უსჯულოების საიდუმლო - მასონთა 10 საიდუმლო - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

მასონთა 10 საიდუმლო

სატანიზმი

მასონები - ერთ-ერთი გასაიდუმლოებული და წინააღმდეგობებით აღსავსე რელიგიური მიმდინარეობაა მსოფლიოში. მიიჩნევა, რომ მათი ორგანიზაცია არსებობის ასწლეულებს ითვლის, მაგრამ ზუსტად რამდენი წლისაა მასონობა - არავინ იცის. მასონების ირგვლივ სპეკულირება არ წყდება მთელი მათი ისტორიის განმავლობაში, ხოლო ყველაზე წარმოუდგენელ ისტორიებს დროდადრო ამძაფრებენ "თავისუფალ ქვისმთლელებზე" არსებული მორიგი სკანდალებით.

1. ცრუმოწმობა




მასონებს აქვთ მკაცრი ბრძანება - არასოდეს მისცენ სწორი ჩვენება სხვა მასონის წინააღმდეგ, თუ მას სასამართლოში უჩივიან. ისინი აღიარებენ, რომ ეს შეიძლება იყოს ცრუმოწმობა, მაგრამ მასონებისთვის უფრო მეტი ცოდვაა "არ დაიცვას თავისიანი".


2. ხელის ჩამორთმევა



მართალია მასონობის ზოგიერთი წარმომადგენელი საზოგადოების წინაშე ამ ფაქტს უარყოფს, მაგრამ მასონობას, უკიდურეს შემთხვევაში, ერთი საიდუმლო მასონური ხელის ჩამორთმევა მაინც აქვს. სავარაუდოდ, არის სპეციალური ფრაზებიც კი, რომელთაც მასონები სერიოზული საფრთხის დროს წარმოთქვამენ, და მოუწოდებს საძმოს სხვა წევრებს გაჭირვებაში მყოფს დაეხმარონ. როგორც ამბობენ,
მორმონების დამფუძნებელმა ჯოზეფ სმიტმა, როგორც ამბობენ, ეს ფრაზა წარმოთქვა სიკვდილის წინ, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში.


3. "თუ-ბალ-კაენი"




ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფაქტი მასონებზე, მაგრამ ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ მხოლოდ ერთი პაროლი აქვთ. სინამდვილეში, მასონებს სხვადასხვა შემთხვევისთვის სხვადასხვა პაროლი გააჩნიათ. თუ მოკლავენ მასონს, რომელმაც იცოდა საიდუმლო სიტყვის ბოლო მარცვალი, რომელიც ცერემონიისთვის გამოიყენებოდა, მასონები ამ სიტყვას ცვლიან საზოგადოების სხვა წევრთათვის, ხოლო "ნამდვილი" საიდუმლო სიტყვა მხოლოდ რამოდენიმე განდობილმა იცის. "თუ-ბალ-კაენი" - ყველაზე გავრცელებული საიდუმლო პაროლი იყო, რომელიც იცოდა ნებისმიერმა მასონმა.


4. მარყუჟი




მართალია თვით მასონები საძმოში გაწევრიანების ინიციაციას ლამაზ ცერემონიად წარმოგვიდგენენ, მაგრამ მაინც, მის ერთ-ერთ ატრიბუტად გამოდის თოკის მარყუჟი. ძნელია თქმა, არის თუ არა ეს მუქარა, ბრძანება დაიცვა მასონობის საიდუმლო, ან უბრალოდ ჭიპის სიმბოლოა (როგორც თვითონ ირწმუნებიან). ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საკმაოდ უცნაურია.


5. მზე




მასონები მიიჩნევენ, რომ აღმოსავლეთი წარმოადგენს აღორძინების სიმბოლოს. ისინი უმღერიან მზეს, რომელიც ცაში მოძრაობს. მასონური ლოჟები, როგორც წესი, ორიენტირებულნი არიან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, რათა  საკუთარი მიზნებისთვის აკონტროლონ მზის ენერგია".


6. საძმოში ქალის ადგილი არ არის




შეუძლებელია მასონი გახდეს ათეისტი. პირველი მოთხოვნა ნეოფიტისადმი მდგომარეობს იმაში, რომ პოტენციურ წევრს უნდა სწამდეს ზენა ძალების, ამასთან მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ძალების. მეორე მხრივ, ტრადიციულად მარგინალური ჯგუფების წარმომადგენლები (როგორებიც არიან, მაგალითად, გეები) შესაძლოა გაწევრიანდნენ მასონობაში, თუ ისინი დაიცავენ მასონურ მორალურ პრინციპებს. მაგრამ, საძმოში დღემდე არ ღებულობენ ქალებს.


7. აშშ-ს დოლარი




ყურადღებით თუ დავაკვირდებით ამერიკულ კუპიურებს, ძნელი არ იქნება შევამჩნიოთ მათზე პირამიდა და "ყოვლისმხედველი თვალი", რომელიც, როგორც ცნობილია, მასონობის სიმბოლოს წარმოადგენს. პირამიდის ქვეშ ლათინური ასოებით დაწერილია მასონების დევიზი: "ახალი მსოფლიო წესრიგი". ბევრი ამბობს, რომ გადაწყვეტილება კუპიურებში ჩაეწერათ ეს მასონური სიმბოლო შემთხვევითი არ ყოფილა - ბენჯამინ ფრანკლინი, რომელიც დოლარის დიზაინის კომიტეტში შედიოდა, მასონი იყო.



8. ანდერს ბრეივიკი




ბრეივიკი, რომელიც პასუხისმგებელია 2011 წელს, ნორვეგიაში მასობრივი სასაკლაოსთვის, - ოსლოს წმიდა ოლაფის მასონური ლოჟის წევრი იყო. ანდერსი დაუყოვნებლივ გარიცხეს, მაგრამ ორგანიზაციაში მისი მონაწილეობის ხარისხს დღემდე განიხილავენ.


9. პროგრამა "აპოლონი"




მასონები აკონტროლებენ "კოსმოსს" და კოსმოსის თემატიკას.


ზოგი ამბობს, რომ მასონები ცდილობენ მსოფლიო ძალაუფლების დაპყრობას. ამისთვის ისინი მიმართავენ მრავალ ხრიკებს. ერთ-ერთ ასეთ ხრიკად მიაჩნიათ მთვარეზე ამერიკელი ასტრონავტების გადასხმა. მაგრამ რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ ბაზ ოლდრინი და სხვა ასტრონავტები, მასონები იყვნენ.



10. კონტროლი პოლიტიკასა და ფინანსებზე




მასონობის ოფიციალური პოზიცია საკმაოდ კარგად არის დოკუმენტირებული, მაგრამ ის ხშირად მოცემულია ვუალირებულ ვარიანტში. ინგლისის საბანკო, პოლიტიკურ და სამთავრობო სფეროებში მუშაობს მასონების არაპროპორციულად დიდი რაოდენობა - ნახევარი მილიონი ადამიანი. მასონები აკონტროლებენ საავადმყოფოებსა და უნივერსიტეტებსაც კი.

წყარო: kulturologia.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню