უსჯულოების საიდუმლო - TEDx Talk-ი პედოფილიის ნორმალიზებას ცდილობს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

TEDx Talk-ი პედოფილიის ნორმალიზებას ცდილობს

პედოფილიის ნორმალიზება

TED (აბრევიატურა, რომელიც მომდინარეობის ინგლისური სიტყვებიდან: technology, entertainment, design; ტექნოლოგიები, გართობა, დიზაინი) - ეს არის კერძო არაკომერციული ამერიკული ფონდი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ცნობილია თავისი ყოველწლიური კონფერენციებით. კონფერენციები ტარდება 1984 წლიდან ქ. მონტერეიში (კალიფორნია, აშშ), ხოლო 2009 წლიდან - ქალაში ლონგ ბიჩ (კალიფორნია, აშშ).

კონფერენციის მისია მდგომარეობს უნიკალური იდეების გავრცელებაში ("ideas worth spreading"), რჩეული ლექციები ხელმისაწვდომია კონფერენციის ვებ-საიტზე. ლექციის თემები მრავალფეროვანია: მეცნიერება, ხელოვნება, დიზაინი, პოლიტიკა, კულტურა, ბიზნესი, გლობალური პრობლემები, ტექნოლოგიები და გართობა. გამომსვლელთა სიაში მოხვდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებებიც, როგორებიც იყვნენ აშშ-ს 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ნობელის პრემიის ლაურეატები ჯეიმს უოტსონი და მიურე ჰელ-მანი, ასევე ვიკიპედიის დამაარსებელი ჯიმი უეილსი.

კონფერენციის კურატორი და მისი მუდმივი წამყვანია - კრის ანდერსონი.

TED Talks

TED-ის კონფერენციაზე ყოველი გამოსვლა (ლექცია) TED Talk-ად იწოდება. გამოსვლების ვიდეოჩანაწერები TED.com-ზე ქვეყნდება და უფასოდ არის მისაწვდომი ნახვისა და გადმოწერისთვის HD ხარისხში; საიტზე შეიძლება ხელმოწერაც ვიდეო-პოდკასტზე. ასევე ვიდეოჩანაწერები ხელმისაწვდომია YouTube-ზეც.

კონფერენცია TEDx-

TEDx - ესარის TED-ის პროექტი, რომელიც ცალკეულ ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა ქვეყნებში, ქალაქებში, უნივერსიტეტებში, საზოგადოებებში მოაწყონ დამოუკიდებელი კონფერენციები TED-ის სტილში. TEDx კონფერენცია არის დამოუკიდებელი ღონისძიება, რომელიც ტარდება TED-ის ლიცენზიით.

წყარო: https://ru.wikipedia.org

ამა წლის მაისში TEDx-ში ითქვა, რომ "პედოფილია არის უცვალებელი ორიენტაცია" და მიღებულ იქნა მცდელობა მომხდარიყო ამ სისაძაგლის რაციონალიზირება და ნორმალიზება.

2018 წლის 5 მაისს გერმანიის ვიურცბურგის უნივერსიტეტში შედგა TEDx-ის ღონისძიება სახელწოდებით "მომავალი საზოგადოებები", რომელზეც სტუდენტმა მედიკოსმა მირიამ ჰეინემ წაიკითხა ლექცია თემაზე "რატომ უნდა შეიცვალოს ჩვენი დამოკიდებულება პედოფილიის მიმართ".

ჰეინემ ლაპარაკი დაიწყო მიუნჰენის იურიდიული ფაკულტეტის 19 წლის სტუდენტის ჯონასის მონაყოლით, რომელსაც სექსუალურად 6-დან 12 წლამდე გოგონები იზიდავს. ჰეინე აღწერს პედოფილიას, როგორც "უცვალებელ ორიენტაციას" (ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია კი პედოფილიას აძლევს დარღვევის კლასიფიკაციას).

აი როგორ არის აღწერილი ეს გამოსვლა TEDx-ის საიტზე:

მირიამ ჰაინე.

სტუდენტი მედიკოსი.


მამრობითი სქესის მოსახლეობის ერთიდან ორ პროცენტამდე, ანუ 57 მილიონ ადამიანზე მეტი, პედოფილებად მიიჩნევიან. ამიტომაც პედოფილია არ გახლავთ არააქტუალური მოვლენა, რომლის იგნორირებაც შესაძლებელია. სტუდენტი მედიკოსი მირიამ ჰაინე განმარტავს, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს შესაბამისი მიდგომა პედოფილიის უცვალებელი სექსუალური ორიენტაციისადმი. ძირითადად ის ხელმძღვანელობს პროფ. დ-რ ბეიერის ნაშრომებით, რომელიც არის ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს სექსუალური მედიცინისა და სექსოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ასევე პროფილაქტიკების ქსელით "Kein T
äter Werden" (რაც ნიშნავს "არ გეწყინოთ"). შედეგად, მირიამ ჰეინე მიიჩნევს, რომ არავინ აგებს პასუხს საკუთარი სექსუალური ორიენტაციისთვის, საკუთარი გრძნობებისთვის, მაგრამ ყველა, ვინც კი ზემოქმედებას ახდენს ამ სექსუალურ ორიენტაციაზე, პასუხისმგებელია თავისი ამგვარი მოქმედებისთვის. ის ასევე სვამს კითხვას, როგორ შეგვიძლია მკაფიოდ გავარკვიოთ ჩვენი გრძნობები და ჩვენი მოქმედებები. რადგან პედოფილებს არ შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი სექსუალური სურვილები, მათ უნდა ისწავლონ მათი გაკონტროლება, რათა ეს გრძნობა მათზე არ მოქმედებდეს.


ეს არის TED ვებ-საიტის სათაურის გამოსახულება:



იბადება კითხვა: იმსახურებს თუ არა ამგვარი იდეები გავრცელებას? იხილეთ მირიამ ჰაინეს გამოსვლის ვიდეო:

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Wn4ok_W-7d4" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

გამომსვლელის ლექციაში იყო ბევრი სოფისტური მიხვევ-მოხვევები და რაციონალიზაციის მცდელობა.  

"უფლება მომეცით უფრო ნათლად ვთქვა. შეცდომაა ბავშვების ბოროტად გამოყენება. მაგრამ, პედოფილი, რომელიც არ იყენებს ბავშვებს, ცუდს არაფერს აკეთებს".

მაგრამ, რა ვთქვათ იმ ადამიანებზე, რომლებიც ინტერნეტში ტვირთავენ გიგაბაიტობით ფოტოსურათებს და ვიდეორგოლებს, სადაც ბავშვები ექვემდებარებიან საშინელ ძალადობას? იმათზე, ვინც ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლის ამ გიგანტურ ქსელს და იმათ, ვინც ამ ვიდეორგოლებს აწარმოებს?

შემდეგ მირიამ ჰაინე "ბავშვის სიყვარულს" ათანაბრებს სექსუალურ ორიენტაციასთან და ადარებს მას ჰეტეროსექსუალობას.

"მე მინდა სწრაფადვე განვსაზღვრო, თუ სად ვართ ჩვენ ახლა. მიმდინარე გამოკვლევების თანახმად, პედოფილია უცვალებელი სექსუალური ორიენტაციაა, როგორც, მაგალითად, ჰეტეროსექსუალობა. არავინ ირჩევს პედოფილს. არავის შეუძლია შეწყვიტოს მარტოობა. განსხვავება პედოფილსა და სხვა სექსუალურ ორიენტაციებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ ამ სექსუალური ორიენტაციის შევიწროება კატასტროფით დასრულდება".

ჰეინეს არგუმენტაციის დიდი ნაწილი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ, როგორც საზოგაოებამ, უნდა შევწყვიტოთ პედოფილების განკითხვა, რადგან ეს ხელს უშლის მიიღონ მათ დახმარება. შემდეგ კი ამატებს, რომ:

"მაგალითად, მათ არ შეუძლიათ უთხრან თავიანთ მეგობრებს, რომ მათთან ერთად ვერ წავლენ პლიაჟზე, რადგან ბავშვები იქაც არიან".

როგორ არის არეული აქ ცნებები? მის ლოგიკას თუ მივყვებით, ჰეტეროსექსუალებიც ვერ წავლენ პლიაჟზე იმიტომ, რომ იქ შეიძლება საპირისპირო სქესის ადამიანებიც იყონ.

შემდეგ ჰეინე აგრძელებს პედოფილების, როგორც მსხვერპლთა წარმოდგენას, რომლებსაც თურმე "პატივისცემით უნდა მოვეპყრათ". ის აკეთებს დასკვნას იმაზე, რომ პედოფილების მხრიდან ბავშვებზე ძალადობა რომ შევწყვიტოთ, პედოფილები უნდა მივიღოთ იმ სახით, როგორც ისინი რეალობაში წარმოგვიდგებიან და წავახალისოთ ისინი რათა მიიღონ დახმარება.

ზედმეტია თქმა იმაზე, რომ ამ პრეზენტაციამ დიდი რეზონანსი და წინააღმდეგობრივი აზრები გამოიწვია, რომლებმაც შედეგად გამოიღო ის, რომ TED-ი იძულებული გახდა გამოსულიყო გამვიდა განცხადებით, სადაც საკუთარი თავი გამიჯნა გამომსვლელის შეხედულებებისგან.

TEDx-ის დამოუკიდებელმა ორგანიზებულმა მოვლენამ ამასწინათ გამოაქვეყნა და შემდეგ წაშალა TEDx YouTube არხის შეტყობინება, სადაც ღონისძიების ორგანიზატორმა განაცხადა, თუ "რატომ უნდა შეიცვალოს პედოფილიის ჩვენეული აღქმა".

საუბარში TEDx-ის ორატორმა პედოფილია აღწერა როგორც "პირობა, რომლითაც იბადება ზოგიერთი ადამიანი, და წინადადებით გამოვიდა, რომ ჩვენ თუ ამას მივიღებთ როგორც რეალობას, შევძლებთ გავაკეთოთ უფრო მეტი, რათა ეს ადამიანები არ მოქმედებდნენ საკუთარი ინსტინქტების შესაბამისად. TEDx-ის ღონისძიებების ორგანიზება ხდება TED-ის ყოველწლიური ძირითადი კონფერენციისგან დამოუკიდებლად. TED-ი ყოველწლიურად 100-ზე მეტ ქვეყანაში 3500-ზე მეტ ღონისძიებას ატარებს. ჩვენი არაკომერციული ორგანიზაცია TED-ი ვერ აკონტროლებს TEDx მოვლენათა კონტენტს".

ამის შემდეგ TED-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლექციამ და მისმა ვიდეომ მიიპყრო მათი ყურადღება. "ჩვენ ვფიქრობთ, - აცხადებს TED-ის წარმომადგენელი, რომ - გამომსვლელი ისე ახდენს გამოკვლევათა ციტირებას, რომ ის არასწორი განმარტებების მიზეზი ხდება. ამის გამო ზოგიერთმა მაყურებელმა მისი გამოსვლა უკანონო და მავნე პრაქტიკის სასარგებლო არგუმენტად ჩათვალა. გარდა ამისა, ორგანიზატორებთან დაკავშირების შემდეგ, რათა გაგვეგო, თუ რატომ იქნა ის ამოშლილი ვიდეო YouTube-დან, გავიგეთ, რომ თვით მომხსენებელმა ითხოვა მისი ამოღება ინტერნეტიდან, რადგან შიშობდა, რომ ამ ვიდეოს გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის მდგომარეობდა იმაში, რომ ვშლიდით და ვშლით სპიკერების გამოსვლებს, როდესაც ისინი ამას ითხოვენ. სწორედ ამიტომაც დავუჭირეთ მხარი TEDx-ის ორგანიზატორის ამ გადაწყვეტილებას, რათა პატივი გვეცა ამ ორატორის სურვილისთვის და გამოსვლა ავტონომიურ რეჟიმში შეგვენახა. ჩვენ წავშლით ვიდეოს ნებისმიერ არაკანონიერ ასლს, რომელიც კი ინტერნეტში გამოჩნდება".

მაგრამ, ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც TEDx პოპულარიზაციას უწევს პედოფილიას. 2018 წლის 18 აპრილს TEDx Sittard Geleen-ის ღონისძიებაზე, რომელიც ნიდერლანდებში მოეწყო (თემით "Misbehaving Beautifully"), გამოჩნდა ფსიქოლოგი და კრიმინალისტი მადლენ კენ ბრუგენი, რომელმაც საზოგადოებას სთხოვა "იყოს მოწიფული პედოფილიის მიმართ".

აი ამ ვიდეოს შინაარსი:

მამაკაცთა მოსახლეობის 0,5-დან 3-მდე პროცენტს ერთგვარი პედოფილური ინტერესი გააჩნია. ეს ნიშნავს, რომ ყოველი პიროვნება, სავარაუდოდ, იცნობს ვინმე პედოფილური მიდრეკილების ადამიანს. მადლენი ირწმუნება, რომ ეს არის საზოგადოებრივი და ფსიქიური სიჯანსაღის პრობლემა. ჩვენ ყველას პასუხისმგებლობა გვაკისრია. მოდი ვაღიაროთ, რომ ეს პრობლემა არსებობს და შეწყდება სიძულვილი და ქვების სროლა დამნაშავეთა მიმართ. ამგვარი ქცევა ხომ ვერ გადაჭრის პრობლემას. მოდი ვიყოთ მოწიფული საზოგადოება და დავეთანხმოთ იმას, რომ მხოლოდ მაშინ ვიქნებით მზად ამ თემისთვის, როდესაც ადამიანები საკუთარ თავში იპოვიან წინსვლის ძალას და ჩვენ, როგორც საზოგადოება, დავეხმარებით მათ.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/egiBgmvv8wA" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

"ბავშვთა დაცვის" შირმით სპიკერი კვლავ მოუწოდებს პედოფილების შეწყნარებისკენ. ის კვლავ ადარებს პოტენციური პედოფილების რაოდენობას დიდ ქალაქს და ამატებს, რომ "პედოფილი შეიძლება იყოს "თქვენი მეზობელი, კოლეგა და თქვენი მეუღლეც კი". შემდეგ ის განმარტავს, "რაოდენ მძიმეა პედოფილებისთვის ვერასოდეს იპოვონ თავიანთი სიყვარული, რომლისკენაც ისინი ასე დიდი ხნის განმავლობაში მიისწრაფვოდნენ".

მაგრამ, "სიყვარული", რომლისკენაც პედოფილები მიისწრაფვიან, ეხება ბავშვებს, რომლებიც ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად განუვითარებელნი და მოუმზადებელნი არიან "სრული" სქესობრივი ურთიერთობისთვის.

მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში უკვე დღის წესრიგში დგას პედოფილიის ნორმალიზაციის საკითხი. ჩვენ უკვე პირველი ნაბიჯების მომსწრენი ვართ. პირველი ნაბიჯი კი გახლავთ ტერმინების შეცვლა "ამაზრზენი და შემაძრწუნებელი დანაშაული" "სექსუალური ორიენტაციით", ხოლო "სექსუალური მანიაკი" ან "სექსუალური დამნაშავე" "თქვენი მეზობლით" შეიცვალა. თანაც ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენ უნდა შევიწყნაროთ ისინი, რათა "დავეხმაროთ" მათ. მაშინ მათ თავიანთი "უფლებები" დასჭირდებათ. და ვინ იცის, სად და როდის შეიძლება ეს მოხდეს.

დიახ, ეს ადამიანები არ უნდა მოქმედებდნენ თავიანთი სურვილების მიხედვით და აქტიურად უნდა ითხოვდნენ დახმარებას, რაოდენ რადიკალურიც გინდ იყოს იგი. მაგრამ დაუშვებელია ადამიანებისგან მოვითხოვოთ იმათი შეწყნარება, ვისაც სქესობრივი ლტოლვა აქვს ბავშვების მიმართ. ესენი არიან გონება გარყვნილი ადამიანები და ეს არანორმალური მდგომარეობაა. ეს არის სისაძაგლზე და ნამდვილი ბოროტების აღზევება...

წყარო: https://vigilantcitizen.com/latestnews/this-tedx-talk-attempts-to-normalize-pedophilia

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню