უსჯულოების საიდუმლო - დენვერის აეროპორტის საიდუმლო 2 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

დენვერის აეროპორტის საიდუმლო

დენვერის აეროპორტის საიდუმლო

სწორედ ამ ფრესკაზეა გამოსახული პატარა შავთმიანი ინდიელი გოგონა, რომელსაც ხელში ქვის ფირფიტა უჭირავს და მაიას კალენდარს მოგვაგონებს (სხვათა შორის, ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ეს ფირფიტა ძალიან წააგავს რუსეთის რუქას, და ეს ნამდვილად ასეა - რედ.). ასევე ყურადღება უნდა მივაპყროთ იმას, რომ ფრესკის ცენტრალური ფიგურა არის მუქკანიანი ადამიანი ნიმბით თავის გარშემო, რომელიც წმინდანს ან ღვთაებას მოგვაგონებს.



გოგონა მაიას ტომის ფირფიტით ხელში



კიდევ ერთი ფრესკა გამოხატავს საყოველთაო მშვიდობას, დააკვირდით, მასზე გამოსახულნი არიან დედამიწის ხალხები, რომლებიც თავიანთ იარაღს აძლევენ ქერათმიან, გერმანელ ბიჭუნას, რომელსაც აცვია ნაცრისფერი ჟილეტი ჰალსტუხით და იმითაა დაკავებული, რომ მათ მახვილებიდან "ჭედავს სახნისებს".



ქვემოთ ჩვენ ვხედავთ მკვდარ ფიგურას სამხედრო ფორმაში და აირწინაღში. მაგრამ "სახნისებს" იმდენად უცნაური ფორმები გააჩნიათ, რომ გვებადება შეკითხვა: სასოფლო-სამეურნეო იარაღების ნაცვლად, ყოველივე ამისგან ხომ არ იჭედება ახალი იარაღი?



და ეს ეჭვები უსაფუძვლო როდია - ფრესკის მარჯვენა მხარეს იმყოფება ჩვენთვის უკვე ნაცნობი ფრესკა გენოციდზე. და ეს ორი ნახატი შეადგენენ ერთ მთლიანობას: მათ აერთიანებს ცისარტყელა, რომელიც ფრესკის ერთი კუთხიდან მეორეზეა გადაჭიმული. ეს შესანიშნავად ჩანს 4 წუთიან ვიდეო რგოლში, რომელიც ერთ ერთმა მომხმარებელმა განათავსა YOUTUBE-ზე (
http://www.youtube.com/watch?v=fazdil-cEH0&feature=player_embedded).

მომდევნო ფრესკაზე ("გენოციდი") გამოსახულია წინა ფრესკაში მკვდარი ჯარისკაცის უზარმაზარი ფიგურა, რომელსაც სახეზე აფარებული აქვს აირწინაღი, ხელში კი უპყრია უზარმაზარი მახვილი, - როგორც ჩანს ის აღმდგარა მკვდრეთით.



მახვილით ის კლავს მტრედს წინა სურათიდან, რომელიც, როგორც ცნობილია, მშვიდობის სიმბოლოა და მიანიშნებს იმაზე, რომ მშვიდობა აღარ იქნება. ფიგურა ასხივებს (თუ აფრქვევს) რაღაც ტალღებს, რომლებიც მომწამვლელი გაზის სიმბოლოა ან ბიოლოგიური იარაღისა, რომელიც გაანადგურებს ყველას, ვინც კი გზაზე გადაეღობება. შეგახსენებთ, რომ ამ ფრესკის გვერდით იატაკზე გამოსახულია სურათი წარწერებით Au Ag (ავსტრალიური ანტიგენი), რომელიც არის უცნობი მომაკვდინებელი დაავადება (მასობრივი განადგურების ბიოიარაღი). სურათზე ასევე გამოსახულია ჰორიზონტს იქით მიმავალ დედაკაცთა უწყვეტი რიგი, რომლებიც თავიანთ დაღუპულ შვილებს მიასვენებენ და ობოლთა ჯგუფს, რომლებსაც აგურებზე სძინავთ. ეს ფრესკა მილიონობით ადამიანის სიკვდილზე წინასწარმეტყველებს.

აქ აუცილებელია შევნიშნოთ, რომ ეს ორი ფრესკა, შეიძლება წავიკითხოთ მარჯვნიდან მარცხნივაც, როგორც დედამიწის წინასწარ დაგეგმილი სამხედრო დაპყრობის სიმბოლური გამოხატულება, რათა არსებობდეს კარგი მიზეზი დედამიწაზე მშვიდობის დამყარების კარგი მიზეზი არსებობდეს. მაშ, რა გამოიყურება "ცუდად"? - მშვიდობა რომ დამყარდეს, ჯერ ომი უნდა დაიწყოს, - ასე ქადაგებდა ჰიტლერი.

თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.



ილუმინატური სამოთხე პლანეტარულ-ტოტალური გენოციდის შემდეგ


შემდეგი ფრესკა გამოხატავს კატასტროფის შემდგომ ბედნიერ კაცობრიობას, როგორც ჩანს იმ 500 მილიონ ადამიანს, რომელსაც უფლება მიეცემა ცხოვრების. მასზე ჩვენ ასევე ვხედავთ უცნაურ ფიგურას ნიმბით, რომელიც მძინარე ბავშვებითაა გარემოცული. ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ "წმინდანს" გარს აკრავს 12 ადამიანი, რაც საიდუმლო სერობის სახარებისეულ სიუჟეტზე და ებრაელთა მესიაზე მიგვანიშნებს, რომელიც ამ ერის რწმენით იქნება მსოფლიოს მბრძანებელი და საკუთარ თავში გააერთიანებს მთელი სამყაროს მატერიალურ და მაგიურ ძალაუფლებას.

მიუხედავად ამისა, თუ ყოველივე ამას მხედველობაში არ მივიღებთ, და სურათს უბრალოდ დავათვალიერებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მასზე გამოსახულ ადამიანებს ნამდვილად რაღაც სჭირთ. თუ მკითხავთ რას ვგულისხმობ, გიპასუხებთ - ფსიქიკის კონტროლის პროგრამით ზომბირებულ "ბედნიერ" ოჯახს, თუმცა მამაკაცის ფიგურის თავზე არსებული ნიმბი და მის წინაშე ამოზრდილი უცნაური მცენარე, მომავლის უცნობ კულტზე მიგვანიშნებს, რომელსაც აღიარებენ ისინი, ვისაც გლობალური "ხოლოკოსტის" შემდეგ ცოცხლად დატოვებენ.



გილიოტინის ალეგორიული გამოსახულება


მომდევნო ფრესკაზე კარგად ჩანს გილიოტინის დანის პირი, მის ქვეშ ვხედავთ პეპელას, თანაც უბრალოს კი არა, - ე. წ. "მონარქს", რაც ალბათ იმაზე მიგვანიშნებს, რომ საფრანგეთის რევოლუციის დროს გილიოტინა იყო მასობრივი დასჯისა და ტერორის იარაღი. რადგან პირველი ადამიანი, რომელიც გილიოტინით დასაჯეს იყო მონარქი - საფრანგეთის მეფე ლუდოვიკ XVI. საინტერესოა, რომ "მონარქი" ასევე გახლავთ ფსიქიკური კონტროლის საიდუმლო პროგრამის სახელწოდება, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროიდან, ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე ამუშავებენ აშშ-ს სპეცსამსახურები (იხ. შენიშვნა სტატიის ბოლოში).

ამ ფრესკების შექმნისთვის ლეო ტანგუმამ სავარაუდოდ მიიღო 100 000 $. ცხადია, ფრესკების შემქმნელმა გვერდი ვერ აუარა ნაცისტურ იდეოლოგიას, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც განეკუთვნება "მშვიდობასა და ჰარმონიას". უკანასკნელი მონაცემებით ამ ფრესკების ზოგიერთი ნაწილი ამოღებულია ან გადაღებილია.



გორგულია საბარგულ განყოფილებაში


ჩვენ კიდევ დაგვრჩა ეს "მშვენიერი" არსება, რომელიც თავის თანამოძმესთან ერთად დაყენებულია საბარგული განყოფილების "მეთვალყურედ". ამ მონსტრებს უწოდებენ გორგულიებს (ქიმერებს) და მათ გამოსახავენ არწივის ნისკარტითა და ტყავისებური ფრთებით. ერთ ერთი მათგანს პირში უჭირავს რაღაც ნაჭერი.

ერთ ერთი ქიმერის გვერდით მოთავსებულია მემორიალური დაფა წარწერით Notre Denver.

ასეა ეს თუ არა, ჩვენ ვერ დავამტკიცებთ, მხოლოდ იმას კი ვიტყვით, რომ მთელს ამ ბნელ სურათს საბარგულის "დარაჯი" მონსტრები დამატებით პირქუშობას სძენენ.

დენვერის აეროპორტის ყველა სიმბოლო და ფრესკა წარმოადგენს ახალი მსოფლიოს სიმბოლოს, რომელშიც ადამიანთა მცირე რაოდენობა (500 000 ადამიანი), რომლებიც გადაურჩებიან გენოციდს (იხ. შენიშვნა სტატიის ბოლოში), მსოფლიო მთავრობის მკაცრი კონტროლის ქვეშ იცხოვრებენ ბუნებასთან "ჰარმონიაში". ასეთია ახალი მსოფლიო წესრიგის მიზანი, რომლის სიმბოლიკით, როგორც უკვე ვთქვით, დენვერის მთელი აეროპორტია მოფენილი.

შეგვიძლია დაუსრულებლივ ვიმსჯელოთ აეროპორტის სიმბოლიკაზე, ერთადერთი, რაც უეჭველია, არის ის, რომ ეს ნაგებობა მთლიანად გამსჭვალულია გამოცანებითა და მისტიკით, ასევე ფაქტია ის, რომ აეროპორტის ნაგებობის ქვეშ იმყოფება საიდუმლო ობიექტი.

დენვერის აეროპორტის ფრესკებსა და მის სხვა უცნაურობებზე, რისი მიტანაც სურდათ ადამიანებამდე აეროპორტის შემქმნელებს, უამრავი ჭორი დადის. მაგრამ მათი უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი გეგმავს დედამიწის მოსახლეობის 90%-ის გენოციდს. ამის შესახებ ლაპარაკობს ჯესე ვენტურა თავისი გადაცემის "შეთქმულების თეორიის" მესამე ნაწილში, რომელიც გადაიცემა TruTV-ს მეშვეობით და ეძღვნება 2012 წლის პრობლემას. ამ ნაწილში მან განაცხადა, რომ დენვერის აეროპორტი 2012 წლისთვის გახდება მსოფლიო მთავრობის დასავლეთის სექტორის მიწისქვეშა ბუნკერი და სამეთაურო პუნქტი.

"... ისინი ერთ კომპანიაში ქირაობდნენ მუშების ჯგუფს, რომელიმე ერთ მონაკვეთზე სამუშაოდ, შემდეგ აუქმებდნენ მათთან კონტრაქტს და ქირაობდნენ სხვებს სხვა მონაკვეთზე სამუშაოდ, შემდეგ ამათთანაც აუქმებდნენ კონტრაქტს და მესამე კომპანიას უთანხმდებოდნენ სამუშოთა ჩატარებაზე და ა. შ. მუშები მრავალ საინტერესო რამეს ჰყვებიან, რომლის თვითმხილველებიც თავადვე გახდნენ. მაგალითად, ჰყვებიან მიწისქვეშა რვასართულიან ნაგებობაზე. შემდეგ მათ უცებ უთხრეს... "უპს... ჩვენ არც კი ვგეგმავდითო ასე ღრმად ჩასვლას" და გადაჰყავდათ ისინი სხვა მონაკვეთზე, მაგრამ ადგილი, სადაც მათ ამწესებდნენ, დამთავრებულად გამოიყურებოდა.

არის კი საჭირო იმაზე ლაპარაკი, რომ მიწის ქვეშ გათხრილია უამრავი რაოდენობის გვირაბი, ასევე სხვა ძალზედ საინტერესო ობიექტი. მაგალითად, ისეთი ნაგებობები და მოწყობილობებია მიწისქვეშ, რომ მათ შეუძლიათ უფრო მეტი ელექტროენერგიის გენერირება, ვიდრე საჭიროა.

ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებსა და ნაგებობებს ჯერ აშენებდნე, შემდეგ კი მიწაყრილით ფარავდნენ (ერთ ერთი ასაფრენი ბილიკი დაფარულია 6 დიუიმიანი ნიადაგით) და ამის მიზეზად "სპეციფიკაციის შეუთავსებლობას" ასახელებდნენ.

დენვერი არჩეულ იქნა თავისი ცენტრალური ადგილმდებარეობის გამო და კიდევ იმიტომ, რომ ის ასობით მილი მიწისქვეშა გვირაბებით არის დაკავშირებული სავარაუდო მიწისქვეშა გიგანტურ ქალაქთან, რომელიც ელიტისა და სამთავრობო ჩინოვნიკებისთვის არის განკუთვნილი".

აი, საინტერესო აზრი ფორუმიდან, რომელიც 2012 წელსა და დენვერის აეროპორტის პრობლემას ეხება.

"...კოლორადოში ვცხოვრობ და მრავალჯერ ვყოფილვარ DIA-ში. ყოველთვის ვათვალიერებდი "შეთქმულების არტეფაქტს"... ფრესკებს, მასონთა სიმბოლიკით "დამშვენებულ" მემორიალურ დაფას, ურჩხულს ჩემოდნიდან (იგულისხმება ჩემოდნიდან ამომავალი მონსტრი-გარგულია, გიგანტური ელექტროსადგური, კილომეტრობით გვირაბები და უზარმაზარი სავენტილაციო შახტები, რომლებიც მიწიდან ამოდიან აეროპორტის კომპლექსიდან საკმაოდ მოშორებით და სხვა მრავალი.

მე დავინახე მიწისქვეშა გვირაბი, სარკინიგზო სისტემით, რომელიც სიბნელეში იკარგება... უეჭველია, რომ იქ, სადღაც სიღრმეში განლაგებული უნდა იყოს ვაგონშემკეთებელი დოკები ან რაღაც ამის მსგავსი... მაგრამ საკმაოდ უცნაურია ის, რომ ამ გვირაბებიდან ზოგი განათებულია, ზოგი კი სიბნელით არის მოცული ისე, რომ შეუძლებელია მასში რაიმეს გარჩევა, როდესაც ნახევრად განათებულ გვირაბში მიმავალი მატარებლით ჩაუქროლებთ. ამიტომაც, ჩემის აზრით, მრავალი იმისგან, რასაც შეთქმულებაზე ლაპარაკობენ და რაც დენვერის აეროპორტთან არის დაკავშირებული, შესაძლოა სიმართლე იყოს".

ყურადღებას იმსახურებს ალექს კრისტოფერის ინფორმაციაც, რომელიც აცხადებს, რომ მუშაობდა აეროპორტის ქვეშ არსებულ გვირაბებში და აღწერს ნაგებობებს, რომლებიც სრულიად შეესატყვისება საპატიმროებს, გულის ამრევ უცნაურ ელქტრომაგნიტურ ველებს, უზარმაზარ გვირაბებს, რომლებშიც თავისუფლად ეტევიან დიდი სატვირთო ავტომანქანები.

საინტერესოა ასევე ვიცოდეთ, რომ 2005 წელს CIA-მ (აშშ-ს სადაზრვერვო სამმართველომ) საშინაო ოპერაციების თავისი განყოფილების შტაბ-ბინა ლენგლის (ვირჯინია) ოფისიდან დენვერში გადაიტანა, ასე მოიქცა FBI-ც (გამოძიების ფედერალურმა ბიურომ) რომელმაც დენვერში თავისი საერთაშორისო და შინაგანი ანტიტერორისტული ძალები გადატყორცნა. ეს დამატებით ინტრიგას სძენს დენვერის აეროპორტის საიდუმლოს.



ჯორჯიის შტატის მონუმენტი

მონუმენტზე არის წარწერა:

"დაე დედამიწის მოსახლეობა ნურასოდეს გადააჭარბებს 500 000 000 , რათა მარადიულ ჰარმონიაში იყოს ბუნებასთან



შენიშვნები:


1. დედამიწის მოსახლეობის 500 მილიონ ადამიანამდე შემცირების შესახებ ლაპარაკობს ახალი მსოფლიო წესრიგის კიდევ ერთი საიდუმლო არტეფაქტი: ე. წ. "თანამედროვე სტოუნჰენდჯი", ანუ მონუმენტი ჯორჯიის შტატში. ეს არის საიდუმლო კომპლექსი, რომელიც მასონებმა ჯერ კიდევ XX საუკუნის 20-იან წლებში ააშენეს (ჭორების მიხედვით მისი დამკვეთი იყო მულტიმილიარდერი ტედ ტერნერი), ის შეიცავს მოწოდებებს ინგლისურ, რუსულ, ჩინურ, ბერძნულ და არაბულ ენებზე, რომლის შინაარსი იმაშია, რომ ადამიანთა რაოდენობა დედამიწაზე უნდა დავიყვანოთ 500 მილიონ ადამიანამდე. ეს მონუმენტი ეხმიანება დენვერის აეროპორტის არტეფაქტებს, რომელთა თანახმადაც გასაგებია, როგორ არის შესაძლებელი მიღწეულ იქნას ეს "სანუკვარი მიზანი", განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღეს დედამიწის მოსახლეობამ უკვე მიაღწია 8 მილიარდს.

პროექტი MKULTRA, არის აშშ-ს სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო პროგრამის კოდური სახელწოდება, რომლის მიზანია ცნობიერების მანიპულირების საშუალებათა მოძიება და შესწავლა, მაგალითად, აგენტების დასაქირავებლად, ან ინფორმაციის ამოსაღებად დაკითხვის დროს, კერძოდ, ამ დროს იყენებენ სხვადასხვა ფსიქოტრონულ, ქიმიურ საშუალებებს (რომლებსაც შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ ადამიანის ცნობიერებაზე).

MKULTRA ("მკ-ულტრა")-ს ერთ ერთი განშტოებაა "არტიშოკი", რომელიც მიმართულია აგენტთა პიროვნების განადგურების წინააღმდეგ, ზოგიერთი მას კიდევ უწოდებს პროექტ "მონარქს" (ინგლ.Project Monarch). "მკ-ულტრას" ყველაზე სასტიკი და გასაიდუმლოებული ნაწილი დაკავშირებულია ექსპერიმენტებზე, რომლებიც ასახიჩრებენ და კლავენ ადამიანს. ექსპერიმენტებს ბავშვებზეც ატარებდნენ.


Jesse Ventura – Secret Underground 2012 Base at Denver Airport

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню