წინასწარმეტყველებანი - ბენჯამინ სოლარი პარავიჩინის წინასწარმეტყველებანი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ბენჯამინ სოლარი პარავიჩინის წინასწარმეტყველებანი

წინასწარმეტყველება

რედაქციისგან: წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს კიდევ ერთ თვალსაჩინო მაგალითს იმისა, რომ ბნელ ძალას, რომელსაც ღმრთისგან მიცემული აქვს ნება გამოსცადოს ქვეყნიერების მკვიდრნი, ძალუძს მისგან შეპყრობილ ადამიანებს ჩააგონოს მისთვის ნებადართულ მოვლენათა წინასწარმეტყველებანი. არგენტინელი მხატვრის ხილვები არ უნდა აღვიქვათ ღვთიურ წინასწარმეტყველებად, რადგან მას ამგვარი ნიშნები არ გააჩნია. პირიქით, როგორც თვით მხატვრის მამა ამბობს, ბენჯამინ პარავიჩინის თავისი ხილვების დროს იპყრობდა იდუმალი ძალა, რომელიც ახატვინებდა და აწერინებდა მომავლის ზოგიერთ მოვლენას. მასალას ვაქვეყნებთ ცნობისა და შესაბამისი მოვლენების შესწავლის მიზნით.

______________________________________________



არგენტინელი მხატვარი და სკულპტორი ბენჯამინ სოლარი პარავიჩინი (Benjamin Solari Parravicini, 1898 – 1974)


არგენტინელმა მხატვარმა და სკულპტორმა ბენჯამინ სოლარი პარავიჩინიმ (Benjamin Solari Parravicini, 1898 – 1974) ჯერ კიდევ 1930-იან წლებში იწინასწარმეტყველა იაპონიის კატასტროფა, ატომური ბომბი, 11 სექტემბრის ტერაქტი ნიუ-იორკში და კოსმოსში გაფრენა.



აფეთქება ფუკუსიმაზე


ყველა დროში წინასწარმეტყველებად გვევლინებოდნენ არა მხოლოდ ღვთისმოშიში მღვდლები, არამედ ხელოვნების წარმომადგენლებიც, რომლებსაც იდუმალი ძალა კარნახობდა რომანებისა და ტილოების სიუჟეტებს. არგენტინელი მხატვრისა და სკულპტორის ბენჯამინ სოლარი პარავიჩინისთვის ეს უბრალო შთაგონება როდი იყო, არამედ წინასწარმეტყველების ნიჭიც.

- "ზოგჯერ მას რაღაც ევლინებოდა და მაშინ მხატვარი ციებ-ცხელებიანივით აიტაცებდა ფანქარს, რომელიც, თითქოსდა თვითონ ატარებდა მხატვრის ხელს ქაღალდზე. მხატვარს თითქოსდა ვიღაც კარნახობდა", - ჰყვებოდა ჯერ კიდევ ბენჯამინის სიცოცხლეში მისი მამა ფლორენციო.

შთაგონების ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს მან დახატა უზარმაზარი მორევის ზემოთ მგლოვარე ანგელოზთა ჯგუფი და ქვეშ მიაწერა - იაპონია.

ველებზე მოცემულ შენიშვნებში მან განმარტა, რომ "დიდი "F" აფეთქდებოდა და დიდ ხმაურს გამოიწვევდა მთელს დედამიწაზე". არ არის გამორიცხული, რომ ამ "F"-ის ქვეშ მას მხედველობაში ჰქონდა იაპონური ატომური ელექტრო სადგური "ფუკუსიმა - 1". ცუნამის გამანადგურებელი დარტყმის შედეგად მოხდა ოთხი აფეთქება ენერგობლოკებში.

ჯერ კიდევ 1936 წელს ოსტატის ჩანახატები და მათი მინაწერები ძალიან უცნაურად და უჩვეულოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ამან უცებ როდი მიიპყრო საზოგაოდების ყურადღება. საუკუნის დასაწყისში ეს მხატვრის უჩვეულო მანერად მიიჩნიეს. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ, რაც იდუმალმა ისტორიებმა, რომლებიც ნახატებზე იყო გამოსახული, გასაოცარი სიზუსტით დაიწყეს აღსრულება, არგენტინაში პარავიჩინის წინასწარმეტყველურ ნიჭზე ალაპარაკდნენ.




საოჯახო ტელევიზია



"საოჯახო ტელევიზია! პატარა ეკრანზე პირდაპირ სახლიდან შესაძლებელი იქნება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების დაკვირვება" (1938).

პირველად შავ-თეთრი სატელევიზიო მიმღებები საზოგადოდ გავრცელდა მხოლოდ 50-იან წლებში. პარავიჩინიმ შესძლო ჩაეხატა მომავალი ტელევიზორის კონტურებიც კი.

იმავე 1938 წელს მან გააკეთა ასეთი ჩანაწერი: "მსოფლიო გაუსახურდება საშინაო ეკრანის წინაშე. ყოველ ოჯახში გავრცელდება ახალი მოწყობილობის ნეგატიური გავლენა, რომელიც შემდეგ მასებში ძლიერ კომერციალიზაციას მიაღწევს. მშვენიერი სამოთხის ლამაზი სურათებით დაჰიპნოტიზირებული კაცობრიობა უბრალოდ გაბრიყვდება. დადგება დღე, როდესაც ხალხით, როგორც ფარეხში გამომწყვდეული ცხვრებივით, ადვილად დაიწყებენ მანიპულირებას".




ბრძოლა ტერიტორიებისთვის და კოსმიური სივრცის დაპყრობა


- "ძალაუფლებისთვის ბრძოლა ამერიკელებსა და რუსებს შორის. ბრძოლა ტერიტორიებისა და კოსმიური სივრცის დასაპყრობად. როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ძალაუფლების თასი ამერიკას დარჩება" (1941).

სიტყვები "კოსმიური სივრცის დაპყრობა" ყველას ყურს მოჭრის ბენჯამენის წინასწარმეტყველებიდან 16 წლის შემდეგ, რომელმაც შესძლო განეჭვრიტა ამერიკის ტრიუმფი 3 ადგილიანი კოსმიური ხომალდის, "აპოლონის" შექმნით, რამაც შესაძლებლობა მისცა ამერიკელებს წარმატებით დაესვათ მთვარეზე ასტრონავტები.




ადამიანი ვარსკვლავებისკენ გაფრინდება


"ადამიანი ვარსკვლავებისკენ გაფრინდება, გადალახავს ხმის სიჩქარეს, შეიცნობს მნათობებს და გაიგებს, რომ დედამიწა მხოლოდ უდაბლესი და ყველაზე განუვითარებელი ადგილია მთელს პლანეტაზე" (1937).

პირველი ადამიანი, რომელმაც ხმის სიჩქარე გადალახა, იყო ჩარლზ ელვუდი. ეს მოხდა ბენჯამინის წინასწარმეტყველებიდან 10 წლის შემდეგ.



"60-70-იან წლებში ადამიანები ფრენას დაიწყებენ" (1938)


რუსი მფრინავი-კოსმონავტი იური გაგარინი, ხომალდით "Восток-1" შეასრულებს კოსმონავტიკის ისტორიაში პირველ გაფრენას. ეს მოხდება 1961 წელს.

ამის შემდეგ, 60-70-იან წლებში კაცობრიობას კოსმონავტიკის სულ ახალი და ახალი მიღწევები განაცვიფრებს.

მოგვიანებით პარავიჩინი დაწერს: "ადამიანები მთვარეს მიაღწევენ. ისინი მას შესწვდებიან, მაგრამ, მის დასახლებას ვერ შესძლებენ. ისინი დაინახავენ მას, მაგრამ ვერ შესძლებენ მის წიაღში ჩაწვდომას. მოუსმენენ, მაგრამ ვერ მოისმენენ.. დაბრუნდებიან, ვერდაბრუნებულნი. ფრთხილად!" (1940 წ). და ეს ყველაფერი ნაწინასწარმეტველევი იყო 29 წლით ადრე მთვარეზე პირველი ადამიანის გაფრენამდე.




ძაღლი კოსმოსში


"კოსმოსში პირველად ძაღლი გაფრინდება" (1938).

ბენჯამინმა ძაღლ ლაიკას გაფრენამდე 19 წლით ადრე იხილვა პირველი ცოცხალი არსების გაფრენა კოსმოსში. პირველი პირუტყვის გახმაურებული გაფრენა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე გაიყვანეს, აღსრულდა 1957 წელს.



"მფრინავი თეფშები კაშკაშა მგრვალი ნათების სახით ეწვევიან დედამიწას და სხვა პლანეტებიდან უცნაურ არსებებს ჩამოიყვანენ. ესენი იქნებიან ისინი, ვინც შეესევა დედამიწას. ისინი, ვინც ძველ აღთქმაში საკუთარ თავს ანგელოზებს უწოდებდნენ. ყველა მათგანს კვლავ იხილავენ და მოუსმენენ" (1938).

საინტერესოა აღინიშნოს, რომ თვით ტერმინი "მფრინავი თეფში" პირველად მხოლოდ 1947 წელს წარმოთქვეს პილოტ არნოლდ კენეტის მიერ დანახული ამოუცნობი მფრინავი ობიექტის შემდეგ.




ატომური ბომბის შექმნა


"მოვა ატომი და გაბატონდება მთელს მსოფლიოზე" (1939).

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ატომური ბომბის შექმნის პირველი მცდელობა მოდის 1945 წელზე, ხოლო პირველი ატომური რეაქტორი გაუშვეს მხოლოდ 1951 წელს, წინასწარმეტყველება ფანტასტიურ სახეს იძენს.



"ესპანეთში ძალაუფლებას აიღებს დიქტატორი, რომელიც დაანგრევს ქვეყანას. მის შემდეგ ტახტზე ავა ბურბონი, და მაშინ დაუძლურებული ტირანი არგენტინაში გაიქცევა, ოღონდ თუ მას ამის უფლებას ჯანმრთელობა მისცემს" (1938).

წინასწარმეტყველება დაწერილია ესპანეთში გაჩაღებული სამოქალაქო ომის დროს, იმ წელს, როდესაც დაიბადა ესპანეთის მომავალი მეფე ხუან კარლოს ბურბონი. პარავიჩინმა ჯერ კიდევ მაშინ იხილვა ფრანკოს გამარჯვება, მისი მოსვლა ხელისუფლებაში 1939 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ და ძალაუფლების შემდგომი გადაცემა ხუან კარლოსზე, ტირანის გარდაცვალების შემდეგ.

ფრანკო გარდაიცვალა პარკინსონის დაავადებით 1975 წელს, მან ვერ მოასწრო თავისი ჩანაფიქრის განხორციელება გაქცეულიყო არგენტინაში.



"რუსეთი დაიმორჩილებს ჩინეთს და იქ თავის დოგმებს გაავრცელებს" (1939).

სამოქალაქო ომიდან 10 წლის შემდეგ, ჩინეთში ხელისუფლების სათავეში მოვიდა მაო ძე დუნი, რომელმაც სახელმწიფოს ნაციონალურ იდეოლოგიად კომუნიზმი გამოაცხადა.



"ჰიტლერი - მუსოლინი. მათ ბოლო ერთი იქნება; ერთი ბოლო ექნება ორივეს" (1939).

ფაშისტების დამხობამდე 7 წლით ადრე ბენჯამინმა დახატა შეკრული და დამხობილი ნაცისტი ლიდერები.



"მსოფლიოს გული დაეცემა 40-ე წელს. დაეცემა და გადავა გერმანელების ხელში 44 წლამდე" (1938).

1938 წელს, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, პარავიჩინიმ უკვე იცოდა საფრანგეთის დაცემის შესახებ ფაშისტური გერმანიის წინაშე. წინასწარმეტყველის ნახატზე მშვენივრად ჩანს ეიფელის კოში, რომლის ფონზე გამოხატულია საფრანგეთის დროშა.



"წვერიანი კაცი, რომელიც ყველას წმინდანი ეგონება, აანთებს ანტილიის კუნძულებს" (1937).

კუბის რევოლუცია მოხდა ამ წინასწარმეტყველებიდან 22 წლის შემდეგ. როდესაც ბენჯამინი მოვლენას წინასწარმეტყველებდა, მომავალი რევოლუციონერი ფიდელ კასტრო მხოლოდ 11 წლისა იყო.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ პარავიჩინიმ თავის წინასწარმეტყველებას მიუმატა:

"კუბაზე წვერიანი გაიმარჯვებს" (1938).



"აბსოლუტური სიბნელე. "კარიბის ქაოსის" შემდეგ ერთადერთი "თვალი" დაინახავს ერთადერთი "პალმიდან". "ნათელი სამხრეთიდან". პლანეტას კარდინალური ცვლილებები ელოდება, მხოლოდ სამხრეთი დარჩება ყოველთვის სამხრეთად" (1938).

ბენჯამინის ნახატზე მკაფიოდ არის გამოსახული ელვა, რომელსაც მრავალი სპეციალისტი HAARP-ის, ანუ მაღალსიხშირიანი აქტიური ავრორატული გამოკვლევების პროგრამად მიიჩნევენ, რომელიც იონოსფეროს შრესთან დაჯახებით ძლიერ მიწისქვეშა ბიძგებს იწვევს.

"პალმაში", როგორც ჩანს, იგულისხმება კუნძული ჰაიტი, სადაც ბოლო მიწისძვრის დროს დაიღუპა 200 000-მდე ადამიანი, ხოლო დედამიწის ღერძი რამოდენიმე სანტიმეტრით გადაიხარა.



2001 წლის 11 სექტემბერი


"ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფლება გაფერმკრთალდება, მისი ჩირაღდანი ადრინდელივით ვეღარ იკიაფებს, მასზე ორჯერ განხორციელდება შეტევა" (1939).

ბენჯამენმა დახატა კიდევაც ნიუ-იორკის ტყუპები, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბერს თვითმფრინავებით ააფეთქეს. ყველაზე საოცარი არის ის, რომ ნახატის შექმნის დროს, "ტყუპი" ცათამბჯენები ჯერაც აშენებული არ იყო.



"არამიწიერი ხომალდი დედამიწის მოსახლეობას დაუმტკიცებს სიცოცხლის სხვა ფორმების არსებობას. ერთ მშვენიერ დღეს სამხრეთი პოლუსი ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლებს. მაგრამ მხოლოდ გარკვეული დროით" (1960).



"ატომი მსოფლიოს დაიპყრობს. პლანეტა დაბრმავდება. ადამიანი მოახდენს შემთხვევითი ქარბუქებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების, ახალი დაავადებების, სექსუალური უწესივრობის, გონების მასობრივი დაბნელებისა და საყოველთაო გაბრიყვების პროვოცირებას. მსოფლიო წყვდიადში დაინთქმება" (1934).



დადგება დასასრულის დასაწყისი


"დადგება დასასრულის დასაწყისი! ადამიანი თვითონ გაქელავს საკუთარ არსს. შთამომავლობის გასაჩენად მამაკაცის სქესი საჭირო აღარ იქნება. ადამიანურ ორგანიზმებს წარმოქმნიან ყოველგვარი შთამომავლობის გარეშე. და ეს ყველაფერი ატომური აფეთქებების ფონზე, რომელიც კაცობრიობას დაანგრევს. ადამიანებს მოკლავს რადიაცია; დედის მუცლიდან გაჩნდებიან მონსტრები; ცხოველური და მცენარეული წარმომავლობის მონსტრები. სტრონციუმის გამო ადამიანები დაიბადებიან შუშის მსგავსი ძვლები; სტრონციუმი შეჭამს ასევე ადამიანის ტვინის სისხლძარღვებსა და უჯრედებს; კიბო სრულიად ნორმალური მოვლენა გახდება. ბირთვული ომის შედეგად პრივილეგირებულები აღმოჩნდებიან რუსები და ყვითელკანიანები" (1936).

წყარო: yaplakal.com

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню