უსჯულოების საიდუმლო - მასონობა და სატანიზმი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

მასონობა და სატანიზმი

სატანიზმი

არასწორად ფიქრობ ის, ვინც მიიჩნევ, რომ მასონურ საზოგადოებას მხოლოდ რელიგიათა ნგრევის წყურვილი ამოძრავებს და, რომ მათ არ გააჩნიათ საკუთარი რელიგიური იდეა. მაგრამ მასონებს აქვთ საკუთარი რელიგიური იდეა, აქვთ საკუთარი რელიგიური იდეალი: და ეს იდეალი არის - ჰუმანიტარიზმი, კაცობრიობის გაღმერთება და თაყვანისცემა "წუთისოფლისადმი".

"ჩვენ მეტად აღარ შეგვიძლია ვაღიაროთ ღმერთი, როგორც სიცოცხლის მიზანი: ჩვენ შევქმენით იდეალი, რომელიც არის არა ღმერთი, არამედ კაცობრიობა"
(Convent, Grand Orient,1913).

"სამკუთხედი - ჯვრის ნაცვლად! ლოჟა - ეკლესიის ნაცვლად!" - ასეთია მასონთა რწმენის სიმბოლო. მაგრამ ვის ეთაყვანებიან ისინი ღმერთის ნაცვლად?

"ჩვენ, მასონები, ლუციფერის მოდგმას მივეკუთვნებით", - პასუხობს ამ შეკითხვას ოსტატი ბროკლინი, ლესინგის ლოჟიდან. პალადისტების მასონურმა ორდენმა თავის ჰიმნად მიიღო "ჰიმნი სატანას".

მასონობის ჩვეულებრივი ტაქტიკის თანახმად, არა მარტო სატანიზმი, არამედ საერთოდ, მთელი მისი ანტიქრისტიანული მიზნები იხსნება მხოლოდ უმაღლეს ხარისხებში. ამ იდეას მასონებს აჩვევენ ფრთხილად და თანდათანობით. ჯერ დამწყებ მასონებს ეუბნებიან: "მასონობა - არც ეკლესიაა, არც რელიგია, და მართლაც ტოლერანტული რომ იყო თავი უნდა აარიდო ქრისტეს სახელის ხსენებას" (ჟურნალი "Square and Compasse" (New Orleans), 1917).

მასონ კლაველის წიგნში ვკითხულობთ: "მზის რაინდებს (28-ე ხარისხი) დავალებად აქვთ  დღეს არსებული ქრისტიანული რელიგიების ნანგრევებზე დაამყარონ ნატურალური რელიგიები". ეს უკვე მომდევნო და უფრო მაღალი საფეხურია, რომლის მერეც იწყება სრული სატანური ბოღმა ეკლესიის, რელიგიისა და ღმერთის მიმართ.

დასასრულ მასონ ადეპტებს აზიარებენ მანამდე გულმოდგინედ დაფარულ სატანის კულტს, შავი მაგიის მემკვიდრეობასა და გაგრძელებას. სატანის კულტს მასონები ეძლევიან განდობის შესაფერისი საფეხურის მიღწევის შემდეგ, და ეს კულტი მასონური პირამიდის მწვერვალის ოფიციალური რწმენაა. თავისთავად იგულისხმება, რომ სატანის კულტს მასონები გულმოდგინედ მალავენ, როგორც მალავდნენ თავის დროზე მას მასონთა სულიერი წინაპრები, ტაძრის ქვისმთლელები.

მასონური მორალის შესახებ გაკეთებულ თავის მოხსენებაში "ელზას-ლოტარინგიის" ლოჟის წევრი ძმა ლერმიტი ამბობს: "ამგვარად, მე ვეცადე დამენგრია ან შემერყია თქვენი მორალური პრინციპები. ეს სატანური როლია, და ქრისიტანები არც ისე ცდებიან, როცა ფილოსოფოსებს, განსაკუთრებით კი მასონებს, სატანიზმში რომ ადანაშაულებენ".

სხვა ასევე ცნობილი მასონი, ოსვალდ ვირტი, 1912 წელს გაკეთებულ თავის მოხსენებაში "განდობისა და სპირიტუალიზმის შესახებ", ამბობს, რომ ლუციფერი აუმხედრდა ღმერთს და გაიყოლა ანგელოზთა გარკვეული რაზმი, რომლებიც აუჯანყდნენ "საღმრთო ადმინისტრაციის უსამართლობას". არსებითად ლუციფერი (ნათლის ანგელოზი) წარმოადგენს თავისუფლების სულს. ამ აზრით, მასონობა სრულიად შეიწყნარებს ლუციფერიანიზმს".

სატანისტებისთვის სატანა, როგორც დაცემული, ციდან გადმოგდებული და ღმერთს ამხედრებული ანგელოზი, - არის "პირველი და დიდი მეამბოხე, პირველი და დიდი დამარცხებული, მუდმივად ადგომის მოწადინე (გავიხსენოთ თუნდაც ინტერნაციონალი: "აღდეგ კრულვით დაღდასმულო" - რედ.), სულ უფრო და უფრო აღვსილი ღმრთისადმი მტრობით. ღმერთი ფლობს ზეცას, სატანა კი - მიწას; ის არის ამა სოფლისა და მისი საგანძურის თავადი... სატანისტს სწამს კათოლიკური დოგმატების; მაგრამ ის შეგნებულად ირჩევს სატანას, ის უარს ამბობს ღმერთზე და მის მომავალ სამოთხეზე, ის დაისჯება, მაგრამ მით უკეთესი - მარადიული ჯოჯოხეთი მისთვის ნეტარების ადგილი იქნება, სადაც დატკბება თავისი  უფლის ხილვით" (ჟეან სილვიუსი "შავი მესები" (Messes Noires, Paris, 1929).

სატანის თაყვანისცემა უნდა გავიგოთ არა განყენებული აზრით. არა, მართალია ის არის ამაზრზენი, მაგრამ სრულიად რეალური კულტი, მისი ჩატარება დაკავშირებულია გაუგონარ მკრეხელობებთან, გარყვნილებასთან, მკვლელობებტან და სისხლიან მსხვერპლშეწირვებთან. და ეს ხდება არა ბნელ შუასაუკუნეებში, არამედ ჩვენს დროში, ყველას თვალწინ, სახელმწიფო ხელისუფლების გამაოგნებელი მიშვებითა და ხელის შეშველებით, მოღალატე პრესის სისტემატური დუმილით
.



ფრანგულლი ჟურნალი "რევიუ ინტერნასიონალ დე სოსიეტე სეკრეტ" (1929, № 5) აქვეყნებს მასონური ცენტრალის მანისფესტს, რომელშიც ნათქვამია: "აკეთე რაც გსურს - ამაშია მთელი კანონი (ალისტერ კროულის ფრაზა - რედ.). О.Т.О. ("აღმოსავლეთის ტაძრის ორდენი") მხოლოდ განდობილთათვის არის ღია, მაგრამ შეიძლება ყველას ამცნოთ, რომ ორდენი ჰერმესის (ტრისმეგისტოსის - რედ.) ასწავლის მეცნიერებას ანუ საიდუმლო ცოდნას, ნათლის წმიდა და სუფთა მაგიას, მისტიკის საიდუმლოებებს, იოგასა და ძველთა იდუმალი სიბრძნის სხვა დანარჩენ დარგებს.

ფრანგი მეცნიერი ბატაილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო მასონი და, რომელმაც განდობის მაღალ საფეხურებს მიაღწია, ბოლოს შეძრწუნდა მისთვის გამხელილი მასონური სატანიზმის საშინელებებით. ის
გაიქცა ძმობიდან და დაწერა დიდი წიგნი "XIX ს-ის ეშმაკი", სადაც დეტალურად ამხილა მასონობის ყველა საიდუმლო. ბატაილის წიგნი დღეს სრულიად განადგურებულია და უდიდეს იშვიათობას წარმოადგენს. ის გადმოცემულია მ. ა. ორლოვის წიგნში "ადამიანისა და ეშმაკის ურთიერთობის ისტორიაში" (М. А. Орлов. "Истории сношений человека с дьяволом").

ბატაილის თქმით, დღეისთთვის, მთელი მასონობა დაყოფილია ორ ჯგუფათ: ქვედა მასონობად, რომელიც წარმოადგენს ჩვეულებრივ მასონურ ლოჟებს და რომელსაც გააჩნია უამრავი განშტოება და სახელწოდება და უზენაესი მასონობა, ანუ პალადიზმი. პალადიზმი, არსებითად მართავს მსოფლიო მასონობას. მის სათავეში დგას უმაღლესი ხარისხი, რომელსაც ბატაილი "ანტიპაპს" უწოდებს.

ბრმა უნდა იყო, რათა ვერ დაინახო, რომ უბედურ რუსეთში, კომუნისტებისა და ლიბერალების სახით გაბატონდნენ არა უღმერთო-ათეისტები, არამედ მორწმუნე ფანატისკოსები, რომლებსაც სწამდათ არა ღმერთის, არამედ ბოროტი ძალის, ანუ - სატანის. დღეს ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ისეთი გააფთრებული დევნა ქრისტიანობისა, მორწმუნეთა და სამღვდელოების უსასტიკესი ხოცვა-ჟლეტა შეუძლებელია აიხსნას ათეიზმით, არამედ მხოლოდ სხვა სარწმუნოების მიმდევართა მოშურნეობით - და ეს სხვა სარწმუნოება არის ანტიქრისტეანული, სატანური.

რუსეთის საშინელი მაგალითი, რომელიც 1917 და 1991 წლების რევოლუციების შემდეგ სატანისტების ძალაუფლების ქვეშ მოექცა, მკაფიო გაფრთხილებაა მათთვის, ვისაც არ უნდა დაინახოს, რომ "ლიბერალური" ძალებისადმი დამთმობლობა, ბნელი ძალების საცთურებისა და სატყუარებისადმი შემწყნარებლობა, რომლის უკან დგანან იუდო-მასონური ლოჟები გარდაუვალად მიგვიყვანს დაცემამდე, სახელმწიფოს კი განადგურებამდე.

როდესაც პროპაგანდით გარყვნილ ხალხში არ აღმოჩნდება წინააღმდეგობის გადამრჩენელი ძალები და ის უგუნურად უარყოფს ყოველივე უზენაესს, ყოველივე სულიერს, ყოველივე უმთავრესს, რაც სულის ცხოვნებისთვის არის საჭირო, ეს ერი არა მარტო დაეცემა, არამედ დაიკარგება. დაიკარგება, როგორც ყოველი ცოცხალი სხეული, რომელმაც დაკარგა სიცოცხლის სუნთქვა, სული, რომელიც იყო, არის და იქნება, - საღმრთო იერარქიის სული.

წინამდებარე სტატიის მიზანი არ გახლავთ მკითხველის ჩაგდება სასოწარკვეთაში, რათა ვინმე მიეცეს უსასოობას და გადავარდეს ურწმუნოებაში, - ღმერთმა დაგვიფაროს! არამედ იმისთვის, რათა ადამიანებმა შენიშნონ და დაინახონ მრავალთათვის უხილავი მტერი, რომელიც სწორედ იმიტომაც არის საშიში, რომ უხილავია, შეუმჩნეველია, ოღონდ იმ დრომდე, სანამ მას ვერ ამჩნევენ. მაცხოვნებელი ნათლის შუქზე იღუპებიან ბნელეთის დანაშაულებრივი, ვნებიანი და გამხრწნელი პარაზიტები

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი!

წყარო: http://antiglobalism.blogspot.com/2011/05/blog-post_4187.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню