უსჯულოების საიდუმლო - მასონები, ილუმინატები და კომუნისტები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

მასონები, ილუმინატები და კომუნისტები

ილუმინატები

"რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას. და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით, მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით, ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი" (წმ. მოციქულ პავლეს 2-ე ეპისტოლე თესალონიკელთა მიმართ. თ. 2:7-10).


მასონობა არის არა სუბიექტი, არამედ მსოფლიოზე გაბატონების ინსტრუმენტი


როცა ამბობენ "მასონები მართავენ სამყაროსო", მთლად ზუსტი არ არის. უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა, რომ მასონობა წარმაოდგენს საიდუმლო პოლიტიკური რეჟიმის ერთგვარ ნახევრადსაიდუმლო "სახელისუფლებო ვერტიკალს", რომელიც დგას თანამედროვე მსოფლიოს ყველა აშკარა პოლიტიკური რეჟიმების უკან.

განსაკუთრებით ეს ეხება "დემოკრატიას". თავისთავად მასონობას არ გააჩნია ძალაუფლება, და წარმოადგენს იმ უხილავ ძალას, რომელიც მის ზემოთ დგას. ის შეიძლება განვიხილოთ ისეთ ორგანიზაციად, როგორებიც იყვნენ ცნობილი "პიონერული", "კომკავშირული" ან თუნდაც "კომპარტიული" ორგანიზაციები და მას (ანუ მასონობას) ისეთივე დამოკიდებულება აქვს მის ზემდგომ ორგანიზაციასთან, როგორიც ჰქონდათ ხსენებულ საბჭოურ დაწესებულებებს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროსთან.


არსებითად, ძალაუფლების კომუნისტური პირამიდა, გარეგნული განსხვავებების მიუხედავად, მასონური პირამიდის ზუსტი ასლია. ქვემოთ მე ვილაპარაკებ ასევე იმაზე, რომ ამ ორ პირამიდას სინამდვილეში ერთი მწვერვალი გააჩნდა.

რომელიღაც საიდუმლო "X"-ისთვის, რომელიც ამ პირამიდის მწვერვალზე იმყოფება, მასონობა, თავისი მრავალრიცხოვანი ლოჟებითურთ, ძალაუფლების ისეთსავე ინსტრუმენტს წარმოადგენს დასავლეთის მთელ დემოკრატიულ სამყაროზე, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირში მრავალრიცხოვანი (რესპუბლიკური) კომპარტიებით ზემძლავრ სკკპ-სთან ერთად. იდუმალი "X" ერთნაირად მართავდა როგორც დასავლური დემოკრატული სამყაროს სახელმწიფო ძალაუფლების პირამიდას, ასევე მთელს აღმოსავლურ კომუნისტურ ბლოკს (აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებს) და დღეს უკვე დსთ-ს ქვეყნებად დაშლილ საბჭოთა კავშირს თავის სკკპ-ს ცკ-სთან ერთად.


რატომ იწოდებიან მასონები მასონებად?


მასონობის ისტორიული გენეზისი ორიოდ სიტყვით შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ. "მასონი" თარგმანში ნიშნავს "ქვისმთლელს". შუასაუკუნეობრივ ევროპულ საზოგადოებას გააჩნდა კორპორატიული წყობა. ყოველი კორპორაცია წარმოადგენდა ჩაკეტილ პროფესიულ საზოგადოებას, რომლისადმი წვდომა გარედან შეზღუდული იყო. ერთ-ერთ ასეთ კორპორაციას წარმოადგენდნენ ქვისმთლელებიც.



შუასაუკუნეების მიწურულს, როდესაც გამოიგონილ იქნა მთელი რიგი არქიტექტურული ხერხები, კათოლიკურმა ეკლესიამ ევროპის მთელ რიგ ქალაქებში დაიწყო გრანდიოზული და პომპეზური (გოთიკური) ტაძრების მშენებლობა, რისთვისაც სწორედ ქვისმთლელთა კორპორაციას მიმართა. ყოველი ასეთი ტაძრის მშენებლობა ათეულობით, ზოგჯერ კი ასეულობით წლები გრძელდებოდა, და ერთ მთლიან მოვლენას წარმოადგენდა. მაგალითად, კიოლნის ტაძარი 1248 წლიდან 1437 წლამდე, ანუ თითქმის 200 წელი შენდებოდა. ყოველს, ვისაც კი რაიმე საქმე ჰქონდა სასულიერო დასის წარმომადგენებლთან (მართლმადიდებლობა ამ მიმართებით არაფრით განსხვავდება კათოლიციზმისგან), შეუძლებელია არ ჰქონოდა მტრობის თუნდაც მცირედი გრძნობა მღვდლების მიმართ. აქ არაფერია გასაკვირი, სასულიერო დასი ხომ ისეთივე კორპორაციაა თავისი ეკონომიკური, და არცთუ იშვიათად ეგოისტური ინტერესებით. ამიტომაც, რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ შუასაუკუნეობრივი ტაძრების მშენებელთა შორის დაფუძნებულიყო საეკლესიო იერარქიისადმი ფარული ოპოზიცია. თავდაპირველად ეს გამოიხატებოდა ტაძრების ხულიგნურ-სატირულ მორთულობაში, რომლებიც "დასცინოდნენ" ეკლესიის მსახურთა პირმოთნეობას. ვიქტორ ჰიუგოს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი", ავტორისეულ გადახვევებში, ამის შესახებ მთელ ტრაქტატს შეიცავს.

შედეგად ამან გამოიწვია ის, რომ ქვისმთლელთა საამქროები (ლოჟები) ხალისით შეიწყნარებდნენ ანტიეკლესიური ოპოზიციის მრავალფეროვან წარმომადგენლობას - მწვალებლებიდან დაწყებული მაგიური და ანტიქრისტეანული სექტების წარმომადგენლებით დამთავრებული, რომლებიც ჯერ კიდევ ქრისტეანობამდელი პერიოდიდან ცხოვრობდნენ და იატაქვეშეთში აგრძელებდნენ თავიანთ საქმიანობას. ქვისმთლელები ამ ადამიანებს ოფიციალურ "მიწერას" აძლევდნენ თავიანთ გარემოში, რითაც იცავდნენ ხელისუფალთა მხრიდან მოსალოდნელი დევნულებისგან, ხოლო ისინი, თავის მხრივ, თავიანთ "სიბრძნეს" ასწავლიდნენ ქვისმთლელთ. ასე, მაგალითად, ტამპლიერთა რაინდული ორდენის ნარჩენები, რომლებიც 14-ე საუკუნეში ფრანგმა მეფემ ფილიპე ლამაზმა სატანიზმისთვის გაანადგურა, მთელი ევროპის მასშტაბით გაიფანტნენ და სწორედ ქვისმთლელთა წიაღში ჩაიმალნენ, და აჩუქეს მასონობას ყველა ის რიტუალი, რომელიც დაკავშირებული იყო რაინდულ მახვილთან.

სხვადასხვა დროს ქვისმთლელთა ლოჟებს შეერწყნენ ალქიმიკოსები, ყველა ჯურის ნატურფილოსოფოსები, კაბალისტები, როზენკრეიცეერები, მორაველი ძმები და მრავალი სხვა. აი ეს ანტიეკლესიურად განწყობილი ცრუქრისტეანული (მწვალებლური) და ანტიქრისტეანული (მაგიურ-წარმართული) ინგრედიენტებით შეჯერებული რელიგურ-ფილოსოფიური აჯაბ-სანდალი იხარშებოდა მთელი ორი თუ სამი საუკუნის განმავლობაში, სანამ არ ჩამოყალიბდა და გაფორმდა მასონობის იმ სახით, რომელიც შემდეგ, ახალი დროის მიწურულს, პოლიტიკურ არენაზე გამოვიდა და თავისი რევოლუციურ-იდეოლოგიური საქმიანობით შეარყია ქრისტეანული ცივილიზაციის საძირკვლები. ეს იყო საფეხურეობრივი ორგანიზაცია, სადაც "განდობის" ყოველი მომდევნო საფეხურს (რაც ბანალურ "ტვინის ჩარეცხვად" უნდა გავიგოთ) სულ უფრო შორს გაჰყავს ადეპტი ქრისტეანულ-საეკლესიო მსოფლმხედველობისგან.

უკვე XIX საუკუნიდან მიიჩნევდნენ, რომ მასონობის ხილულ, ცნობილ ხარისხებს (შოტლანდიური რიტუალის 33-ე გრადუსი (ხარისხი), რომელსაც შეესაბამება მემფის-მიცრაიმის "ეგვიპტური" რიტუალის 99-ე გრადუსი (ხარისხი)) მეთაურობდა განდობათა რომელიღაც უცნობი ხარისხები (საფეხურები), რომელთა თავზეც დგას კიდევ უფრო კონსპირირებული იუდაური ცენტრი.


მემფის-მიცრაიმული და შოტლანდიური რიტუალები


მსოფლიოში არსეობს მასონობის ორი ძირითადი განშტოება: შოტლანდიური წესისა და ეგვიპტური "მემფის-მიცრაიმულის". შოტლანდიური რიტუალის მასონობა პრეტენზიას აცხადებს ისტორიის მომწესრიგებელ ფაქტორზე, რომელსაც უპყრია წესრიგი მსოფლიოში: ხოლო მემფის-მიცრაიმული რიტუალის მასონობა - ეს არის რევოლუციური მიმდინარეობას მასონობაში, რომელიც ელტვის მსოფლიოს განუწყვეტელ ცვლილებას (აქედან მომდინარეობს ტროცკის "პერმანენტული რევოლუცია", რომელსაც ჰქონდა მემფის-მიცრაიმის უმაღლესი, 99-ე გრადუსის განდობა). ამგვარად, ორივე შტო წარმოადგენს მასონური სამყაროს ერთგვარ ინსა და იანს
(1).

_________________

1.
ძველჩინური წარმოდგენის თანახმად, სამყაროში არსებობენ ერთმანეთისგან განუყოფელი საპირისპირო ძალები: ინ - წყვდიადი, უარყოფითი; იან - ნათელი, დადებითი

_________________


ორივე მიმართულების მასონობა, როგორ მაორგანიზებელი ძალა, მონაწილეობდა ბოლო ორი ასწლეულის (და მეტიც) ყველა რევოლუციაში, ამიტომაც პენტაგრამა - მასონობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, რომელიც მომდინარეობს წარმართობიდან, - შედის რევოლუციის შედეგად აღმოცენებულ ყველა თანამედროვე სახელმწიფოთა სიმბოლიკაში. მათ შორის: აშშ, საბჭოთა კავშირი, კორეის სახალხო რესპუბლიკა და სხვა.




ილუმინატები


კლასიკური მასონობის ორივე ძირითადი და ასევე ყველა მეორეხარისხოვანი მიმართულება, თუ ქრისტეანობის საწინააღმდეგო საქმიანობით არიან შემოფარგლულნი და ამისთვის იყენებენ პანთეისტური მიმართულების ათასგვარ ფილოსოფიურ ბოდვებსა და შავი მაგიის რიტუალებს, რომლებიც აღებულია წარმართობიდან და გასაღებულია როგორც ახალი სიბრძნის ნაყოფი, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა "ილუმინატების" ახალი საზოგადოება, რომელმაც დაისახა მკაფიო პოლიტიკური მიზანი: ქრისტეანული ცივილიზაციის სრული განადგურება და მის ადგილზე მსოფლიო სახელმწიფოს დაფუძნება, რომელსაც უხელმძღვანელებენ "განათლებულნი", ანუ სატანისტები. ამ მიზნის განსახორციელებლად ისინი ალიანსში იმყოფებიან იუდეველ-ებრაელთა ფინანსურ ოლიგარქიასთან. ვინ არის მათში უფროსი - ებრაული ფინანსური მწვერვალი თუ სატანისტები, ძნელი გასარკვევია. როგორც ჩანს, ეს ორი ბანდა თავიანთი პირამიდის წვერზე დიდი ხანია შეერწყნენ ერთურთს.



ლაპარაკია "ბავარიელ ილუმინატთა" საზოგადოებაზე (ბავარია ამ საიდუმლო საზოგადოების სამშობლოა; შემდგომში ის გავრცელდა მთელს ევროპასა და ამერიკაში), რომლიც დამფუძნებელია ადამ ვეისჰაუპტი. სწორედ მან შეიმუშავა როტშილდების კლანისთვის ქრისტეანული სამყაროს განადგურების გეგმა ომებისა და რევოლუციების "კონტროლირებადი ქაოსის" მეშვეობით, რომელშიც ებრაულმა საბანკო კაპიტალმა უნდა შეასრულოს მოვლენათა კატალიზატორისა და ნაყოფის მიმღების ერთადერთი სუბიექტის როლი. ძირითადი იდეა იყო: საერთაშორისო საბანკო ქსელის მეშვეობით ყოველ წარმოქმნილ კონფლიქტში დაეფინანსებინათ ორივე მხარე, რათა შედეგში მიეღოთ კონტროლი გამარჯვებულზე, დამარცხებულზე და საბოლოო შედეგზეც.

ილუმინატების საზოგადოება აღმოცენდა საუნივერსიტეტო გარემოში, და დღემდე თავის წევრებს იბირებს აშშ-ს მსხვილი უნივერსიტეტების მაღალკურსელ სტუდენტთა შორის (ესენი არიან მომავალი იურისტები, პოლიტიკოსები და ეკონომისტები). აშშ-ში ესენი არიან "თავის ქალა და ძვლები" იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, ასევე სხვა საზოგადოებები, რომლებიც შედიან "სუროს ლიგაში". ჩვეულებრივი მასონებისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთ ბადეში მოსათხევლებენ ბიზნესმენებსა და ჟურნალისტებს, ილუმინატების ორდენი აკონტროლებს თვით მასონობას, რომელიც უერთდება მას თავის უმაღლეს სართულებში.

ამგვარად, ილუმინატები ჩვეულებრივ მასონებზე უფრო მაღლა დგანან და წარმოადგენენ იმ აღმატებულ ხარისხს, რომელთა შესახებაც ლაპარაკობდნენ XIX ს.-ის ანტიმასონი მწერლები. ყველაზე ზედა სართული, როგორც ამბობდნენ იგივე ანტიმასონი მწერლები, უპყრია იდუმალი ძალაუფლების განსაკუთრებულად გასაიდუმლოებულ ებრაულ ცენტრს, თუმცა ჩვენს დროში უკვე დიდი ხანია რაც საიდუმლო არ არის, რომ ეს უბრალოდ როტშილდების კლანია მასთან შეერთებული სხვა ებრაული კლანებითურთ. ეს ვიწრო წრე მისდევს კაბალისტურ მაგიას, რომლის საფუძვლები ებრაელებმა შეითვისეს ჯერ კიდევ "ბაბილონის ტყვეობის" პერიოდში, და რომელიც ჰქონდა მხედველობაში წმიდა მოციქულ პავლეს, როდესაც უსჯულოების საიდუმლოზე ლაპარაკობდა, რომ ის "უკვე მოქმედებაშია". ცხადია, მან იცოდა, რაზეც იყო ლაპარაკი.


"მეცნიერული კომუნიზმი"


როგორც უკვე ითქვა, ილუმინატები თავიანთ მხარეს ადეპტებს იბირებენ უნივერსიტეტების მაღალკურსელ სტუდენტობიდან. თავდაპირველად, XIX ს.-ში, ეს გერმანული უნივერსიტეტები იყო. კარლ მარქსი ილუმინატი გახლდათ. სტუდენტური სკამიდან გაწევრიანდა ის ორდენში, რაც ასახულია მის ადრინდელ, ახალგაზრდულ ლექსებში, რომლებშიც ადიდებს ეშმაკს და სულის გაყიდვის საიდუმლო რიტუალებს. მარქსმა, როგორც თავგადადებულმა სატანისტმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ქრისტეანული ცივილიზაციისა და კულტურის წინააღმდეგ ბრძოლას. ამისთვის მოიფიქრა მან თავისი "მეცნიერული კომუნიზმი", როგორც მასონო-ილუმინატური მონდიალისტური შეხედულებების პროფანირებული დემო ვერსია, რომელიც მიმართული იყო ღატაკი და უმეცარი მასებისადმი.

სინამდვილეში მარქსის "მეცნიერულ კომუნიზმში" არაფერია მეცნიერული. ის სოფლის ჯადოქრობას უფრო წააგავს, ვიდრე მეცნიერებას. სწორედ ამიტომაც გაბრიყვდა პროლეტარული ბრბო, რომლის კოლექტიური ცნობიერებისთვის ფატალურად უცხოა ნამდვილი მეცნიერება და სწორედ ამის გამო გამოეხმაურა ის ახალ, "მეცნიერულ" ტყუილს. ასე აღმოცენდა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე შეტევის ახალი არხი, უფრო სწორედ, საზოგადოების იმ ცნობიერებაზე, რომელსაც ადრე არაფერი აინტერესებდა და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ეკლესიისთვის. ასევე წარმოიქმნა ძალაუფლების მასონური პირამიდის პარალელური, ახალი, კომუნისტური პირამიდა. როგორც უკვე ითქვა, ამ პირამიდების მწვერვალები ერთმანეთისგან მხოლოდ "აგურებით" განსხვავდებიან, რომელთაგანაც არის შემდგარი ორივე, რამეთუ ეს "აგურები" ორივე შემთხვევაში საზოგადოების განსხვავებული ფენებიდან არის აღებული.

მარქსის მიერ შექმნილ ე. წ. ინტერნაციონალს, თავიდანვე მართავდნენ მასონები და ილუმინატები. მათი მიზანი იყო მშრომელი მასები ჩამოეცილებინა შრომისთვის და იძულებულ ექმნა იგი მუდამ პრეტენზიული ყოფილიყო, მოეწყო საწარმოო პროცესის საბოტაჟი, სახელმწიფოს სამეურნეო ცხოვრების დესტაბილიზაცია და შეექმნა "რევოლუციური სიტუაცია", როდესაც "ქვედა ფენებს არ სურთ ძველებურად ცხოვრება, ხოლო ზედა ფენებს არ ძალუძს ძველებური მართვა".


საბჭოთა რუსეთი


დასავლეთევროპული ერები, რომლებმაც იმავე მასონებისა და ილუმინატების მიერ ინსპირირებული პირველი მსოფლიო ომის შედეგად თუ დაკარგეს თავიანთი ტრადიციული ქრისტეანულ-მონარქიული სახელმწიფოები, საკუთარ თავში იპოვეს ძალა შეჩერებულიყვნენ თუნდაც სახელმწიფოებრიობის შუალედურ ფორმაზე - დემოკრატიულ რესპუბლიკაზე. მაგრამ ასე არ მოხდა რუსეთში. რუსი ქვედა ფენა, რომელიც თავისი ეროვნული თავისებურებით განსაკუთრებულად არის მიდრეკილი საძაგლობისა და ფუქსავატობისკენ, უფრო ადვილი დასაჭერი აღმოჩნდა "კლასობრივი სიძულვილისა" და "ნათელი კომუნისტური მომავლის" მქადაგებელთათვის. მათ მოაწყვეს სრულიად ეროვნული მასშტაბის უპრეცედენტო ხოცვა-ჟლეტა, რომლის შედეგად მარტო რუსმა ერმა თვითონ, უგუნურად და დაუფიქრებლად მოიკვეთა საკუთარი ეროვნული ელიტა და აღვირამოდებულ იქნა კაცთა მოდგმის "კეთილისმყოფელთა" - იუდეველთა და მათ მეგობარ მასონთა მიერ.

მემფის-მიცრაიმის რიტუალის ადეპტისა და ებრაელის ლევ ბრონშტეინ-ტროცკის მეშვეობით ახალგამოჩეკილმა "საბჭოთა რუსეთმა" სახელმწიფო სიმბოლოს სახით მიიღო სატანისტების პენტაგრამა და სახელმწიფო-საზოგდოებრივი წყობა, რომელიც მთლიანად აღებულია "სიონელ ბრძენთა ოქმებიდან" (ვინ იტყვის კიდევ, რომ ეს ფალსიფიკაციაა).

სხვათა შორის, მეორე ბოლშევიკური ბობოლა, ნეირო-სიფილისით დაავადებული ფსიქოპათი ვ. ი. ულიანოვ-ლენინი, ასევე მასონი გახლდათ, რომელმაც განდობა საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთის ლოჟაში მიიღო. წერდნენ, რომ ლენინი 32-ე გრადუსის მასონი გახლდათ, მაგრამ ამის შესახებ რაიმეს თქმა საკმაოდ ძნელია.

ლენინის სიკვდილის შემდეგ ტროცკიმ განკარგულება გასცა მოეხდინათ ლენინის სხეულის მუმიფიცირება ძველეგვიპტური რეცეპტებისა და რიტუალების მიხედვით
(2), ხოლო თვით მუმია წითელ მოედანზე აგებულ ტიპიურ ოკულტურ ნაგებობაში მოეთავსებინათ, რომელსაც "მავზოლეუმი" ეწოდება. ეს საჭირო იყო მომავალი, არააფიშირებული კაბალურ-მასონური რიტუალების აღსასრულებლად (ამასთან დაკავშირებით იხ. სტატია: "მავზოლეუმის დამოკლეს მახვილი, ანუ მსხვერპლშეწირვა წითელ მოედანზე").

________

2. ფრაზა "ლენინის სიკვდილის შემდეგ ტროცკიმ განკარგულება გასცა მოეხდინათ ლენინის სხეულის მუმიფიცირება ძველეგვიპტური რეცეპტებისა და რიტუალების მიხედვით" შეიცავს გარკვეულ უზუსტობას. ამ დროს ტროცკი იმყოფებოდა სოხუმში და არ იყო დაშვებული ლენინის დაკრძალვაზე. ტროცკი სოხუმში გააგზავნეს მოტყუებით, რის გამოც ის ვერ დაესწრო ლენინის დაკრძალვას. რაც შეეხება კონკრეტულ პირს, ვისგანაც გამოდიოდა ლენინის გვამის მუმიფიცირების განკარგულება, შეიძლება ავტორი უშვებს უზუსტობას. თუმცა, არსებითად, ეს არც არის პრინციპული. ი. ვორობიოვსკი თავის წიგნში "გზა აპოკალიფსისისკენ": წერტილი "ომეგა" ("Путь в апокалипсис: точка Омега") ამბობს: "ვ. ი. ლენინი გარდაიცვალა მოსკოვის ახლოს, გორკში არსებულ სახლ-კარში, 1924 წლის 21 იანვარს, 6 საათზე და 50 წუთზე. კრემლში, 10 საათზე ფ. ე. ძერჟინსკის, ვ. ვ. კუიბიშევის, ვ. ა. ავანესოვის, ა. ს. ენუქიძის, ე. მ. იაროსლავსკის და სხვათა მონაწილეობით შედგა თათბირი. მასზე განიხილებოდა დაკრძალვის ორგანიზაციის საკითხსი. უკვე 22 იანვარს, 2 საათსა და 15 წუთზე მოწვეულ იქნა ცკ-ს საგანგებო პლენუმი, რომელმაც დაამტკიცა პირველადი ღონისძიებანი.

3 საათსა და 30 წუთზე შედგა საბჭოთა რესპუბლიკების ცსკ-ს სხდომა, რომელზეც არჩეულ იქნა ვ. ი. ლენინის დამკრძალავი კომისია. თავმჯდომარედ დანიშნულ იქნა ფ. ე. ძერჟინსკი... ლენინთან განსაკუთრებულად დაახლოვებულ პირთა ჯგუფი, მთელი დღე ამტკიცებს, რომ ლენინის უკვდავოფის აზრი გაჩნდა იმთავითვე, თანაც ხალხის ფართე მასებში. მაგრამ, ეს ეწინააღმდეგება ელემენტარულ ლოგიკას და მეტიც, წინ უსწრებს რეალურ მოვლენებს. ამის შედეგად იბადება დასკვნა: ლენინის გვამის უკვდავყოფის აზრი მის ახლო წრეს გაუჩნდა ლენინის სიკვდილამდე, ხოლო საზოგადოების ფართო მასებს ის მიეწოდა წინა რიცხვით, თანაც როგორც თვით მასების ინიციატივა. სიყალბე აშკარაა. თვით ლ. დ. ტროცკი თავის მემუარულ წიგნში "ჩემი ცხოვრება" წერდა: "რაოდენ წარმოუდგენელიც გინდა იყოს, შეთქმულებმა მომატყუეს დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით". თუ გავითვალისწინებთ, რომ ტროცკი აღნიშნულ პერიოდში ჯერ კიდევ ინარჩუნებდა რეალურ ძალაუფლებას, დაკრძალვის საქმე ძალზედ ბინძურ შეთქმულებად წარმოჩნდება, ხოლო შეთქმულებში უნდა მოვიაზროთ ჭეშმარიტი ლენინელები ფ. ე. ძერჟინსკის მეთაურობით, რომელიც გახლდათ მთელი ამ პროექტის ხელმძღვანელი. ა. ი. აბრიკოსოვი, - ანატომიის დარგში შეუვალი ავტორიტეტი - გვამის შენარჩუნებას უაზრობად მიიჩნევდა, რადგან მასზე გაჩნდა პიგმენტაცია და დაიწყო ქსოვილთა გამოხმობის პროცესი. ის ამტკიცებდა, რომ თანამედროვე მეცნიერება არ ფლობს ადამიანის გვამის დიდი ხნით შენარჩუნების მეთოდებს. სცსკ-ის (ВЦИК) პრეზიდიუმის მდივანი ა. ს. ენუქიძე ოფიციალურად აცხადებდა, რომ ლენინის გვამისგან არავინ აპირებს შექმნას "უხრწნელი ნაწილები". ნ. კ. კრუპსკაია და კ. ე. ვოროშილოვი ასევე ღიად ამბობდნენ მსგავსი ქმედების დაუშვებლობაზე. მხოლოდ ყოველივე ამის შემდეგ ერევა საქმეში ფ. ე. ძერჟინსკი წინადადებით ლენინის გვამის მუმიფიცირებაში ჩართულ იქნას თანამედროვე მეცნიერება..."

მოკლედ, საბჭოური "წმიდა ნაწილების" შექმნის მთავარი ინიციატორი იყო ძერჟინსკი და არა ტროცკი. თუმცა, ტროცკი ალბათ მაინც განდობილი იყო ამ ჩანაფიქრს, ის უბრალოდ მოატყუეს და პოლიტიკური მოტივების გამო, სხვაგან გაისტუმრეს დაკრძალვის დღეებში.


________


სტალინი ტროცკის წინააღმდეგ


დღეს ასე პოპულარული სტალინური მითის საწინააღმდეგოდ (ეს ერთ-ერთი იმ მითთაგანია, რომელსაც თხზავენ, ამუშავებენ და მასებში ავრცლებენ პუტინის სპეცსამსახურები), სტალინი არ იყო არც მასონობის წინააღმდეგ მებრძოლი და არც ებრაელი ბოლშევიკების მოწინააღმდეგე რუსი ერის ბედნიერი მომავლისთვის. თავიდან სტალინი თვითონაც იდეური ბოლშევიკი და კომუნისტი გახლდათ. შედეგად, ის ეკუთვნოდა იმ პოლიტიკურ სექტას, რომელიც გენატიკურად და პირდაპირ იყო დაკავშირებული მასონობასთან. ებრძოდა რა ტროცკის ძალაუფლებისთვის, სტალინი მის წინააღმდეგ იბრძოდა, როგორც სწორედ ტროცკის, ანუ თავისი პირადი მტრის და არა როგორც რუსი ერის მტრის წინააღმდეგ.

მასონურ პენტაგრამას მასონობასთან ვითომ მებრძოლი ი. ვ. სტალინი მთელი თავის ცხოვრება მორჩილად ატარებდა "ფურაჟკაზე" (წითელკანტიანი ქუდი), რაც თავისთავად ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ ვინ იყო სტალინი.

სხვა სტალინური მითის საპირისპიროდ, სტალინი სულაც არ იყო "ინდუსტრიალიზაციის" ინიციატორი. კომუნისტური რუსეთის მასშტაბური (და არა "ფართომასშტაბური", არამედ ქვეყნის მილიტარიზაციის ვიწრო მიზნის მქონე) ინდუსტრიალიზაცია თავიდანვე შემუშავდა ტროცკის ამერიკელი მფარველების (მისი მეშვეობით კი მოსკოვის ბოლშევიკური ცენტრის) მიერ, რადგა მოსკოვი უკვე გარდაქმნილი იყო სიონურ-მასონური ინტერნაციონალის მიერ "მსოფლიო რევოლუციის" მეთოდებისა და სცენარების საცდელ ლაბორატორიად. მოკლედ, რომ ვთქვათ, მოსკოვი გახდა ილუმინატების მონდიალისტური პროექტის საცდელი ბაზა მსოფლიო სახელმწიფოს შესაქმნელად, რომელიც ექვემდებარებოდა, ექვემდებარება და მომავალშიც დაექვემდებარება ებრაულ-იუდაუისტურ-სატანურ იერარქიას.

თავისი მიზნის განსახორციელებლად ილუმინატებს სჭირდებოდათ სამხედრო გაგებით ძლიერი, მაგრამ ყველა სხვა (სულიერი, ეკონომიკური და ბიოლოგიური) მიმართებით დაჩაჩანაკებული რუსეთი. ამ მიზნებს პასუხობდა სტალინური მმართველობის ყველა საეჭვო "გმირობა" და "დიდი მიღწევა" - ინდუსტრიალიზაცია (ბოლშევიკების მარიონეტული რეჟიმის სამხედრო გაძლიერება), კოლექტივიზაცია (ერის ეკონომიკური და ბიოლოგიური გამოფიტვა) და სისხლიანი რეპრესიები მართლმადიდებლობის წინააღმდეგ (ერის სულიერი მოძღვრების განადგურება, ქრისტეანული ფესვებისა და ერის ქრისტეანული კულტურის ამოძირკვა). სტალინს ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან რუსი ხალხის მიზანმიმართული დენაციონალიზაციისა და იდიოტიზაციის ბოლშევიკური პროგრამისგან, რის გამოც მიზანმიმართულად ანადგურებდა მილიონობით რუს (და არა მარტო რუს) ადამიანს. სტალინი არაფრით იყო ტროცკიზე უკეთესი.

სტალინურ საბჭოთა კავშირში ინდუსტრიალიზაციას ძირითდად აწარმოებდნენ ამერიკელი ინჟინრები და დამპროექტებლები, კერძოდ, ამერიკელი ებრაელის, ალბერტ კანის ფირმა. სხვათა შორის, თვით კანი სტალინის შინგამოზრდილ "კადრებზე", რომლებიც ვითომცდა "წყვეტდნენ ყველაფერს", წერდა (წერილი "სოიუზსტროის" თავმჯდომარეს ნ. პ. კომაროვს): "300 მუშაკიდან მცირედია გამოცდილი, უმეტესობას გააჩნია პატარა სტაჟი, მრავალი კი უბრალოდ მოწაფეა. აშშ-ს ან სხვა ქვეყნის რომელიმე საქმიან ორგანიზაციას რომ ჰყოლოდა მუშაკების ასეთი რაოდენობა, ეს ორგანიზაცია რამოდენიმე თვეში გაკოტრდებოდა".

სტალინურ ინდუსტრიალიზაციაში მონაწილეობდნენ გერმანელი მეწარმეები. საერთოდ, სტალინურ რეჟიმს კვებავდნენ სწორედ იმ ქვეყნების (აშშ-ს და გერმანიის) საწარმოო წრეები, რომელთა მასონური წრეები აფინანსებდნენ ტროცკისა და ლენინს ბოლშევიკური გადატრიალების მოსახდენად. ნათელია, რომ შეთანხმება ინდუსტრიალიზაციის შესახსებ ამ წრეებმა დადეს ტროცკისთან და ლენინთან, ხოლო ძალაუფლებისმოყვარე ქლესია ჯუღაშვილი მოცემულ შემთხვევაში აღმოჩნდა ამ ორი უკანასკნელის მემკვიდრე.


პუტინი


სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სტალინი არ ყოფილა დასავლეთის ასპროცენტიანი მარიონეტი. მოჰპარა რა ამერიკელებს ატომური ბომბის საიდუმლო, ძია ჯომ დაკარგა კონტროლი და დაიწყო ცივი ომი, რომელიც აშშ-ს და იქაური მასონური ლოჟების წყალობით გახდა უბრალო მცდელობა დაებრუნებინათ დაკარგული სტატუს-ქვო. სულ რაღაც ორმოცი უბადრუკი წელი ან ცოტა მეტი ხნის განმავლობაში მოჰქონდათ თავი სკკპ-ს ხელმძღვანელებს მსოფლიო ზესახელმწიფოს მეთაურებად, სანამ ეს ზესახელმწიფო ისევ ამერიკელებს არ ჩააბარეს ხელში.



გასაგებია, რომ ეს ყევლაფერი გაკეთდა იმავე მასონური არხების მეშვეობით. გენმდივნის პოსტზე გორბაჩოვის ერთ-ერთი უმთავრესი საქმიანობა იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მასონური ლოჟების ლეგალიზაცია. თავისი ტერორისტული მმართველობის პირველ წლებში ბოლშევიკები ანადგურებდნენ მასონებს. მაგრამ არა მასონობისადმი მათი კუთვნილების გამო, არამედ მათი მემკვიდრეობითი კუთვნილების გამო "ექსპლოატატორული კლასებისადმი", ანუ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ რუსეთის იმპერიის კულტურული საზოგადოების წარმომადგენელბი, რომლებიც ილუმინატების გეგმის მიხედვით ტოტალური განადგურებისთვის იყვნენ განწირულნი, რათა საბოლოოდ წარეკვეთათ თავი რუსი ერისთვის და დაემორჩილებინათ იგი.

რაც შეეხება ხრუშჩოვო-ბრეჟნევული ფორმაციის უფრო გვიანდელ კომუნისტებს, ესენი იყვნენ ყოფილი კომბაინერები და შემდუღებლები, რომლებსაც თავიანთი უმეცრებით წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ ვის ემსახურებოდნენ ისინი. მიუხედავათ ამისა, რუსი კომუნისტის მორალური სახე მკაფიოდ ატარებდა "ხელოვნური ებრაელის" ნიშნებს ("ხელოვნურ ებრაელს" უწოდებდა ჰიტლერი მასონებს): სიძულვილი ქრისტესადმი, მართლმადიდებლობისადმი, ქრისტეანული მონარქიისადმი, ასევე პათოლოგიური მატყუარობა და პარაზიტული კარიერიზმი.

ყოველგვარ ეჭვგარეშეა, რომ პუტინი არის ამ სისტემის ყველაზე მკაფიო წარმომადგენელი, ასე ვთქვათ, ამ სისტემის მწიფე ნაყოფი. პუტინი არის ის პიროვნება, რომელის აქტიურად აბარებდა რუსეთს დასავლეთს გარდაქმნისა და მისი შემდგომი პერიოდის წლებში. პუტინის პრეზიდენტობის მეორე პერიოდში აქა იქ გამოჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ის არის მასონური განდობის 18-ე გრადუსის მფლობელი (ეს არის ე. წ. "როზენკრეიცერების" ხარისხი), მაგრამ ამისი შემოწმების არავითარი შესაძლებლობა არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ამ რუხი ეგოისტური ადამიანის საქმიანობა პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მეტყველებს იმაზე, რომ ის არის მასონური საიდუმლო საძმოს ერთგული მარიონეტი.

მოვიტან მცირე, მაგრამ საკმაოდ მახასიათებელ ციტატას მოვლენებზე, რომელიც, მართალია, რვა წლის წინანდელია, მაგრამ დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. ეს არის საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ არის დღეს რუსეთის მმართველი.

2003 წლის 3 ნოემბერი. "როსიისკაია გაზეტა" ("Российская газета"): "ვინ იცავს იუკოსს?" (რუს.: "3 ноября 2003 г. "Российская газета": "Кто опекает ЮКОС?"")

ბრიტანული გაზეთი "სანდი ტაიმსი" ამტკიცებს, რომ "იუკოსის" სანავთობო კომპანიის აქციათა პაკეტი 12 მლრდ. დოლარის ოდენობით გადავიდა ლორდ ჯეიკობ როტშილდის ხელში.

ამის შესახებ ცნობილი გახდა რფ-ს გენპროკურატურის მიერ "იუკოსის" აქციათა 44 პროცენტიანი პაკეტის დაპატიმრების შემდეგ. 67 წლის როტშილდი ლეგენდარულ ბანკირთა ოჯახის ერთ-ერთი უფროსი წევრია. ნავთობკომპანიის მეთაურ მიხეილ ხოდორკოვსკის ის იცნობს რამოდენიმე წელია და "ღია რუსეთის" ფონდის ჩარჩოებში უკვე მოასწრო მასთან ერთად დაეფინანსებინა რამოდენიმე პროექტი.

ყოველკვირეულის აზრით, მიხაილ ხოდორკოვსკის ამასწინანდელმა დაპატიმრებამ ავტომატურად გამოიწვია მზრუნველობაზე არსებული შეთანხმების ავტომატური ამოქმედება, რომელიც ვითომცდა "იუკოსის" მეთაურს რამოდენიმე თვის წინ დაედოს როტშილდთან უსაფრთხოების ზომების სახით. ჩრდილიდან გამოსული აქციათა მფლობელმა მიიღო ხმის უფლება აქციებზე და, მით, უზრუნველჰყო ცენტრალური როლი "იკუოსის" საქმის გარშემო არსებულ კონფლიქტში.

ამრიგად, 2003 წელს პუტინმა დააპატიმრა ხოდორკოვსკი. იდეით, კომპანია "იუკოსი" ნაციონალიზირებული უნდა ყოფილიყო, ანუ მისი კაპიტალი, მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფო ხაზინის საკუთრება უნდა გამხდარიყო. მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ კომპანია "იუკოსი" ნარნარად გადავიდა როტშილდების კლანის მზრუნველობის ქვეშ, პუტინის მხრიდან რაიმე პროტესტის ან თუნდაც უკმაყოფილო კომენტარების გარეშე (ეს ფაქტი - მხოლოდ ერთ-ერთი საკვანძო ფაქტია, რომელსაც ბრბო არასოდეს აქცევს თავის ბრიყვულ ყურადღებას).

ეს ხდება XXI ს.-ის დასაწყისში. ხოლო გასული XX ს.-ის დასაწყისში გრაფი არტემ ჩერეპ-სპირიდონოვიჩი უკვე წერდა, რომ "როტშილდები არასოდეს სთავაზობდნენ საზოგადოებას რაიმე სასარგებლოს; ისინი არასოდეს იდგნენ თუნდაც რომელიმე საწარმოო დარგის სათავეში. მათ თავიანთი საქმიანობა დაიწყეს უზარმაზარი კაპიტალით, და ყველგან მხოლოდ თავიანთთვის ეძებდნენ მოგებას. ნებისმიერი ხერხი კარგია, თუ მას მოაქვს მატერიალური მოგება. 1170 წლიდან როტშილდები არის ყველა პოლიტიკური და ფინანსური მოვლენის მთავარი ჭანჭიკები. მათი სახელი შეიძლება ჩაიწეროს ნებისმიერი სახელმწიფოს ისტორიაში. მკვლევარები, პედაგოგები და პოლიტიკოსები, რომლებიც მათ არ ახსენებენ, უნდა განიხილებოდნენ როგორც ბრიყვ, პირმოთნე ან დანაშაულებრივად არაკომპეტენტურ პირებად".

შეგახსენებთ, რომ პრაქტიკულად მთელი თანამედროვე კონსპიროლოგია ეთანხმება იმას, რომ როტშილდების ტრიბუნალი წარმოადგენს იმ საიდუმლო ებრაულ ცენტრს, რომელსაც XIX ს.-ის ანტიმასონი მწერლები ათავსებდნენ მასონური იერარქიის ყველაზე მაღალ ინსტანციაში.

წყარო: hranive.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню