უსჯულოების საიდუმლო - ადამიანის ტოტალური გადაკეთება, ანუ რა იმალება პროგრამა "გლობალური განათლების" მიღმა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ადამიანის ტოტალური გადაკეთება

ანუ

რა იმალება პროგრამა "გლობალური განათლების" მიღმა

გამოტელევიზორებული

ავტორი: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ოლგა ჩეტვერიკოვა.

პროგრამა "გლობალური განათლება" შემუშავდა 1970-იანი წლების მიწურულს. მის შექმნაში უმთავრესი როლი ითამაშა ისეთმა მოღვაწემ, როგორიც იყო რობერტ მიულერი (გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე). აი სწორედ მან და მისმა კოლეგებმა აშშ-დან 70-80-ან წლებში შეიმუშავეს "გლობალური განათლების" პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ღირებულებათა ახალ სისტემაზე გადასვლას, რომლის ცენტრში იქნება ტოლერანტობა. ეს არის ერთგვარი პანთეისტური მსოფლმხედველობა, და თუ უფრო დაუფარავად ვილაპარაკებთ, ეს სისტემა თავისი ფესვებით უკავშირდება ისეთ ოკულტურ მსოფლმხედველობას, როგორიცაა New Age (ნიუ ეიჯ), ანუ "ახალი ერა".

ნიუ ეიჯი - ეს არის ტოტალური სტრუქტურა, ოკულტური ბირთვი, რომლისგან, როგორც ობობას ქსელისგან, მომდინარეობს ყველა დანარჩენი სექტა, რომელიც აქტიურად ვრცელდება დღეს როგორც დასავლეთში, ასევე ჩვენთან. და, სხვათა შორის, ეს სოდომური საქმეები - ამავე ოკულტური მსოფლმხედველობის ჩარჩოებში სრულდება. გლობალური მიზანია არა მარტო ადამიანის გაკონტროლება, არამედ, მაგალითად, გარკვეულ ქვეყნებში შობადობის გაკონტროლებაც. უახლოესი მეთოდები, უპირველეს ყოვლისა, მოიცავენ სექსუალურ აღზრდას. ეს არის განსხვავებული გარყვნილი მოდელების ჩანერგვა მათი მეშვეობით. პროპაგანდა მიმდინარეობს კინოს, მულტფილმების, შოუ-პროგრამების, ე. წ. "გასართობი შოუების" მეშვეობით. განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ სერიალებსაც. ჩართეთ ტელევიზორი და დარწმუნდებით, რომ მიმდინარეობს ადამიანის ცნობიერების ველური გაპრიმიტივება, ხოლო რაც მთავარია - ტოლერანტული დამოკიდებულების უხილავი ჩანერგვა გარყვნილებისადმი. კულტურის დონეზე მოქმედებს - ე. წ. პოპ-კულტურა, და ეს უკვე დიდი ხანია რაც მოქმედებს. თუმცა, განათლება დღემდე ინარჩუნებდა თავის კანონიკურობას. ამიტომაც დღეს მთავარი დარტყმა სწორედ ადამიანის ცხოვრების ამ სფეროს ელოდება.

განათლება ჯერ კიდევ წარმოადგენდა შემკავებელ ფაქტორს ზოგიერთი მიდგომის მიმართ. აქ ძალზედ ბევრია დამოკიდებული პედაგოგებზე, მასწავლებლებზე, ანუ კონკრეტულ პიროვნებებზე. ამიტომაც, მაშინაც კი, როდესაც სკოლებს თავს ახვევენ სახელმძღვანელოს ან პროგრამას - პედაგოგის პიროვნებაზე მაინც ბევრია დამოკიდებული. ეს ფაქტორიც რომ მოხსნილიყო, დღეისთვის უკვე გათვალისწინებულია კადრების გადატესტირება, გადახალისება, გადამზადება. მხოლოდ "ინოვაციური პედაგოგები" შესძლებენ დარჩენას. რადგან აშკარად "არაინოვაციური" ადამიანები გამორიცხულნი იქნებიან, რამეთუ მოიძებნება სხვა უამრავი მეთოდი, რათა ადამიანი უბრალოდ ამოაგდონ ამ სისტემიდან. თუ დარჩენა გსურთ მასში, მაშინ მათ სისტემაზე უნდა გადაეწყოთ.

მიმდინარეობს ადამიანის ტოტალური გადაკეთება. ეს არის ის, რასაც ჩვენ ტრანსჰუმანურ პროექტს ვუწოდებთ, როდესაც ადამიანი განიხილება როგორც ერთგვარი საფეხური - ადამიანის გადასვლა ახალ, პოსტ-ადამიანურ მდგომარეობაში. ამ ტრანსჰუმანური პროექტით დღეს დასაქმებულია NASA, DARPA, ანუ წამყვანი ამერიკული სადაზვერვო ცენტრები. ტრანსჰუმანიზმი - ეს არის არა მარგინალური, არამედ უახლესი სტრატეგიული მიმართულება ადამიანის გადაკეთების კონცეფციაში.

ამ მიმართულების მიზანია თვით ადამიანის გადაკეთება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მოაცილონ ადამიანს პიროვნება, სულიერი არსი. ადამიანი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაექვემდებაროს ტოტალურ კონტროლს, როდესც შენ იმორჩილებ არა მარტო მის ცნობიერებას, არამედ მის ნებასაც. საჭიროა ადამიანის დაქვემდებარება ამ დონეზე - ნების დონეზე, რათა გადაიქცეს ის პოსტ-ადამიანად, არსებად, რომელიც მომარაგებულია ათასგვარი ჩიპებით, ადამიან-კიბორგად, რომლის ცნობიერება ჩაინერგება ერთიან საინფორმაციო ქსელში, მიუერთდება ამ ქსელს, და მის მიერ მართული გახდება.

მაგრამ ეს რომ მოხდეს, აუცილებელია მკვეთრად დეცეს ადამიანის სულიერი განვითარების დონე, გადაიქცეს ის პრიმიტიულ მომხმარებლად, რომელსაც გააჩნია მოთხოვნილებათა მთელი კრებული - და მორჩა. ჩვენი განათლება ყოველთვის მიმართული იყო არა მარტო პროფესიულ ორიენტირებზე, არამედ ადამიანის გახსნაზე, ადამიანში პიროვნების აღზრდაზე, აი როგორ ესმოდათ ჩვენში განათლება და ეს იყო პიროვნების განათლება. აქამდე ეს პრინციპი სკოლებში ინერციით მოდიოდა. სწორედ ასე იყო და ასე არის დღესაც.

მაგრამ განათლების ნგრევა დღეს ძალზედ პროფესიულად მიმდინარეობს. ჯერ დაანგრიეს საზოგადო-საგანმანათლებლო სკოლები, შემდეგ უმაღლესი სკოლები - ჩააშენეს "გლობალური განათლება", შემდეგ მოხსნეს "სახურავი" - ჩვენი მეცნიერებათა აკადემია, და ახლა - როდესაც უკვე ყველაფერი მზადაა, ზედნაშენი გამზადებულია - წავიდნენ უფრო სიღრმისეულ დონეზე, ანუ ანგრევენ სკოლამდელ განათლებას.

ახალი მეთოდების ერთ-ერთი პრინციპია - სწავლების ტრადიციული სისტემების აკრძალვა და გადასვლა ახალ სისტემაზე უცხო ენების შესწავლის დანერგვით, უცხო მეთოდების დანერგვითა და სხვა. შედეგად, უკვე რეალურია ის, რომ ჩვენი შვილები სწავლობენ არა ეროვნულ ენებზე, არა ეროვნულ სიმღერებზე, არა ეროვნულ ლიტერტურაზე, არამედ "ჰარი პოტერებზე" და მსგავს ოკულტურ სისულელეებზე.

კორპორაციებს დღეს სჭირდებათ არა პიროვნებები, არამედ ადამიანი-კომპიუტერები, და მასწავლებლები უბრალოდ უნდა დაეხმარონ მათ მოიპოვონ მათთვის კომპეტენცია. მასწავლებელს ეკრძალება როგორმე აღზარდოს მოსწავლე, მოახდინოს ზეგავლენა პიროვნების ფორმირების პროცესზე ( არ არსებობს იდეალები, არც ავტორიტეტები, არც ერთიანი ჭეშმარიტება, არ შეიძლება უკვე რაიმეზე ყურადღების გამახვილება), მასწავლებელს უნდა შეეძლოს უყუროს ამ ყველაფერს გარედან და მხოლოდ კომპეტენციის მოპოვებაში დაეხმაროს.

ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ ეს ყოველივე უკვე ბავშვობიდან ინერგება. ჩვენში ახლა სკოლამდელი აღზრდაც კი განუწყვეტელი განათლების ერთ-ერთ საფეხურად განიხილება. ეს არის არა აღზრდა, არა სკოლამდელი განათლება, რადგან აღზრდასა და განათლებას შორის არსებობს არსებითი განსხვავება. 2012 წელს ჩვენში შემუშავდა სკოლამდელი განათლების სტანდარტები, რომელთა თანახმად ბავშვი აქტიურ როლს თამაშობს თავისი განათლების შინაარსის არჩევანში. ხოლო სკოლამდელი განათლების ასაკი - ეს არის სამი თვიდან შვიდ წლამდე. ანუ პატარა ბავშვი სამი თვის ასაკიდან თამაშობს აქტიურ როლს თავისი განათლების შინაარსის არჩევაში, და ეს სტანდარტშია გაწერილი!

"განათლება ყველასთვის" - ეს არის პროგრამა, რომელიც მიულერმა ჯერ კიდევ 1970-იანი წლების მიწურულს შეიმუშავა და იუნესკო-ს მეშვეობით ინერგება. სინამდვილეში იუნესკოც იგივე სტრუქტურაა ოკულტური ბირთვით, იქ ბრწყინვალედ იციან, თუ რას აკეთებენ. სხვა საქმეა, რომ საშუალო რგოლის მოხელეთა ძალზედ დიდ ნაწილს არ ესმის მათი მიზნები, და "გლობალურ განათლებაში" ისინი ცუდს ვერაფერს ხედავენ. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი წესრიგშია, რომ ამით საოველთაო სიყვარული, საყოველთაო მეგობრობა ინერგება. სინამდვილეში კი, ეს არის სეგრეგაციის პოლიტიკა. ამ გლობალიზაციის სახით, ამ კომერციალიზაციით კაცობრიობა მკვეთრად ეშვება თვისი განვითარების უდაბლეს დონეზე, მის წინააღმდეგ, სხვადასხვა ხრიკების მეშვეობით, გამოიყენება მოსახლეობის შემცირების მეთოდები. ელიტისთვის იქმნება პირობები, როდესაც ისინი შესძლებენ თავიანთი არაადამიანური პროექტების რეალიზებასა და გაკონტროლებას.

წყარო: www.nakanune.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню