უსჯულოების საიდუმლო - თავისუფლების ქანდაკება ქვესკნელის ქალღმერთია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

თავისუფლების ქანდაკება ქვესკნელის ქალღმერთია

თავისუფლების ქანდაკება

გთავაზობთ აშშ-ს უმთავრესი სიმბოლოს, თავისუფლების ქანდაკების მოკლე ისტორიას, რომელსაც, სინამდვილეში საკმაოდ შავბნელი წარმომავლობა გააჩნია. როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ახალი ფაქტები ამ ძეგლის შესახებ დაგეხმარებიან ახლებურად შეხედოთ ამერიკული "თავისუფლების" სიმბოლოს.



აშშ-ს მთავარი სიმბოლო - სხვა არავინაა, თუ არა ჰეკატას ქანდაკება, რომელიც ფრანგმა მასონმა შექმნა.

მასონობის ზეგავლენაზე აშშ-ს ჩამოყალიბებაში საკმაოდ ბევრია ცნობილი. მისი ზეგავლენა იგრძნობა აშშ-ს დამფუძნებლებიდან დოლარის სიმბოლოებამდე. პირამიდები, სტელები, ყოვლისმხედველი თვალი და ა. შ. აშშ-ს მრავალ სამთავრობო ნაგებობას ამშვენებენ.

მაგრამ, აშშ-ს უმთავრესი სიმბოლოს, თავისუფლების ქანდაკების შესახებ, როგორც წესი, არავითარი პარალელი მასონობასთან არ ივლება.

"ვიკიპედიაში" თუ ჩავიხედავთ, წერია, რომ "თავისუფლების ქანდაკება (ინგლ.:Statue of Liberty, სრული სახელწოდება - მსოფლიოს განმანათლებელი თავისუფლება, ინგლ.: Liberty Enlightening the World) - აშშ-ს და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სკულპტურაა, რომელსაც ხშირად უწოდებენ "ნიუ-იორკისა და აშშ-ს სიმბოლოს", ან კიდევ "სიმბოლოს თავისუფლებისა და დემოკრატიისა", "ლედი თავისუფლება". ეს არის საფრანგეთის მოქალაქეთა საჩუქარი აშშ-ს ამერიკის რევოლუციის ასი წლის თავზე.



გადავხედოთ ქანდაკების შექმნის ისტორიას. მისი ავტორია ფრანგი სკულპტორი ფრედერიკ ოგიუს ბარტოლდი. სანამ სკულპტორი გახდებოდა ბარტოლდი ბევრს მოგზაურობდა ევროპაში, გარდა ამისა ის ადიუტანტად მსახურობდა გარიბალდისთან საფრანგეთ-პრუსიის ომში. მაგრამ ქანდაკების შექმნის დრო ბარტოლდის მასონურ ლოჟაში (ელზას-ლოტარინგიის ფილიალი) გაწევრიანების დროს ემთხვევა. ეს იყო 1875 წელს. ქანდაკება ნიუ-იორკში დაიდგა და გაიხსნა 11 წლის შემდეგ. სხვათა შორის, საყრდენი კონსტრუქცია დაპროექტებულია ალექსანდრე გუსტავ ეიფელის (ბონიკჰაუზენი) მიერ, რომელიც ცნობილი იყო თავისი ავანტიურებით და დიდძალი თანხების მითვისებით პანამის არხის მშენებლობის დროს, მაგრამ სახელი გაითქვა პარიზის ცენტრში დადგმული მახიჯნი ნაგებობით. ეიფელიც მასონური ლოჟის წევრი გახლდათ, პანამის აფიორიდან ის ლოჟის ერთმა მასონმა ძმამ გამოიხსნა, რომელსაც იმ დროს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა (მასონობა ხომ კანონზე უზენაესია!).

რაც შეეხება ქანდაკებას, მის აღწერაში ნათქვამია, რომ "თავისუფლების ქალღმერთს" მარჯვენა ხელში ჩირაღდანი უჭირავს, ხოლო მარცხენაში ფილაქნები. ფილაქნებზე წარწერაა: "JULY IV MDCCLXXVI", რაც აშშ-ში დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თარიღზე მიანიშნებს. გარდა ამისა, "ქალღმერთს" თავზე ახურავს შვიდსხივიანი გვირგვინი, რომელიც წარმოადგენს შიდი ზღვისა და შვიდი კონტინენტის სიმბოლოს. თვით ქანდაკებაში, გვირგვინამდე 356 საფეხურია. 195 საფეხურია პიედესტალის მწვერვალამდე. გვირგვინში განთავსებულია 25 ფანჯარა, რომლებიც მიწის ძვირფასი ქვებისა და ზეციური სხივების სიმბოლოა, რომლებიც ანათებენ მსოფლიოს. კომპოზიციის სრული სიმაღლეა - 93 მეტრი, რომელშიც შედის საფუძველიც და პიედესტალიც, ხოლო თვით ქანდაკების სიმაღლე - 46 მეტრია.

არავითრი ანალოგი საიდუმლო საზოგადოებებისა და ანტიკური რელიგიების სიმბოლიზმთან. შეიძლება აღვნიშნოთ ციფრი შვიდი, რომელიც ძალიან უყვართ მასონებს და სხვა საიდუმლო საზოგადოებებს, ასევე განვიხილოთ სხვა ციფრებიც ეზოთერული ნუმეროლოგიის თანახმად, მაგრამ მათი მინიშნება ისედაც აშკარაა.

ზოგიერთი თვლის, რომ რადგან ქანდაკება თავისუფლების ქალღმერთს გამოსახავს, ეს უნდა იყოს - ლიბერა, რომელიც ძველრომაულ მითოლოგიასა და რელიგიაში ნაყოფიერების ქალღმერთს წარმოადგენდა. მას ხშირად აიგივებდნენ პროზერპინასთან ან არიადნასთან, და იყო დიონისეს მეუღლე. დიონისე კი, თავის მხრივ, - ძველეგვიპტური ღმერთის, ოზირისის გვიანდელი ინტერპრეტაციაა, რის გამოც მრავალი ავტორი ლიბერაში ოზირისის ქვრივს და ჰორუსის (ეგვიპტური "ღმერთი" - რედ.) დედას ხედავს.



მაგრამ დაკვირვებული მკითხველი იმთავითვე აღმოაჩენს ზოგიერთ უცნაურობას - რატომ უპყრია თავისუფლების ქალღმერთს ჩირაღდანი? რისთვისაა საჭირო ჩირაღდანი მზით გაკაშკაშებულ გარემოში? თანაც ხსენებული ქალღმერთები გამოისახებოდნენ სულ სხვაგვარად.

აი, რაც შეეხება ღმერთქალ ჰეკატას, რომელი ჯოჯოხეთის, ქვესკნელის, უკუნი სიბნელის, ღამეული ხილვებისა და ჯადოქრების მბრძანებელი იყო, სწორედ ჩირაღდნით ხელში და თავზე სხივებით გამოისახებოდა (გადმოცემის მიხედვით მას გველივით თმები ჰქონდა, როგორც მედუზა გორგონას). სხვათა შორის, მიიჩნევენ, რომ თავისი მონადირული ფუნქციებით ის ძალზედ უახლოვდება ნაყოფიერების სხვადასხვა ქალღმერთებს.

იქნებ სწორედ ეს ქალღმერთი გამოძერწა მასონმა სკულპტორმა?

სხვათა შორის, საფრანგეთისა და ინგლისის ტრადიციულმა მეტოქეობამ თავისი დაღი დაასვა ქანდაკების შექმნის ისტორიას.

საფრანგეთი მხარს უჭერდა ამერიკელი მასონების ძალისხმევას გათავისუფლებულიყვნენ ბრიტანეთის იმპერიისგან, რომელთანაც იმ დროს კონფლიქტში იმყოფებოდა. ვერსალი ნამდვილად ოცნებობდა, რათა ლონდონს უარი ეთქვა თავის საზღვაო პრეტენზიებზე. განა ამ ზღვებისა და კონტინენტების გამო არ მიეცა სიმბოლურად ქვესკნელის ქალღმერთს, რომელმაც აღმართა თავისი ტერფები ჰერკულესის სვეტების მიღმა (ეს უკვე დოლარის ნიშანია)? ასეთია აშშ-ს უმთავრესი სიმბოლოს მოკლე ისტორია, რომელსაც, სინამდვილეში, პირქუში წარმომავლობა გააჩნია.

წყარო:ruslug.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню