უსჯულოების საიდუმლო - უფსკრულის ჭის გაღება... - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

უფსკრულის ჭის გაღება...

ანუ რა შეემთხვა დიდ ადრონულ კოლაიდერს

ადრონული კოლაიდერი

ბრიტანეთის ეროვნული გაზეთი The Sun - ეს ყვითელი პრესა არ გეგონოთ, ეს არის ავტორიტეტული ტაბლოიდი. მოკლედ, ამ გამოცემის გვერდებზე გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა შვეიცარიაში გააღო "სხვა განზომილება". ეს ექსპერიმენტი, რომელიც ატარებდა კოდურ სახელწოდებას "Awake" ("გამოღვიძება"), ძლიერ შეაშინა შვეიცარიელები და თვით ექსპერიმენტის მონაწილეებიც კი დააფიქრა.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/MkFWNcO0L4I" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

როგორც იტყობინებიან, ექსპერიმენტის ჩატარების დროს, 24 ივნისს, შვეიცარიაში CERN-ის შენობის თავზე ცამ ფერი შეიცვალა, ხოლო პირდაპირ ლაბორატორიის თავზე გაჩნდა ღრუბლების ორმო. როგორც წერს გაზეთი The Sun, დამკვირვებელთა განცხადებით კოლაიდერს შეეძლო "გაეხსნა პორტალი სხვა სამყაროში" ან სხვა განზომილებაში. ამ ცდის დროს ბირთული კვლევის ევროპის ორგანიზაციის მაღალი ენერგიის ფიზიკის ლაბორატორიაში (CERN) ნამდვილად შეიმჩნეოდა ბუნების უჩვეულო მოვლენა, რომელმაც ადგილობრივ მცხოვრებთა შეშფოთება გამოიწვია. მათ შეამჩნიეს ქარბორბალა დიდი ადრონული კოლაიდერის თავზე და ასევე ის, რომ ცამ ფერი შეიცვალა.



ღრუბლებმა კოლაიდერის თავზე ტრიალი დაიწყეს, გაიბრწყინვა ელვამ, ხოლო ცა ალისფერი გახდა. უჩვეულო მოვლენამ გამოიწვია შიში და მრავალი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ადრონული კოლაიდერი და რითი არიან დასაქმებულნი მეცნიერები CERN-დან. ინტერნეტში გაჩნდა რამოდენიმე კადრი და ვიდეორგოლი, რომელზეც აღბეჭდილია ბუნების საწინააღმდეგო ფიზიკური პროცესები, რომლებიც კოლაიდერის მოქმედებით არის პროვოცირებული.

გარდა იმისა, რომ ექსპერიმენტის სახელწოდებაა "გამოღვიძება" (Awake) და ასეთი იდუმალი სახელწოდება მხოლოდ აძლიერებს იმის შეგრძნებას, რომ ამ კვლევის ინიციატორებმა იციან კოლაიდერის მუშაობის ნამდვილი აზრი და საიდუმლო დანიშნულება, და ის განსხვავდება იმ ვერსიისგან, რასაც აუწყებენ პუბლიკას. ზოგიერთი იმასაც კი ამტკიცებს, რომ მეცნიერებმა დაადასტურეს კავშირი უჩვეულო ბუნებრივ მოვლენებსა და კოლაიდერის მუშაობას შორის.



CERN-ის ლოგო



მეცნიერები ცდილობენ საზოგადოების დამშვიდებას. მათ განმარტეს, რომ კვლევის დროს ცდილობდნენ შეეკრიბათ მიკრონაწილაკები, რამაც გამოიწვია უჩვეულო ბუნებრივი მოვლენა. მაგრამ ხომ გასაგებია, რომ თვით მეცნიერებს საერთოდ არც კი შეეძლოთ ევარაუდათ, თუ რა მოხდებოდა მათ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის ამა თუ იმ მომენტში. ისინი პატარა ბავშვებივით იქცევიან და აბსოლუტურად არ უწყიან რასთან აქვთ საქმე.

მარტო ის, რომ ეს კოლაიდერი იქმნებოდა ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს მონაწილეობით, და ის, რომ მასზე მუშაობდნენ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მეცნიერები, - უკვე ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს მსოფლიოს კვლევისთვის გამიზნული უბრალო სამეცნიერო მოწყობილობა როდი გახლვთ. უეჭველად, ეს მოწყობილობა დაპროექტებულია და გაშვებულია ღმრთისმბრძოლ ძალთა, და შესაძლებელია თვით სატანის უშუალო კონტროლიტა და მითითებით.



ყურადღებით თუ დავაკვირდებით ამ ლოგოს, შევამჩნევთ, რომ მასში შეერთებულია სამი ექვსიანი, ანტიქრისტეს სიმბოლო



ძნელია განმარტო ასეთი მოვლენა, მაგრამ აქ ღირს იოანეს გამოცხადების გახსენება, რომელიც მრავალმხრივ გვახსენებს მომხდარ მოვლენას, როდესაც გაიღო უფსკრულის ჭა და "ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი" (გამოცხ. 9:2).

გამოცხადება, თავი 9-ე: "მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა;გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე. და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს. იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ".

შემდეგ გამოცხადებაში, როგორც ჩანს, ლაპარაკია საკმაოდ ძლიერ ომზე. აღწერაში მკაფიოდ შეიმჩნევა თანამედროვე სამხედრო ტექნიკის აღწერილობა: ტანკები, თვითმფრინავები, რაკეტები და სხვა (ჩვენი შენიშვნა: წმიდა წერილის მრავალპლანიანობიდან გამომდინარე, გამოცხადების ხსენებული თავის მუხლები არ არის სავალდებულო გავიგოთ გადატანითი აზრით. შეიძლება მას პირდაპირი მნიშვნელობაც ჰქონდეს. ეს უსაიდუმლესი ჟამია და კონკრეტულად იმისი თქმა, თუ რა როგორ იქნება, ძალზედ ძნელია).

"ერთმა ვაებამ გადაიარა: აჰა, მოდის ამის შემდეგ ორი ვაება. მეექვსე ანგელოზმა ჩაჰბერა და მომესმა ერთი ხმა ოთხ რქათაგან ოქროს საკურთხევლისა, რომელიც არის ღვთის წინაშე; და უთხრა მეექვსე ანგელოზს, საყვირის მქონეს: ახსენი ოთხი ანგელოზი, რომელნიც შეკრულნი არიან დიდ მდინარეზე ევფრატისა. და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომელნიც მზად არიან ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა. და რიცხვი მათი მხედრობისა - ორასი ათასჯერ ათასი; მომესმა რიცხვი მათი. ასე ვიხილე ხილვით ცხენები და მათი მხედრები, რომლებსაც ეცვათ აბჯარნი ცეცხლის, ჰიაკინთისა და გოგირდის ფერნი. თავები ცხენებისა, როგორც ლომების თავნი, და მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი. და ამ სამი წყლულებისგან - ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რასაც აფრქვევენ მათი პირები, კაცთა მესამედი ამოწყდა. რადგან ცხენებისა ძალა იყო მათ თავ-პირსა და მათ კუდებში, ხოლო კუდები გველებს ჰგვანდნენ და ჰქონდათ თავები, რომლებითაც ვნებდნენ ხალხს" (გამოცხ. 9:12-19).

მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანები არც ამგვარი უბედურების შემდეგ შეინანებენ თავიანთ ცოდვებს: "დანარჩენებმა კი, რომლებიც არ ამოწყდნენ ამ წყლულებისგან, არ შეინანეს თავიანთ ხელთა საქმენი, რათა თაყვანი არ ეცათ ეშმაკთა და ოქროს, ვერცხლის, რვალის, ქვისა და ხის კერპთათვის, რომელთაც არც ხედვა ძალუძთ, არც სმენა და არც სიარული. არ შეინანეს არც თავიანთი მკვლელობანი და არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი სიძვანი და არც თავიანთი ქურდობანი" (გამოცხ. 9:20-21).

ცნობილი ბერი ლავრენტი ჩერნიგოველი თავის სულიერ შვილებს ამცნებდა, რომ ბოლო ჟამს დედამიწაზე გარდამოიწვევენ უფსკრულს და რომ გამოვლენ დემონები თავიანთ მეთაურთან ერთად და შევლენ ადამიანებში, რომლებიც არც პირჯვარს იწერენ, არც ლოცულობენ, არამედ მხოლოდ ერთმანეთს ჰკლავენ. დემონები დაინტერესებულნი იქნებიან რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოსწყლან ამ ცოდვით.

უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი! დიდება ღმერთს ყველაფრისთვის! ამინ.

P. S. დიახ, შეიძლება მრავალი ეჭვი გაგვიჩნდეს მოცემულ მოწმობათა და კადრთა მიმართ, მაგრამ ძალზედ ძნელია იმ ფაქტის უარყოფა, რომ მსოფლი ანტიქრისტიანული ელიტა თვითონაც მზად არის და მთელს მსოფლიოსაც ამზადებს ანტიქრისტეს მისაღებად.

შეგახსენებთ, რომ დაკ-ზე ექსპერიმენტ "გამოღვიძების" დაწყებამდე 3 დღით ადრე, მთელი მსოფლიო გახდა მოწმე იმავე შვეიცარიაში,
გოტარდის გვირაბის გახსნის სატანური რიტუალისა. საზეიმო გახსნაზე, რომელიც 8 მლრდ. ევრო დაჯდა, სრული შემადგენლობით მიიღეს მონაწილეობა შვეიცარიის მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა. ასვე მოწვეულ იყვნენ უცხოელი სტუმრები: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, ტრანსპორტის საკითხების ევროკომისარი ვიოლეტა ბულცი, ევროპის მთელი რიგი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრები.

გახსნის ცერემონიალზე ნაჩვენები იქნა ჩვენს სამყაროში სატანის შემოსვლა. და, თუ ყურადღებით დააკვირდებით ვიდეოს, პორტალი სხვა განზომილებაში (უფსკრულში) ნაჩვენებ იქნა სცენის დიდ ეკრანზე. და პრაქტიკულად ეჭვიც კი არ იბადება, რომ ეს წარმოადგენს დიდი ადრონული კოლაიდერის სიმბოლოს, რომელიც მოწოდებულია გახსნას უფსკრულის ჭა.

წყარო: http://3rm.info/publications/63486-otkrytie-kladezya-bezdny-chto-proizoshlo-na-bolshim-adronnym-kollayderom-video.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню