ხელოვნება - 1984 - ჯორჯ ორუელის წინასწარმეტყველება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

"1984" - ჯორჯ ორუელის წინასწარმეტყველება

ჯორჯ ორუელი

მწერლის ნამდვილი სახელია - ერიკ არტურ ბლერი. ის დაიბადა ინდოეთში, ბრიტანეთის კოლონიალური ადმინისტრაციის თანამშრომლის ოჯახში. თვით მწერალი ახალგაზრდობაში მსახურობდა ბირმაში - პოლიციის რაზმში. იმ დროიდან ერიკ ბლერს ჩვევად დარჩა პუნქტუალობა და სიზუსტე მიცემული დავალებების შესრულებაში, რომელიც შემდეგ მას ჟურნალისტად მუშაობის დროს გამოადგა.

როდესაც წიგნების წერა დაიწყო, ფსევდონიმად აიღო სახელი ჯორჯ ორუელი. სწორედ ამ სახელით იცნობს მას მთელი მსოფლიო. ორუელი ესპანეთის სამოქალაქო ომის მონაწილეც იყო, BBC-ზე მიჰყავდა ტელეგადაცემები, წერდა ლექსებს, რომანებს და მოთხრობებს, გაზეთებსა და ჟურნალებში გამოდიოდა როგორც პუბლიცისტი. მისი რომანი-ანტიუტოპია "1984" მსოფლიო ლიტერატურის ოქროს ფონდშია შეტანილი. ჩვენ დღეს გვახსენდება ორუელის წინასწარმეტყველებები, რომლებიც ზედმიწევნით აღსრულდა.





ტოტალური თვალთვალი

დიდი ხნით ადრე, სანამ ვიდეოთვალთვალის თანამედროვე სისტემები, ტელეფონების მოსმენები და ინტერნეტ-ტექნოლოგიები გამოჩნდებოდა, რომლებიც სპეცსამსახურებს შესაძლებლობას აძლევენ ადამიანზე შეკრიბონ დეტალური ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში აკონტროლონ მისი ყოველი ნაბიჯი, ორუელმა დეტალურად აღწერა "ტოტალური თვალთვალი" თავის ანტი-უტოპიურ რომანში "1984".



მასში მწერალი გვიყვება ტოტალიტარულ სახელმწიფო რეჟიმზე, რომლის დროსაც მთელი კაცობრიობის "საკეთილდღეოდ" ცალკეულ ინდივიდებს ართმევენ ინდივიდუალურობას, არჩევანის თავისუფლებას და შესაძლებლობას გამოავლინოს სამოქალაქო ინიციატივა. "1984" დაიწერა 1949 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ დღესაც, როდესაც ლაპარაკია სპეცსამსახურთა თვალთვალზე, იხსენებენ ფრაზას: "დიდი ძმა გითვალთვალებს".

"ყოველი შემცირება წარმატება იყო, რაც უფრო ნაკლებია სიტყვათა რაოდენობა, მით ნაკლებია დაფიქრების საცთური", - ასე წერდა ორუელი მოხსენებაზე, რომელსაც ხელოვნურად ადგენდნენ მმართველი ტოტალიტარული სექტის რიგითი მოქალაქეებისთვის  (იმავე რომანში "1984"). ლოგიკა მარტივია - რაც ნაკლები სიტყვაა ადამიანის განკარგულებაში, მით ნაკლები აზრი შეუძლია მან მისით გამოხატოს. მაშასადამე, ფიქრებსაც ნაკლებად მიეცემა.

არასასურველი სიტყვები კანონმდებლობამ აკრძალა და გამოყენებიდან გაჰქონდათ დაპატიმრებისა და ჯარიმების მუქარით, ხოლო სახელმძღვანელოები და წიგნები ხელახლა იწერებოდა ახალი ენის შესაბამისად. როდესაც დღეს ლინგვისტები ლაპარაკობენ ახალგაზრდა თაობის შემოკლებულ მეტყველებაზე, განსაკუთრებით მათ სამეტყველო ენაზე, რომლითაც სარგებლობენ ინტერნეტის მომხმარებლები, ხშირად ადარებენ მას ორუელის "1984"-ის ახალ ენას.


რეალობის დამახინჯება მასმედიის მეშვეობით

სამყაროში, რომელიც ორუელმა მოიფიქრა, არსებობდა ორი სპეციფიკური ორგანიზაცია - სიმართლის სამინისტრო და სიუხვის სამინისტრო. პირველი დასაქმებული იყო რეალური ისტორიული ფაქტების დამახინჯებით და მოსახლეობაში აყალიბებდა იმ შეხედულებას ქვეყნის ისტორიაზე, რომელიც მთავრობას სურდა, ასევე მასმედიის მეშვეობით ადამიანებს აძლევდა საგანთა რეალური მდგომარეობის დამახინჯებულ სურათს.

სიმართლის სამინისტროს ამ საქმეში ეხმარებოდა სიუხვის სამინისტრო - რომელიც შეგნებულად ამცირებდა კვებისა და საყოფაცხოვრებო პროდუქტების მიწოდებას ხალხისათვის, მაგრამ მასმედიის მეშვეობით ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოსდა ცხოვრების დონე განუხრელად იზრდება. დღეს მასმედია პროპაგანდის ქმედითი საშუალება, რომელსაც ხშირად საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ წინასაარჩევნო მარათონის მომწყობნი.





ტელეეკრანი (მონიტორი)


ტელევიზორი ჩადგმული კამერით, რომლის გამორთვა შეუძლებელია. ტელეეკრანები იდგა ყოველ ოჯახში და "აკვირდებოდნენ" როგორც რიგით ობივატელს, ასევე მმართველი კლანების წევრებსაც. ფაქტობრივად, ორუელმა წინდაწინ გააჟღერა "რეალიტი-შოუს" იდეა, რომელსაც დღეს მრავალ ქვეყანაში აჩვენებენ.





ცივი ომი

ერთ-ერთ თავის საგაზეთო სტატიაში ორუელმა პირველად გამოიყენა ეს ტერმინი, რომელიც შემდეგ მტკიცედ დამკვიდრდა პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში როგორც საბჭოთა კავშირისა და აშშ-ს დაპირისპირების გამოხატულება. მაგრამ არის ვერსიები, რომ მწერალი არ იყო ამ სიტყვათ შეხამების ავტორი, არამედ ის გერმანელი პუბლიცისტის ედუარდ ბერნშტეინისგან ისესხა, რომელმაც ეს ტერმინი პირველად ჯერ კიდევ 1893 წელს გამოიყენა.




სამინისტრო ომს განაგებს


სიმართლის სამინისტრო - ახალ ენაზე სამართალსამინისტრო - რეალურად განსხვავდება ყოველივე იმისგან, რაც ირგვლივ ხდება. ეს იყო თეთრი ბეტონისგან აგებული გიგანტური პირამიდალური შენობა. თავისი ოთახიდან უინსტონს ("1984"-ის პერსონაჟ - რედ.) შეეძლო თეთრ ფასადზე წაეკითხა ელეგანტური შრიფტით დაწერილი სამი პარტიული ლოზუნგი:  

  • ომი - ეს მშვიდობაა.


  • თავისუფლება - მონობაა


  • უცოდინრობა - ძალაა.


ჭორების თანახმად, სიმართლის სამინისტრო მოიცავდა სამი ათას კაბინეტს მიწის ზედა მდებარე სართულებში და შესაბამის ფუძემდებლურ სისტემას მიწისქვეშა ლაბირინთებში. ლონდონის სხვადასხვა ბოლოში მხოლოდ კიდევ სამი მსგავსი სახისა და ზომის პირამიდა იდგა. ისინი იმდენად მაღლდებოდნენ ქალაზე, რომ საცხოვრებელ სახლს "გამარჯვების" სახურავიდან შესაძლებელი იყო ოთხივე მათგანის დანახვა.

მათში განთავსებული იყო ოთხი სამინისტრო და მთელი სახელმწიფო აპარატი: სიმართლის სამინისტრო, რომელიც განკარგავდა ინფორმაციას, განათლებას, დასვენებას და ხელოვნებას: მშვიდობის სამინისტრო, რომელიც განაგებდა ომებს; სიყვარულის სამინისტრო, რომელიც განაგებდა წეს-რიგს, და სიუხვის სამინისტრო, რომელიც პასუხს ეკონომიკაზე აგებდა. სიყვარულის სამინისტრო მთელ მოსახლეობას შიშს გვრიდა.

შენობას ფანჯრები არ გააჩნდა. უინსტონს არც ერთხელ არ გადაულახავს მისი ზღუდე, არც ერთხელ მიახლოებია მას კილომეტრის რადიუსში. იქ მოხვედრა მხოლოდ ოფიციალური მიწვევით და საქმეების გამო თუ მოხერხდებოდა. თანაც, ვინც იქ მოხვდებოდა მას უნდა გაევლო მავთულხლართების, რკინის კარების და ტყვიამფრქვევების შენიღბული ამბრაზურების მთელი ლაბირინთი. ქუჩებშიც კი, რომლებიც შენობის ზღუდის გარე რკალთან მიდიოდა, მუდმივად პატრულირებდნენ შავ ფორმაში გამოწყობილი და გორილას გარეგნობის მქონე პოლიციელები, რომლებიც ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი.

***

მიუხედავად იმისა, რომ ანტიუტოპიის ჟანრი - ეს არის წიგნები, რომლებიც გვაფრთხილებენ ტოტალიტარული რეჟიმების კატასტროფულ შედეგებზე და ჯერ კიდევ ორუელის "1984"-ის დაწერამდე ჩამოყალიბდა, თვით ავტორის სახელი საზოგადო გახდა, ხოლო ფრაზა "დიდი ძმა გითვალთვალებს" დიქტატორული პოლიტიკური წყობის აღმნიშვნელ სიტყვად იქცა.



როგორც კრიტიკოსების ამბობენ ორუელის წიგნში ძნელი არ არის იცნო რეალური ისტორიული პერსონაჟები: სტალინი, ტროცკი, ზინოვიევი, ლევ კამენევი. მითუმეტეს, რომ ლიტერატურული შთაგონების წყარო ორუელისთვის გახდა ევგენი ზამიატინის ანტიუტოპია "ჩვენ", რომელიც, მართალია 1920 წელს დაიწერა, მაგრამ პირველად მწერლის სამშობლოში 1988 წელს გამოქვეყნდა.

ორუელის რომანის მოქმედება 1984 წლის ლონდონში ვითარდება. ლონდონი იმ დროისთვის ოკეანიის ტოტალიტარული სახელმწიფოს ერთ-ერთი პროვინციის დედაქალაქია. მას ხელმძღვანელობს ერთპიროვნული ლიდერი, "დიდი ძმა", რომელიც პერმანენტულად ომობს ევრაზიასთან და ოსტაზიასთან. მათი იდეოლოგიაც ოკეანიის იდეოლოგიისგან არაფრით განსხვავდება.

რომანის მთავარი გმირია - უინსტონ სმიტი - სიმართლის სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც, მიუხედავად ამისა, სულში არ იზიარებს პარტიულ იდეებს და ყველაფერი ეეჭება, რასაც კი ხელისუფლება თავს ახვევს საზოგადოებას.




უინსტონი ახერხებს თანამოაზრეების პოვნას - გოგონა ჯულიას და პარტიის წევრ ო'ბრაიენს, რომელიც სინამდვილეში ოპოზიციონერი კი არ არის, არამედ სახელმწიფო აგენტია. მიენდობიან რა მას უინსტონი და ჯულია შედეგად პოლიციის ხელში მოხვდებიან: მტანჯველი ფიზიკური და ფიქოლოგიური წამებების შემდეგ გმირები უარს ამბობენ თავიანთ სიყვარულსა და იდეებზე, "იკურნებიან" და პარტიისა და უფროსი ძმის ნამდვილი ერთგული მონები ხდებიან.

წყარო: aif.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню