უსჯულოების საიდუმლო - ასასინთა სექტის მოკლე ისტორია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ასასინთა სექტის მოკლე ისტორია

ასასინთა სექტა

გსმენიათ თუ არა რამე შუასაუკუნეების ისეთ სექტაზე, როგორიც ასასინები იყვნენ? მათზე უამრავი მითი, ლეგენდა და საინტერესო ისტორია არსებობს. ბევრია მონაჭორიცა და საიდუმლოც. რაც ყველაზე საინტერესოა, ასასინების სახელწოდება თარგმანში "ჰაშიშიანებს", ანუ ჰაშიშის მოყვარულებს ნიშნავს. ლეგენდის მიხედვით, როგორც დიდი მოგზაური მარკო პოლო ჰყვება, მკვლელობების დროს ასასინები ჰაშიშს იყენებდნენ, რომელსაც ისინი გადაჰყავდა მკაფიო სამყაროში, ზუსტად იქ, სადაც ისინი უნდა მოხვედრილიყვნენ სიკვდილის შემდეგ. მათი რადიკალური საზოგადოება სასტიკად იდევნებოდა. მათ მიერ შესრულებული ტერაქტები პროვოცირებდნენ ისლამურ სამყაროს საპასუხო სისასტიკისკენ.

დედამიწა მრგვალია, ან სამყარო არც ისე დიდია, როგორც ეს ჩვენ გვეჩვენება. ყველას გაუგია ომარ ხაიამის სახელი. მაგრამ, იცით თუ არა, რომ მისი სიყრმის მეგობარი ჰასან იბნ საბაჰი ასასინთა მთავარი სექტის დამაარსებელია?

ასასინები (ჰაშიშიანები) - მაშინ სიტყვა "მკვლელობის" სინონიმი გახდა. ეს საზოგადოება XI საუკუნეში აღმოცენდა.

თვით სექტის დამფუძნებელი ჰასან იბნ საბაჰი დადანაშაულებულ იქნა ფულის მიტაცებაში, რის გამოც ის იძულებული გახდა გაქცეულიყო ეგვიპტეში, სადაც მან თავი მიუძღვნა ებრაულ კაბალას და მსგავსი მიმართულების ზოგიერთი უძველესი სექტის თავისებურებების შესწავლას. ამის შედეგად, მას თავში მოუვიდა იდეა შეექმნა ასასინთა სექტა საზოგადოება "ცოდნის ხელის" ან როგორც კიდევ მას უწოდებენ "ქაიროს დიდი ლოჟის" მაგალითზე.

როგორ გამოიყურებოდნენ ასასინები? დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი არასოდეს ატარებდნენ შავ ტანისამოსს, განსხვავებით ნინძებისგან.

ზოგიერთი მონაცემით, არსებობს მოწმობები, რომ საომარი მოქმედების დროს ასასინები ტამპლიერებთან ერთად მოქმედებდნენ. მაგალითად, 1129 წელს ისინი ბალდუინ იერუსალიმელის მეთაურობით დამასკოს უტევდნენ.

ორდენის დაშლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა მათი ცნობილი სისასტიკე. ასასინები ჰკლავდნენ არა მარტო მათ უშუალო მტრებს, არამედ მათი საქმიანობის ყველა თვითმხილველს. ბუნებრივია, რომ მათი აგრესია ერთმანეთზეც აისახებოდა. ჰასან იბნ საბაჰი მოჰკლა მისმა საკუთარმა შვილმა. თავის მხრივ ჰასანის შვილს საკუთარი ვაჟის მოკვლაც სურდა, მაგრამ ვაჟიშვილმა დაასწრო მამას. იმის შემდეგ, რაც "მმართველებმა" ერთმანეთი ამოხოცეს, საიდუმლო ორგანიზაციის დაშლა გარდაუვალი გახდა. საბოლოოდ ყველაფერი მონღოლთა შემოსევამ დაასრულა, რადგან 1250 წელს მონღოლებმა დაიპყრეს ასასინებისადმი კუთვნილი ტერიტორიები.

ასასინების რაზმი ძირითადად სპარსელებისგან შედგებოდა. მათი ერთობისთვის დამახასიათებელი იყო მკაცრი დისციპლინა. არ არის გასაკვირი, რომ დღევანდელი ტერორისტული დაჯგუფებებიც იმავე სარწმუნოებას მისდევენ, რასაც თავის დროზე ასასინები იზიარებდნენ.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню