უსჯულოების საიდუმლო - ილუმინატების საახალწლო მეჯლისი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ილუმინატების საახალწლო მეჯლისი

Illuminati

სტატია "ახალი წლის ღამეს - ილუმინატების მეჯლისი" გვიყვება თეატრალურად გათამაშებულ მსხვერპლზე, კანიბალიზმზე და ოკულტურ რიტუალებზე. ეს ყველაფერი ატარებდა სექსუალურ ხასიათს იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

2018 წლის 31 დეკემბერს ნიუ-იორკის ოკულტური ელიტის თავშესაყარზე "ილუმინატების მეჯლისს" 800 მეტი სტუმარი ეწვია. 1972 წელს ბარონესა დე როტშილდის მიერ მოწვეული და ავადსახსენებელი ნიღბიანი მეჯლისით შთაგონებული ეს მეჯლისი გამოირჩეოდა ბნელი რიტუალებით, ხელოვნური ადამიანური მსხვერპლშეწირვით და ცხოველთა ნიღბებით "დამშვენებული" ილუმინატების "ლიდერებით". ღონისძიებაზე ასევე გამოყენებული იყო სტენლი კუბრიკის ცნობილი ფილმის "Eyes Wide Shut" ("ფართოდ დახუჭული თვალები") (1999) ელემენტები. მეჯსლისის სტუმრების თვალწინ თამაშდებოდა სპექტაკლები, რომლებშიც შერეული იყო ეროტიკა და ეროტიკული რიტუალები.

ილუმინატების ნამდვილი მეჯლისებისგან განსხვავებით, რომლებსაც ოკულტური ელიტა ატარებს, ღონისძიება მიმდინარეობდა ფეშენებელურ სახლში ვეილინი (ბრუკლინი, ნიუ-იორკი).

Veilin

ვეილინი, ნიუ იორკი


სტუმრებმა ღონისძიებაზე მოსვლისთანავე აირჩიეს მათთვის სასურველი ნიღბები, რის შემდეგაც ისინი შეიყვანეს გუმბათებიან დარბაზში, სადაც მათ მიესალმა ღორების მეფე, ანუ იგივე "ბარონ დე როტშილდი".

Gorebis mefe

ღორების მეფე


ღორების მეფე დგას მოსასხამიან მანდილოსანთა გარემოცვაში - ეს არის წარმოდგენა, რომელიც შთაგონებულია ორგიის სცენებით ფილმიდან "ფართოდ დახუჭული თვალები". მეფე-ღორს თან ახლდა მისი დაფეხმძიმებული ცოლი, "ბარონესა დე როტშილდი", რომელიც რაღაც მომენტში შობს უცნაურ არსებას.

Nigbebi

ღორების მეფე დგას მოსასხამიან მანდილოსანთა გარემოცვაში - ეს არის წარმოდგენა, რომელიც შთაგონებულია ორგიის სცენებით ფილმიდან "ფართოდ დახუჭული თვალები".

მეფე-ღორს თან ახლდა მისი დაფეხმძიმებული ცოლი, "ბარონესა დე როტშილდი", რომელიც რაღაც მომენტში შობს უცნაურ არსებას.

Nigbebi

მოოქროვილ ნიღბიანი ბეხმძიმე ბარონესა ღორის დაბადების პროცესში

Nigbebi

ორივე შემოსილები არიან ისე, როგორც შემოსილები იყვნენ ბარონი და ბარონესა დე როტშილდები 1972 წლის თავიანთ ავადსახსენებელ მეჯლისზე

მთელი ღამის განმავლობაში შენობის მრავალ ოთახსა და სართულებზე მიმდინარეობდა რიტუალები და "განდობები" სხვადასხვა თემებზე, მაგალითად, ისეთებზე, როგორიცაა: სიმდიდრე, სიყვარული, ძირითადი მოთხოვნილებები, დიდება და პატივისცემა.

Nigbebi

ზოგიერთი "რიტუალი" მოგვაგონებს "ნათლობას"

Nigbebi

თვალებახვეული სტუმრები

Nigbebi

ძროხების ღმერთქალი კამადჰენუ (ინდ. მითოლოგიაში "სურვილების ძროხა" "აპოკ". რედ.) და მისი ოთხი ქალიშვილი დასეირნობენ, სანამ სტუმრები მათ წველიან და მათ რძეს სინჯავენ

რა თქმა უნდა, ელიტარულ თემაზე ჩატარებული არც ერთი ღონისძიება და წვეულება სრული ვერ იქნება კანიბალიზმის გარეშე.

Cannibalism

ღონისძიება მოიცავს ადამიანი-"ტორტის" იმიტაციას - ახალგაზრდა მოდელის სახე, ხელები და ფეხები გარემოცულია დესერტის ფორმით

საინტერესო ფაქტი: რეპერი Prodigy ჯგუფიდან Mobb Deep, როგორც ჩანს, ილუმინატთა ადრინდელი მეჯლისების დიდი მოყვარული იყო.

Prodigy

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, Prodigy-მ დაწერა რამოდენიმე სიმღერა ილუმინატებზე და საიდუმლო საზოგადოებებთან დაკავშირებულ სხვა თემებზე. მან ასევე სპეციალურად დაწერა სიმღერა Illuminati Ball-ის პოპულარიზაციისთვის, რომელიც შემდეგ ამ ღონისძიების სარეკლამო რგოლში იქნა გამოყენებული. Prodigy გარდაიცვალა 2017 წელს, ის "შემთხვევით გაიგუდა".

ოფიციალური ვებსაიტი

Masonuri piramida

ილუმინატების მეჯლისის ლოგოტიპი


მოვლენის ვებსაიტი:

ყველაზე წარმტაცი, სურეალისტური და უნიკალური საახალწლო ბალ-მასკარადი მთელ მსოფლიოში.

დატკბით საახალწლო ღამის სურეალისტური და დაუვიწყარი მეჯლისით, სადაც თქვენ გელით ილუმინატების მითები და საიდუმლოებები, მეზღვაურები და სირინოზები, ალები და წმიდა ძროხები, ბარონები და ბარონესები.

ჩაეძიეთ თქვენს ყველაზე დაფარულ სურვილებს კადნიერი ჰაეროვანი, უშიშარი და პროვოკაციული ცეკვების მეშვეობით; თქვენ გელით ინტერაქტიური მოვლენები, რომლებიც ვითარდება უზარმაზარი, გამაოგნებელი და სიმდიდრისა და გაფურჩქვნის სიმბოლოს, ვეილინის სახლის სამივე სართულის ოთახებში.

ადგილმდებარეობის FAQ-ი შეიცავს გარკვეულ საინტერესო ინფორმაციას.

ჩვენ მართლა გვღებულობენ ილუმინატებში?

არა. ეს არის უბრალოდ თეატრალური დადგმა ილუმინატების შესახებ. ჩვენ თქვენს განათლებასა და გართობას ვცდილობთ.

ეს სექსუალური წვეულებაა?

არა. საღამო დეკადენტური და მგრძნობიარე იქნება, შოუზე იქნება გარკვეული სიშიშვლე, მაგრამ ეს აბსოლუტურად არასექსუალური წვეულებაა.

თქვენ ეთაყვანებით ეშმაკს?

სულაც არა! ჩვენ არ ვეთაყვანებით ეშმაკს. ჩვენ არავის არ ვწირავთ და არაფერს არ ვწირავთ. ჩვენ მშვიდობისმოყვარე ადამიანები ვართ, რომლებსაც სჯერათ ბუნების და პოზიტივის. ჩვენ გვსურს, რათა ადამიანებმა საკუთარ თავში იპოვონ თავიანთი გზა საკუთარი ოცნებებისკენ და ყველა ცოცხალ არსებას მოეპყრან სიკეთითა და სიყვარულით.

Masonuri nishnebi

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები ამტკიცებენ თითქოსდა ამ მოვლენას არაფერი აქვს საერთო ოკულტიზმთან და "ეშმაკის თაყვანისცემასთან", სიმბოლოები, რომლებიც წარმოდგენილია ამ წვეულებაზე, სწორედ ოკულტიზმთან და ეშმაკთან იყო დაკავშირებული. დიდი ყვითელი გადმობრუნებული ვარსკვლავი წარმოადგენს "აღმოსავლეთის ვარსკვლავის" მასონური ორდენის ქალთა განყოფილების ოფიციალურ სიმბოლოს. მაღლა მარჯვენა მხარეს მრგვალ ფორმაში ამოტვიფრულია 666. ქვემოთ მარცხენა მხარეს კი ვხედავთ ლუციფერის სიმბოლოს.

საიტზე ასევე არის უცნაური ჩანართი "მცნებები", რომლებშიც მოთხრობილია "ჯორჯიის ფილაქნების" გზამკვლევზე
.

Georgia guidstone

საიტის განყოფილება "მცნებები"

Georgia guidstone

როგორც ჩანს, ორგანიზატორები "ჯორჯიის ფილაქნების" დიდი თაყვანისმცემლები არიან, არადა ცნობილია, რომ ეს ძეგლი შექმნილია ოკულტური ელიტის დაკვეთით

ორგანიზატორი

Fon Biuler

სინტია ფონ ბიულერი


ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ სინტია ფონ ბიულერი - მხატვარი ქალი, რომელიც ძირითადად ცნობილია საბავშვო წიგნების ილუსტრაციებით. 2001 წელს ცნობილმა ამერიკელმა რეჟსორმა სტივენ სპილბერგმა ფონ ბიულერს დაავალა გაეკეთებინა ილუსტრაციები მარტა სტიუარტის ისტორიისთვის "ერთხელ ზღაპარში".

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფონ ბიულერის ქმნილებები, რომლებშიც არის ნახატები, სკულპტურები და "იმერსიული თეატრი", ბავშვებისადმი კეთილგანწყობით არ გამოირჩევა.

Fon Biuler

ფონ ბიულერის რამოდენიმე ქმნილება აღსავსეა ცნობიერების კონტროლის პროგრამა "მონარქის" სიმბოლოებით.

Fon Biuler

სუფთა "მონარქის" დაპროგრამება

Fon Biuler

ქალი კოცნის რქებიან მამაკაცს, რომლის გენიტალიებზე მიკრულია პეპელა. სიტყვები "მე არ ვარ ანგელოზი" მიწერილია ყველგან. ეს არის პროგრამირება "მონარქის" ამსახველი გამოსახულება.

Fon Biuler

ფონ ბიულერი ასევე გახლავთ ჯგუფ Women of Sodom-ის სოლისტი. სოდომი - ეს არის ბიბლიური ქალაქი, რომელიც ცნობილი იყო სექსუალური აღვირახსნილობა, არაბუნებრივი ვნებები და ამაზრზენი საქმეები.


დასკვნა

ილუმინატების მეჯსლისი ძალიან წააგავს UNICEF-ის ბალ-მასკარადს, რომელიც ჩატარდა 2018 წელს. ამ მეჯლისის შთაგონების წყაროც როტშილდები იყვნენ და მასზეც მიწვეულნი იყვნენ შეძლებული ადამიანები. UNICEF-ის მეჯლისიც შეჯერებული იყო ოკულტური რიტუალების გათამაშებებით. ბავშვების მსგავსად, რომლებიც დიდებს ბაძავენ თავიანთ საშინაო თამაშებში, ამ მეჯლისების სტუმრები მონაწილეობას იღებდნენ მოჩვენებით მსხვერპლშეწირვებში, კანიბალიზმში და ოკულტურ რიტუალებში, რომლებისაც იმეორებდნენ ოკულტურ-ელიტარული რიტუალების მიბაძვით.

ჩვენი აზრით, მომდევნო მეჯლისი მიეძღვნება ბავშვებს, ანუ ნამდვილი ადამიანები შეასრულებენ შავი მაგიის მაქსიმალური პოტენციალის რიტუალებს, რომლებიც ტარდება ბავშვების მონაწილეობით.


წყარო: vigilantcitizen.com

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню