უსჯულოების საიდუმლო - იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარი ანუ ნიუ-იორკის დაღუპვა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძარი ანუ ნიუ-იორკის დაღუპვა

ნიუ-იორკის დაღუპვა

ნიუ-იორკს ოკეანის უზარმაზარი ტალღა გადაფარავს, რომლისგანაც ის დაეცემა. სვეტის კაპიტელზე (ანუ სვეტის თავზე), რომელიც მასზე მდგომი ფიგურების პოსტამენტის ფუნქციას ასრულებს, "ტყუპი" ცათამბჯენები მოსჩანს. ტაძრის სვეტები 1997 წელს არის შესრულებული და სკულპტორებმა ამ ცათამბჯენთა ბედის პროგნოზი ოდნავ ვერ გათვალეს. ფაქტობრივად ისინი უკვე აღარ არსებობენ, ვინ იფიქრებდა, რომ 4 წლის შემდეგ ისინი გაქრებოდნენ. სხვა ცნობადი ობიექტებია - კრაისლერ ბილდინგი და სიტიგრუპ-ცენტრი.



წმიდა იოანე ღვთისმეტყველის საკათედრო ტაძრის შენობა ნიუ-იორკში უკვე ასი წელია შენდება და ბოლომდე ჯერაც არ დამთავრებულა. ჩანაფიქრის მიხედვით, ეს ტაძარი აშშ-ში ყველაზე დიდი უნდა ყოფილიყო და ამ მიზნის განსახორციელებლად ფულიც არ დაუშურებიათ. სპონსორთა შორის იყვნენ მორგანი და ისეთი თვალსაჩინო ფიგურები, როგორიც არის ნიუ-იორკის შტატის მასონთა დიადი მაგისტრი.



რაც გინდ უცნაური იყოს, - ეს არის მასონური პროექტი



სვეტები ტაძრის შესასვლელთანაა განლაგებული, დასავლეთის ფასადზე, და ეკლექტიკურ-გოთიკურ სტილშია შესრულებული



ბრუკლინის ხიდი, საიდანაც ვარდებიან ავტობუსები და ავტომობილები, ვეღარ გაუძლებს. ამ წინასწარმეტყველების ქვემოთ, მოსჩანს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა. აქვეა თავისუფლების ქანდაკება, რაღა იმის მაგვარი, აპოკალიფსისში რომ წერია: "ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით" (გამოცხ. 18:3). ხალხს ჯერ კიდევ ძინავს და მინიშნებითაც კი ვერ ხვდება იმას, რაც ძალზედ ახლოსაა.





აპოკალიფსისის ცხენები ცეცხლის ალში არიან გახვეულნი



შეხვეული მუმიები, სამსხვერპლო კრავი შეკრული ფეხებით და ყრმა, რომელიც უცნაური წიაღიდან იბადება - ყოველივე ეს ვიღაცის ხელშია. ტაძარი გამოცხადების დამწერის სახელს თუ ატარებს, მაშინ ყრმა უპირველეს ყოვლისა ანტიქრისტეს უნდა მოგვაგონებდეს. სპირალი - ადამიანის შეცვლილი ცნობიერებაა, რომლებიც მას ეთაყვანებიან. მოკლედ, ყველაფერი როდია გასაგები. ეტყობა ტაძრის ხუროთმოძღვრებმა ზედმეტი ძალა დაატანეს ჭკუას...



და იქნება კბილების რღჭენა. ცოცხლებს მიცვალებულებისა შეშურდებათ. "თვალებით სავსე ბორბალი"...



გასაგებია, რომ მასონები არ დაკმაყოფილდებოდნენ მხოლოდ ქრისტეანული სიმბოლიკით და ამიტომაც ვხედავთ აქ კაბალურ სიმბოლოებს, როგორიცაა მაგალითად, ებრაული "ხე სიცოცხლისა", გველები, რომლებიც იცავენ სეფირებს და ჯაჭვები ქრისტეანული ხატებიდან რომ ვარდებიან. მოკლედ, ამ სვეტის გაფორმება, სხვა სვეტების ფონზე, ასეც მეტყველებს - მართალთ (კაბალისტებს?) არაფერი ემუქრებათ.

ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню