უსჯულოების საიდუმლო - "როსკომნადზორ"-მა "ვიკიტეკისგან" "სიონელ ბრძენთა ოქმების" ამოღება მოითხოვა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
"Роскомнадзор"-მა "ვიკიპედიისგან" "სიონელ ბრძენთა ოქმების" ამოღება მოითხოვა
სიონელ ბრძენთა შეკრებების ოქმები
"Роскомнадзор"-მა "ვიკიტეკისგან" მოითხოვა ამოეღოთ გვერდი, რომელიც ეხება 1903 წელს გამოსულ წიგნს სახელწოდებით: "Протоколы собраний Сионских мудрецов" ("სიონელ ბრძენთა კრებების ოქმები"). სტატიის ბლოკირების შემთხვევაში დაიბლოკება მთელი რუსულენოვანი "ვიკიპედია". ამის შესახებ იუწყება "Викимедиа.Ру"-ს აღმასრულებელი დირექტორი სტანისლავ კოზლოვსკი.

"როსკომნადზორი" იმოწმებს ქ. ორენბურგის ლენინის რაიონის სასამართლოს  გადაწყვეტილებას, რომელმაც 2010 წელს ბროშურა ექსტრემისტულ მასალად აღიარა.

2016 წელს "როსკომნადზორი" უკვე ცდილობდა დაებლოკა "სიონელ ბრძენთა ოქმების" ტექსტი. როგორც სტანისლავ კოზლოვსკიმ განმარტა, პირველად სტატიის ამოღება ვერ შეძლეს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი იყო იმ კანონის მიღებამდე, რომელიც ბლოკირებებს ეხება, "მასში არაფერია ნათქვამი არც "ვიკიტეკაზე" და არც ინტერნეტზე".

როგორც "Викимедиа.Ру"-ში აღნიშნავენ, "როსკომნადზორის" მოქმედებები არაკანონზომიერია. კომპანიის აზრით, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში შეტანილია ბროშურაც "ოქმებზე", და არა თვით დოკუმენტი. მეტიც, სტატიის სახელწოდება "ვიკიტეკაზე" და დოკუმენტის სახელწოდება ექსტრემისტულ მასალათა სიაში ერთმანეთს არ ემთხვევა, შედეგად ლაპარაკია სხვადასხვა ტექსტზე.

კომპანიამ ასევე მიუთითა, რომ თუ "ვიკიტეკის" სტატია დაიბლოკება, მაშინ დაბლოკილი აღმოჩნდება "ვიკიპედიის" მთელი რუსული ინტერნეტ-ენციკლოპედია.

წყარო: odigitria.by

12 ივნისი 2019 წ.

TOP. GE
Назад к содержимому