ვიდეო - ჰომოსექსუალიზმი დაკანონდა - ჯერი პედოფილებზეა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > ვიდეო

ჰომოსექსუალიზმი დაკანონდა - ჯერი პედოფილებზეა

(+ ვიდეო)


პატრიარქი კირილე ტოლერანტობასა და პედოფილიაზე

homosexualizmi

ვიდეოს სტენოგრამა.

"აპოკალიფსისის" წინათქმა: წინამდებარე ვიდეოზე ასახულია რუსეთის დღევანდელი პატრიარქის კირილე გუნდიაევის გამოსვლა, სადაც ის ეხება ჰომოსექსუალიზმისა და პედოფილიის, საერთოდ კი ტოლერანტობის თემას. ეს გამოსვლა ჩაწერილია მის გაპატრიარქებამდე და რაოდენ სამწუხაროა, რომ ის მოხდა არა საჯაროდ, არამედ კულუარულად. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ შემდეგში, რაც კირილე გუნდიაევი პატრიარქი გახდა, მსგავსი გამოსვლები შეწყდა.

***

"... ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელსაც ფილოსოფოსები პოსტმოდერნის ეპოქას უწოდებენ. ამ ეპოქისთვის დამახასიათებელია საშიში იდეა. პოსტმოდერნული ეპოქა ჭეშმარიტების ცნებით არ აპელირებს. ჭეშმარიტება არ არსებობს. ჭეშმარიტება შეფარდებითია. რამდენიც თავია ჭეშმარიტებაც იმდენია. ჭეშმარიტების ნაცვლად არსებობს აზრთა პლურალიზმის ცნება. სულ ახლახან, ადამიანის ზნეობის თვალსაზრისით შეუძლებელი იყო ჰომოსექსუალური პრაქტიკის ლეგალიზაციის წარმოდგენა. თხუთმეტი წლის წინ ეს შეუძლებელი იყო. დღეს კი არა თუ შესაძლებელია, არამედ საკანონმდებლო დონეზე მიმდინარეობს ბრძოლა, რათა ხალხი დაიცვან ამგვარი პრაქტიკის დანერგვისგან.

იცით ყველაზე უახლოეს მომავალში რა გველოდება? - დაიმახსოვრეთ, რასაც ახლა გეტყვით; ის, რასაც ახლა გეტყვით შეგაძრწუნებთ, მაგრამ მერწმუნეთ, ასეც იქნება. მომდევნო ეტაპი იქნება პედოფილია, იმიტომ, რომ ჰომოსექსუალიზმის გამართლება ეს არის ადამიანის ყალბად გაგებული უფლება, რომელმაც მიიღო უზარმაზარი გავრცელება. მაშინ, ლოგიკურად იბადება კითხვა - რატომ არ შეიძლება პედოფილიის პრაქტიკაში დანერგვა? ესეც ხომ ადამიანის ისეთივე "უფლებაა", როგორც ჰომოსექსუალიზმი
? ჩვენ ახლა გვეტყვიან, რომ ეს საშინელებაა. მაგრამ, განა ასეთივე საშინელებად არ მიგვაჩნდა ჰომოსექსუალიზმის თემა თხუთმეტი-ოცი წლის წინათ? - დღეს კი ის საშინელებად არ მიაჩნიათ.

ჩვენ თუ ადამიანის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს არ შევცვლით და დავტოვებთ იმ კრიტერიუმებს, რომელთაც გვთავაზობს ლიბერალური ფილოსოფია თავისი "თავისუფლებებითა" და "უფლებებით", ჩვენში პედოფილიაც დაკანონდება.
სულ ახლახან გავიგე, რომ ჰოლანდიაში ლეგალიზებულია პედფილების პოლიტიკური პარტია. მართალია, ცოტა გამიკვირდა, მაგრამ ერთგვარი კმაყოფილებაც ვიგრძენი, რადგან ეს იყო ჩემი თეზისის ირიბი დამტკიცება. ეს პოლიტიკური პარტია უკვე ითხოვს პედოფილიის ლეგალიზებას და ისინი თავისას მიაღწევენ. მაგრამ, შემდეგ რა? ამ პროცესს ხომ ბოლო არა აქვს. ამ პროცესის დასასრული ჯოჯოხეთშია, აპოკალიფსურ ჯოჯოხეთში. რადგან, თუკი ადამიანის ცნობიერებაში მოკლდება მანძილი ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის და, თუკი, როგორც გვთავაზობს ამას პოსტმოდერნის იდეა, არ არსებობს ჭეშმარიტება, არამედ მხოლოდ შეხედულებათა პლურალიზმი, მაშინ ხდება ყველაზე საშინელი რამ, - იშლება ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის.

ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც, "აპოკალიფსისის" წაკითხვის შემდეგ, საკუთარ მამას ვკითხე: "მამა, როგორ არის შესაძლებელი მოვიდეს ანტიქრისტე?" "ანტიქრისტე ხომ ბოროტებაა? - დიახ, ბოროტებაა!" "მაგრამ
რა არის ბოროტება? - ეს არის მკვლელობები, ქურდობები, ძალადობა, მაშ, როგორ მიიღებს მთელი მსოფლიო ისეთ ლიდერს, რომელიც ბოროტებას იქადაგებს?" როგორც მახსოვს, მაშინ მამამ ვერაფერი მიპასუხა. დღეს კი შემიძლია ვთქვა - აზრთა პლურალიზმის პირობებში, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს ჭეშმარტებისა და სიცრუის განხილვას ერთ დონეზე, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს ზნეობრივ რელატივიზმს, ყველაფერი შესაძლებელია. შემდგომი ეტაპი ეს არის უკვე პოლიტტექნოლოგიის, მასმედიის საკითხი; ეს არის ეტაპი, როდესაც იქმნება სტანდარტები საგანმანათლებლო პროცესების მეშვეობით და ამოცანად რომ დავისახოთ, ამ აპრიორი ცრუ და ყალბი წანამძღვრეგიდან გამომდინარე, შეიძლება დღესვე აღვზარდოთ კაცობრიობა ღირებულებათა ნებისმიერ სისტემაში.

აი, მე ჩემთვის ვსვამ შეკითხვას: როგორი რუსეთის ხილვა გვსურს? დიახ, ჩვენ გვსურს ვიხილოთ რუსეთი, სადაც კარგი გზებია, კარგი მანქანებია, კარგი თვითმფრინავებია და ა. შ. მაგრამ, გვინდა თუ არა ჩვენ ვიხილოთ ისეთი რუსეთი, სადაც ადამიანები შეინარჩუნებდნენ კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარს, თუ ისეთი რუსეთი გვინდა, სადაც ყველაფერი შესაძლებელი იქნება და ყველაფერი იქნება დასაშვები და ნებისმიერ დოქტრინას შეეძლება მისი აღება; და ნებისმიერი დოქტრინა მოახვევს საკუთარ თავს მთელ საზოგადოებას? თუ უნდა არსებობდეს ყოფიერების ერთგვარი ნორმები?

მე ვფიქრობ, რომ ამოცანა მდგომარეობს ჩვენი ყოფიერების, ჩვენი სიცოცხლის გარკვეული ნორმების შენარჩუნებაში.


წყარო: https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=9bdaIhnMM-E

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/9bdaIhnMM-E" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню