უსჯულოების საიდუმლო - მავზოლეუმის დამოკლეს მახვილი 2 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

მავზოლეუმის დამოკლეს მახვილი

ანუ

მსხვერპლშეწირვა წითელ მოედანზე

ბოლშევიზმი და ოკულტიზმი

გაგრძელება

დასაწყისი წინა გვერდიდან

სურვილების მანქანა


ადამიანები ყოველთვის ქმნიდნენ მატერიალურ მოწყობილობებს შრომის გაადვილებისა და ნატვრათა აღსრულებისთვის, და ამაში არაფერია უჩვეულო. მსგავს "მანქანებს" ჯერ კიდევ უძველეს დროში აშენებდნენ. სხვადასხვა ეპოქებისა და ხალხების საკულტო ნაგებობათა შესწავლამ მეცნიერები საოცარ ფაქტებამდე მიიყვანა. მაგალითად, ყველა ძველი საკულტო ნაგებობის ქვეშ არსებობდა წყლის საცავი. 1935 წ. ინგლისელმა არექოლოგმა ბუტბიმ თავის სტატიაში "ქვის საუკუნის რელიგია" გვამცნო, რომ მის მიერ შესწავლილ ყოველ საკერპეში აღმოაჩინა წყლის მიწისქვეშა საცავები ან წყაროები. და მსგავსი მაგალითები ბევრია. ძნელი არ არის მიხვდეთ, რომ ამგვარი ნაგებობების პროექტირებისას იყენებდნენ არა მარტო ყველასთვის ცნობილ მეცნიერებებს მასალათა გამძლეობისა თუ პერსპექტივის კანონების შესახებ, არამედ საიდუმლო ცოდნასაც, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა საკულტო ნაგებობათა მშენებლებს (რომელთა შორისაც იყო ა. შჩუსევიც) უშეცდომოდ განესაზღვრათ, სად და რა ფორმის საკერპე უნდა აეშენებინათ, რათა "უზენაეს" ძალებთან კავშირი უფრო ნაყოფიერი ყოფილიყო.

ფიქრობენ, რომ წყალი ქიმიური და ფიზიკური თვისებების გარდა ფლობს ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის უნარსაც. ხოლო წყლის დინებათა გადაკვეთა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს გარემოსა და ადამიანებზე. შეიძლება ითქვას საიდუმლო, ენერგეტიკულ ზემოქმედებასაც კი. დღევანდელი მეცნერები ამტკიცებენ, რომ ნაგებობის ფორმაც (გეომეტრია) ასევე ძლიერ ზეგავლენას ახდენს ენერგიის ან ინფორმაციის მიღება-გადაცემის სფეროში (გავიხსენოთ ტელე და რადიო ანტენები!). ამიტომაც, გონივრულად პროექტირებული და აგებული საკულტო ნაგებობა, არა იმდენად კულტურის ძეგლია, რამდენადაც ურთულესი ენერგოსაინფორმაციო მოწყობილობა. მასში მნიშვნელოვანია ყველაფერი: ადგილმდებარეობა, ფორმა, ზომა და ყოველი არქიტექტურული დეტალიც კი, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს მთელი "მანქანის" მუშაობაში. ენერგოსაიფნორმაციო ურთიერთობათა სფეროს მკვლევართა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პირამიდების აგებულებამ და მათმა თვისებებმა.

რადგან ცნობილია, რომ შავი მოგვები დახმარებას თავიანთი მფარველებისგან ითხოვენ, მათ უბრალოდ არ შეეძლოთ არ შეექმნათ "სურვილთა მანქანები" და არ შეემუშავებინათ ის კონსტრუქცია, რომელიც ყველაზე უკეთ დაეხმარებოდა მათ "ღმერთებთან" კონტაქტში. ამიტომაც, სწორედ საკულტო და არა დამკრძალავი საწყისი გამოსჭვივის მავზოლეუმის გარეგნულ ფორმაშიც კი, რაშიც ადვილად დავრწმუნდებით, თუ მავზოლეუმის კონტურებს ძველი პირამიდების ფორმებს შევადარებთ.



მავზოლეუმის გამოსახულება სააგიტაციო ფურცელზე (1930 წ.)


როგორც ჩანს ეს არქიტექტორმა შჩუსცევმაც იცოდა. იმისთვის, რათა საკულტო მაგიურ ნაგებობას თავისი დანიშნულება შეესრულებინა, თანამედროვე ტერმინებით რომ ვთქვატ, მას ენერგოინფორმაციის გაცვლის ფუნქცია უნდა შეესრულებინა, რომელსაც თანამედროვე ბუნებისმეტყველები მეცნიერული მეთოდების გამოყენებით ცდილობენ.

დღეს უკვე არსებობს და ოფიციალურად დაკანონებულია მოწყობილობები, ასევე ადამიანზე ბიოენერგეტიკული (მაგიური) ზემოქმედების გაზომვის მეთოდები. არსებობს ასეთი ნაკლებად ცნობილი მაგრამ აბსოლუტურად რეალური ფაქტი - რუსეთში უკვე მრავალი წელია არსებობს სამეცნიერო გამზომი აპარატურა, რომელიც საიმედოდ და ზუსტად აფიქსირებს მოგვის მუშაობას, ხოლო თვით მაგია უკვე სამეცნიერო კვლევათა სერიოზული საგანი გახდა.

მაგალითად, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა სტანისლავ ვალენტინის ძე ზენინმა შეიმუშავა ბიოენერგეტიკული ზემოქმედების ეფექტურობის მეთოდი (პატენტიРФ № 2109301), რომელიც რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა 2001 წლის 2 ნოემბერს. ამ მოწყობილობებს შეუძლიათ გაზომონ არა მარტო ადამიანიდან ჯადოსნობით გამოწვეული ზემოქმედება, არამედ ტექნოგენურ მოწყობილობათა ანალოგიური ზემოქმედებაც.

ს. ვ. ზენინი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რფ-ს ჯანდაცვის ტრადიციული მედიცინისა და ჰომეოპათიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ბიოენერგოინფორმატიკის განყოფილების გამგე საერთაშორისო კონფერენციაზე.

მსგავს ადამიანურ ქმნილებებს ჩვეულებისამებრ ენერგოინფორმაციულ მოწყობილობებს ან კიდევ ფსიქოტრონულ გენერატორებს უწოდებენ, თუმცა ეს ძალზედ პირობითი სახელწოდებებია. ავტორის წინაშე დგას რამოდენიმე ასეთი მოწყობილობა (ყველა მათგანი ჩვენს დროშია შექმნილი) და დევს დოკუმენტები მეცნიერთა და ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებითა და ბეჭდებით, რაც ადასტურებს, რომ ეს მოწყობილობები სწორედ ენერგოინფორმაციული მოწყობილობებია და, რომ ისინი რეალურად მუშაობენ. პრინციპები, რომლის მიხედვითაც არიან ისინი კონსტრუირებულნი, მოგვებისთვის მინიმუმ ორი ათასი წელია რაც ცნობილია და სრულიად არის ჩადებული მავზოლეუმის კონსტრუქციაში. ამიტომაც, შეუძლებელია დაეჭვება იმაში, რომ მავზოლეუმი წარმოადგენდა "შავი" სურვილების მანქანას ბოლშევიკი მოგვებისთვის.

ყველა ამ მოწყობილობას თავისი განსაკუთრებული და საინტერესო თავისებურება გააჩნია. საქმე იმაშია, რომ მაგიურ მოწყობილობათა აქტიური მუშაობის დროს მასალათა ცვეთა, რომლისგანაც ის არის დამზადებული, ათჯერ სწრაფია (თანაც რაიმე ხილული მიზეზის გარეშე), მაშინ როდესაც პასიურ, მომლოდინე რეჟიმში ეს არ ხდება. ეს გარდაუვალი კანონი ცნობილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქმნის და სარგებლობს ამგვარი მოწყობილობებით. მაგალითად, კრისტალები, მსგავს მოწყობილობაში რამოდენიმე წუთიანი მოთავსების შემდეგ (ზოგჯერ კი პირდაპირ თვალწინ) მუქდებიან, იცვლიან ფერს, იბზარებიან, უჩნდებათ ნახვრეტები და ა. შ. და ეს ყველაფერი რაიმენაირი გარეგანი ზემოქმედების გარეშე. მეტალის საგნები კი ზოგჯერ უცნაურ დეფორმაციებსაც კი ღებულობენ. სტატიის ავტორისთვის ცნობილია დიდი ქლიბი, რომელიც თავისით მოიდრიკა იმის შემდეგ, რაც შემთხვევით აღმოჩნდა მსგავსი მოწყობილობის გვერდით.

იმ ადამიანებისთვის ვინც გარკვეული არ არის მასალათმცოდნეობაში, განვმარტავთ, რომ ქლიბი კეთდება თუჯისგან, ხოლო თუჯი საკმაოდ მტკიცე მასალაა, არაპლასტიკური და არამყიფე. მისი მოდრეკა შეუძლებელია - დიდი ზეწოლის დროს შეიძლება გატყდეს, მაგრამ არასოდეს მოიდრიკება! თავისთავად კი მისი მოდრეკა პრაქტიკულად წარმოუდგენელი რამ გახლავთ. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვეულებრვი პირობებში. მაგიური ინსტრუმენტების შიგნით მასალები სულ სხვაგვარად "იქცევიან". ხდება ამაზე საკვირველი შემთხვევებიც, მაგალითად, ნატურალურ და პოლირებულ ქვაზე რამოდენიმე წუთში (ჰაეროვან სივრცეში, ოთახის ტემპერატურაზე და ატმოსფერული წნევის ქვეშ) უცებ ჩნდება იმავე ნივთიერების ნაწიბურები, რისგანაც არის თვით ქვა (საიდან ჩნდება დამატებითი ნივთიერება - სრულიად გაუგებარია).

სწორედ ამგვარ მაგიურ მუშაობას წააწყდნენ მავზოლეუმის რესტავრატორები 1974 წელს, მაგრამ (რადგან მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ მაგიასა და მის ინსტრუმენტებზე) ვერაფერი გაუგეს ამ მოვლენას, არამედ მხოლოდ "გაკვირვებულები დარჩნენ".


როგორ მოქმედებდა მავზოლეუმი?


ნებისმიერი მოგვისთვის აქ ყველაფერი ნათელია პირველი დანახვისთანავე. ამიტომაც, უბრალო მკითხველისთვის საკითხის განმარტებისთვის მივმართოთ მ. ი. ლიმონადისა და ა. ი. ციგანოვის უკვე ნახსენებ წიგნს "Живые поля архитектуры" (ამ წიგნს მაგიასთან და მისტიკასთან არაფერი აკავშირებს და რეკომენდირებუილა რფ-ს მშენებლობის სამინისტროსა და სახელმწიფო სანეპიდკონტროლის მიერ როგორც სახელმძღვანელო არქიტექტურულ-სამშენებლო და სანიტარულ-ჰიგიენური სპეციალობებისთვის უმაღლესი სასწავლებლებისთვის).

მოდი შევეცადოთ ძალზედ მოკლედ და მარტივად გადმოვცეთ თანამედროვე მეცნიერების მიერ აღმოჩენილი რთული მოვლენა, რომელიც მდგომარეობს ბუნებაში ენერგოსაინფორმაციო გაცვლასთან და ამ პროცესების ზეგავლენაზე ადამიანსა და მის გარემომცველ ობიექტებზე. უფრო დეტალურად ამ თემას მკითხველს შეუძლია ზემოთხსენებულ წყაროში გაეცნოს).

ის, რომ ნებისმიერი ორი მატერიალური სხეული (ობიექტი) ერთმანთზე ურთიერთზემოქმედებს მსოფლიო მიზიდულობის კანონის აღმოჩენის დროიდანა არის ცნობილი. XX საუკუნემ მოგვცა ცოდნა იმის შესახებ, რომ ენერგიის გარდა სხეულები ცვლიან ინფორმაციასაც. გაჩნდა ობიექტთა შორის ენერგოსაინფორმაციო გაცვლისა და ურთიერთობის ცნება. ამგვარი ურთიერთობის შედეგები შესაძლოა იყოს როგორც ნეიტრალური, ასევე დადებითი ან უარყოფითი ყოველი იმ ობიექტისთვის, რომელიც ამგვარ გაცვლაში მონაწილეობს.

ენერგოსაინფორმაციო გაცვლა შეიძლება მოხდეს შუამავალთა მიერ (ეს არის სხვადასხვა ცოცხალი ან არაცოცხალი, ხელოვნური ობიექტები), რომლებიც აძლიერებენ ან ამცირებენ ურთიერთობას. როგორც წესი, დადებითი ეფექტი დაკავშირებულია ობიექტის მიერ ენერგიის მიღებასტან, ხოლო უარყოფითი ენერგიის წართმევასთან.

თუ ენერგიებთან დაკავშირებით საკითხი მეტ-ნაკლებად გასაგებია (ზედმეტმა დატვირთვამ ადამიანი შესაძლოა დაღუპოს, ხოლო ენერგიით კარგმა კვებამ - ძალები აღუდგინოს), იფორმაციებთან დაკავშირებით საქმე სხვაგვარადაა. ობიექტისგან ინფორმაციის აღება მას ზიანს არ მოუტანს (და ვერც რამეში არგებს), მაგრამ მასში შეტანილ ინფორმაციას შეუძლია ან დააზიანოს, ან კიდევ დაეხმაროს - ეს მის თვისებებზეა დამოკიდებული.

საკითხში კიდევ უფრო მარტივად რომ გავერკვეთ, განვიხილოთ კომპიუტერის ანალოგია. თუ მასში შევიყვანთ ახალ პროგრამას, ის მისი შინაარსიდან გამომდინარე, უკეთ იმუშავებს, ან უარესად (თუ ვირუსს შევიყვანთ). უარეს შემთხვევაში, ამგვარ, გარედან შეყვანილ პროგრამას შეუძლია კომპიუტერი წყობიდან გამოიყვანოს. ამიტომაც, უნდა ვესწრაფვოთ იმას, რომ კომპიუტერშიო შევიყვანოთ სასარგებლო და არა საზიანო პროგრამები. ეს გასაგებია.

პრობლემა იმაშია, რომ ძნელია გარკვევა რომელი პროგრამაა საზიანო და რომელი სასარგებლო. ასევე ძნელია უცებ შენიშნო ობიექტისგან ენერგიის წართმევა, თუ ეს დაკავშირებული არ არის უმარტივეს მოვლენებთან, მაგალითად, გაცივებასთან, ან უფრო ფაქიზ მოვლენებთან, მაგალითად, ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასთან.


  

კუთხეები



თანამედროვე მოწყობილობებით გამოავლინეს, რომ შიდა კუთხეებს შეუძლიათ გარეგანი სივრციდან ენერგიის (ინფორმაციის) შეწოვა, ხოლო გარეგან კუთხეებს მისი გამოსხივება. გასაგები გახდა ჩვეულების არსი, როდესაც ბავშვს კუთხეში აყენებდნენ. კუთხეში მდგომს ერთმევა ენერგია, მისი მაცოცხლებელი ძალა, რაც იწვევს დისკომფორტის შეგრძნებას, დაღლილობას, დეპრესიას.

ადამიანის მიმართვა ძგიდისკენ, წვეტისკენ, წვერისკან ან წვეტი მიმართო ადამიანისკენ, მასში შეიტანს ენერგიას და ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა იყოს სასარგებლოც და საზიანოც. ალბათ აქედან მოდის ჩვეულება არ დაჯდე მაგიდის კიდესთან.

მაგრამ ნორმალურ პირობებში ამ ენერგოსაინფორმაციო ზემოქმედების ძალი ძალზედ მცირეა და პრაქტიკულად ადამიანზე შესაგრძნობ ზეგავლენას ვერ ახდენს. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც ამ პროცესში ერთვება ოპერატორი (ჩვენს შემთხვევაში მოგვი). სპეციალური მოწყობილობებისა და ხერხების მეშვეობით მას შეუძლია ათასჯერ და მილიონჯერ გააძლიეროს ეს პროცესი.

ამგვარი სისტემებს, რომლებიც შედგებიან ადამიან-ოპერატორისგან (მოგვი) და სპეციალურად დამზადებული ან შერჩეული მოწყობილობისგან, ზოგჯერ პსიქოტრონულ გენერატორებს (მაგიაში კი მაგიურ ინსტრუმენტებს) უწოდებენ. თავისთვად მოწყობილობას არც ზიანი მოაქვს და არც სარგებლობა. მაგრამ დახელოვნებული ადამიანის ხელში მას სასწაულების მოხდენა ძალუძს. მართალია, ზოგჯერ ამ კანონიდან გამონაკლისებიც ხდება, როდესაც მოწყობილობა თავისი აქტივაციის შემდეგ, დამოუკიდებლადაც აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ამ შემთხვევაში მას სჭირდება საიმედო გარეგანი ენერგეტიკული კვება.

ახლა კი ავხსნათ რაში მდგომარეობს კონკრეტულად მავზოლეუმის მაგიური "ხრიკი".



კრემლი და წითელი მოედანი მავზოლეუმითურთ, ისტორიული მუზეუმი (მარჯვნივ) და ნეტ. ბასილის ტაძარი (მარცხნივ)


საბჭოთა პერიოდში (და ახლაც) ადამიანებს დემონსტრაციებზე და აღლუმებზე მკაცრად განსაზღვრული მიმართულებით ამოძრავებდნენ - ისტორიული მუზეუმიდან ნეტ. ბასილის ტაძრის მიმართულებით. ამგვარი მოძრაობის გასაადვილებლად ბოლშევიკებმა სპეციალურად დაანგრიეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სალოცავი ისტორიულ მუზეუმთან და მთელი ძველი კვარტალი ნეტ. ბასილის ტაძარსა და მდინარე მოსკოვის სანაპიროს შორის (იხ. 1907 წლის გეგმა).



მოსკოვის კრემლისა და წითელი მოედნის გეგმა (1907 წ.)


მაშასადამე, ნიში, რომელიც მავზოლეუმის მარჯვენა კუთხეშია, უმზერს ადამიანების ნაკადს, და "ისრუტავს" მათ მაცოცხლებელ ძალას, მაშინ როდესაც მოედანზე მოსიარულე ადამიანებს ამაზე წარმოდგენაც კი არ გააჩნიათ. წითელი მოედნის გეგმას თუ დავაკვირდებით, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ნიშის "შესრუტვის" სექტორი ისეთია, რომ ვერავინ ისე ვერ ჩაივლის მავზოლეუმთან, მის "მუშა" ზონაში არ აღმოჩნდეს.



აღლუმი წითელ მოედანზე. "ეკლების" - ეპიურის (ფიგურის პროექციების ბრტყელი ნახაზი, რომელიც მიღებულია პროექციათა სიბრტყეების შეთავსებით - რედ.) ბნელი უბნები - ენერგიის ღობე, ნათელი უბნები - მაზომბირებელი ენერგოსაინფორმაციო ნაკადები.

ნიშის ზედა ნაწილის ჰორიზონტალური შვერილი, რომელიც მაგიდის ძგიდეს მოგაგონებს, ადამიანთა ნაკადისკენ იყურებოდა. ადამიანთა თავებზე მაღლა განლაგებული შვერილი გამომსხივებლის ფუნქციას ასრულებდა - ანუ ეს იყო მაზომბირებელი საინფორმაციო პროგრამების ტრანსლატორი. პროცესს მართავდა მავზოლეუმში (ან მავზოლეუმზე) მყოფი ოპერატორი.

ამგვარი, ვამპირული მეთოდით აღებული ენერგია, მსხვერპლად ეწირებოდა მფარველ-სულებს (დღეს მათ "ეგრეგორებს" უწოდებენ) მათი დახმარების სანაცვლოდ.



სტალინი თანამებრძოლებთან ერთად მავზოლეუმზე 1930 წლის 1 მაისს



დამახასიათებელი თავისებურებაა - სტალინი, მესამე მავზოლეუმის ფუნქციონირებიდან მოყოლებული, ყველაზე ხშირად დგებოდა სწორედ ნიშის ზემოთ. ამას ადასტურებს ურიცხვი ფოტოდოკუმენტი.



სტალინი თანამებრძოლებთან ერთად მავზოლეუმზე (1935 წ.)


ეს არის ფოტო 1935 წლის გაზეთიდან და მას გააჩნია ერთი უცნაურობა - ნიშის ზემოთ მდგომი სტალინისა და მის გვერდით მდგომი ზოგიერთი ადამიანის ფუგურები თითქოსდა გაშუქებულნი არიან ტრიბუნის გრანიტის ბლოკებს მიღმა. რა არის ეს? ფირის დეფექტი თუ ტიპოგრაფიაში დაბეჭდილი მასალის დეფექტი? იქნებ ამ ადგილის ენერგეტიკა ისეთია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვეულებრივ ფოტოაპარატს შესაძლებლობას აძლევს კადრი გადაიღოს რენტგენის სხივივით? უფრო ეს უკანაკსნელი უნდა იყოს.


ბოლშევიკური მსხვერპლშეწირვის თავისებურებანი


ძველი მოგვები ცდილობდნენ ტყვეების მსხვერპლშეწირვას, და არა საკუთარი მოქალაქეებისას. საბჭოთა კავშირში 1920-30-იან წლებში ტყვეებზე "დიდი მოთხოვნილება" იყო, ამიტომაც, ძირითადად "მუშაობდნენ" საკუთარ მოსახლეობაზე. თუ სამოქალაქო ომის დროს ამგვარი პრობლემა არ იდგა, 1920-იანი წლების მიწურულს ასეთი "ფუფუნება" შეუძლებელი გახდა. სამოქალაქო ომის, ნგრევის, შიმშილობის, ეპიდემიებისა და კოლექტივიზაციის შემდეგ ადამიანურმა რესურსებმა ძლიერ იკლო. არადა მსხვერპლი, თანაც დიდძალი, საჭირო იყო. რა უნდა ექნათ?

მოიძებნა ყველაზე მარტივი გამოსავალი - გადაწყვიტეს მსხვერპლად შეეწირათ მეტი სექსუალური ენერგია. ასეც მოიქცნენ. სწორედ ამიტომ გაჩნდა "სოდომური" მონეტა სამოქალაქო ომის დამთავრებისთანავე. თუმცა ეს მსხვერპლშეწირვის პრობლემას ნაწილობრივ წყვეტდა. ასეთ რთულ ვითარებაში მავზოლეუმი - უბრალოდ პანაცეაა, რადგან ერთ დღეში - დღესასწაულებზე - მავზოლეუმის წინ შეიძლება ჩაატარო მილიონობით ადამიანი (ასე იგეგმებოდა ჯერ კიდევ 1924 წელს, და სწორედ მილიონობით ადამიანის დასატევად დააპირეს წითელი მოედნის გაფართოება), თუკი მათ "ენერგეტიკულად მოსაწველ ძროხებად" გარდააქცევ, რომლებიც თავიანთ "მწყემსებს" საჭირო "საკვებით" უწყვეტად ამარაგებენ.



1934 წელი, წითელი მოედნის რეკონსტუქციის ერთ-ერთი პროექტი


"საქონლის" ფიზიკური ხოცვა შეიძლება იმისდა მიხედვით რაც უფრო მატულობს მისი რაოდენობა, თანაც ისე, რომ გენოფონდს დიდი ზარალი არ მიადგეს. ასეც იქმოდნენ.

სადაგ დღეებში მავზოლეუმთან დგებოდა უზარმაზარი რიგი იმ ადამიანებისა, რომლებსაც მუმიის ხილვა ეწადათ. მათი რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ხელისუფლება იძულებული იყო მავზოლეუმში შესასვლელი ბილეთებიც კი გაეყიდა, როგორც ცირკში. პოპულარობის მიხედვით ეს სანახაობა ბევრად აღემატებოდა ბალეტსა და ოპერას.



მავზოლეუმის რიგი ალექსანდრეს ბაღში. 1962 წ.


რიგის მოძრაობა ორგანიზებული იყო განსაკუთრებული სახით - მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთ უბრალოდ არ შეეძლოთ არ ჩაევლოთ ავისმომასწავებელი ნიშის გვერდით. გარდა ამისა, წითელ მოედანზე რიგი ისე დგებოდა, რომ ყოველი ადამიანი რაც შეიძლება დიდი ხნით მოხვედრილიყო ნიშის "ზეგავლენის" ზონაში. ეს კარგად ჩანს იმ დროის ფოტოსურათებზე. ამ საქმეს საკმაოდ მკაცრად აქცევდნენ ყურადღებას ათწლეულების განმავლობაში.



რიგი მავზოლეუმში (1950-იანი წლები)



რიგი მავზოლეუმში 1967 წ.



ბილეთები ლენინსა და სტალინზე

1924-89 წლებში მავზოლეუმი ნახა 100 მლნ.ზე მეტმა ადამიანმა მთელი საბჭოთა კავშირიდან (თუ არ ჩავთვლით აღლუმებსა და დემონსტრაციებს). მავზოლეუმში მთელი 70 წლის განმავლობაში დადიოდნენ არა მარტო ჯანმრთელი მამაკაცები, არამედ დედაკაცებიც, ბავშვებიც, რითაც არცთუ მცირე ზიანს აყენებდნენ საკუთარ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. არ არის გასაკვირი, რომ 1900-იანი წლებისთვის ახალშობილი ბავშვების 95% თავისი დაბადების პირველივე დღეებიდან პრობლემები ჰქონდა ჯანმრთლობასთან. ერის ბიოლოგიურ ძალებს ტექნოგენური ვამპირი ნთქავდა! ჩვენს დროს, რუსეთში გავრცელებული დემოგრაფიული კატასტროფა - მავზოლეუმის მონახულებისა და აღლუმებსა თუ დემონსტრაციებში საბჭოთა ადამიანების მონაწილეობის პირდაპირი შედეგია.

საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ცენტრში მოსახლეობის თანდათნობითი შემცირება პრაქტიკულად მაშინ დაიწყო, როდესაც ქვეყანის გულში ტექნოგენური ვამპირი ამოქმედდა!


რა შუაშია ვოროშილოვი?


მართლაც, რა შუაშია? რატომ დასჭირდათ შჩუსევი ასე თუ ისე, გასაგებია, მაგრამ რატომ უნდა დაეკისრებინათ თავდაცვის მინისტრისთვის მავზოლეუმის პროექტირება?

ეს იმიტომ გაკეთდა, რომ მომვალ მავზოლეუმს ხელისუფლება განიხილავდა როგორც მნიშვნელოვან სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტს. და მართლაც, მან გაამართლა თავისი შემქმნელების იმედები. როგორც ფაქტები მოწმობენ, მავზოლეუმის როლი გამაჯვების მიღწევაში კოლოსალურია. მოგიყვებით მხოლოდ ერთ მათგანზე.

1923 წლიდან მოყოლებული, საბჭოთა ფულზე კრემლი და მისი შემოგარენი, ბევრჯერ გამოუსახავთ. მაგრამ მავზოლეუმი მასზე არცერთხელ არ ყოფილა გამოსახული! თითქოსდა კუპიურებსა და მონეტებზე მისი გამოსახვა ტაბუირებული იყო!

ტაბუ მხოლოდ ერთხელ დაარღვიეს, და ისიც საბჭოთა ხელისუფლების დამხობის შემდეგ. ეს მოხდა 1995 წელს რუსეთში კაპიტალიზმის გამარჯვების შემდეგ. სწორედ მაშინ გამოვიდა პირველად მონეტები მავზოლეუმის გამოსახულებით.



ეს იყო 100 რუბლიანი მონეტა, რომელიც 1500 ცალი გამოვიდა. ის ერთ კილოგრამზე მეტს იწონიდა (1111,1 გ.), ხოლო დიამეტრში იყო 10 სმ. ჯიბეში ვერ ჩაიდებ, ცხადია! არსებითად, ეს იყო მაგიდის სამახსოვრო მედალი, და არა მონეტა. ძნელი არ არის იმის მიხვედრა (თუ ტირაჟიდან და მონეტის რეალური ღირებულებიდან გამოვალთ), რომ ის ძირითადად რჩეულთა და განდობილთათვის იყო განკუთვნილი (არ უნდა ვიფიქროთ, რომ 1500-იანი ტირაჟი უბრალო გამოშვებაა, მაგალითად, 5 მონეტა საკმაოდ დიდ ეჭვვს დაჰბადებდა საზოგადოებაში), მათთვის, ვისაც ბრწყინვალედ ესმის სიმბოლოთა ენა. მონეტის სიმბოლიკა კი პირდაპირ მეტყველებს გერმანიაზე მავზოლეუმის გამარჯვების გადამწყვეტ როლზე.

მონეტის მეორე მხარეს (რევერსი) გამოსახულია მოკავშირე სახელმწიფოთა მეთაურების პორტრეტები და მათი ფაქსიმილე, მათგან მარცხნივ - ციცლიენჰოფის ციხე-სიმაგრე პოტსდამში, ცენტრში, მარცხნიდან მარჯვნივ - დიდი ბრიტანეთისა, აშშ-სა და საბჭოთა კავშირის დროშები. ზემოთ წარწერაა: "КОНФЕРЕНЦИИ ГЛАВ СОЮЗНЫХ ДЕРЖАВ". სამი მოკავშირე ქვეყნის ხელმძღვანელთა პორტრეტებზე არის წარწერა: "ПОТСДАМСКАЯ 17.7. * 2.08.1945 г.", ქვემოთ მარცხნივ: "ТЕГЕРАНСКАЯ 23.11 * 1.12. 1943 г." და ქვემოთ მარჯვნივ: "КРЫМСКАЯ 4.2 *11.2 1945 г."; ანუ სიმბოლური ფორმით წარმოდგენილია გამარჯვებისკენ მიმავალი ეტაპები. კონფერენციათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პოტსდამის. მასზე შეჯამდა ომის შედეგები.

მთავარ მხარეზე გამოსახულია წითელი მოედანი და გამარჯვების სალუტი პროჟექტორების შუქზე - ეს არის გამარჯვების სიმბოლო. წინა პლანზე ასევე გამოსახულია მავზოლეუმი - პერსპექტივაში ის ყველაზე ახლოს არის მაყურებელთან, ამიტომაც, სიმბოლურად ის ყველაზე უმთავრესია.

ამასთან, სიმბოლოთა ენაზე არაორაზროვნად გვეუბნებიან, რომ მავზოლეუმის გარეშე გამარჯვება არ იქნებოდაო; რომ სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში. მსგავსი რამ მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ მავზოლეუმი რეალური საბრძოლო იარაღი იქნებოდა. ბოლშევიკები თავიდანვე ანიჭებდნენ მას უდიდეს და უმნიშვნელოვანეს სამხედრო მნიშვნელობას, და მანაც გაამართლა ბოლშევიკთა იმედები. მონეტის სიმბოლიკის მიხედვით, ხელისუფლების ოლიმპზე მდგომმა მისმა მემკვიდრეებმა ეს ბრწყინვალედ უწყოდნენ!

ხოლო ეს თუ ვინმეს ეეჭვება, მაშინ აჰა კიდევ ერთი საკმაოდ ნიშანდობლივი დეტალი. მონეტის გამოშვების თარიღია 1995 წლის 21 აპრილი. მაგრამ არც აპრილში და არც მაისში არ ჩატარებულა არც ერთი კონფერენცია. მაშ რას დაუკავშირეს მონეტის გამოცემა? რისადმი ან ვისდამი საჩუქარია იგი? ვლადიმერ ილიას ძე ლენინი, რომლის გვამიც დევს მავზოლეუმში დაიბადა 1870 წლის 22 აპრილს. 1995 წლის 22 აპრილი - ეს გახლავთ ბელადის 125 წლის იუბილე! აბსოლუტურად ნათელია, რომ მონეტა უპირველეს ყოვლისა ეძღვნება ლენინის მავზოლეუმს, ძლევამოსილ მაგიურ იარაღს (როგორ გამოიყენებოდა ეს იარაღი - საუბრის განსაკუთრებული თემაა)! იარაღი კი სწორედაც რომ ვოროშილოვის სფერო გახლდათ!




მავზოლეუმი მოკვდა?


უკვე დიდი ხანია რაც საზეიმო დღეებში მავზოლეუმზე არავინ დგას. იქნებ დიდი ხანია "სძინავს" და არ გამოიყენება თავისი ძირითადი დანიშნულებით? შესაძლოა.

მაგრამ, გვაფიქრებს რამოდენიმე ფაქტი. მაგალითად, რატომღაც მავზოლეუმს საეჭვოდ ხშირად არემონტებენ, ხოლო "ნიშის" გავლენის არეალში (წითელი მოედნის 1934 წლის სარეკონსტრუქციო პროექტის მიხედვით, მავზოლეუმის "მოქმედების რადიუსი" საკმაოდ მნიშვნელოვანია) 1993 წლის შემდეგ განათავსეს საპრეზიდენტო ძალაუფლების ოპოზიციური (იმ დროისთვის) სახელმწიფო დუმა, და ... ძალიან მალე ის გახდა სრულიად "მორჩილი". ხოლო ამასწინათ დაანგრიეს სასტუმრო "Москва" (მისი მეორე რიგი 1970 წელს იყო აშენებული), რომელიც ზუსტად დუმასა და მავზოლეუმის შუა მდებარეობდა.



მავზოლეუმი და სასტუმრო "Москва"-ს შენობა - მარჯვენა მაღალ კუთხეში



გვაფიქრებს რუსეთის ზოგიერთი სპეცსამსახურის თანამედროვე სიმბოლიკა, მაგალითად, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) ემბლებმა, რომელიც აშკარად პირველი საბჭოთა რუბლის მსგავსად არის შექმნილი და... გვაგონებს მესამე მავზოლეუმის ინტერიერის შჩუსევისეულ პროექტს.



რუსეთის СВР-ის ოფიციალური ემბლემა



1921 წლის 1 რუბლიანი მონეტა.



1929 წ. მესამე მავზოლეუმის ინტერიერი (1929 წ.)



ემბლემაზე გამოსახულია პენტაგრამა, რომელსაც მუხისა და დაფნის ფოთლების, ასევე რუსეთის დროშის სიმბოლო, სამფეროვანი ლენტიონის გვირგვინი აკრავს. რუსეთის დროშა კი ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოა სახელმწიფოსთვის. ანალოგიური სიმბოლოები მოიპოვება მონეტაზეც. აზრი იმის შესახებ, რომ СВР-ს ემბლემა მეტყველებს ამ სამსახურის სურვილზე ივაჭროს სახელმწიფო საიდუმლოებებით და, რომ შჩუსცევი მიუთითებდა ლენინის გამყიდველობაზე (გავიხსენოთ გერმანულ ოქროსთან დაკავშირებული ისტორია!) იმთავითვე უნდა უარვყოთ, როგორც აბსურდული. მაშინ გამოვა, რომ ისინი შექმნეს მაგიის უკანასკნელი კანონებისა და შუასაუკუნეობრივი კაბალისტური თილისმების მიხედვით, აქედან კი გამოდის, რომ ბოლშევიკური მაგიური ტრადიციები დღმდე ცოცხალია!...

გაუგებარია რატომ ცდილობენ კომუნისტები ამ სამარხის შენარჩუნებას დედაქალაქის ცენტრში (ეს ხომ არაკომუნისტურია!) - გენადი ზიუგანოვი, რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი ამბობს 7.11.05): "ჩვენ დღეს მოვალენი ვართ დავდოთ ფიცი, რომ არავის მივცემთ უფლებას შეურაცხყონ წითელი მოედანი და ლენინის ხსოვნა. იქ მშვიდობიანად თანაარსებობენ წითელი ვარსკვლავები და მართლმადიდებლური ჯვრები, ასევე რუსეთის თვითმპყრობელური სახელმწიფოს არწივები. იქ მშვიდობიანად განისვენებს ყველა თაობათა ნეშტი, ვინც რწმენითა და სიმართლით ემსახურებოდა ჩვენს სახელმწიფოს და იცავდა მას" (იხ.http://news.ntv.ru/76144/). ამასთან ზიუგანოვს აშკარად შეცდომაში შეჰყავს გულუბრყვილო და მიმდობი მსმენელი: წითელი მოედნის შერყვნა უბრალოდ შეუძლებელია, როგორც ამას მოწმობენ ისტორიული წყაროები. მასზე განისვენებენ მხოლოდ ღმრთისმბრძოლი კომუნისტებისა და დასჯილი კრიმინალების გვამები, და აგრეთვე ორივე სქესის შემთხვევით დასჯილი კახპები. სხვა ამ მოედანზე არავინ განისვენებს. გვამსა და ხსოვნას კომუნისტები ყოველთვის აფურთხებდნენ (მაგალითად, 1979 წელს სოკოლზე, ყველა წმიდათა სახელობის ტაძრის წინ გაანადგურეს წმ. გიორგის სახელობის კავალერიის კავალერისტები, რომლებიც დაიღუპნენ ყირიმის, რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-იაპონიის ომებში, ასევე აქვე დაკრძალული კადეტები და იუნკერები, რომლებიც ებრძოდნენ ბოლშევიკებს 1917-1919 წლებში). კომუნისტები მიცვალებულთა ან დაღუპულთა გვამებსა და ხსოვნას კი არ უფრთხილდებოდნენ, არამედ იარაღს, მათ შორის "ბრონირებულ მატარებელს". ექსკრემენტებს კი მოწიწებით ინახავენ მხოლოდ მოგვები.

თუმცა მავზოლეუმის დაცვის მსურველები კომუნისტური ბანაკის მიღმაც გაჩნდნენ. მაგალითად, "ИНТЕРФАКС"-ის ცნობით (28.10.05) (იხ.http://www.interfax-religion.ru/atheism/?act=news&div=7150): ყალმუხეთის მეთაურმა კირსან ილუმჟინოვმა "ოფიციალურად განუცხადა რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერს გენადი ზიუგანოვს, რომ თუ დადგება საკითხი ლენინის სხეულის გადასვენებისა, მზად არის გამოჰყოს ერთი მილიონი დოლარი, რათა ელისტაში გადაიტანოს მავზოლეუმიც და ლენინის გვამიც". " ის ხომ ჩვენი თანამემამულეა, ჩვენ კი თანამემამულეებს არ ვივიწყებთ, ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს ისტორიას", - აღნიშნა კ. ილიუმჟინოვმა.

მისი თქმით ვლადიმირ ულიანოვის (ლენინის) ბებია ყალმუხელი იყო (ხოლო დედა ებრაელი, - დავამატებთ ჩვენი მხრიდან; ებრალებსაც ახსოვთ თავიანთი ისტორია და თავიანთი თანატომელები, მაგრამ რატომღაც მავზოლეუმის ისრაელში წაღება ჯერაც არ შემოუთავაზებიათ). შემდეგ ილიუმჟინოვმა თქვა: "პირადად მე არა ერთი, არამედ რამოდენიმე ასტროლოგი მყავს. და საერთოდ, მე ძალზედ სერიოზულად ვეპყრობი ასტროლოგებს, წინასწარმეტყველებებსა და ექიმბაშებს". მისი აზრით, ამ კატეგორიის ადამიანთაგან ყველაზე სახელგანთქმულია ბულგარელი წინასწარმეტყველი ვანგა. "ყველაფერი, რაც მან მიწინასწარმეტყველა, ამისრულდა არა ასი, არამედ ორასი პროცენტით". ილიუმჟინოვი ასევე იუწყება, რომ 1996 წლის აპრილში მოაწყო შეხვედრა იმდროინდელ პრეზიდენტ ბორის ელცინსა და ვანგას შორის, რომელმაც ერთი პროცენტის სიზუსტით უწინასწარმეტყველა მას თუ რამდენ ხმას დააგროვეგბდა იმ წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. გარდა ამისა ილიუმჟინოვმა ტელევიზიით განაცხადა, რომ სტუდენტურ წლებში ის გატაცებული იყო ჯადოქრობით, შამანიზმითა და ეზოთერიკით...

ნუთუ ეს ყოველივე უბრალო დამთხვევაა...?

დასასრული

წყარო: www.ldbp.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню