უსჯულოების საიდუმლო - მავზოლეუმის დამოკლეს მახვილი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

მავზოლეუმის დამოკლეს მახვილი

ანუ

მსხვერპლშეწირვა წითელ მოედანზე

ბოლშევიზმი და ოკულტიზმი

ყველასთვის კარგად ცნობილი სურათი - პროლეტარიატის "ბელადები" დგანან მავზოლეუმის ტრიბუნაზე, ხოლო მათ წინ, მოედანზე მიედინება ადამიანთა უსასრულო მდინარე. რისთვის არიან აქ საზეიმოდ გამოწყობილი ეს მამაკაცები, ქალები და ბავშვები, საჰაერო ბუშტებით და ტრანსფარანტებით?

ზოგიერთის აზრით, ეს ადამიანები აქ მოვიდნენ კომუნისტური კალენდრის მორიგი თარიღის აღსანიშნავად, სხვები ბელადთა სანახავად, უმრავლესობა კი თავიანთი ხელმძღვანელობის ბრძანებით. მაგრამ მათგან ვერავინ ხვდება, რომ წითელ მოედანზე მათი ვიზიტის ნამდვილი მიზანი ენერგეტიკული მსხვერპლშეწირვა გახლავთ. ამ ადამიანთაგან არავინ იცის, რომ ყველა მათგანი არის ტექნოგენური ენერგეტიკული ვამპირის საზარელი მსხვერპლი. ამის შესახებ ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ განდობილებმა თუ იცოდნენ.


მავზოლეუმის საიდუმლო




არადა ამ საიდუმლოს გასაღები ყველას თვალწინ იდო. საკმარისი იყო საზეიმო კოლონებში მავალ ადამიანებს ყურადღებით შეეხედათ მავზოლეუმის კუთხისთვის და შეემჩნიათ, რომ ეს კუთხე კი არა, რაღაც უცნაური ნიშაა, რომელსაც გააჩნია შიდა, გამოწეული კუთხე და ამგვარი ნიშა მავზოლეუმს აქვს მხოლოდ ერთ მხარეს, სწორედ მოედნის პირისპირ.


მავზოლეუმის ნიშა



მაგრამ ამ კუთხეს უცნაური თვისება გააჩნია - თითქოსდა ეშმაკი უბრმავებთ მზერასო, პირდაპირ მას ვერავინ ამჩნევს! ხოლო ისინი, ვინც ასე თუ ისე, ეს ნიშა მაინც შეამჩნიეს, გაოგნებულნი არიან, რა შეიძლება ეს იყოს და რაში სჭირდება ამგვარი ნიშა მავზოლეუმს.



მაგრამ ამ კუთხეს უცნაური თვისება გააჩნია - თითქოსდა ეშმაკი უბრმავებთ მზერასო, პირდაპირ მას ვერავინ ამჩნევს! ხოლო ისინი, ვინც ასე თუ ისე, ეს ნიშა მაინც შეამჩნიეს, გაოგნებულნი არიან, რა შეიძლება ეს იყოს და რაში სჭირდება ამგვარი ნიშა მავზოლეუმს.


წითელი მოედნის ექსპერიმენტი


საკურთხეველი, მსხვერპლშეწირვა, მაგია - ეს არის მისტიკურად განწყობილ ადამიანთა, მორწმუნეთა ხვედრი, - იტყვის მკითხველი. არადა მავზოლეუმი ააშენეს ბოლშევიკებმა - რელიგიასთან უღმერთო მებრძოლებმა, ყოველგვარი საკულტო ნაგებობებისა და მისტიკის მტრებმა.


იყვნენ თუ არა ბოლშევიკები ურწმუნონი?


უცნაური კითხვაა, იფიქრებს მკითხველი. ბოლშევიკები საკუთარ თავს "ათეისტებს", ანუ "უღმერთოებს" უწოდებდნენ, და აქტიურად ებრძოდნენ რელიგიას. აი, მაგალითად, საშინელი დოკუმენტი, რომელიც არაერთხელ გამოქვეყნებულა ფაქსიმილურ ვარიანტში:

"1919 წლის 1 მაისი. № 13666/2.

სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს. ფ. ე. ჯერჟინსკის.

მითითება


სრულიად რუსეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტისა (ВЦИК) და სახალხო კომისართა საბჭოს (Совнарком) გადაწყვეტილების თანახმად რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოეღოს ბოლო მღვდლებსა და რელიგიას. მღვდლები დაპატიმრებულ უნდა იქნენ, როგორც კონტრრევოლუციონერები და საბოტაჟის მომწყობნი, ისინი ყველგან ულმობლად უნდა დაიხვრიტონ. თანაც რაც შეიძლება დიდი რაოდენობით. ეკლესიები დაიხუროს. ტაძრები დაიბეჭდოს და საწყობებად გადაიქცეს. რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე კალინინი. სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ულიანოვი (ლენინი)".


ვისი მორწმუნენი იყვნენ ბოლშევიკები?


პირველად ღმერთი უარჰყო და მის წინააღმდეგ გაილაშქრა სატანამ (იგივე ეშმაკმა). მაგრამ განა ეშმაკს ეეჭვებოდა ღმრთის არსებობის? არავითარ შემთხვევაში! და საერთოდ, ებრძვიან მხოლოდ იმას, რის არსებობაში აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან. მაგალითად, ბაბა-იაგასი და უკვდავი კაშჩეის არსებობისა ბოლშევიკებს ნამდვილად არ სჯეროდათ და მათთან ბრძოლა არც კი უფიქრიათ. ლენინი, რომელსაც საუნივერსიტეტო განათლება ჰქონდა, წერს, რომ მორწმუნეთა დახოცვა აუცილებელია, რათა ბოლო მოეღოს რელიგიას. მაგრამ ნებისმიერმა გიმნაზისტმა, რომელმაც იცის ძველი რომის ქრისტეანობასთან ბრძოლის ისტორია, კარგად უწყის, რომ ვერავითარი რეპრესია სარწმუნოებას ვერ ამოძირკვავს! ამიტომაც ლენინის სიტყვები მორწმუნეთა დახოცვაზე მხოლოდ შენიღბვაა ბოლშევიკური რეპრესიებისა და სიმხეცისა, სინამდვილეში ეს იყო სატანისადმი ადამიანთა მსხვერპლშეწირვა. თანაც, სატანისტი ლენინი გამოდიოდა არა როგორც კარჩაკეტილი შავი მოგვი, არამედ როგორც თავგამოდებულ მარქსისტთა პარტიის ხელმძღვანელი და ლიდერი, რომლებიც იყვნენ მორწმუნე სატანისტები და ეშმაკთაყვანისმცემლები; და ამ ნათქვამში არაფერია გადაჭარბებული, ან მეტაფორული, რადგან კარლ მარქსმა ჯერ კიდევ სტუდენტურ წლებში მოინიშნა თავისი ცხოვრების უმაღლესი მიზანი:

"მინდა ავიშენო საყდარი ადამიანური შიშით მოცულ უზარმაზარ ცივ მთაზე, სადაც მეუფებს შავბნელი ტკივილი"


ან კიდევ:

"ხედავ ამ მახვილს - ბნელეთის თავადმა რომ მომყიდა...

შენ, სატანა, ქვესკნელში (ე. ი. ჯოჯოხეთში) შთავარდები და მე ხარხარით უკან გამოგყვები...

მალე გადავუგდებ კაცობრიობას ჩემს ტიტანურ წყევლას... და როდესაც მიიღებს ჩემს სწავლებს, სულელურად დაიღუპება..."



ეს მრავლისმთქმელი სიტყვები აღებულია კარლ მარქსის დრამიდან "კვლანემ", რომელიც მან სტუდენტობის დროს დაწერა. სხვათა შორის, სიტყვა "კვლანემ" ძველებრაულ ენაზე წარმოადგენს იესუ ქრისტეს სახელის ანაგრამას (უკუღმა კითხვა). კაბალაში ღმრთის ანაგრამა ერთსა და იმავე დროს გახლავთ ათეიზმიც და სატანიზმიც.

ხოლო ლენინი, როგორც ვიცით, იყო მარქსიზმის იდეური და თავგამოდებული მიმდევარი (ანუ სატანისტი). ეს არც ლენინს დაუმალავს. ზემოთდამოწმებული მითითება (ოფიციალურად მოქმედება 1939 წლამდე) ამისი თვალსაჩინო დასტურია: დოკუმენტის ამოსავალ ნომერში არსებობს ეშმაკის ორი ციფრი 13 და 666. სიმბოლურია მისი გამოცემის თარიღიც - 1 მაისის ღამეს ჯადოქრები და შავი მოგვები თავიანთ ყოველწლიურ და უმთავრეს შაბაშს აწყობენ. ილიჩმა ეს ქალღალდი უეჭველად სატანური "მაისობის" შემდეგ დაწერა.

ლენინი ღმერთს უბრალოდ კი არ უარჰყოფდა - მას ღმერთი სძულდა ამ სიტყვის ბუკვალური გაგებით და მისი სახელის ხსენებასაც კი ვერ იტანდა. როდესაც საქმე ეხებოდა რელიგიას, ლენინი ვარდებოდა ცოფსა და სიშმაგეში. ის შეპყრობილი იყო ყოველივე ღვთაებრივის პათოლოგიური გმობით: მისთვის რელიგია იყო "პოპოვშჩინა", "ღმერთთან გათამაშება", "ყველაზე ბინძური საქმე", "ნეკროფილია" (სქესობრივი კავშირი მიცვალებულთან - რედ), რადგან "ყოველი რელიგიური იდეა ნებისმიერ ღმერთზე, ყოველგვარი გათამაშება ღმერთთან არის ენით გამოუთქმელი საზიზღრობა... ყველაზე საშიში სისაძაგლე, ყველაზე საძაგელი სნეულება". საყურადღებოა, რომ სატანის შესახებ ლენინს არასოდეს დასცდენია აუგი, მიუხედავად იმისა, რომ ეშმაკის არსებობის აღიარებაც რელიგიური მსოფლმხედველობის ნაწილია.


მარქსიზმის უმთავრესი წყარო


მზაკვარ ადამიანებს შემჩნეული აქვთ, თუ გინდა რომ არ დაგიჯერონ - ჭეშმარიტი სიმართლე ილაპარაკე. ბოლშევიკები პატიოსნად და გულახდილად აცხადებდნენ, რომ ისინი არიან ფანატიკური მორწმუნეები - სატანის კულტის მიმდევრები (ათეისტები), აქედან გამომდინარე კი, შავი მაგიის ადეპტები თავისი პირქუში საკულტო ნაგებობებითა და ავისმომასწავებელი რიტუალებით, რომლებსაც სრულიად ღიად ატარებდნენ.

მაგალითად, 1918 წლის 7 ნოემბრის ღამეს წითელ მოედანზე ბოლშევიკებმა თავიანთი მტრების, ძველი წყობილების წარმომადგენელთა ფიტულები დასწვეს (ამას ისინი შემდეგ რეგულარულად იქმოდნენ). თანამედროვე კინოსა და ტელევიზიის წყალობით მსგავსი სცენები, როდესაც ჯადოქარი ჯერ თავისი მტრის ფიტულს აკეთებს, შემდეგ კი წვავს მას ან ანადგურებს, საკმაოდ კარგად და საყოველთაოდ არის ცნობილი. მაგრამ 1918 წელს ტელევიზია ჯერაც არ არსებობდა, ხოლო მართლმადიდებელ ხალხს ნაკლებად ესმოდა შავი მაგიის და სატანურ რიტუალს კომისართა გართობად აღიქვამდა. თუმცა არა ყველა. ბოლშევიზმის ჭეშმარიტი არსი ნათლად ჰქონდათ დანახული მის მოწინააღმდეგეებს და ასახეს კიდევაც ეს იმ დროინდელ პლაკატებზე, თუმცა ისინი დამარცხნდნე დემონურ ძალებთან ჭიდილში.



ლ. ტროცკი. სამოქალაქო ომის დროინდელი პლაკატი


სატანიზმისა და შავი მაგიისადმი თავიანთი მიმდევრობა ბოლშევიკებმა საკუთარ "თვითწოდებაშიც" და უმთავრეს სიმბოლოებშიც გამოხატეს, რომლებიც ბუკვალურად ყველგან იყო განთავსებული, თვით ეკლესიათა გუმბათებზეც კი. რუსულ ენაში ზედსართავი სახელი "წითელი" ასოცირდება არა მარტო და არა იმდენად სილამაზესთან ("красна девица"), რამდენადაც სისხლთან და ცეცხლთან. ბოლშევიკები საკუთარ თავსაც და თავიანთ არმიასაც "წითელს" უწოდებდნენ და ამ სიტყვაში სულაც არ უგულისხმიათ, რომ მათ საქმეს ემსახურებიან ლამაზმანები (მათი შეხედულებით, ბოლშევიზმის ადეპტები უფრო მახინჯი და სისხლისმსმელი მღამიობები იყვნენ, ვიდრე ლამაზმანები). მარქსი თავისი ღმრთისმბრძოლი და კაცთმოძულე კარიერის დასრულებას უფსკრულში, სატანასთან გეგმავდა, რომელიც იმყოფება ჯოჯოხეთში. უეჭველია, რომ მისი მიმდევრები პატივად თვლიდნენ მასთან ერთად ყოფნას და ამიტომაც, თავიანთ უმთავრეს სიმბოლოებად აიღეს ჯოჯოხეთის (ცეცხლის) ფერი და უმთავრესი მაგიური ატრიბუტი - პენტაგრამა (იგივე წითელი ვარსკვლავი).





რუსეთის საბჭოთა ფედრეაციული რესპუბლიკისა და საბჭოთა კავშირის დროშები


მეტიც, ბოლშევიკები მოსახლეობას კაბალისტური თილისმებისა და მაგიური სიმბოლოების ტარებას აიძულებდნენ! მაგალითად, პირველი საბჭოთა მონეტა - 1921 წლის 1 რუბლიანი კუპიურა მათ შექმნეს მაგიის კანონების დაცვით და ის საბჭოური ძალაუფლების თილისმას წარმოადგენდა. ხოლო 1961 წელს გამოშვებულ ამ ყველაზე მასობრივ კუპიურაზე სრულიად აშკარად გამოხატეს სატანური სიმბოლოები.



1921 წელს გამოშვებული ვერცხლის 1 რუბლიანი მონეტა და მერკურისა და მზის თილისმები პაპიუსის წიგნიდან "პრაქტიკული მაგია" (XX ს. დასაწყისი)


მეტიც, ბოლშევიკები მოსახლეობას კაბალისტური თილისმებისა და მაგიური სიმბოლოების ტარებას აიძულებდნენ! მაგალითად, პირველი საბჭოთა მონეტა - 1921 წლის 1 რუბლიანი კუპიურა მათ შექმნეს მაგიის კანონების დაცვით და ის საბჭოური ძალაუფლების თილისმას წარმოადგენდა. ხოლო 1961 წელს გამოშვებულ ამ ყველაზე მასობრივ კუპიურაზე სრულიად აშკარად გამოხატეს სატანური სიმბოლოები.



1961 წლის 1 რუბლიანი კუპიურა გადმობრუნებული პენტაგრამით


მის მარჯვენა მაღალ კუთხეში ციფრი "1" ჩაწერილია სტილიზებულ პენტაგრამაში. პირდაპირი პენტაგრამა (ან პენტაგონი) მაგიაში წარმოადგენს ადამიანის სიმბოლოს და გამოიყენება პოზიტიური მიზნებისთვის - მაგალითად, კეთილდღეობისა და ძლიერების მისაღწევად. გადმობრუნებული პენტაგრამა კი ეშმაკის სიმბოლოა და მას იყენებენ ზიანის მიყენებისა და განადგურებისთვის (რისთვის კეთდებოდა ეს ყოველივე და როგორ მუშაობდა - სცილდება განსახილველი საგნის საზღვრებს, რადგან მავზოლეუმი - კომუნისტური პარტიის მაგიური მემკვიდრეობის მხოლოდ მცირედი ნაწილია).



პირდაპირი პენტაგრამა - ადამიანის სიმბოლო. გადმობრუნებული პენტაგრამა - ეშმაკის სიმბოლო. პაპიუსის წიგნიდან


ეშმაკის თაყვანისცემის ყველა ნიშანი სახეზე იყო, შავ მაგიას, როგორც მარქსიზმის წყაროს ბოლშევიკები არც მალავდნენ! ... მაგიური რიტუალების ჩასატარებლად ბოლშევიკებისთვის აუცილებელი გახლდათ სპეციალური საკულტო ნაგებოები, და მალე ისინი საკმაო რაოდენობითაც გაჩნდნენ. მათგან უმთავრესი იყო მავზოლეუმი.

დიახ, დაგვეთანხმება მკითხველი, ლენინი, შესაძლოა შავი მაგიც იყო, - ალბათ არ არის შემთხვევითი მიწა რომ არ ღებულობს მის გვამს, - მაგრამ მავზოლეუმი ხომ მისი აშენებული არ არის და საკულტო ნაგებობასაც არ ჰგავს. ასეთი მსჯელობა შეცდომაა! მავზოლეუმი სწორედაც რომ ჰგავს მაგიურ საკულტო ნაგებობას, თუმცა ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით, ახლა კი გამოვარკვიოთ, რატომ დაკრძალეს ლენინი ისეთ ავისმომასწავებელ ადგილას, როგორიც იყო წითელი მოედანი?


სასაფლაო და აკლდამა უწმინდურ ადგილზე


შეიძლება მკითხველი არ დაეთანხმოს წითელი მოედნის ამგვარ შეფასებას, მას ხომ ასე მისი სილამაზის გამო უწოდებენ. ეს ხომ მოსკოვის ყველაზე წმიდა ადილია! ვაი, რომ არა... და ვაი, რომ რუსების (და არა მარტო რუსების) ამგვარი შეხედულება ბოლშევიკური პროპაგანდის შედეგია!

მოსკოვში ყველაზე წმიდა და საპატიო ადგილად ყოველთვის მიიჩნევდნენ კრემლის სატაძრო მოედანს ბოროვიცკის ბორცვის მწვერვალზე მისი ტაძრებით, სადაც განისვენებენ რუსი ბერები და პატრიარქები. ხოლო მის ქვემოთ, დაბლობზე მდებარე წითელ მოედანს მოსკოველები ქალაქის ფსკერად, ადამიანურ და ენერგეტიკულ გამონაყოფთა კოლექტორად მიიჩნევდნენ. ეს იყო შიშისა და ტკივილის სამკვიდრო, "ცეცხლის გეჰენის" მიწიერი ანალოგი. ეს წარმოდგენები აისახა მის თანამედროვე სახელწოდებაშიც ("წითელი"), რომელიც ცეცხლის, სისხლისა და დაუოკებელი ვნების ერთდროულ სიმბოლოს წარმოადგენს.

თავის წარმოშობას წითელი მოედანი ცეცხლს უნდა უმადლოდეს, რომელიც მისი ერთგული თანამგზავრი გახდა საუკუნეების განმავლობაში. XV საუკუნის ბოლოს, ივანე III-მ განკარგულება გასცა აეღოთ კრემლის გარშემო მდებარე ხის ნაგებობანი, რომელშიც ის ხანძრის გამუდმებულ საშიშროებას ხედავდა და ეს ადგილი ვაჭრებისათვის დაეთმოთ. მოედანს ასეც უწოდეს - სავაჭრო. XVI საუკუნეში მას უკვე სამების მოედანი ეწოდა, ხოლო 1571 წლის გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ - "ხანძრისა". XVII საუკუნეში მოედანს "ხანძარიც" ეწოდება და "წითელიც" – "წითელი მამლაყინწის" სახსოვრად, რომელიც მოედნიდან ხშირად სტუმრობდა მოსკოველთა სახლებს.

წითელი მოედანი ოდითგანვე იყო სასჯელის, ზოგჯერ მასობრივის და ყოველთვის სასტიკი ანგარიშსწორების ადგილი. სპასსკის კოშკის გვერდით იდგა მეორე, ე. წ. "წამების" კოშკი, საიდანაც დღე და ღამე ისმოდა ტანჯულთა და გვემულთა გმინვა და ყვირილი. აქვე ამათრახებდნენ ადამიანებს და ახევდნენ ნესტოებს. საუკუნეთა განმავლობაში მოედინებოდა ამ მოედანზე წამებულთა და მოკლულთა სისხლის მდინარეები, რომლებიც იწრიტებოდა კრემლის კედელთა ორმოებში. ეს ორმოები თავის დროზე თავდაცვითი მიზნით გათხარეს XVI საუკუნეში; აქ ასაფლავებდნენ დასჯილ დამნაშავეებს და აქვე ჰყავდათ დაბმული ველური მხეცები - მეფე ივანე მრისხანეს დროს აქ ცხოვრობდნენ ლომებიო, ხოლო ალექსი მიხეილის დროს - სპილოც.



"წამების" კოშკთან


შუასაუკუნეების მოსკოვში არ არსებობდა წითელ მოედანზე უფრო "გასართობი" ადგილი. აქ იმართებოდა ბაზრობები, აზარტული თამაშობანი, აქ იკრიბებოდნენ უსახლკარონი და კრიმინალები (სწორედ ბრბოს გასართობად ეწყობოდა აქ საჯარო სასჯელები). ხოლო ბასილის დაღმართზე განთავსებული იყო ფასიანი აბანოები, რომლებიც საროსკიპოების მოვალეობასაც ასრულებდნენ. XV-XVII საუკუნეეებში არც ერთ უცხოელ მოგზაურს არ ჩაუვლია დუმილით იმგვარი საოცარი მოვლენისთვის, როგორიც იყო მამაკაცთა და დედაკაცთა ერთობლივი ბანვა აბანოებში. აქ მოდიოდნენ ოჯახებით, პატარა ბავშვებით. აქვე მუშაობდნენ მეძავები. რომის ელჩი მოსკოვში იაკობ რეიტენფელსი თავის მემუარებში აღნიშნავდა, რომ მშობლები "საჭიროდ მიიჩნევენ აბანოებსა და საწოლებში ასწავლონ თავიანთ შვილებს ის, რაც უკუნი სიბნელით უნდა იყოს მოცული მათთვის! სასკოლო მეცადინეობებს ბავშვები გვიან იწყებენ და განათლებაზე ადრე სქესობრივ ცხოვრებას ეცნობიან". იგივეს წერდნენ სხვებიც, მაგალითად, იოჰან გეორგ კორბი, რომელიც რუსეთში იმყოფებოდა 1698 და 1699 წლებში: "მრუშობა, სიძვა და მსგავსი გარყვნილებები მოსკოვში წარმოუდგენელი მასშტაბებითაა გავრცელებული". მაგრამ ნამდვილი მათრახი იყო ჰომოსექსუალიზმი. 1552 წელს მიტროპოლიტი მაკარი ყაზანის მისადგომებდან დაბანაკებულ სამეფო არმიისადმი მიწერილ წერილში მრისხანებით წერს, რომ მეფის მეომრები "ყმაწვილებთან ჩადიანო სოდომურ ბოროტებას..." ინგლისელი პოეტი ჯორჯ ტერბერვილი, რომელიც მოსკოვში დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა 1568 წელს გაოცებული იყო იმდროინდელი რუსი გლეხების ღია და დაუფარავი ჰომოსექსუალიზმით. "დანსისადმი" ლექსად დაწერილ მიმართვაში პოეტი წერდა:

"Хоть есть у мужика достойная супруга,

Он ей предпочитает мужеложца-друга.

Он тащит юношей, не дев, к себе в постель.

Вот в грех какой его ввергает хмель".

(ტექსტის დედანი უფრო უხეშია და დაუფარავი).


ღია და დაუფარავ აღვირახსნილობას ეძლეოდნენ არა მარტო აბანოებსა და დუქნებში, არამედ ქუჩებში და მოედნებზე, რომელთაგან ყველაზე დიდი იყო წითელი მოედანი... იმისთვის, რათა ოდნავ მაინც შეემსუბუქებინათ ამ საშინელი ადგილის დამღუპველი ენერგეტიკა, ოდნავ მაინც გაეკეთილშობილებინათ ეს ადგილი, მოედანზე აღმართეს ქრისტეანული ტაძრები - საფარველის, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის, ივერიის "პორტაიტისას" სახელობის ტაძრები და ეკვდერები, ორმოების გასწვრივ კი ააშენეს მომცრო ზომის ეკლესიები, რომელთაც უწოდებდნენ "на крови", თუმცა ეს ყოველივე მცირედით თუ შველოდა საქმეს.



XVII საუკუნე. სპასსკის კოშკთან მდებარე თხრილი



"საშინელი სპექტაკლი - ცეცხლის ზღვა, ცეცხლის ოკეანე. ეს სპექტაკლი იყო ყველაზე დიდი, ყველაზე გრანდიოზული და ყველაზე საშინელი, რომელიც კი ოდესმე მინახავს", - წერდა ნაპოლეონი მოსკოვის 1812 წლის ხანძარზე, რომელმაც შეიწირა 100 ათასი რუსი ადამიანის სიცოცხლე. ადამიანები იხოცებოდნენ არა მარტო ხანძრისგან, არამედ ხანძრით მიყენებული ზიანისგან - უსახლკარობისა და ყინვისგან. მაშინ დაიწვა ქალაქის 75%. დაიღუპნენ ბოროდინოს ბრძოლაში დაჭრილი მეომრებიც (22 ათასამდე ადამიანი), რომლებიც უკან დახევის დროს რუსებმა ფრანგთა მოწყალების იმედზე დატოვეს.



ხანძარი წითელ მოედანზე


ცეცხლის ამ ფეერიის შემდეგ მოედანს მხოლოდ "წითელის" სახელწოდებაღა შერჩა. ეს სახელი მას უფრო შეეფერებოდა, ვიდრე "ხანძრისა", რომელიც მხოლოდ ცეცხლზე უთითებდა და არაფერს მეტყველებდა ამ მოედანზე გამეფებულ სისასტიკესა და გარყვნილებაზე (ცნობილია, რომ სექსუალურ სურვილს ხშირად უდარებენ ცეცხლს და სიმბოლურად წითელი ფერით გამოსახავენ - გავიხსენოთ პუშკინის "В крови горит огонь желанья..." და თანამედროვე სიმღერა "миллион алых роз"). ასე ფიქრობდნენ მოსკოვლეებიც. მაგალითად, იმპერატორი ალექსანდრე I, რომელიც ქმედით მონაწილეობას ღებულობდა მოსკოვის აღდგენაში და ამ გეგმის მიხედვით "რეკონსტრუირებული" მოსკოვის უმთავრესი ადგილი უნდა გამხდარიყო არა წითელი, არამედ თეატრალური მოედანი.

და აი, სწორედ ასეთ "უწმინდურ" ადგილზე გადაწყვიტეს დაეკრძალათ რევოლუციის დაცემული გმირები და მათი ბელადი - ვლადიმერ ილიას ძე ლენინი! მეტიც, ბოლშევიკებმა სისხლის ორმოებზე, კრიმინალთა ძვლებზე და პირუტყვთა ექსკრემენტებზე დააშენეს საფლავები და აკლდამა და წითელი მოედნის ისედაც პირქუში "ენერგეტიკა" კიდევ უფრო დააბნელეს.

პირველი, რაც ბოლშევიკებმა გააკეთეს, იყო ის, რომ მათ პიტერიდან (სანკტ-პეტერბურგიდან - რედ.) გადმოინაცვლეს მოსკოვში და კრემლი ავაზაკთა გრანდიოზულ ბუნაგად აქციეს. ბოლშევიკთა თავაშვებულობით აღშფოთდა თვით ლენინიც კი - ის იძულებული გახდა დაეტუქსა თავისი თანამებრძოლები, განსაკუთრებით ეხებოდა ის ორჯონიკიძესა და სტალინს. ილიჩი მათდამი მიწერილ წერილებში წერდა: "С кем сегодня пили и гуляли? Откуда у вас бабы?…". მაგრამ ამაოდ... მოგვიანებით მისმა მემკვიდრეებმა გაანადგურეს ივერიის სამლოცველო, ყაზანის ტაძარი და მათ ადგილზე გააშენეს საზოგადოებრივი ტუალეტები და ნეტარი ბასილის (საფარველის სახელობის) ტაძრის აფეთქებაც კი მოინდომეს...



ვ. ი. ლენინი თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში


ბელადის დაკრძალვის მომენტისთვის მისი დასაფლავების ადგილი ბუკვალური აზრით უწმინდური იყო. ორმოს ამოთხრის დროს გასკდა ახლოს მდებარე საკანალიზაციო მილი და სამშენებლო მოედანი აივსო ფეკალიებით (როდესაც ამის შესახებ შეიტყო, პატრიარქმა ტიხონმა თქვა: "По мощам и елей!" ("რა გვამიცაა, ისეთია საცხებელიც"). ამ მოვლენამ დაკრძალვის ორგანიზატორებში გამოიწვია ენით გამოუთქმელი და მხურვალე ენთუზიაზმი, რადგან მათ ეს თავიანთი განზრახვის სატანისეულ "კურთხევად" და განსაკუთრებული კეთილგანწყობის ნიშნად მიიჩნიეს (შავი მაგიის მესსებში მოგვები ხშირად ეზიარებიან ეკსკრემენტებით).



რას წააგავს მავზოლეუმი?


მესამე (ქვის) მავზოლეუმი 1930 წელს ააგეს. მისი პროექტირების კომისიას ხელმძღანელობდა კ. ვოროშილოვი, გაუნათლებელი ადამიანი - თავის ავტობიოგრაფიაში ის წერდა: "ვსწავლობდი ორი ზამთარი", რის შემდეგაც დაასრულა თავისი სწავლა-განათლება, მაგრამ საკმაოდ გავლენიანი სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველოყოფის სფეროში (ის იყო ВЧК-ს ერთ-ერთი ორგანიზატორი, ხოლო 1925 წლიდან გახდა სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალო კომისარი (нарком) და საბჭოთა კავშირის რევოლუციური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე). მთავარ არქიტექტორად დანიშნეს ს. შჩუსევი, რომელიც რევოლუციამდე განსაკუთრებული განწყობითა და ნდობით სარგებლობდა მეფესა და მის ნათესავებს შორის, მეგობრობდა ხატმწერ ნესტეროვთან, მისტიკოს ნ. რერიხთან და უმთავრესად ცნობილი იყო, როგორც მართლმადიდებლური ტაძრების მშენებელი. დასაკრძალი ნაგებობები არასოდეს უშენებია.



სერგი რადონეჟელის სახელობის ეკლესია.
ღვთისმშობლის საფარველის ეკლესია და დიდი თავადი ელიზავეტა ფიოდოროვნა, რომლის შეკვეთითაც აშენდა ეს ტაძარი. არქიტექტორი ა. შჩუსევი


განა უცნაური არ არის ამგვარი არჩევანი ლენინის აკლდამის მშენებელთაგან? და რა სახის განსაკუთრებული მნიშვნელობის სამხედრო-სტრატეგიული ობიექტია ლენინის მავზოლეუმი, რომ მის პროექტირებაზე პასუხისმგებელი, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, გახდა თავდაცვის მინისტრი და სახელმწიფო უშიშროების საბჭოთ ხელმძღვანელი? ხოლო მეფის ყოფილი ფავორიტი და საეკლესიო ხუროთმოძღვარი, საუკეთესო კანდიდატურა რატომ გახდა მსოფლიო პროლეტარიატისა და თავგადადებული უღმრთოს აკლდამის აშენებისთვის? შჩუსევის ბიოგრაფიის მქონე ადამიანებს ბოლშევიკები საკუთარი "სიწმიდეების" აშენებას კი არ ავალებდნენ, არამედ დაუფიქრებლად აყენებდნენ კედელთან და ხვრეტდნენ! მაგრამ სტალინი არასოდეს ღებულობდა შემთხვევით და გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს, მით უფრო, როდესაც საქმე ეხბოდა მნიშნელოვან პოლიტიკურ საკითხებს...





პერგამოსის საკურთხეველი (ზემოთ) და ჯოსერის პირამიდა


და რა გამოძერწეს საკლესიო არქიტეტქურის ოსტატმა და სახელმწიფო უშიშროების სპეციალისტმა? გუმბათების ბასტიონი? ნეტამც ეგრე ყოფილიყო! გამოვიდა სამხრეთ ამერიკელი თუ აფრიკელი კაციჭამიების მაგიური საკურთხევლის ანალოგი! დიახ, სწორედ ასეა, და მასობრივი საინფორმაციო საშუალებები დღმდე არაფერს წერენ და იუწყებიან, არადა კი ამბობენ, რომ მავზოლეუმი წააგავს პერგამოსის საკურთხეველს ან ჯოსერის პირამიდას.





მავზოლეუმი (ზემოთ). ინდიელთა სამსხვერპლო-პირამიდა


მავზოლეუმი ოდნავ თუ წააგავს პერგამოსის საკურთხეველს. ჯოსერის პირამიდა უფრო მეტ მსგავსებას ამჟღავნებს მასთან ვიდრე პერგამოსის საკურთხეველი, მაგრამ მასზე არ არის არავითარი კიბეები, რამეთუ ძველ ეგვიპტელებში მიღებული არ იყო ფეხებით ეთელათ თავიანთი მმართველების საფლავები, და ზემოდან ეყურებინათ საზეიმო მსვლელობებისთვის. მსგავსი ნაგებობები და ჩვეულებები არსებობდა მხოლოდ ახალი სამყაროს ინდიელებში (მაია, აცტეკები და სხვ.), რომელთა ცხოვრების წესი ბუკვალურად გაჟღენთილი იყო მაგიითა და ადამიანთა რიტუალური მსხვერპლშეწირვებით. სწორედ ამ სისხლიან კულტში ეპყრა უმთავრესი ადგილი სამსხვერპლო პირამიდებს.


  

პირველი მავზოლეუმის მშენებლობა. პირველი მავზოლეუმი (ავტორი ა. შჩუსევი)


თანაც ამგვარი მსგავსება შეუძლებელია იყოს შემთხვევითი, რამეთუ მუდმივი მავზოლეუმის დაპროექტების იმგვარი მოთხოვნა, რათა ბელადის მემკვიდრეებს შესძლებოდათ ფეხით ეთელათ მისი საფლავი, გაჩნა ჯერ კიდევ ვ. ი. ლენინის ხსოვნის უკვდავყოფის კომისიის აღმასრულებელი სამეულის 1924 წლის 13 ნოემბრის დადგენილებაში. რაც შჩუსევმა ზედმიწევნით შეასრულა (პირველ დროებით მავზოლეუმს საფეხურებრივი პირამიდის ფორმა მან ჯერ კიდევ 1924 წლის იანვარში მისცა. ააშენეს არა ის, რაც სურდათ?

პირველი მავზოლეუმი 1924 წლის გაზაფხულამდე არსებობდა, შემდეგ კი შეცვალეს მეორეთი, რომელიც ასევე შჩუსევმა ააგო და ისიც საფეხურებრივი პირამიდის სახით.



მეორე მავზოლეუმი


1925 წელს საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით ახალი მავზოლეუმის პროექტზე გამოცხადდა სახალხო კონკურსი, რომელზეც შემოვიდა განსხვავებული სტილისა და ფორმის მრავალი მაკეტი, მათ შორის იყო კლასიკური ეგვიპტური პირამიდის მსგავსი ერთი პროექტიც.

მაგრამ... 1929 წელს გადაწყდა ქვით აეშენებინათ იგივე საფეხურებრივი პირამიდა, მეორე მავზოლეუმის ზუსტი ასლი! აი რას ჰყვება ამის შესახებ ათწლეულების შემდეგ არქიტექტურის აკადემიკოსი შჩუსევი 1940 წლის 21 იანვრის "Строительная газета"-ში (№11): "ხუთ წელიწადში მავზოლეუმის ხატი ცნობილი გახდა დედამიწის ყოველ კუთხეში. ამიტომაც მთავრობამ გადაწყვიტა არ შეეცვალა მავზოლეუმის არქიტექტურა - მე დამევალა ქვაში ამეგო ამ მავზოლეუმის ზუსტი ასტლი".

ამ სიტყვებიდან მთელი სიცხადით ჩანს გამანადგურებელი დასკვნები მავზოლეუმის მშენებელთათვის.

პირველი: გადაწყვეტილებას ღებულობდნენ არა 1925 წელს გამოცხადებული კონკურსის კრიტერიუმების მიხედვით, არამედ სულ სხვა მოსაზრებებით. კონკურსი იყო ბლეფი, საზოგადოებისთვის მიგდებული სატყუარა.

მეორე: ის, რომ თითქოსდა 1929 წლისთვის მავზოლეუმის ფორმა მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი გახლავთ კადნიერი სიცრუე. 1929 წელს ჯერ კიდევ არ არსებობდა ტელევიზია, საბჭოთა გაზეთებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ პრაქტიკულად არავინ კითხულობდა, ხოლო უცხოეთის მასმედიას მავზოლეუმის ხატი "მსოფლიოს ყველა კუთხეში" ნამდვილად არ მიუტანია. მავზოლეუმის ფორმის არჩევანის მიზეზს საგულდაგულოდ მალავდნენ.

მესამე: შჩუსევი ამტკიცებს, რომ მას "მეორე, ხის მავზოლეუმის ზუსტი ფორმის ქვით აგება დაავალეს".



მეორე მავზოლეუმის ნახაზი


მესამე მავზოლეუმის ნახაზი



მაგრამ, აი რა გამოვიდა რეალობაში. მესამე მავზოლეუმის ფასადის სიგრძე - 24 მეტრია, სიმაღლე - 12 მეტრი (მეორის სიმაღლე იყო 9 მეტრი, სიგრძე - 18 მეტრი). ზედა პორტიკი, ანუ კარიბჭე გადაადგილდა კრემლის კედლისკენ (ხის მავზოლეუმში ის გადაადგილებული იყო ფასადისკენ). მავზოლეუმის პირამიდა შედგება ხუთი სხვადასხვა სიმაღლის შვერილებისგან (მეორე მავზოლეუმს ჰქონდა ექვსი ასეთი შვერილი). გარდა ამისა, მესამე მავზოლეუმი, რომელსაც საფეხურებრივი პირამიდის ფორმა შეუნარჩუნეს, მეორისგან პროპორციებითაც განსხვავდება. ასე, რომ არავითარ ზუსტ ასლებზე და ფორმების შენარჩუნებაზე აქ ლაპარაკიც კი არ შეიძლება იყოს! რამ აიძულა შჩუსევი შეეცვალა ლენინის აკლდამის ფორმა ცნობილი არ არის... ამის შესახებ შჩუსევი დუმს... გამოდის, რომ აუშენებიათ არა ის, რაც სურდათ.

არსებობს სხვა მტკიცებულებებიც იმისა, რომ 1929 წელს არც არავინ აპირებდა აეშენებინა მეორე მავზოლეუმის ზუსტი ასლი. ისტორიამ შემოგვინახა საინტერესო დოკუმენტი - მავზოლეუმის ნატურალური ზომის მაკეტის ფოტო წითელ მოედანზე.



მავზოლეუმის ნატურალური ზომის მაკეტი, 1929 წ. მავზოლეუმი 1930 წ.


გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე მავზოლეუმი ისე დაამტვრიეს, რომ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ახალი მავზოლეუმის მოდელი. ადვილი შესამჩნევია როგორ განსხვავდება მაკეტი მეორე და მესამე მავზოლეუმებისგან. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშნელოვანია ჩვენთვის, აშკარად ჩანს - ფოტოსურათის ავტორი და მავზოლეუმის შემქმნელები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ მის კუთხეს. ეს არის მთელი ამ ნაგებობის აშკარად უმნიშვნელოვანესი დეტალი. ასევე ჩანს, რომ მისი ფორმა განსხვავებულია მესამე მავზოლეუმის ნიშისგან - ცხადია, მავზოლეუმის ავტორები კიდევ უფრო სრულყოფენ მის კონსტრუქციას.

ყოველივე ეს ძალზედ მოგვაგონებს რაღაც ფანტასმაგორიას, და არა აკლდამის მშენებლობას! შესაძლებელია თუ არა მსგავსი უგუნურება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო საქმეში? ცხადია, არა. ბოლშევიკები ყოველთვის აკეთებდნენ მხოლოდ იმას, რაც სურდათ - და ამ რკინის კანონში არ არსებობდა არანაირი გამონაკლისი! უბრალოდ, მავზოლეუმის ფორმისა და საერთოდ მისი შექმნის ჭეშმარიტი მიზეზი ყოველთვის საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო.

მაგრამ იდუმალებით არის მოცული არა მარტო მესამე მავზოლეუმის შექმნა, არამედ მისი შემდგომი "უდროო" სიკვდილიც. ოღონდ ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით.


ღმერთს განმდგარი ცივილიზაციები


ამერიკელ ინდიელთა (მაია, აცტეკები და სხვა) ცხოვრების ძირითადი შინაარსი იმ სულებისადმი მსახურება გახლდათ, რომლებიც შემდეგ მათ რელიგიურ-მაგიურ მსხვერპლშეწირვებში პოვებდნენ გამოხატულებას. ადამიანის სისხლს ისინი სულთა საკვებად მიიჩნევდნენ, ამიტომაც, რაც უფრო ბევრი იყო მსხვერპლი, მით უფრო დიდ შემწეობას ელოდნენ ერი და მისი ბელადი სულთაგან. ადამიანთა მსხვერპლშეწირვისთვის კი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქვის საფეხურებიანი პირამიდა-აკლდამა გამოიყენებოდა. ამგვარი სამსხვერპლოს ზედა ნაწილზე, მის მწვერვალზე მდებარეობდა "საკურთხეველი", სადაც ამა თუ იმ სულს მსხვერპლად ადამიანი ეწირებოდა.



"ტალღური არხის" ტიპის სატელევიზიო ანტენა. სატელევიზიო ანტენის მიმართულების დიაგრამა






პირამიდების მრავალსახოვნობის საიდუმლო თანამეოდროვე რადიოტექნიკამ გამოააშკარავა. საქმე იმაშია, რომ მეცნიერებმა იპოვეს მსგავსება საფეხურებრივ პირამიდებსა და ანტენებს შორის. ანტენის მსგავსად, ყოველი პირამიდის ფორმა და ზომა უზრუნველყოფს ინდივიდუალური ენერგოინფორმაციური არხის "დაჭერას", რომლითაც "მფარველ სულს" შეწირული მსხვერპლის მაცოცხლებელი ენერგია გადაეცემა; დაცემულ სულთა სამყარო კი, მოგეხსენებათ საკმაოდ მრავალფეროვანია - ბიბლია დემონთა ლეგიონებზე საუბრობს. ბუნებრივია, რომ კონკრეტულ დემონთან ეფექტური კონტაქტის დასამყარებლად უკეთესია გქონდეს სპეციალური, "გამოყოფილი" კავშირგაბმულობა, ანუ სპეციალურად პროეცირებული პირამიდა.

მსხვერპლს დააგდებდნენ "საკურთხეველზე", რომლის შემდეგაც მთავარი მოგვი დანით გაუპობდა მას მკერდს და გულს ამოაჭრიდა. ამის შემდეგ გვამს გაატყავებდნენ და ამ ტყავით მსხვერპლშეწირვის აღმასრულებელი მოგვი შეიმოსებოდა, თვით გვამს კი კიბეებიდან დააგორებდნენ მაყურებელთა ფეხებთან. ამის შემდეგ ხალხი გვამს დაანაწევრებდა და იქვე ჭამდა.



მსხვერპლშეწირვა პირამიდის სამსხვერპლოზე



საზეიმო აღლუმი პირამიდასთან


ადამიანებს მსხვერპლად სხვადასხვაგვარად და უსასტიკესი ფორმებით სწირავდნენ, მაგალითად, ცოცხლად წვავდნენ ნელ ცეცხლზე. მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა სადაგ დღეებშიც და დღესასწაულებზეც (ამ დროს ეწყობოდა მასობრივი მსვლელობები - ძველი აღლუმები და დემონსტრაციები). სადაგ დღეებში, საკურთხეველზე ათასობით ადამიანი შეიწირებოდა, ხოლო დღესასწაულებზე მათი რიცხვი ათეულობით ათასს აღწევდა. ზოგჯერ არც კი გჯერა, რომ ასე იხოცებოდა მილიონობით ადამიანი, მაგრამ არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ულმობელი ფაქტები გამოააშკარავა... ისინი ათასობით და ათიათასობით მსხვერპლს პოულობენ გათხრებში... ამ ხალხებში ადამიანის სიცოცხლის ღირებულება თითქმის ნულის ტოლფასი იყო; მათში ელემენტარული ზნეობრივი საწყისებიც კი არ არსებობდა. მოკლედ, ეს იყო ადამიანის გარეგნობის მქონე პირუტყვთა მოდგმა.

ცხოვრების ამგვარ სტრატეგიას თავისი გამართლება ჰქონდა - სულები, მათი თაყვანისცემისთვის ადამიანებს ასწილ უხდიდნენ - მატულობდა სახელმწიფოს კეთილდღეობა, ჰყვაოდა მეცნიერება, ხელოვნება და კულტურა; შენდებოდა ბრწყინვალე სასახლეები და გალერეები, უზარმაზარი ტაძრები და პირამიდები, რომლებიც ცას ებჯინებოდა; ქალაქებში არსებობდა საკანალიზაციო გაყვანილობა, არზები, დამბები; არსებობდა სკოლები, ვითარდებოდა პოეზია და ფილოსოფია. მაგრამ ერს, რომელმაც თავისი ბედი დემონურ ძალებს დაუკავშირა, დიდი ხნით არსებობა არ უწერია.

გაჰქრა მაიას ტომი. აცტეკებში მაგიური სექსი დაუოკებელ სიამტკბილობაში გადაიზარდა, აღმოცენდა გაუგონარი გარყვნილება და საშინელი სისასტიკე, დაიწყო აცტეკების სწრაფი დეგრადაცია. ამიტომაც, როდესაც, 1519 წლის 8 ნოემბერს აცტეკებში ერთი მუჭა ესპანელები შეიჭრნენ ერნანდო კორტესის მეთაურობით და ტენოჩტიტლანი დაიპყრეს, აცტეკები მათ ვერაფრით გაუმკლავდნენ და სრულიად დაემონენ დამპყრობლებს, რადგან ეს იყო სრულიად გახრწნილი და ყოველგვარ ეროვნულობას მოკლებული ბრბო კაციჭამიებისა. რამოდენიმე წლის შემდეგ აცტეკების მთელი იმპერია რამოდენიმე ასეულმა ესპანელმა მიწასთან გაასწორა. დღეს აცტეკების უძველესი სახელმწიფოს ნანგრევებზე ინდიელთა მცირერიცხოვანი ტომებიღა ცხოვრობენ. ესენი არიან ღარიბი და საწყალობელი ადამიანები, რომლებიც შიშითა და ძრწოლით უცქერენ თავიანთი შორეული წინაპრების უზარმაზარი, მაგიური ნაგებობების გროვას.

ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ მსხვერპლად შეწირულ ადამიანს ინდიელები საზეიმო ვითარებაში ჭამდნენ - კანიბალიზმი არა მარტო საჭირო, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმედაც მიიჩნეოდა. მაგრამ ყველაფერ ამაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მსხვერპლად იწირებოდნენ არა მარტო ტყვეები ან მონა, არამედ თავისუფალი მოქალაქეებიც. თანაც საკუთარი ნებაყოფლობით - არისტოკრატიული ახალგაზრდობის საუკეთესო წარმომადგენლები უდიდეს პატივად თვლიდნენ სამსხვერპლოზე თვითშეწირვას. ასეთი იყო მათი აღზრდა-განათლება.

არაფერს მოგაგონებთ პოპულარული საბჭოური სიმღერის ტექსტი: "Есть традиция верная в комсомольской семье – раньше думай о Родине, а потом о себе!"? განა აცტეკების სახელმწიფოს ბედსა და ათეისტური საბჭოთა რუსეთის რეალიებს შორის ვერ ხედავთ მსგავსებას?

ასეთი მსგავსება არსებობს, და თანაც როგორი. სწორედ ამიტომაც მალავენ და ყოველ ღონეს ხმარობენ იმისთვის, რათა შეალამაზონ მავზოლეუმის ჭეშმარიტი "საფუძლები" და დანიშნულება.




რატომ დაინგრა მესამე მავზოლეუმი?


მოდი, დავუბრუნდეთ შჩუსევის სტატიას "Строительная газета"-ში. ის წერს: "გადაწყდა, რომ მავზოლეუმის ეს მესამე ვარიანტი აშენებულიყო წითელი, ნაცრისფერი და შავი ლაბრადორისგან, ზედა პლიტა უნდა ყოფილიყო კარელური წითელი პორფირი, რომელიც სხვადასხვაგვარი გრანიტის სვეტებზე უნდა დადგმულიყო. მავზოლეუმის კარკასი აგებულია რკინაბეტონისგან, ავსებულია აგურით და მოპირკეთებულია გრანიტის ბუნებრივი ქანებისგან. წითელ მოედანზე გამართული აღლუმების დროს მძიმე ტანკებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის გავლის გამო მავზოლეუმის რყევა რომ აცილებინათ თავიდან, ქვაბული, რომელზეც არის დადგმული ფუნდამენტის რკინაბეტონის პლიტა, და მავზოლეუმის რკინაბეტონის კარკასი სუფთა ქვიშით იქნა დაფარული. ამგვარად, მავზოლეუმის შენობა შემოზღუდულ იქნა ნიადაგის რყევის გადაცემისგან... მავზოლეუმი მრავალ საუკუნეზეა გათვლილი..." ყურადღება მიაქციეთ შჩუსევის სიტყვებს: "მავზოლეუმი მრავალ საუკუნეზეა გათვლილი"!

მაგრამ უკვე 1944 წელს მავზოლეუმი საფუძვლიანად გაარემონტეს. გავიდა კიდევ 30 წელი და ცხადი გახდა, რომ ის ისევ უნდა შერემონტდეს. 1974 წელს გადაწყდა დაეწყოთ აკლდამის მასშტაბური რეკონსტრუქცია. აი რას იხსენებს რეკონსტრუქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იოსებ როდოსი:

"მავზოლეუმის რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებდა მოპირკეთების სრულ დაშლას, უნდა შეცვლილიყო გრანიტული ბლოკების 30%, ნაგებობის კონსტრუქციის გამაგრებას, გამათბობელისა და იზოლაციის სრულ შეცვლას უფრო თანამედროვე მასალაზე, ასევე მასიური გარსის მოწყობილობას, რომელიც დამზადებული იყო სპეციალური ტყვიისგან. მთელი სამუშაო, რომელიც 10 მლნ. რუბლზე მეტი დაჯდა, 165 დღე მიმდინარეობდა..."

მაგრამ რეალიებმა რესტავრატორთა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! აი, რას წერს ამის შესახებ იოსებ როდოსი: "როდესაც მავზოლეუმს გრანიტი მოვხსენით, დანახულმა გაგვაოგნა: კარკასის მეტალი დაჟანგულიყო, აგურის და ბეტონის კედლები ადგილ-ადგილ დანგრეული დაგვხვდა, ხოლო გამათბობელი-იზოლაცია ლაფად გარდაქცეულიყო, რომლის ამოხაპვა დაგვჭირდა. გაწმენდილი კონსტრუქცია გავაძლიერეთ, დავფარეთ ახალი საიზოლაციო და გამათბობელი მასალებით. მთელს ნაგებობას გაუკეთდა რკინაბეტონის ახალი გარსი, რომელიც თუთიის მასიური ჯავშანით დავფარეთ". გარდა ამისა, სინამდვილეში საჭირო გახდა 12 ათასი მოსაპირკეთებელი ბლოკის შეცვლა! ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ წითელ მოედანზე, პრაქტიკულად ახალი ნაგებობაა, და არა არქიტექტურის ძეგლი.

კი მაგრამ, სად წავიღოთ მაშინ არქიტექტორ შჩუსევის სიტყვები, რომ მავზოლეუმი "მრავალ საუკუნეზეა გათვლილი"? (1974 წლისთვის მესამე მავზოლეუმმა მხოლოდ 44 წელი გასძლო!)? რატომ გაცამტვერდა მეტალი, აგური და ბეტონი? რა მოხდა, მძიმე არტილერია უშენდა მავზოლეუმს თუ არქიტექტურის აკადემიკოსმა შენება არ იცოდა? იქნებ მოსკოვის კლიმატია ყველაფერში დამნაშავე, სადაც ბეტონი და აგური მარტის თოვლივით ლღვება?

რა თმა უნდა, არტილერიიდან არავის უსვრია. კლიმატიც ნორმალურია ნაგებობებისთვის - მავზოლეუმის გვერდით მდებარე კრმლის კედლები უკვე 500 წელზე მეტია დგას და არაფერი მოსვლია. შჩუსევის სხვა ადრინდელი ქმნილებებიც დღემდე დგას და არ დაშლილა. მოსკოვის უძველეს კულტურულ ძეგლებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ისინი მართლაც საუკუნეებია დგანან და დღემდე ანცვიფრებენ მნახველთ.



1825 წლის პავილიონი კოლომენსკში (რესტავრაციამდე)


მაგალითად, 1825 წელს კოლომენსკში ააშენეს ხის პავილიონი, რომელიც გარედან შელესეს. 2005 წელს, როდესაც შენობის რესტავრაციის დროს შელესილი მასალა კედლებიდან მოხსნეს, აღმოჩნდა, რომ ხის კონსტრუქციის უდიდესი ნაწილი, რომელიც 180 წელი ემსახურა ადამიანებს, შესანიშნავად შენარჩუნდა, არ ითხოვს შეცვლას და კიდევ საკმაო ხანს გასძლებს.



"1825 წლის პავილიონის" რესტავრაცია კოლომენსკში. 2005 წ.


მავზოლეუმის კატასტროფულად სწრაფი რღვევა შეიძლება აიხსნას მასზე რაღაც იდუმალ, მაგრამ არცთუ რეალურ ძალთა ზემოქმედებით. სხვათა შორის, ინდიელებმა და ბაბილოვნელებმა კარგად უწყოდნენ მათ შესახებ და არ უკვირდათ, როდესაც საკუთარი პირამიდების რესტავრაცია უხდებოდათ ყოველ 30-50 წელიწადში. მიაქციეთ ყურადღება, როგორც კი ინდიელებმა XVI საუკუნეში შეწყვიტეს (იძულებით) მათი გამოყენება მსხვერპლშწირვისთვის, გაქრა მათი გარემონების საჭიროებაც - უკვე 500 წელზე მეტია ამ ნაგებობებს არავინ არემონტებს, ისინი დღესაც შესანიშნავად გამოიყურებიან.



ინდიელთა ერთ-ერთი სამსხვერპლოს თანამედროვე მდგომარეობა


როგორც კი მაგიური რიტუალები შეწყდა - პირამიდის კატასტროფულად დამარღვეველი ძალებიც გაქრნენ! მაშ, რა სჭირს ჩვენს მავზოლეუმს? მიუხედავად იმისა, რომ 1974 წ. საუკეთესო მასალებისგან ის ფაქტობრივად ხელახლა ააშენეს, უკვე 1990-იანი წლებიდან მუდმივად იკეტება რემონტზე. ყოველივე ამისგან ცხადი ხდება, რომ გამანადგურებელი პროცესი დღემდე სრული სვლით მიმდინარეობს!


მავზოლეუმს მაგიის კანონებით აშენებდნენ


მავზოლეუმი, როგორც XX ს. შავი მაგების უმთავრესი საკულტო ნაგებობა, თავიდანვე შენდებოდა შავი მაგიის კანონებით, რადგან ამ შენობას უნდა გადაეწყვიტა მათ წინაშე მდგომი სახელმწიფოებრივი მასშტაბის პრობლემები. და ბოლშევიკებს (განსაკუთრებით კი სტალინს) ეს ბრწყინვალედ გამოსდიოდათ.

პირველმა მავზოლეუმმა მხოლოდ სამი თვე გასძლო და მოგვების საცდელ ეტაპს წარმოადგენდა. მეორე მავზოლეუმის, როგორც მაგიური ინსტრუმენტის დახმარებით, ბოლშევიკებმა დასძლიეს გაპარტახება, გააუქმეს ახალი ეკონომიკური პოლიტიკა. სტალინმა დაამარცხა ტროცკისტები და ქვეყანაში ახალი "ბატონყმური კანონი" შემოიღო - განახორციელა კოლექტივიზაცია. 1929 წლისთვის სტალინის წინაშე დადგა ხარისხობრივად ახალი და ფანტასტიკურად ძნელი ამოცანები - განეხორციელებინა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია, შეექმნა თანამედროვე არმია და დაემყარებინა კერძო ძალაუფლების აბსოლუტური რეჟიმი, ანუ პრაქტიკულად აეღორძინებინა თვითმპყრობელობა, ოღონდ ახალ სამოსში, რის გამოც მან მოსპო არა მარტო თავისი პოლიტიკური ოპოზიცია, არამედ მისი რეჟიმისთვის საეჭვო ყველა პიროვნება. სტალინს ესმოდა, რომ ან ის გადაწყვეტს ამ ამოცანას ან მოკვდება ("ჩვენ 50-100 წლით ჩამოვრჩით მოწინავე ქვეყნებს. ჩვენ ეს მანძილი 10 წელში უნდა გავირბინოთ; ან გავაკეთებთ ამას ან გაგვანადგურებენ". სტალინი. 1931 წელი). ძირითად იმედს მავზოლეუმზე ამყარებდნენ, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო მისი მაგიური ეფექტურობის ამაღლება.

ამ ამოცანის გადაწყვეტის გზა ცნობილია. როგორც ისტორიული წყაროები ადასტურებენ, ინდიელები ყოველ 50 წელიწადში ერთხელ სრულიად არემონტებდნენ თავიანთ პირამიდებს - და არა მარტო არემონტებდნენ, არამედ უცვლიდნენ ფორმას და ზომებს (ეს პროცესი წააგავს თანამედროვე რადიოანტენების სრულყოფილების პროცესს - დროთა განმავლობაში ჩნდება ახალი ცოდნა და ახალი ამოცანები, ამიტომაც, შესაბამისად იცვლებიან ანტენებიც). ბოლშევიკთა მოგვები ნაცადი გზით წავიდნენ. მოვლენებს წინ გავასწრებთ და ვიტყვით, რომ არც თუ წარუმატებლად. 1941 წლისთვის სტალინმა ზემოთჩამოთვლილი ამოცანები ბრწყინვალედ გადაწყვიტა, სახელმწიფოს ელიტის "სურვილთა ამსრულებელი მანქანის" სიძლიერე (ანუ უფრო დიდი და მაგიურად სრულყოფილი მავზოლეუმი) მართლაც გაიზარდა.

ფიქრობთ რომ ეს ფანტასტიკაა? შესაძლებელია თუ არა საერთოდ მსგავს ტექნოგენურ-მაგიურ ნაგებობათა არსებობა?


გაგრძელება მომდევნო გვერდზე

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню