ხელოვნება - 10 იდუმალი ფაქტი 27-იანთა კლუბის შესახებ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

10 იდუმალი ფაქტი 27-იანთა კლუბის შესახებ

პოპულარული მუსიკა


27-იანთა კლუბი, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ "კლუბი 27" (ინგლ.: The 27 Club) სინამდვილეში რაიმე ადგილი ან კლუბი კი არ არის, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, არამედ სახელგანთქმულ მუსიკოსტა სია, რომლებიც უცნაურ და იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალნენ 27 წლის ასაკში. 27-იანთა კლუბის ისტორია დაიწყო 1938 წელს, როდესაც გარდაიცვალა ბლუზის ცნობილი გიტარისტი რობერტ (რობი) ჯონსონი. დღეისთვის ამ სიაში 48 მუსიკოსია, ემი უანჰაუსის ჩათვლით, რომელიც 2011 წელს, გარდაცვალების შემდეგ ასევე ამ კლუბს მიაკუთვნეს.



კლუბის წევრები იყოფიან ორ ჯგუფად. პირველს განეკუთვნებიან ექვსი მუსიკოსი, რომლებიც მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილნი და წარმოუდგენლად პოპულარულები იყვნენ. ხოლო მეორე ჯგუფს განეკუთვნება 42 მუსიკოსი, რომლებიც ოდნავ ნაკლები პოპულარობით სარგებლობდნენ.

არსებობს რამოდენიმე გასაოცარი და იდუმალებით სავსე ისტორია 27-იანთა კლუბის დაწყევლილ წევრებზე.



ექვსივე მუსიკოსი კლუბის პირველი ჯგუფიდან, თავისი სიკვდილის მომენტში ბოროტად იყენებდა ნარკოტიკს და ალკოჰოლს. და მიუხედავად იმისა, რომ ემი უაინჰაუსის სიკვდილი დღემდე უცნობია და იდუმალებით არის მოცული, იმასაც საკმაოდ ძლიერი მიდრეკილება ჰქონდა აკრძალული პრეპარატებისადმი.

კურტ კობეინის, ჯიმი მორისონის, ჯენის ჯოპლინის და ჯიმი ჰენდრიქსის გარდაცვალების შემდეგ ყველა მათგანს უპოვეს თეთრი სანთებელები. გამონაკლისს წარმოადგენს ბრაიან ჯონსი, რომელიც საკუთარ აუზში ჩაიხრჩო.

მსოფლიოში ცნობილ ამ მუსიკოსთა გარდა, არის კიდევ 42 მუსიკოსი, რომლებიც ასევე საკმაოდ ცნობილნი არიან, მაგრამ არა იმდენად პოპულარულნი, როგორც პირველი ჯგუფის ექვსეული. ეს 42 მუსიკოსიც 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.



მრავალი ადამიანი მთელს მსოფლიოში დარწმუნებულია, რომ არსებობს წყევლა, რომლის თანახმადაც ნებისმიერი ცნობილი მუსიკოსი შეიძლება 27 წლის ასაკში გამოეთხოვოს თავის სიცოცხლეს. და მიუხედავად იმისა, ზოგიერთი ამას ცრუმორწმუნეობად მიიჩნევს, ბევრ მუსიკოსს ამგვარი ფენომენი მაინც აშინებს.

რამოდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ ემი უაინჰაუსის სიკვდილამდე, როდესაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისიც 27-იანთა ტრაგიკული კლუბის წევრი გახდებოდა, უცნობმა ქლმა, რომელმაც არ ინება თავისი ვინაობის გამხელა, განაცხადა, რომ კლუბის წევრები სატანისტები იყვნენ, რომ მათ ყველამ ხელშეკრულება დადეს ეშმაკთან, რათა მიეღოთ პოპულარობა, სიმდიდრე და ტალანტი. ეს ქალი ასევე ირწმუნებოდა, რომ თვითონვეა უმაღლესი მოგვი და ყურმოკვრით კი არ უწყის იმის შესახებ, რაზეც ლაპარაკობს.



27-იანთა კლუბმა არნახული სახელი გაითქვა მაშინ, როდესაც ორი წლის შუალედში გარდაიცვალა ოთხი სახელგანთქმული მუსიკოსი, კერძოდ: ბრაიან ჯონსი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი და ჯიმ მორისონი. ამ ფენომენმა უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა მუსიკალურ ინდუსტრიაში, რადგან მრავალ მუსიკოსს, რომელიც უკვე უსრულდებოდა 27 წელი ან უახლოვდებოდა ამ ასაკს, იპყრობდა შიში და სჯეროდა, რომ არსებობს წყევლა და, რომ ისინიც შეიძლება გამხდარიყვნენ ამ კლუბის "წევრები". ოთხი ცნობილი მუსიკოსის უცნაური და იდუმალებით მოცული სიკვდილი, თანაც ერთნაირ გარემოებაში, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მონაწილეობით, ასევე ე. წ. "თეთრი სანთებელას წყევლა" და სხვა უცნაური ფაქტორები ერთგვარი მინიშნებები გახდნენ მუსიკის სამყაროში არსებული იდუმალი სიკვდილიანობის.

მრავალი მწერალი და ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს მუსიკოსები, ემი უაინჰაუსის გამოკლებით, რომელმაც სულ ახლახან შეავსო 27-იანთა კლუბი, ცდილობდნენ სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვრის გადალახვას, უკიდურეს შემთხვევაში, ერთხელ მაინც, თითქოსდა ცდილობდნენ უარეყოთ სიტყვები "მუსიკას ისევ დაუკრავ, ხოლო დროს ვერ შემოაბრუნებ". ეს კიდევ ერთი საინტერესო კლუბ 27-თან დაკავშირებით.

ცნობილი ბიოგრაფი ჩარლზ რ. კროსი წერს: "მუსიკოსების რიცხვი, რომლებიც 27 წლის ასაკში გარდაიცვალნენ, საგულისხმოა ნებისმიერი თვალსაზრისით. ადამიანები მუდმივად კვდებიან, თანაც ნებისმიერ ასაკში. მაგრამ სტატისტიკა აჩვენებს მუსიკოსების სიკვდილიანობის აფეთქებას აჩვენებს სწორედ 27 წლის ასაკში". ის არ ამტკიცებს, თითქოსდა ამაში რაიმე ზებუნებრივი იყოს, მაგრამ მაინც უთითებს რამოდენიმე იდუმალ ფაქტსა და დამთხვევაზე.



იმის შემდეგ, რაც 1971-დან 1994 წლის პერიოდში დაიღუპა 27 წლის მრავალი ნაკლებად ცნობილი მუსიკოსი, მრავალმა გადაწყვიტა, რომ წყევლამ ძალა დაკარგა და დამთავრდა. მაგრამ როდესაც 1994 წელს გარდაიცვალა კურტ კობეინი, რომელსაც იმ მომენტში 27 შეუსრულდა, მუსიკალურ ინდუსტრიაში კვლავ აღელდნენ, და იდუმალი წყევლისადმი მრავალმა ფანატიკურად მორწმუნემ განაცხადა, რომ წყევლა კვლავ დაბრუნდა. და აი, 17 წლის შემდეგ უცნაურ ვითარებაში მოკვდა მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორი და მომღერალი ემი უაინჰაუსი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 27-იანთა კლუბის პირველი "წევრი" იყო რობერტ ჯონსონი, რომლის ცხოვრება და მემკვიდრეობა მითოლოგიითაა გარემოცული. მან უდიდესი ზეგავლენა მოახდინა როკის, ბლუზის და მთლიანობაში გიტარაზე დაკვრის ხელოვნებაზე. ის იყო ერთ-ერთი პირველი მუსიკოსი, რომელიც 1986 წელს მოხვდა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. მართალია ამბობენ, რომ ჯონსონი მოწამლა მისი შეყვარებული ქალის ქმარმა, ისტორია იმის შესახებ, რომ მან ერთ-ერთი სოფლის გზაჯვარედინზე ხელშეკრულება დადო ეშმაკთან მეტად საინტერესოა. შესაძლოა ეს ცნობილი ლეგენდა რობი ჯონსონის მიერ ეშმაკთან დადებულ ხელშეკრულებაზე იყოს მხოლოდ ტრიუკი საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად, როგორც უყვართ ამისი გაკეთება მსახიობებს, მაგრამ მაინც, არსებობს საინტერესო ვარაუდი იმის შესახებ, რომ ჯონსონმა არ წაიკითხა ხელშეკრულების პირობები, რომელიც დაწერილი იყო უწვრილესი შრიფტით, რის გამოც ეშმაკი აგრძელებს 27 წელს მიღწეული ცნობილი მუსიკოსების სულების ჩათრევას ჯოჯოხეთში.



სახელგანთქმული ბლუზმენი რობერტ (რობი) ჯონსონი



_______________

ჩვენი შენიშვნა:
როკ-ენ-როლის დიდების მუზეუმი (ინგლ.: Rock and Roll Hall of Fame) - ეს არის მუზეუმი და ორგანიზაცია კლივლენდში, ოჰაიოს შტატში (აშშ), რომელიც ეძღვნება როკ-ენ-როლის ეპოქის ყველაზე ცნობილ და გავლენიან მოღვაწეებს: შემსრულებლებს, პროდიუსერებს და სხვა პიროვნებებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინეს მუსიკალურ ინდუსტრიაზე. კლივლენდმა დაასაბუთა თავისი პრეტენზიები იწოდებოდეს როკ-ენ-როლის სამშობლოდ რადიო WMMS-ის გახსნით და კიდევ მით, რომ იქ მუშაობდა დიჯეი ალან ფრიდი, რომელმაც 1950-იან წლებში მოიფიქრა სწორედ ტერმინი როკ-ენ-როლი. ასევე არსებობს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზეი სან-ფრანცისკოში.

_______________






როკ-ენ-როლის დიდების მუზეუმი

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню