ვიდეო - მასონობის ჭეშმარიტი ღმერთი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > ვიდეო

მასონობის ჭეშმარიტი ღმერთი

ინტერვიუ FBI-ის ყოფილ აგენტთან

ლუციფერი
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/aeEH1_DOkjo" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

ვიდეოს სტენოგრამა.

27,5 წლის განმავლობაში გამოძიებათა ფედერალური ბიუროს აგენტი ვიყავი და ლოს-ანჟელესის FBI-ის განყოფილების უფროს სპეციალურ აგენტად ვმუშაობდი. სასამართლოში მივიღე სატანური რიტუალური გარყვნილობების ექსპერტის კვალიფიკაცია.  ინფორმაციები მომდიოდა სხვადასხვა წყაროებიდან.

ტედ ჰენდერსონი - FBI-ს ყოფილი სპეციალური აგენტი ამბობდა, რომ მოსამართლეები, პროკურორები, ცნობილი ექიმები, უამრავი კერძო პირი, მათ შორის მსახიობები,
შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, პროფესიონალი ფეხბურთელები და ბეისბოლისტები, ჩათრეულნი არიან მსგავს საქმიანობაში (ანუ სატანურ რიტუალებში - "აპოკ". რედ.).



ცნობილი პიროვნებების ოკულტური ჟესტიკულაციები


ილუმინატები გამოჩნდნენ 220-225 წლის წინათ.  ისინი ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ 1776 წელს. ეს კარგად იყო დოკუმენტირებული. მათი მიზანი მსოფლიოზე კონტროლის დამყარება გახლდათ.

მსოფლიოს დაპყრობის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი ადამიანთა ცნობიერების გაკონტროლებაა. ამით მთელი ქვეყნების დაპყრობაც კი შეიძლება. რაც ამერიკაში ხდებოდა ... მე ვეფუძნები ჩემს გამოკვლევებს და მოწმეთა ჩვენებებს. ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები იყენებდნენ ილუმინატებს და სატანურ ცოდნას, როგორც ინსტრუმენტს, რათა საჭირო მდგომარეობაში მოეყვანათ ინდივიდები და ისინი ცნობიერების კონტროლის პროგრამის მსხვერპლად ექმნათ.

ჩემი მონაცემებით აშშ-ში დაახლოებით 4 მილიონამდე პრაქტიკული რიტუალების მიმდევარი სატანისტი მოქმედებს.

ოკულტიზმის თემაზე მოსაუბრე ავტორთა უმეტესობა თუ სიმართლეს ამბობს, და ტონი ბლერი იყო 33-ე გრადუსის მასონი, მაშინ მისი ქრისტიანული სათნოება კომპრომეტირებულ იქნება იმ ფაქტით, რომ ეშმაკის თაყვანისმცემლები და მაღალი რანგის მასონები, ხელიხელჩაჭიდებულები, მრავალი საუკუნის განმავლობაში ადვილად აღწევდნენ ხელისუფლების კორიდორებში.

Royal Arch Masonry (სამებო გუმბათის მასონობა) თავიანთ მაღალჩინოსან ძმებს აღწერენ, როგორც უდიადესი პერიოდის მცველ გენერლებს.

არსებობს საიდუმლო სიტყვა, რომელიც გამოხატავს მასონთა ნამდვილი ღმერთის სახელს და რომლის წარმოთქმა საჯაროდ აკრძალულია. ეს სიტყვა არის - იაბულონი (JAH
BUL ON)



იაბულონის ტრი-პანთეონი




საინტერესო თანხვედრა თუ ? ...


მასონური "ღმერთი" ისეთი არ არის, როგორც ბიბლიური. იაბულონი ერთხელ აღწერა ქრისტიანმა მინისტრმა კენონ ბრაიან ბრინდლიმ და თქვა, რომ ის შედგება ღმრთის სახელისგან ივრითში (იაჰვე), ბაალისგან და ოზირისისგან. მასონების უმაღლესი რანგია ატა-იაბულონი, რომელიც ამავე დროს არის მასონთა "ღმერთის" ყველაზე იდუმალი და მისტიკური სახელი.

იაბულონი - ეს არის მასონური ღმერთის ტრი-პანთეონი, რომელიც წარმოადგენს ისტორიულ ბაალს. ოქსფორდის განმარტებითი ლექსიკონი მას წარმოგვიდგენს როგორც ივრითული სიტყვიდან წარმომდგარ სახელს.

ბაალი - ქანაანელი ხალხის წარმოდგენაში იყო მამრობითი სქესის მთავარი ღვთაება. ძველაღთქმისეული ისრაელისთვის ბაალი იყო თვით სატანა.



ბაალისადმი მსხვერპლშეწირვა


ალბერტ პაიკი - 33-ე გრადუსის ყველაზე ცნობილი ამერიკელი მასონია. 1859
1891 წლებში პაიკი შოტლანდიური რიტუალის მასონობის უზენაესი მეთაური და პონტიფიკოსი იყო. შოტლანდიური რიტუალის მასონობას 33-ე გრადუდის მასონებისთვის ედინბურგში (შოტლანდია) საკუთარი შტაბ-ბინაც გააჩნია. ინგლისის გაერთიანებული "დიადი ლოჟა" ცდილობდა უარეყო, რომ მასონთა ნამდვილი "ღმერთი" იაბულონია და მას არაფერი აკავშირებს სატანასთან. მაგრამ ალბერტ პაიკის წარმოდგენით იაბულონი არის უსაზღვრო და მარადის მეთაური ღმერთის სიმბოლო, რომლის სახელი ორი ათასი წლის განმავლობაში მიანიშნებდა ეშმაკს.

1889 წელს ალბერტ პაიკმა გამოსცა ინსტრუქციები შოტლანდიური რიტუალის მასონობის 23-ე უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის. მასში ნათქვამია: "ჩვენ თაყვანს ვცემთ ღმერთს, მაგრამ ეს არის ერთადერთი ღმერთი, რომელსაც პატივს მივაგებთ ყოველგვარი ცრურწმენების გარეშე. თქვენ, უმაღლეს გენერლებს, ჩვენ ამას გამცნებთ, რათა გადასცეთ იგი 30, 31 და 32-ე გრადუსთა მფლობელ ძმებს. მასონთა რელიგია ლუციფერის დოქტრინა უნდა გახდეს. ლუციფერი - ღმერთია. ნამდვილი და წმიდად ფილოსოფიური რელიგია - ეს ლუციფერისადმი რწმენაა".




ლუციფერი - სკულპტურა


მაშ, ასე - იაბულონი სინამდვილეში ეშმაკის (სატანის) ალტერნატიული სახელი გახლავთ. ბოლო მარცვალი - "ონ" (on) - მკვდართა ძველეგვიპტური ღმერთის, ოზირისის კოდური სახელია. ეჭვიც არ შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ შოტლანდიური რიტუალის მასონობას აშშ-სა და ბრიტანეთში აკონტროლებს სატანის თაყვანისმცემელი 33-ე გრადუსის მფლობელი მასონობა. მათთვის ლუციფერი - საკუთარი ღმერთია.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню