ხელოვნება - საშინელებათა ამერიკული ისტორია - ლედი გაგას სასტუმრო ... და შემაშფოთებელი პერსპექტივა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

საშინელებათა ამერიკული ისტორია:

ლედი გაგას სასტუმრო ... და შემაშფოთებელი პერსპექტივა

ზღაპრების საფუძვლები

"საშინელებათა ამერიკული ისტორიის" მეხუთე სეზონის პირველი ეპიზოდი უკვე გავსებულია ილუმინატური და ოკულტური ელიტის სიმბოლიზმით.

ისეთი სახელწოდების ფილმიდან (სერიალიდან), როგორიცაა American Horror Story (საშინელებათა ამერიკული ისტორია) არც უნდა ველოდოთ
იმის ჩვენებას, თუ როგორ დახტუნაობენ მარტორქები ცისარტყელებზე, მაგრამ ნათელია, რომ ამ სეზონში წინა პლანზე წამოწეულია კულტური ელიტის განდიდება და მათი შეპყრობილობა რიტუალური მკვლელობებითა თუ სექსუალური მაგიით; და ვინ უნდა გამხდარიყო ამ სერიალის ნამდვილი ვარსკვლავი თუ არა Lady Gaga?!

არ არის საჭირო ამ სერიალის საათობით ყურება, რათა გაიგო თუ რაში მდგომარეობს მისი დღის წესრიგი. საკმარისია მისი 30 წუთიანი ტრეილერის ყურებაც კი, რომ გაიგო რაშია აქ საქმე.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/OPsRHjDXtEk" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

ვიდეოს ნელ ტემპში თუ უყურებთ, დაინახავთ, რომ ლედი გაგა რამოდენიმეჯერ მალავს ცალ თვალს

აი კიდევ რამოდენიმე მაგალითი:


საშინელებათა ფილმები

ტრეილერში ასევე ნაჩვენებია, როგორ აკონტროლებს Lady Gaga ზომბი-ბავშვებს:

საშინელებათა ფილმები

მე არ ვიცი, რა სჭირთ ამ პატარებს, მაგრამ ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სულაც არ არის კარგი

AHS-ის მეხუთე სეზონი ძირითადად ეფუძნება ლოს-ანჟელესში მდებარე სასტუმრო Cecil-ის ისტორია, სადაც წყლის რეზერვუარში, გარდაცვალებიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ იპოვეს კანადელი სტუდენტი ელაიზა ლამი. მეთვალყურე ვიდეორგოლი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ ქაოტურად მოქმედებს ის სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე, სვამს კითხვას, თუ რა მოხდა მის თავს სინამდვილეში. მართალია, ელაიზა ლამის სიკვდილი დღემდე გამოცანად რჩება, მაგრამ სასტუმრო "სესილში" ნამდვილად რაღაც უკეთურება მოხდა, და ეს "რაღაც", რიტუალურ სიკვდილთან იყო დაკავშირებული.

გარდა იმისა, რომ სერიალი AHS-ის მეხუთე სეზონის შთაგონების წყარო გახდა Cecil Hotel-ში მომხდარი ტრაგეედია, ის ზედმიწევნით კარგად შეესაბამება ოკულტური ელიტის დღის წესრიგს, რომელიც პროპაგანდას უწევს სიკვდილის კულტს, სადაც ნარკოტიკები, მკვლელობები და დეჰუმანიზაცია არეულია საერთო გულგრილობასთან და სექსუალურობასთან. მაგალითად, პირველ ეპიზოდში, ლედი გაგა და მისი მეგობარი სქესობრივ აქტს ატარებენ მათ მიერ მოკლული წყვილის სისხლიან გუბეში, რომლებიც ეს-საა სიცოცხლეს გამოასალმეს.

საშინელებათა ფილმები

ამ ეპიზოდშიც არის ბიჭი, რომელსაც აუპატიურებენ ფალოიმიტატორით. ოკულტური ელიტის სრული სურათის შესაქმნელად, შეგვიძლია დავასახელოთ სხვა ცუდი ბიჭი სერიიდან "მკვლელების ათი მცნება", რომელიც "შთაგონებულია" ბიბლიით და, რომელიც ჩადის ყველაზე უსასტიკეს მკვლელობებს. მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ქრისტიანები ყოველთვის არიან ცუდი ბიჭები და ფანატიკოსი მკვლელები.

ჩვენ გაკვრით შევეხეთ მხოლოდ ერთ ეპიზოდს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ AHS ატარებს ილუმინატების ყველა მახასიათებელ ნიშან-თვისებას. ვიღაცამ შეიძლება თქვას: "ეს საშინელებაა! ეს ხომ საგანგაშოა!" - რა თქმა უნდა, და ჩვენ ეს ვიცით. მაგრამ ეს საშინელება უკვე ყოველდღიურობა ხდება.

პუბლიკაცია მომზადდა საიტ vigilantcitizen.com-ზე განთავსებული მასალის მიხედვით.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/dIazWrkwEuM" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню