ხელოვნება - "აკრძალული ილეთი", ანუ პროექტი მონარქი და ქვეცნობიერების კონტროლი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

"აკრძალული ილეთი", ანუ პროექტი მონარქი და ქვეცნობიერების კონტროლი

აკრძალული ილეთი
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/6dzikBZTUy8" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ფილმი "აკრძალული ილეთი" არის ფანტასტიკური ტრილლერი, რომელიც მაყურებელს ჰპირდება ორ სანახაობას: ლამაზ გოგონებს და ეფექტურ თავგადასავლებს. მაგრამ, ამ მოკლეკაბიანი ლამაზი გოგონებისა და ტექნიკური სპეცეფექტების მიღმა იმალება ძირითადი და შემაშფოთებელი სიუჟეტი: ფილმი "აკრძალული ილეთი" (დაახლ. ასე ითარგმნება ფილმის სახელწოდება "Sucker Punch" - რედ.) მოგვითხრობს პროექტ "მონარქზე", რომლითაც ადამიანის გონებას მართავენ "მანინპულატორები" და გოგონაზე, რომელიც ცნობიერებაში წარმოქმნილი წარმოსახვებით ცდილობს გავიდეს რეალობიდან, რათა დაივიწყოს ძალადობით გამოწვეული ტრავმები.

ამ სტატიაში შევეცდებით გამოვავლინოთ "აკრძალულ ილეთში" გამოყენებული ფარული სიმბოლიკის მნიშვნელობა.

რეჟისორ
ზაკ სნაიდერის ფილმი აღწერს მოზარდი გოგონას ძიებას, რომელსაც ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაქცევა სურს, სადაც ის ძალდატანებით მოათავსეს. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენმა გმირმა, "თოჯინამ" (როგორც მას ფილმში უწოდებენ) და მისმა მეგობრებმა უნდა იპოვონ ხუთი საგანი, რომელიც მათ ამ დაწესებულებიდან გაქცევაში დაეხმარება. კრიტიკოსთა უმრავლესობამ "აკრძალული ილეთის" სიუჟეტური მონახაზი ჯეროვნად ვერ შეაფასა. ისინი დააბნია ალტერნატიული რეალობისა და გაუგებარი სიმბოლიკის სიუხვემ.

ერთის შეხედვით ფილმი მართლაცდა დახლართული გეჩვენება, მაგრამ არსებობს ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც უცნობია მაყურებელთა უმრავლესობისთვის და, რომელიც ამ ფილმს თანამიმდევრულად და აზრობრივად წარმოაჩენს: "აკრძალული ილეთი" გვიყვება ტრავმირებული გოგონის გონების მართვაზე. ეს არის ე. წ.
პროექტ "მონარქის" მსხვერპლის ისტორია (ამ პროექტის შესახებ იხ. სტატია, "MK-Ultra Monarch ანუ რა არის საერთო პეპელა მონარქსა და ცნობიერების ტოტალურ კონტროლს შორის?" - რედ.), რომელიც სულ უფრო და უფრო გაუცხოებული ხდება. ფილმი გვიჩვენებს დამონებული ადამიანის სულს, სადაც გაუცხოება - თავდაცვისა და ძალადობის აუტანელი ტრავმისგან თავდაღწევის მექანიზმია. "მონარქის" ასეთი ღრმა და ბნელი საიდუმლონი ეკრანზე ჯერ არავის გადაუტანია, ფილმში ის ყველგან არის მინიშნებული საიდუმლოდ და სიმბოლურად.

"აკრძალული ილეთი" თავბრუს ახვევს მაყურებელს: აქ ვხვდებით ილუზიებს, მოტყუებას, ანულირებასა და დემაგოგიას. ზღვარი რეალობასა და ოცნებას შორის ფილმის სიუჟეტის განვითარებასთან ერთად იშლება და იბინდება. ფილმი თითქოსდა აღქმულ უნდა იქნეს ქალთა უფლებების აღიარებად, მაგრამ გონების მართვის სიმბოლიკის გამოყენებით ის აჩვენებს, რომ ფილმი ფაქტობრივად სულ სხვა რამეზეა. ჩვენი "თოჯინა" ეძებს "თავისუფლებას", მაგრამ ბოლოს ეს "თავისუფლება" სულაც არ აღმოჩნდება ის, რაც მას ეგონა. ფაქტობრივად, მთელი ფილმი გადმოცემულია ორი აბსოლუტურად საპირისპირო მეთოდით, რაც მას ნამდვილ გამოცანად ხდის გონებისთვის.

"აკრძალული ილეთი" კადრს მიღმა ლაპარაკით იწყება. ვიღაცის ხმა გვაუწყებს:

"ყველას ჰყავს ანგელოზი. მცველი, რომელიც მას თან დაჰყვება. ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ როგორ ფორმას მიიღებს იგი. ერთხელ ის შეიძლება ბერიკაცი იყოს, სხვა დღეს პატარა გოგონა. ნუ მოატყუებინებთ თავს ვინმეს. ისინი შესაძლოა ისეთივე სასტიკნი იყვნენ, როგორც ნებისმიერი ურჩხული. მიუხედავად ამისა, ისინი აქ არიან არა იმისთვის, რათა ჩვენს მაგივრად იომონ... ისინი გვაძლევენ გულისხმისყოფას... შეგვახსენებენ საკუთარ თავს, შეგვახსენებენ თუ ვის უპყრია ძალაუფლება სამყაროზე, რომელსაც ჩვენ ვქმნით".

როგორც ფილმის სხვა ნაწილებში, ეს შესავალიც შეიძლება გავიგოთ ორნაირად. ის შეიძლება მივაკუთვნოთ მფარველ ანგელოზებს, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს თავიანთ ცხოვრებაში ან კიდევ მათ, ვინც ადამიანთა გონებას მართავევნ და რომელთაც აქვთ აზროვნებით მანიპულირების შესაძლებლობანი. და ეს მხოლოდ ერთ ერთი შესაძლო ვარიანტია ფილმის ორაზროვნებაში.


ძალადობის სახლი


აშკარა ანაქრონიზმების მიუხედავად, ფილმის სიუჟეტი 1950-60-იან წლებში ვითარდება, პერიოდში, როდესაც დაიწყო გონების მართვის ექსპერიმენტები. "აკრძალული ილეთის" მთავარი გმირია ოცი წლის გოგონა, რომელსაც მეტსახელად
"თოჯინას" (Baby Doll) უწოდებენ. ესეც გონების მართვაზე მიანიშნებს: "თოჯინები" თვითონ არ მოძრაობენ, არამედ მხოლოდ მარიონეტები არიან. თოჯინას გზა გონების მართვისკენ, ასახავს პროექტ "მონარქის" რეალურ მონათა, რეალურ "თოჯინათა" ისტორიას: ჯერ კიდევ სიყრმის ასაკში მამინაცვლისგან მრავალგზის ტრავმირებული და შეურაცხყოფილი მოზარდი უკვე განწყობილია გაუცხოებისთვის. ის, როგორც "ნივთი" გადაეცემა დაწესებულებას, სადაც მასზე სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებს ატარებენ.



ფილმის ავტორები მიგვანიშნებენ, რომ "თოჯინას" სულიერი ტრავმის მიზეზი მისი მამინაცვალია


"თოჯინას" ცუდად ეპყრობა მისი მამინაცვალი. "მონარქის" მრავალი მონა ან ოჯახის უფროსის შეურაცხყოფის მსხვერპლია, ან კიდევ ძალადობის შთამომავლობითი რიტუალის მსხვერპლი.



მამინაცვლის თვალის ჩალურჯება "ერთი თვალის" მასონურ სიმბოლოზე მიანიშნებს, რომელსაც ილუმინატები ცნობიერების კონტროლის აღსანიშნად იყენებენ. ერთთვალიანი პერსონაჟი სხვა შემთხვევებშიც შეგვიძლია ვნახოთ ფილმის მსვლელობისას.

მამინაცვალი იძახებს პოლიციას და "თოჯინას" საკუთარი დის მკვლელობაში ადანაშაულებს. ეს არის დანაშაული, რომელიც თითქოსდა მან აღასრულა. "თოჯინას" აპატიმრებენ, აქვეა ნარკოტიკებიც. ანუ, "თოჯინაზე" "მონარქის" პროექტის განხორციელება უკვე იწყება. მას მისცემენ დასამშვიდებელს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსებენ, სადაც უნდა მართონ მისი ცნობიერება. მონების გონების მართვა ნარკოტიკების მეშვეობით და მათი დამუშავება საჭიროა მონების დაპროგრამების გასაადვილებლად.



დაპროგრამების ადგილი



"თოჯინას" დაწესებულებაში ძალდატანებით წაიყვანენ. ზოგიერთი ფსიქიატრიული საავადმყოფო სპეციალიზირებულია სწორედ ადამიანის ცნობიერების კონტროლის ექსპერიმენტებზე და ამგვარი სპეციალური დაწესებულებები უშიშროების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, სადაც "თოჯნას" მოათავსებენ, ამგვარი დაწესებულების ყველა ნიშანი გააჩნია. ფიზიკური და სექსუალური ძალადობის საშიშროება აქ მუდმივად არსებობს და ეს ფილმში აშკარად ხაზგასმულია, თანაც სხვადასხვა მეთოდებით, რათა გამოიწვიოს პიროვნების დისოციაცია.

დაწესებულებაში უდიდეს როლს თამაშობს
მუსიკა (ასევე პროექტ "მონარქშიც"), სადაც ის გამოიყენება როგორც დაპროგრამების (ზემოქმედების) ინსტრუმენტი. სიმღერების უმეტესობას აქვს ქვეტექსტები, რომელთაც გონებაზე კონტროლის კონტექსტში შეუძლია გამოიწვიოს დისსოციაციები. როგორც მაგალითად, სიმღერას "სად არის ჩემი გონება", სადაც არის ასეთი სიტყვები:

With your feet in the air and your head on the ground

Try this trick and spin it, yeah

Your head will collapse

But there's nothing in it

And you'll ask yourself

Where is my mind

Where is my mind

Where is my mind

ფეხებით ჰაერში, თავით მიწაზე

აბა სცადე და შეასრულე

თავი გისკდება,

მაგრამ მასში არაფერია

და საკუთარ თავს ეკითხები:

სად არის ჩემი გონება

სად არის ჩემი გონება

სად არის ჩემი გონება

დაწესებულებაში "თოჯინა" შეიტყობს, რომ მისი მამინაცვალი ცდილობს მისთვის ცნობიერების წართმევას: "თოჯინას" ლობოტომია ემუქრება (ლობოტომია - თხემის წილისა და მხედველობის ბორცვს (თალამუსი) შორის არსებული გამტარი გზების ოპერაციული გადაკვეთა - რედ.). ფსიქიატრიული საავადმყოფოს ადმინისტრატორი მამინაცვალს ამცნობს: "ნუ ღელავთ, ის საკუთარ სახელსაც კი ვერ გაიხსენებს, როდესაც ჩაუტარებენ ლობოტომირებას".

ფილმს მალე მივყავართ ლობოტომიის სცენასთან.



ლობოტომიას მახვილი ინსტრუმენტით ჩაატარებენ მსხვერპლის თვალიდან, რითაც კიდევ ერთხელ მიენიშნება გონების კონტროლის ილუმინატური სიმბოლიკა.

პირდაპირ იმ დროს, როდესაც ექიმი დააპირებს ქირურგიული ინსტრუმენტის შეჭრას "თოჯინას" ტვინში, ხდება დისოციაცია და მაყურებელი ისევ ალტერნატიულ რეალობაში გადაიტყორცნება. ჩვენ გადავდივართ დისოციაციურ, წარმოსახვით სამყაროში, რომელსაც "თოჯინას" ფსიქიკა ქმნის, და რომელშიც ახორციელებს ის თავის ალტერ-ეგოს: პატარა
ბეტა-ფისუნას.

_______________

შენიშვნა: "ბეტა" - არის ალტერ-ეგოს შემქმნელი პროგრამა, რომელიც გამოირჩევა სექსუალურობით და სცილდება იმის ჩარჩოებს, რასაც ჩვენ "ნორმალურს" ვუწოდებთ. ბეტას პროგრამირების დროს უქმდება სექსთან დაკავშირებული ყველა "კომპლექსი" და ხდება ტვინის ცხოველური ნაწილის სტიმულაცია, რომლისთვისაც უცნობია ნებადართულის საზღვრები. ეს ალტერ-ეგო "კატადაც" იწოდება (ყურადღება მიაქციეტ ამერიკული შოუ ბიზნესის ვარსკვლავებს, რომლებშიც ძალზედ ხშირად ფიგურირებს ვეფხვისა და ლეოპარდის შეფერილობები) (დეტალურად იხ. სტატია: "MK-Ultra Monarch, ანუ რა არის საერთო პეპელა მონარქსა და ცნობიერების ტოტალურ კონტროლს შორის?").

_______________


ალტერნატიული რეალობა


ცნობიერების მაკონტროლებელ პროგრამა "მონარქში" არის პროგრამების რამოდენიმე ტიპი, რომელიც დამოკიდებულია იმაზე თუ რა თვალსაზრისით სურთ "პროგრამისტებს" მონის გამოყენება. როგორც ჩანს, "თოჯინა" და მისი მეგობრები ექვემდებარებიან ბეტა-პროგრამირებას - რომელსაც ასევე "ფისუნას" უწოდებენ. ფილმის ძირითადი ყურადღება თავიდანვე გადადის მამინაცვლის სასტიკ მოპყრობაზე, "მონარქიული" ტერმინოლოგიით ეს არის "ღუზა".

"ყოველი პროგრამა და მონა დაფუძნებულია ტრავმის რომელიღაც სახეობაზე. თითოეულ მონას დააყენებენ
"ღუზაზე", ანუ გარკვეული ტიპის ტრავმაზე. ერთ ერთი ძირითადი ტრავმა მაკოდირებელი აღმოჩნდება, მაგალითად, მამინაცვლის მხრიდან გოგონას წინააღმდეგ გამოყენებული ყველაზე სასტიკი საქციელი გამოყენებული იქნება როგორც "ღუზა", რომელზეც შემდეგ შესაძლებელი იქნება ბეტა-პროგრამირება" (Fritz Springmeier, The Illuminati Formula to Create a Mind Control Slave).

"თოჯინას" ალტერნატიულ რეალობაში (ანუ რეალობიდან მოწყვეტილ მის წარმოსახვაში) ფსიქიატრიული საავადმყოფო გარდაიქმნება კლუბად, რომლის მფლობელია განგსტერი (სინამდვილეში, ეს "განგსტერი" ფიქიატრიული საავადმყოფოს ადმინისტრატორია). "ფსიქიურად დაავადებულები" დაწესებულებაში ცეკვავენ... რეალობის ეს დამახინჯებული ვერსია ერთ მნიშვნელოვან რამეს მიანიშნებს, რომელიც ფილმში პირდაპირ არ სახელდება: თუ "თოჯინას" ალტერნატიულ რეალობაში მისი როლი განისაზღვრება პროსტიტუციით, ეს ნიშნავს, რომ ის ექვემდებარება ამავე რეჟიმს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. პროგრამირებაში Monarch მეორდება და სისტემატურად ბოროტად გამოიყენება ტრავმები, რომლებითაც ქმნიან დისოციაციას.

თავის ალტერნატიულ რეალობაში "თოჯინა" ასახიერებს ალტერნატიულ პიროვნებას - იმას, რასაც უწოდებენ "კნუტების დაყრას" (Kitten), ანუ დაპროგრამებამ უნდა მოიტანოს სარგებლობა. დაპროგრამება ხსნის ყოველგვარ აკრძალვას და როგორც ვნახავთ "თოჯინასაც" ასწავლიან "თავს უფლება მისცეს" გახდეს მგრძნობიარე მოთხოვნილებებისდა მიხედვით.

ლობოტომიის სცენაზე ჩვენ ვხედავთ "თოჯინას" დისოციაციას, რომელიც ამ ბინძურ სამუშაოს მომხიბლავ ცეკვად "გარდასახავს".



"თოჯინა" მიბმულია სკამზე და გამზადებულია ლობოტომირებისთვის



"თოჯინას" ალტერნატიული სამყარო, ამახინჯებს მის ლობოტომირებას - იწყება ეროტიკული ცეკვა


მიუხედავად აშკარა მინიშნებებისა გონების მართვაზე, ფილმი არსად გმობს ძალადობრივ პროსტიტუციას და თვით გონების მართვის პრაქტიკასაც კი. ყველაფერი ფანტაზიად იქცევა, რომლის შედეგადაც სიტუაცია გულგრილი და მიმზიდველი ხდება. მაგალითად, "ფისო-თოჯინა" თავის ალტერ-პერსონაში ჩაცმულია სკოლის მოსწავლის მსგავსად, რომელიც "საცეკვაო" კლუბში (ანუ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში) "მღვდელმა" მიიყვანა.



"მონარქ"-პროგრამირებაში სექსუალურ "თოჯინას" სხვა წარსული აქვს. "მონარქი" აპროგრამებს პიროვნებათა წარსულს, ადამიანის ურთიერთობას, მაგალითად, "თოჯინას" შემთხვევაში მისი შეურაცხმყოფელი მამინაცვალი "თოჯინას" წარმოსახვაში "მღვდელი" ხდება.


ბეტა-ფისუნები


თავის ალტერნატიულ რეალობაში "თოჯინა" იძულებულია იცეკვოს და კლიენტები გაამხიარულოს. რადგან მისი ალტერნატიული სამყარო დისოციაციის შედეგია, რაც მოსათმენს ხდის ნამდვილ რეალობას, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის იძულებულია ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიაც აკეთოს იგივე, ოღონდ ფილმი ამის შესახებ არაფერს გვეუბნება.



"თოჯინას" აქ ეუბნებიან, რომ ის იმიტომაა ამ დაწესებულებაში, რათა ასიამოვნოს კლიენტებს. ბალიშზე გამოსახული ცხოველები "ფისო"-პროგრამირებაზე მიანიშნებს.



სხვა პაციენტი, "ტკბილი ბარდა" (Sweet Pea), "თოჯინას" საცეკვაო ილეთებს ასწავლის. ის კატის ბეჭედს იყენებს, რაც გონების მაკონტროლებელ პროგრამა "მონარქში" ბეტა-ფისუნების გამოსავლენად გამოიყენება. "ქერა" რომელსაც ვანესა ჰაჯენსი თამაშობს, ასევე კატის ბეჭდებს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ქერა არ არის, მაინც ასე იწოდება, რადგან "ფისუნების" ქერა გოგონებად დაპროგრამებას ასახავს (იხ. მერილინ მონრო).




ვანესა ჰაჯენსი დისნეის ვარსკვლავია. არსებობს მრავალი კავშირი დისნეის ვარსკვლავებსა და "მონარქ"-პროგრამირებას შორის. ჰაჯენსს ზურგზე პეპლის ტატუირება აქვს (რომელმაც რაღაც მიზეზის გამო ფართო გამოხმაურება ჰპოვა), რომელიც მან "აკრძალული ილეთის" გადაღების დროს გაიკეთა. პროგრამა "მონარქში" ტატუირებები მონების იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება.


სარკეები და პეპლები


სხვა ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც ასევე ეძღვნება გონების კონტროლს ეძღვნება (მაგალითად, ფილმი "შავი გედი"), "აკრძალულ ილეთში" ფართოდ გამოიყენება სარკეების რთული ეფექტები და აბურდული სიმბოლიკა, რაც რეალობასა და გამონაგონს (წარმოსახვას) შორის ზღვრის მოშლაზე მიანიშნებს.



სარკეების რთული ეფექტები და კინოკამერის მოძრაობა მაყურებელში ქმნის გადმობრუნებული გამოსახულების შთაბეჭდილებას, რითაც აფრთხილებს არასოდეს დაიჯერონ ის რასაც ხედავენ. ყურადღება მიაქციეთ პეპლებს სარკეებს შორის, რაც "მონარქ"-პროგრამირების სიმბოლო გახლავთ.



როდესაც ერთ ერთ მონას კლავენ, კამერა განათებულ სარკეზე გადადის, საიდანაც მისი შვილის სურათი ვარდება. ყურადღება მიაქციეთ პეპლის გამოსახულებას.



თითქმის ყველა ფილმში, რომელიც გონების კონტროლს ეძღვნება, არის სცენა სადაც სარკე ერთ წერტილში ზიანდება - ეს მონის პიროვნების რღვევაზე მიანიშნებს. "აკრძალულ ილეთში" სარკე ტყდება, როდესაც "თოჯინა" "განგსტერზე" თავდასხმას შეეცდება.


დისოციაციის მეორე დონე


და მაინც, სად ხდება ასეთი შთამბეჭდავი სცენები, რომელსაც ფილმში ვუყურებთ? ცხადია ეს ყოველივე "თოჯინას" თავში ხდება. ეს არის რეალობიდან გაქცევის მისი მეთოდი. სცენის ყოველი მოქმედება მაშინ ხდება, როცა "თოჯინა" იძულებულია მორიგი მაცდური ცეკვა შეასრულოს.

იყენებს რა მუსიკას, როგორც დაპროგრამების ინსტრუმენტს, ვერა გროსკი (ამ დაწესებულების ექიმი, რომელიც "თოჯინას" ცეკვის მასწავლებელია ალტერნატიულ რეალობაში) "თოჯინას" ამშვიდებს და ეუბნება - "მოდი ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის". სხვა სიტყვებით, ის რეალობას უნდა გაემიჯნოს. ვერას განკარგულების შემდეგ, როდესაც მუსიკა დაიწყება, "თოჯინა" ფანტაზიის სამყაროს მეორე დონეში გადაეშვება. წარმოსახვითი სცენა ბუნდოვნად აირეკლავს რეალობას. ეს არის "თოჯინას" დისოციაციის დამცავი მექანიზმი მკაცრი რეალობის წინაშე: სცენების მესამე დონე ნიშნავს, რომ ის ცეკვავს კლუბის მეორე დონეზე, რომელიც თავის მხრივ პირველ დონეზე, ანუ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ ბოროტმოქმედებებზე მიანიშნებს (იმედია მთლად ბუნდოვნად არ არის ნათქვამი).



თავისი პირველი ცეკვის შესრულებისას "თოჯინა" დისოცირდება სამყაროში, რომელიც ფეოდალურ იაპონიას მოგვაგონებს. ის ჩაცმულია სკოლის მოსწავლის ფორმაში, რითაც მიგვანიშნებენ თუ რა იგულისხმება მისი სხეულის გამოყენების მიღმა.


დიცოციაციური მოქმედების ამ პირველი სცენის დროს, "თოჯინა" ხვდება "ბრძენკაცს", გიდს, რომელიც მას "თავისუფლებისკენ" წარმართავს... სიტყვას "თავისუფლება" წინწკლებში იმიტომ ვათავსებთ, რომ მიუხედავად იმისა "ბრძენკაცი" "თოჯინას" თითქოსდა თავისუფლებისკენ უძღვება, მან იცის, "თოჯინა" სინამდვილეში სრულიად საპირისპირო მდგომარეობაში აღმოჩნდება და ამ მდგომარეობას ლობოტომია ეწოდება. თუმცა ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით.

მეორე სცენას პირველი მსოფლიო ომის დროინდელ გერმანიაში გადავყავართ. "თოჯინა" იძულებულია კიდევ ერთხელ იცეკვოს. სიმღერა, რომლის ქვეშაც ის ცეკვავს სიმბოლურია: ეს სიმღერა ცნობილი ჯგუფის, Jefferson's airplane-ს კლასიკური ნომრის, White Rabbit-ის ("თეთრი კურდღელი") რემეიკი გახლავთ. ცნობიერების კონტროლის კონტექსტში, სიმღერის სიტყვები მეტად სიმბოლურია:

ოდენ ერთი ტაბლეტი გაგხდის ბუმბერაზად,
ოდენ ერთი ტაბლეტი გაქცევს ცეროდენად
გაიხსენე - ის ტაბლეტები, რომელსაც დედა გაძლევდა
არასოდეს მიუყენებიათ შენთვის ამგვარი მოქმედება
მაშ, მოუხმე ალისას და ჰკითხე:
როგორია იყო ათი ფუტის სიმაღლის?
იცოდე, რომ, თუ გამოეკიდები თეთრ კურდღელს
ადრე თუ გვიან დაეცემი და განუმარტე მათ, რომ შენ... მუხლუხომ მოგიწოდა...
მაშინ მოუხმე ალისას და ჰკითხე: როგორია ცეროდენად ყოფნა?
...საჭადრაკო დაფის ბინადარნი აგიხსნიან, საითკენ უნდა გაემართო.
მოჰკბიჩე სოკოს ნაჭერი - და შენი ცნობიერება გამოვა შენგან
აბა ჰკითხე ამის შესახებ ალისას - ვფიქრობ, იცის, რაზეა მსჯელობა.
... შესატყვისობა და ლოგიკა,
მკვდრები იატაკზე დაცვივიან.
თეთრი რაინდი კვლავ დაიწყებს ზღაპრის მოყოლას და...
მეწამული დედოფალი "თავს წააცლის" მას...
მაშინ გაიხსენე რა გითხრა შენ წრუწუნამ:
"დაიპურე თავი! დაიპურე თავი! დაიპურე თავი!"

One pill makes you larger
And one pill makes you small
And the ones that mother gives you
Don’t do anything at all
Go ask Alice
When she’s ten feet tall
And if you go chasing rabbits
And you know you’re going to fall
Tell ‘em a hookah smoking caterpillar
Has given you the call
Call Alice
When she was just small
When men on the chessboard
Get up and tell you where to go
And you’ve just had some kind of mushroom
And your mind is moving slow
Go ask Alice
I think she’ll know
When logic and proportion
Have fallen sloppy dead
And the White Knight is talking backwards
And the Red Queen’s “off with her head!”
Remember what the dormouse said;
“Feed Your Head”

ცხადია, რომ ამ ფილმის კონტექსტში, ეს სიმღერა, უფრო სწორედ მისი ტექსტი, განსხვავებულად აღიქმება. ის ბრწყინვალედ ერწყმის ცნობიერების კონტროლის თემას. აქ კარგად ჩანს, რომ ზღაპრის, "ალისა საოცრებების ქვეყანაში" პროექტ "მონარქის" დაპროგრამების ინსტრუმენტად გამოიყენება, სადაც მონას "თეთრი კურდღლისადმი" მიყოლას ავალებენ "საოცრებათა ქვეყანაში", ანუ ავალებენ დისოციაციას. ამ მიზეზით, თეთრი კურდღლის სიმბოლო პოპ-კულტურაში ცნობიერების მართვის უმნიშვნელოვანესი სიმბოლო გახდა.



პირველი მსოფლიო ომის სცენაში გოგონები მართავენ რობოტს, რომელიც პროექტ "MK-ულტრას" თეთრი კურდღლის სიმბოლოზე მიანიშნებს.


სხვა საომარი სცენებიც იმავე შაბლონს მისდევს: დისოციაციური შინაარსის სიმღერები მოუწოდებენ "თოჯინას" შეაბიჯოს გამოგონილ სამყაროში, სადაც მას მისიების აღსრულება ევალება. ყოველი მისია - რეალური მისიის დამახინჯებული ვერსიაა, რომელიც მან და მისმა მეგობრებმა უნდა აღასრულონ და საბოლოოდ, მოიპოვონ თავისუფლება.

გოგონებიც მიჰყვებიან ამ დავალებას, მიდიან საჭირო პუნქტამდე, თუმცა ამას უმსხვერპლოდ როდი ახერხებენ. მათი გზა "სამოთხისკენ" მსხვერპლისა და სისხლის გზაა.


გზა "სამოთხისკენ"

მთელი ფილმის განმავლობაში "თოჯინას" ერთადერთი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ მან უნდა დატოვოს ფსიქიატრიული საავადმყოფო და მოიპოვოს "თავისუფლება". მრავალგზის ეს პროცესი "სამოთხისკენ მოგზაურობად" იწოდება. მაგრამ, ფაქტობრივად გოგონები ცნობიერების მართვის მონები არიან. ფილმის მაყურებელი შეცბუნებულია მომატყუებელი ორმაგი სტანდარტებით და ინვერსიებით - მიმზიდველი სიტყვების გამოყენებით, რათა შელამაზებულ იქნას საშინელი რეალობა.

ფილმში სიტყვები: "სამოთხე" და "თავისუფლება" სულაც არ გულისხმობს ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაქცევას, არამედ სინამდვილისგან სრულ გაუცხოებას, სრულ დისოციაციას. ბრძენკაცი, რომელიც თითქოსდა "თავისუფლებისკენ" მიუძღვება "თოჯინას", ფაქტობრივად, მას ლობოტომიის ოპერაციასთან მიიყვანს, როგორც ერთადერთ გზასთან და საშუალებასთან სინამდვილისგან "გათავისფულებისა".

ეს საშინელი და შემაშფოთებელი დასასრული პროექტ "მონარქის" კიდევ უფრო შემაძრწუნებელ რეალობას ასახავს: ხელისუფლებასაც რომ გაექცნენ, ისინი ვერ გაექცევიან ტანჯვასა და ტრავმებს, რომელთაც დაქვემდებარებულნი იყვნენ. "თოჯინას" კარგად ესმის ეს გარემოება და ბოლოს, იმის ნაცვლად, სხვა გოგონასთან ერთად გაიქცეს მისთვის ესოდენ საძულველი საავადმყოფოდან, ჭეშმარიტი გმირივით იქცევა და საკუთარ თავს სწირავს მეგობრის გადასარჩენად. იქ მოაწყობს დივერსიას, რომელიც მის მეგობარს გაქცევის შესაძლებლობას მისცემს. "თოჯინას" შეიპყრობენ, რათა ლობოტომირებულ იქნას.
იმის შემდეგ რაც ექიმი ჩაატარებს ლობოტომიას, იტყვის:

"ნახეთ, როგორ შემომხედა? ნახეთ, ბოლო წამებში როგორ მიყურებდა? თითქოსდა მას სურდა, რომ ეს მექნა...."

უკიდურეს შემთხვევაში, "თოჯინამ" თავისი მსხვერპლით მეგობარს შესაძლებლობა მისცა დაწესებულებიდან გაქცევისა და გათავისუფლებისა. ყოველ შემთხვევაში, ფილმის თანმიმდევრობიდან ასე ჩანს, მაგრამ სინამდვილეში არის კი ეს რეალობა? ცხადია, ამაში დარწმუნებული არ ვართ...



გაქცევის შემდეგ "თოჯინას" მეგობარი ავტობუსის გაჩერებაზე აღმოჩნდება, რომელიც ქალაქში მიემგზავრება. როდესაც ავტობუსში ადის, ნაცნობი გარეგნობის ბიჭუნა, მას დაჟინებით აკვირდება. უცნაურია, მაგრამ ბიჭუნა ავტობუსის გაჩერებიდან იგივე უცნაური ბიჭუნაა, რომელიც ადრე, პირველი მსოფლიო ომის სცენაზე გამოჩნდება. მაშ, თუკი პირველი მსოფლიო ომის სცენა დისოციაცია იყო, ხომ არ არის გაქცევისა და ავტობუსში ჩაჯდომის სცენაც იგივე დისოციაცია?

როდესაც გოგონა ავტობუსში ჯდება მას ესმის, რომ ავტობუსის მძღოლი ის ბრძენკაცია, რომელმაც "თოჯინასაც" "უწინამძღვრა" და ლობოტომიასთან მიიყვანა. მძღოლი მას ურჩევს მცირედ დასვენებას, რადგან წინ "დიდი გზა" უძევს. წაიყვანს კი "ბრძენკაცი" მძღოლი გოგონას თავისუფლებისკენ, თუ ეს კვლავ და კვლავ დისოციაციური "სამოთხის" გზაა?



როდესაც გოგონა ავტობუსში ჯდება მას ესმის, რომ ავტობუსის მძღოლი ის ბრძენკაცია, რომელმაც "თოჯინასაც" "უწინამძღვრა" და ლობოტომიასთან მიიყვანა. მძღოლი მას ურჩევს მცირედ დასვენებას, რადგან წინ "დიდი გზა" უძევს. წაიყვანს კი "ბრძენკაცი" მძღოლი გოგონას თავისუფლებისკენ, თუ ეს კვლავ და კვლავ დისოციაციური "სამოთხის" გზაა?

ავტობუსი დაიძვრება და დავინახავთ სარეკლამო ფარს, რომელსაც "რესტორანი "სამოთხე" აწერია".


დასკვნა


ფილმ "აკრძალული ილეთის" მაყურებელი ისეთი შეხედულებით გამოდის კინოთეატრიდან, რომ ნახა ფილმი, რომელიც მას მოუთხრობს "მებრძოლი ქალის", "ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი" გოგონას შესახებ. სხვების აზრით ეს არის ფილმი ძლიერი გოგონას შესახებ, რომელიც ელტვის მამაკაცთა მბრძანებლობისგან გათავისუფლებას; არიან ისეთებიც, ვისი აზრით ფილმი ხელს უწყობს გარყვნილებას, ოღონდ ყოველივე ამას ფანტაზიის ორეოლით მოსავს.

იმ დროს, როდესაც მაყურებელს ჰგონია, რომ ფილმი ეხება "ბრძოლას თავისუფლებისთვის", უფრო ღრმა და დეტალური დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ის სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. "ბრძოლის" მიწურულს "თოჯინა" ერთხელაც არ აღსდგება ნამდვილი თავისუფლების მოსაპოვებლად, არამედ ხსნას ყოველთვის რეალობიდან გაუცხოებაში, ანუ დისოციაციაში ეძებს. მისი "გიდი" სულაც არ არის თავიუფლების მოძრაობის აგენტი, არამედ კლინიკის მოსამსახურე, რომელსაც გოგონას სულის გასაღები აბარია და ის სასურველი მიმართულებით მიჰყავს.

ფილმის დამამთავრებელი სიტყვებიც, რომელიც კადრს მიღმა ისმის ორაზროვანია. რა არის ეს თვითამდკვიდრებისკენ მოწოდება თუ "მკურნალი" ფსიქიატრების მიერ მონის სულზე სრული კონტროლის დამყარების გადმოცემა?

"ვინ განასხვავებს, ვინ გვიყვარს ჩვენ და ვისით ვცხოვრობთ? ვინ გვიგზავნის მონსტრებს, რატა მოგვკლას და ამავე დროს გვიმღერის, რომ არასოდეს მოვკვდებით? ვინ გვასწავლის, რა არის რეალულრი და როგორ დავცინოთ სიცრუეს? ვინ წყვეტს, რატომ ვცხოვრობთ და როდის მოვკვდებით, რათა დაცულ ვიქმნათ? ვინ გვადებს ბორკილებს და ვინ გვაკონტროლებს, რათა გათავისუფლებულ ვიქნათ?

ფილმი მთავრდება იმავე სიტყვებით, რაც "თოჯინამ" წარმოსთქვა ადრე, ვიდრე ცეკვას დაიწყებდა და პირველად გავიდოდა დისოციაციაზე.

"ეს თქვენ ხართ. თქვენ გაგაჩნიათ ყველა იარაღი, რომელიც გჭირდებათ. მაშ, აღსდექით და იბრძოლეთ".

ილუზიების, მოტყუებისა და ორაზროვანი სიტყვების წყალობით, მაყურებელი ხედავს დახვეწილ წაქეზებას და განდიდებას იმ საგნებისა, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება კინოხელოვნებას. ჩემის აზრით ფილმს "აკრძალული ილეთი" სწორედ ამიტომაც ეწოდება.

წყარო: https://vigilantcitizen.com

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню