ვიდეო - 1958 წლის ფილმი - ქადაგი ტრამპი და სამყაროს აღსასრული - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

1958 წლის ფილმი: ქადაგი ტრამპი და სამყაროს აღსასრული

წინასწარმეტყველება დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებაზე თუ უბრალო დამთხვევა?

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/EmuFwxTb7rI" frameborder="0" gesture="media" allow="encrypted-media" allowfullscreen></iframe>

1958 წლის სერიალის "დევნულების" ერთ-ერთ სერიაში, რომელსაც "სამყაროს აღსასრული" ეწოდება, ქალაქში ჩამოდის მამაკაცი, რომლის სახელია უოლტერ ტრამპი. ის აშინებს მოქალაქეებს სამყაროს მოსალოდნელ აღსასრულზე და ამტკიცებს, რომ ის არის ერთადერთი, ვისაც მათი ხსნა შეუძლია. მსგავსება დონალდ ტრამპთან და მის პოლიტიკასთან მსგავსება იმწამსვე იქნა აღნიშნული 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.



კადრი სერიიდან "სამყაროს აღსასრული": უოლტერ ტრამპი გამოდის მოქალაქეების წინაშე და ქადაგებს.

უოლტერ ტრამპი: "მე მოგიტანეთ გზავნილი, რომელსაც თქვენგან მხოლოდ მცირედნი ირწმუნებენ. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის გზავნილი და რომლის წაკითხვა სამყაროს ცეცხლში მხოლოდ მე შევძელი. მაგრამ ნუ გეშინიათ ჩემო მეგობრებო, რადგან მე მოგიტანეთ საშუალებაც, რომლითაც შეძლებთ გადარჩენას".

ერთ-ერთი მოქალაქე: "გადავურჩეთ რას?"


უოლტერ ტრამპი: "სამყაროს აღსასრულს, მეგობარო".


მოქალაქეები იცინიან.


უოლტერ ტრამპი: "მე არც ველოდი, რომ დაიჯერებდით". მაგრამ დანარჩენები თქვენგან, რომლებსაც სურთ გადარჩენა ხვალინდელი დღისთვის, მე გეტყვით ამ საშუალებას დღეს საღამოს. გახსოვდეს ეს და მოდით ისევ აქ, თქვენს მეგობრებთან ერთად. საღამოს გაცნობებთ ყველაფერს, რათა მოასწროთ მომზადება.


ერთ-ერთი მოქალაქე: "რას ჰყიდით მისტერ, გველის ზეთს?"


უოლტერ ტრამპი: "დღეს შუაღამით სამყაროს არსებობა დასრულდება. ჩემი ცოდნისა და შეწევნის გარეშე ყველანი დაიღუპებით.


მომდევნო კადრი:

პოლიციის ოფიცერი ეკითხება მოქალაქეს: "
თქვენი სახელი?"

მოქალაქე: "ტომი".

ოფიცერი: "ემთხვევა".


ოფიცერი მიუჯდება მაგიდას, სადაც უოლტერ ტრამპიც ზის. მათ შორის იმართება დიალოგი:


უოლტერ ტრამპი: "დიდი ხნით აპირებთ ქალაქში დარჩენას".


ოფიცერი: "როგორც ვიცი დრო მხოლოდ შუაღამემდე მაქვს".


ტრამპი: "აჰა, ე. ი. თქვენც მოჰკარით ყური, არა?"


ოფიცერი: "დიახ, ჩემამდეც მოვიდა ეს ამბავი. თქვენი გვარი ტრამპია? ... კარგით, შერიფო, როდემდე აპირებთ ამის მოთმენას?


შერიფი: "რას გულისხმობთ?"


ოფიცერი: "როდემდე მისცემთ უფლებას ამ თაღლითს იაროს ქალაქში?"


ტრამპი: "ფრთხილად, შვილო ჩემო".


ოფიცერი: "შემიძლია დაგაპატიმრო".


ოფიცერი: "მაშ, რას იტყვით შერიფო, როდის მოუღებთ ბოლოს ყოველივე ამას"?


შერიფი: "რის საფუძველზე?"


ოფიცერი: "ქურდობა ქურდობაა და არა აქვს მნიშვნელობა ის პისტოლეტის მუქარის ქვეშ მოხდება თუ ბოროტგანზრახული სიტყვების მეშვეობით.


ტრამპი: "თქვენს ხალხს დახმარება თუ არ სჭირდება მე შემიძლია წავიდე".


ამ დროს ტრამპი დააპირებს წამოდგომას, მაგრამ შერიფი მას აჩერებს და ეუბნება:


შერიფი: "მოიცადეთ მისტერ ტრამპ. ოფიცერი ყველა ჩვენგანის სახელით როდი ლაპარაკობს".


შემდეგი კადრი: საუბარი ქალაქის მერსა და პოლიციის ოფიცერს შორის.

მერი: "შენ ტრამპს გულისხმობ?"

ოფიცერი: "დიახ, სერ. რა შეგიძლიათ გააკეთოთ?"


მერი: "და რა გინდათ რომ გავაკეთო?"


ოფიცერი: "შეაჩერეთ იგი".


მერი: "რა"?


ოფიცერი: "ის, რომ ამ თაღლითმა (ტრამპმა - რედ.) მთელი ქალაქი მიიმხრო"
.

მერი: "შეგიძლია დაამტკიცო, რომ ის სწორედ ამის გაკეთებას ცდილობს?"


ოფიცერი: "ეს ხომ აშკარაა".


მერი: "მაგრამ, შეგიძლია დაამტკიცო? შერიფმა რომ ის დააპატიმროს, ჯერ ბრალდებები უნდა წაუყენოს. ტრამპს კი ამისთვის არავითარი საბაბი არ მიუცია".


ოფიცერი: "კი მაგრამ, ვიღაცამ ხომ უნდა შეაჩეროს".


მერი: "ასეთს არავის ვიცნობ".


ოფიცერი: "სერ?".


მერი: "ბავშვობაში ყველას გვეშინოდა სიბნელის, მაგრამ გავიზარდეთ და უკვე აღარ გვეშინია მისი. მაგრამ რა სასაცილოა, როდესაც ერთ სიცრუეს შეუძლია ყველანი ისევ ბავშვებად გვაქციოს.


მომდევნო კადრში ვხედავთ მქადაგებელ ტრამპს, რომელიც ხალხს ეუბნება:

ტრამპი: "ბობიმ ქალაქი შემოიარა, ხალხი მზად იყო დაეჯერებინა და ისინი ცხვრებივით მირბოდნენ სასაკლაოზე, სადაც მათ სიცრუის უზენაესი მოგვი ელოდა. მე ერთადერთი ვარ, გჯეროდეთ ჩემი. მე შემიძლია ავაშენო კედელი თქვენი სახლების ირგვლივ, რომელსაც ვერაფერი გადალახავს.

პოლიციელი: "რა ვქნათ, როგორ გადავრჩეთ?"


ტრამპი: "თქვენ მეკითხებით, თუ როგორ უნდა ავაშენოთ ეს კედელი? მაშ, თქვენ თუ მეკითხებით, მე გიპასუხებთ..."


მეორე პოლიციელი დარბაზიდან: "შენ მატყუარა ხარ ტრამპ. არავითარი წვიმა არ იქნება".


ტრამპი: "თქვენ შეგიძლიათ უარყოთ, რომ მეტეორიტების ცვენა არ იქნება? თქვენ შეგიძლიათ უარყოთ კომეტა?"


მეორე პოლიციელი: "ეს მოხდება არა ისე, როგორც თქვენ ამბობთ"


მომდევნო კადრი. დიალოგი ტრამპსა და პოლიციის ოფიცერს შორის:


პოლიციის ოფიცერი: "ფეიერვერკზე არ დარჩებით? როგორც ჩანს უკვე მიემგზავრებით, რადგან ყველა საქმე მოისტუმრეთ".

ტრამპი: "რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე ბრბოსთვის, ვფიქრობ აწ გზა უნდა გავაგრძელო".


ოფიცერი: "არა, ვფიქრობ მოგიწევთ დალოდება".


ტრამპი: "ამაში ჩვენი აზრი ერთმანეთს არ ეთანხმება".


ოფიცერი: "თქვენ დაპატიმრებული ხართ ტრამპ".


ტრამპი: "და, რა ბრალდებით?"


ოფიცერი: "შეგიძლიათ აირჩიოთ რაც გნებავთ: ქურდობა, თაღლითობა, ვფიქრობ მართლმსაჯულნი ამას ქურდობის კვალიფიკაციას მისცემენ".


სერიის ბოლოს ჩნდება წარწერა: "ისტორია, რომელიც თქვენ ნახეთ ადაპტირებული იყო ტელევიზიისთვის ნამდვილ მასალებზე დაყრდნობით, რომელიც ტეხასელ რეინჯერებში მოხდა და რომელთა დახმარების გარეშეც ეს სერიალი ვერ გამოვიდოდა
".

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню