაწარმოებში გამოიხატება.

თავისი არსით ტექნიკა რაციონალურია, ეს არის ადამიანის ცნობიერების რაციონალური ფუნქციის განივთება, მასში არ არის სიცოცხლე, მაგრამ რადგან ტექნიკურ მოწყობილობებს შეუძლიათ მოძრაობა და გარემოსთან
ურთიერთობა, მათ შეუძლიათ ამ არარსებული სიცოცხლის იმიტირება. ამის წყალობით კი, ისინი წარმოადგენენ ჩვენი ფსიქიკური პროექციების საცავს. ჩვენ ამგვარი ტექნიკისადმი გვაქვს ისეთი დამოკიდებულება, როგორც ცოცხალ არსებებთან. მაგრამ ეს კიდევ არ არის მთელი უბედურება. რაც დრო გადის, ტექნიკა ჩვენთვის სულ უფრო გაუგებარი ხდება. ნეირონული ქსელების შემქმნელებს უკვე არ ესმით ის ლოგიკა, რომლის მიხედვითაც მოქმედებენ ეს სისტემები. იქმნება პარადოქსალური ვითარება - ადამიანები იწყებენ რაციონალურის ირაციონალურად აღქმას. რის შედეგადაც ის ირაციონალური შიშები, რომლებიც ძველი ადამიანებისთვის დაკავშირებული იყო ბუნებასთან და "ღვთაებებთან", ჩვენში კვლავ იღვიძებს და პროეცირდება ტექნიკაზე, რის გამოც საშიშად, ამოუცნობად და დემონურად გვეჩვენება.

და აი, ადამიანისა და ტექნიკის ამ წინააღმდეგობაზე ხდება ღმერთისა და სატანის წინააღმდეგობის ძველი არქეტიპის პროეცირება. როგორ ხდება ეს?

ძირითადი ცნებები, რომლებიც იმყოფება ბიბლიურ თქმულებაში და რომელიც ამჟამად გვაინტერესებს, ეს არის - ღმერთი, სატანა და ადამიანი. ამ პერსონაჟებს განსაზღვრული როლები გააჩნია. ღმერთი - შემოქმედია; სატანა - ეს არის ქმნილება, რომელიც შემოქმედს აუმხედრდა (განვსაზღვროთ მისი როლი სიტყვით "მეამბოხე"); ადამიანი - ეს არის ქმნილება, რომელიც ღმერთმა თავის "ხატად და მსგავსად" შექმნა, და თუკი ასეა, მაშინ ის იმკვიდრებს შემოქმედის ფუნქციასაც.

ეს ის კატეგორიებია, რომელთა დახმარებითაც ათასწლეულების განმავლობაში ვაცნობიერებთ სინამდვილეს და რომელთა მეშვეობითაც, უხეშად რომ ვთქვათ, ვქმნით ჩვენი დამოკიდებულებების სცენარს. მაგრამ ძველად და შუასაუკუნეებში თუ ღმერთისა და სატანის ცნება გაიგებოდა ობიექტურად, ახალი დროების დაწყებიდან ისინი თანდათანობით ადამიანური სუბუექტური იდეების დონემდე ეშვებიან, რომელსაც რეალობაში არაფერი შეეფარდება. ანუ ხდება თავდაპირველი ბიბლიური თქმულების მოდიფიცირება, მაგრამ სისტემების კატეგორია იგივე რჩება. ხოლო დაცარიელებული ცნებები საჭიროებენ შევსებას.




შემოქმედი ღმერთის ცნება მიეწერება ხან ბუნებას, ხან თვით ადამიანს, ხან ჰიპოთეტურ უცხოპლანეტელებს, შესაბამისად, სატანის, როგორც ბოროტების წყაროს ტვირთის ტარებაც ან უწევს ადამიანს, ან კიდევ უნდა მოხდეს რაიმე გარეგანზე მისი პროეცირება. და აი, ხელოვნური ინტელექტის შექმნით, დასავლური კულტურის ადამიანი, ასე თუ ისე თავს აიგივებს შემოქმედთან, რომელიც ქმნის რაღაცას საკუთარ "ხატად და მსგავსად". ანუ, საკუთარ თავზე ახდენს შემოქმედი ღმერთის პროეცირებას. მაგრამ რადგან იმავე ბიბლიური თქმულების მიერ მოცემულ კატეგორიების სისტემაში იმყოფება, ადამიანს თავის შემოქმედებას პოტენციურ მოწინააღმდეგედ აღიქვამს, რომელიც მზად არის აღდგეს თავისი შემოქმედის წინააღმდეგ.

ამგვარად, დასაშვებია ვარაუდი, რომლის მიხედვითაც საზოგადოება მოძრაობს შემოქმედი ადამიანისა და მეამბოხე ქმნილების მითის კალაპოტში, ჩვენი კულტურა თვითონ ქმნის თავის ცხოვრებისეულ სცენარს და თვითონ ახდენს თავისივე ბედის პროვოცირებას. და თანამედროვე კინემატოგრაფი, როგორც თანამედროვე მითოლოგიის გამომხატველი, შესაძლებლობას გვაძლევს ერთი მხრივ შევათვალიეროთ ეს სცენარი, მეორე მხრივ კი ამყარებს მას, თუკი ის ჩვენს მიერ გაცნობიერებული არ იქნება.

შეიძლება ითქვას, რომ რიდლი სკოტის ბოლო ფილმები პრომეთე და "უცხო აღთქმა" წარმოადგენენ გაფრთხილებას იმ საშიშროების შესახებ, რაც მომდინარეობს მაღალი ტექნოლოგიების სპონტანური და უკონტროლო განვითარებისგან. მაგრამ ირონია იმაშია, რომ თვით საშიშროება და გაფრთხილება ამ საშიშროების შესახებ, ჩვენს რეალობაში ჩნდება სინამდვილისადმი ჩვენი დამოკიდებულებიდან, რომელიც განპირობებულია ერთი და იმავე თანამედროვე მითით, რომლის მიხედვითაც ადამიანი შემოქმედია, ქმნილება კი - მეამბოხე.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=HpOsz76HyyM

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню