უსჯულოების საიდუმლო - 666-ის სიმბოლოსა და ზოგიერთი დამთხვევის შესახებ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

666-ის სიმბოლოსა და ზოგიერთი "დამთხვევის" შესახებ

ტოტალური კონტროლი

რედაქციისგან: გლობალიზაციის ანალიტიკოსები, რომლებიც მიმდინარე პროცესებს მხოლოდ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კუთხით აფასებენ, ჰგვანან ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ აისბერგის გარეგან მხარეს ხედავენ და წარმოდგენაც არ აქვთ მისი თვალისგან დაფარული ზომების შესახებ.

ამ ანალიტიკოსებისგან განსხვავებით, ს. პ ფილიმონოვი გლობალიზმის რელიგიურ ასპექტებს განიხილავს და გლობალისტი-სატანისტების მთავარ მიზნებზე საუბრობს. ამ წიგნში განხილული თემები უკლებლივ ყველა ადამიანს ეხება, მისი მრწამსისა და იდეოლოგიის მიუხედავად.

წიგნის ავტორი დოკუმენტებსა და ფაქტებზე დაყრდნობით აჩვენებს, თუ რა სწრაფად ახორციელებენ გლობალისტები თავიანთ ჩანაფიქრს, როგორ ცდილობენ შექმნან მსოფლიოს ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკი და დაამყარონ სატანური "ახალი მსოფლიო წესრიგი". ეს წიგნი კაცობრიობისთვის გაფრთხილებაა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითვალისწინოს.

ს. პ ფილიმონოვის წიგნიდან: "წმინდა მართლმადიდებლობა და უსჯულოების საიდუმლო".


განცვიფრებას იწვევს ზოგიერთი სასულიერო პირისა და ღვთისმეტყველ-თეორეტიკოსების განცხადება, რომ "ციფრ "666-ს" არავითარი მისტიური დატვირთვა არ გააჩნია. ჩვენ ხომ არ ვხევთ ბიბლიიდან 666-ე გვერდს?!"

თუმცა მათ სიტყვებს, თვით ცხოვრება უგულვებელყოფს. 2002 წლის 31 აგვისტოს დამდეგ ღამეს სვერდლოვის ოლქის, ქალაქ სისერტში უცნობებმა მართალი სიმეონ ღვთისმიმრქმელისა და წინასწარმეტყველ ანნას სახელობის ტაძარი გადაწვეს. ხანძრამდე ერთი კვირით ადრე, მრევლს ტაძრის კედლებზე გამოსახული სატანური სიმბოლო "666" ხვდებოდა.

საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად ითვლება მოსკოვის მიუსკის სასაფლაოზე 400 საფლავის შებილწვა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2002 წლის 13 სექტემბერს. სატანისტებმა საფლავებიდან ჯვრები ამოთხარეს, ზემოდან ქვემოთ გადაატრიალეს და იგივე "666"-ის სიმბოლოები დაატანეს.

საქვეყნოდაა ცნობილი, რომ სატანისტურ სიმბოლიკას როკ-ჯგუფების მუსიკოსებიც ხშირად იყენებენ. ისინი ტანსაცმელთან ერთად ამოტრიალებულ მართლმადიდებლურ ჯვრებს ატარებენ და მასზე "666"-ის სიმბოლოს გამოსახავენ. ამ ჯგუფების სახელწოდებებიც ბევრ რამეზე მეტყველებს - «КISS» ("სატანის სამსახურში მყოფი მეფეები"), «АС/DС» ("ანტიქრისტე მოდის/სიკვდილი ქრისტეს") და ა.შ. სატანისტური სიმბოლოები ყოველთვის გამოისახება ამ როკ-ჯგუფების ფირფიტებზეც.



ასე, რომ საქმე გაცილებით უფრო სერიოზულადაა, ვიდრე ეს ზოგიერთ ღვთისმეტყველ-თეორეტიკოსს წარმოუდგენია. რუსეთის ვ. პ. სერბსკის სოციალური და სამართლებლივი ფსიქიატრიის სამეცნიერო ცენტრში ექსპერტიზას სატანისტების ჯგუფი გადიოდა. ეს ჯგუფი რიტუალურ მკვლელობებს ახორციელებდა და ეშმაკს ადამიანურ მსხვერპლს სწირავდა. ერთ-ერთი მათგანი, ცენტრის პროფესორს ფ. ვ. კონდრატიევს ეშმაკთან თავის პირველ შეხვედრას აღუწერდა: "ერთხელ, ღამით, ღამის ორ და სამ საათს შორის მოწევის სურვილმა გამაღვიძა. ვგრძნობ, რომ საწოლის წინ ვიღაც დგას... მამაკაცი - მაგრამ თვალები არ ჰქონდა, მათ ადგილზე წითელი შუქი ენთო. მან ციფრული კოდი წარმოთქვა... თავდაპირველად შემეშინდა, შემდეგ კი რიტუალის მეშვეობით ჩემში მოვუხმე..." სატანისტი სიამაყით მიუთითებდა ტატუირებაზე, რომელზეც "666" იყო გამოსახული და განმარტავდა: "ანტიქრისტესაც ასეთი ნიშანი ექნება. "666" - ჯოჯოხეთის კარიბჭის გასაღებია. ანტიქრისტე უკვე იშვა დაცემული დედაკაცისგან..." სატანისტები ტყუილად როდი იწონებენ თავს "666"-ის ნიშნით. ისინი გაცნობიერებულად ემზადებიან ანტიქრისტეს მოსვლისთვის და სატანას ადამიანურ მსხვერპლს სწირავენ. მოსკოვში მოქმედ სატანისტურ ჯგუფებს კავშირი ჰქონდათ გერმანელ, ამერიკელ და სხვა ქვეყნის სატანისტებთან. მათი საერთო სიმბოლო, მხეცის რიცხვი - "666"-ია.

ინტერნეტ ქსელში, სატანურ და ოკულტურ სწავლებებზე შექმნილი ათობით საიტია. საიტებზე ვრცლადაა აღწერილი ადამიანთა მსხვერპლთშეწირვის რიტუალები. აქ კიდევ ბევრი ფაქტის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მკითხველისთვის გასაგებია განსხვავება რიგით ნომერსა და სიმბოლოს შორის, რომელსაც ღრმა მისტიური მნიშვნელობა აქვს.

თავისი განსაზღვრებით სიმბოლო - ესაა კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის, ან ფარული საზოგადოების წევრების პირობითი, ამომცნობი ნიშანი; პირობითი, გრაფიკული ნიშანი, რომელიც კონკრეტული საგნის, ცნების ან იდეის გამოხატვას ემსახურება.

თავის მხრივ იდეა - ესაა გონების მიერ აღქმული სახება, აზრი, რაიმე საგნის მცნება, მსოფლმხედველობის ძირითადი, არსობრივი პრინციპი.

ზემოთაღნიშნული განსაზღვრებებიდან გამომდინარე, გასაგებია, თუ რატომ აქვს სიმბოლოს სულიერი დატვირთვა. სიმბოლოს მეშვეობით, იდეა გამოიხატება. მსოფლმხედველობის ძირითადი პრინციპი იდეა კი - სულს გადმოგვცემს. სიმბოლო მცნებებისგან შემდგარი იდეის გამომხატველია, იდეას კი სული კვებავს. ამგვარად, სიმბოლოს მეშვეობით მყარდება კავშირი იმ სულიერ არსთან, რომელსაც ეს სიმბოლო გამოხატავს. და ბოლოს, ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იღებს, ან იყენებს კონკრეტულ სიმბოლოს, უერთდება ამ სიმბოლოს შესატყვის სულს.

საქმე ისაა, რომ ახლად დანერგილი, კიბერნეტიკული სისტემის მახასიათებელ ნიშნად ისიც ითვლება, რომ აღწერილი ობიექტების ავტომატური იდენტიფიკაციისას, ანუ ადამიანთა შესახებ მონაცემების იდენტიფიკაციისას, გამოიყენება აპოკალიფსური მხეცის ნიშანი "666", რომელიც განუყოფლად არსებობს გლობალური სტანდარტის EAN-13-ის მქონე შტრიხ-კოდებში. გარდა ამისა, კონკრეტული ობიექტების შესახებ, ელექტრონული სახით მონაცემთა გაცვლისას, ასევე მიკროჩიპ-იმპლანტანტიდან ინფორმაციის გაცვლის დროს, ელექტრონული ქსელით გადაცემული ინფორმაციის მიმართ გამოიყენება შეღწევის რეჟიმი "666".

გაეროს წესდების თანახმად, ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სფეროში (UN/EDIFAST), ადამიანთა და საგანთა იდენტიფიკაციის საერთო გლობალურ სტანდარტად, აღიარებულია სტანდარტი EAN, შტრიხული კოდირების სფეროში კი - სტანდარტი EAN-13.

იგი შეესატყვისება EAN-ის სხვა ყველა სტანდარტს და მთელი მსოფლიოს მაშტაბით გამოიყენება. ამ სტანდარტის შტრიხ-კოდული მარკირება თითქმის ყველა სახის საყოფაცხოვრებო თუ სამრეწველო პროდუქტს ეტანება. ეს ფაქტი ბავშვებისთვისაც კი კარგადა არის ცნობილი.

შტრიხ-კოდ EAN-13-ის განსაკუთრებული მახასიათებელია მასში სიმბოლო "666"-ის სახით არსებული ინფორმაცია რომელიც, როგორც ვიცით, მხეცის - ანტიქრისტეს ნიშანია. ეს ინფორმაცია აღნიშნული სტანდარტის მქონე შტრიხ-კოდის განურჩევლად ყველა ეგზემპლარშია მოთავსებული. შედეგად, კომპიუტერულ სისტემაში ავტომატური იდენტიფიკაციისას ადამიანთა ციფრული ანტისახელები ყოველთვის "წარწყმედის ძის" მკრეხელურ სიმბოლოსთანაა დაკავშირებული.



"...იმ სიმბოლოების გამოყენება, რომელთა ერთობლიობაც სწორედ ამ რიცხვს გვაძლევს, არამხოლოდ ტექნიკურად არ არის აუცილებელი, არამედ პირიქით, დეკოდირებისას ზედმეტ სიძნელეებსაც კი წარმოქმნის. ამ სირთულეების გამოსაყენებლად შტრიხ-კოდის სტრუქტურა გაუმართლებლად იქნა გართულებული, რათა აუცილებლად დაეფიქსირებინათ მასში რიცხვ 666-ის არსებობა. სხვა ცნობილი 20 ტიპის შტრიხ-კოდების მიმართ, ანალოგიური მახასიათებლები არ გამოვლენილა".

უკვე დადგენილი მეცნიერულ-ტექნიკური მტკიცებულებები მიგვითითებენ, რომ სიმბოლო "666" მოთავსება მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებად ЕАN-13 სტანდარტის მქონე შტრიხ-კოდებში, გამიზნულად მოხდა. გარდა ამისა, თვით შტრიხ-კოდის "უნივერსალური სასაქონლო კოდის" (URС — Universal Product Code) გამომგონებელმა, რომელიც შემდეგ გლობალური სტანდარტის მქონე ЕАN-13 ტიპის კოდში ტრანსფორმირდა, ბატონმა ლაურერმა, თავის ვებ-საიტზე (http://www.mambers.aol.com-/productups) საკუთარ გამოგონებასთან დაკავშირებულ კითხვებში არც კი უარყო ის, რომ შტრიხ-კოდზე არსებული სამი საკონტროლო ხაზი ნამდვილად შეესაბამება ციფრ 6-ს, მაგრამ ამავდროულად აცხადებს, რომ ეს "უბრალო" დამთხვევაა...

უნდა ავღნიშნოთ, რომ EAN-13-ის სტანდარტის შტრიხ-კოდი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში მოძველდა, მაგრამ ამის მიუხედავად გლობალური მაშტაბის მქონე შტრიხ-კოდად 2004 წლიდან სწორედ ისაა აღიარებული. სავარაუდოდ სწორედ იმიტომ, რომ ანტიქრისტეს სიმბოლიკის, რიცხვ 666-ის მატარებელია.

არანაკლებ ინტერესს იწვევს ასოციაცია "შტრიხული კოდირების სისტემები და ტექნოლოგიების" ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტის, ტექნიკურ მეცნიერებათა პროფესორის გ. ვ. ბელოვის სიტყვები: "შტრიხული კოდირების ქვეშ, იგულისხმება ავტომატიზირებული აღრიცხვის საშუალებებისა და მეთოდების ერთობლიობა, შტრიხ-კოდების საშუალებით ხორციელდება ინფორმაციის შენახვა, გადამუშავება, გადაცემა და იმ ინფორმაციის გამოყენება, რომელიც შტრიხ-კოდების მეშვეობითაა დაკოდირებული... შტრიხ-კოდი - ესაა საიდენტიფიკაციო რიცხვი, რომლის მეშვეობითაც კომპიუტერულ ქსელში კონკრეტული ობიექტის შესახებ ინფორმაციის შეყვანის, შენახვისა და გამოტანის შესაძლებლობა იქმნება...

ადამიანი ასევე შეიძლება განვიხილოთ, შტრიხული კოდირების ობიექტად და მის მიმართ, გამოვიყენოთ ტერმინი "პიროვნების იდენტიფიკაცია". მომავალში ეს შტრიხული კოდირების ტექნოლოგიის განვითარების შესაძლებლობას, სოციალური ცხოველქმედების ყველა სფეროში მოგვცემს. წარმოვიდგინოთ, რომ პიროვნების ინდივიდუალური ნომერი, შტრიხ-კოდის ფორმით, თან სდევს ყველა სახის დოკუმენტს, რომელსაც ადამიანი დაბადებიდან, მათი არქივში შენახვის ვადამდე იყენებს. პიროვნების იდენტიფიკაციის ამგვარმა სისტემამ შესაძლოა არამხოლოდ ძირფესვიანად შეცვალოს სოციალური მომსახურების სფერო, არამედ საშუალებას მოგვცემს გადავწყვიტოთ სოციალური განვითარების უამრავი სოციალურ-დემოგრაფიული, სამართლებრივი, ეკონომიკური ამოცანები ხარისხობრივად ახალ დონეზე. ამ შემთხვევაში შტრიხულ-კოდირებას შეიძლება საფუძვლად დაედოს გენეტიკური, დაქტილოსკოპიური და სხვა სახის მონაცემები, რომლებიც ადამიანის ინდივიდუალურ მახასიათებლებს ასახავენ.

ამრიგად, შტრიხულ-კოდირებაზე დაფუძნებული პიროვნების იდენტიფიკაცია, ძიების ავტომატიზაცია და მრავალფეროვანი ინფორმაციის გამოყენება (მათ შორის კონფიდენციალური ხასიათისაც - ავტ.) ხდება აუცილებელი სოციალური განვითარებისათვის: რაც გულისხმობს კონკრეტული პიროვნების, რეგიონის მაშტაბით ადამიანთა საზოგადოების, ქვეყნისა თუ საერთაშორისო მაშტაბით გათვალისწინებულ სოციალურ ცვლილებებს".

ამრიგად, ჩვენ აქაც ვხედავთ ციფრული ჯოგის "გლობალურ სამოთხეში" შეყვანის თეორიის განვითარებას. ეს იქნება ჯოგი, რომელიც ЕАN-13-ის სტანდარტის შტრიხ-კოდებით იქნება მარკირებული.

წმინდა მოციქულის, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მე-13 თავის მე-18 მუხლის სიტყვები, ოდითგანვე იმპყრობდა მკვლევართა ყურადღებას. 1938 წელს პროტოპრესვიტერმა მიხაილ პოლსკიმ გამოთქვა საკმაოდ საინტერესო ვერსია. მისი სიტყვებით, სიმბოლო "666" აღნიშნავს ოქროს ძალაუფლებას ადამიანის შრომაზე: "ესაა ძალაუფლება, რომელიც გართმევს არამხოლოდ შენს სიმდიდრეს, არამედ მთელ შენს შრომას, შენს ხელებს".

ამის შესახებ ბერი პაისი მთაწმინდელი წერს: "როგორც წმინდა წერილი გვამცნობს, ებრაელებმა, სხვადასხვა ბრძოლაში დაპყრობილ ხალხებს, კონკრეტული გადასახადი, ბეგარა დაუწესეს. წლიური გადასახადი 666 ოქროს ტალანტს უტოლდებოდა: "სოლომონთან ერთ წელიწადში შემომავალი ოქროს რიცხვი ექვსას სამოცდა ექვსი ოქროს ტალანტის ტოლფასი იყო"" (2 პარ. 9: 13; 3 მეფ. 10: 14).

მთელი მსოფლიო რომ დაიპყრონ, მათ ისევ შეჰყავთ ბეგარის რიცხვი, რაც მათ წარსულ დიდებასთანაა დაკავშირებული. ამიტომაც მათ არ სურთ ამ რიცხვის შეცვლა, სხვა ციფრით. ანუ "666" არის მამონას სიმბოლო. იგი ოქროს საზომად აირჩიეს. ის, რის შესახებაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველი საუბრობს - მათ არ იცოდნენ, მაგრამ მამონა, ისევ მამონად რჩებოდა. "არ შეგიძლიათ ერთდროულად უფალსა და მამონას ემსახუროთ" (მთ. 6, 24).

ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ციფრი შემთხვევით როდია აღებული, არამედ ის ებრაელთა ნაციონალურ სარგებელზეა გათვლილი, რომელთაც არ იწამეს ჩვენი უფლის იესო ქრისტესი და ამიტომაც თვლიან რომ ძველი წინასწარმეტყველებანი ჯერ არ აღსრულებულან. ისინი შეცდომაში იქნებიან შეყვანილნი და ანტიქრისტეს მესიად აქცევენ, ვისი მეშვეობითაც მთელი მსოფლიოს დაპყრობას გეგმავენ.

და ამგვარად, ძველი მორჩილების რიცხვის დასაკონკრეტებლად, ისევ იყენებენ ძველ, ნაციონალურ ციფრ 666-ს, რომელიც უძველეს დროში დაპყრობილ ხალხებს ბეგარის სახით დაადეს. მათთვის ეს - წმინდა რიცხვია..."

რუსმა მართლმადიდებლებმა დიდი ხანია მიაქციეს ყურადღება სატანურ სიმბოლიკას, რომელიც რუსეთის ფედერაციის გარდამავალი პერიოდის მოქალაქის პასპორტის კენტ გვერდებზე იყო გამოსახული.



მოქალაქეთა და სახელმწიფო დუმის ფედერალური ყრილობის დეპუტატთა თხოვნას, ქვეყნის შინაგან საქმეთა ჩინოვნიკებმა გაურკვეველი პასუხი გასცეს და აღნიშნული სიმბოლიკა "მხატვართა ხუმრობად" შერაცხეს. უფრო ადრე სინოდის ღვთისმეტყველთა კომისიამ მორწმუნეებს განუმარტა, რომ ЕАN-13-ის გლობალური სტანდარტის შტრიხ-კოდებში "666"-ის სიმბოლოს არსებობა - "ფიზიკოსების ხუმრობაა".

სულ ახლახანს გაირკვა, რომ "ხუმრობენ" არამხოლოდ ფიზიკოსები და მხატვრები, არამედ, ფინანსისტებიც. გაზეთ "Аргумен¬ты и факты"-ის 2004 წლის №43 ნომერში შეკითხვებისა და პასუხების რუბრიკაში დაიბეჭდა სტატია სათაურით "ეშმაკის რიცხვი" ახრჩობს რუბლს", სადაც ახსნილი იყო, თუ რამდენ კაპიკს უხდის სახელმწიფოს რუსეთის მოქალაქე თითოეულ გამომუშავებულ და დახარჯულ მანეთზე. ამრიგად, ჩვენ კვლავ ვხედავთ, კიდევ ერთ, "უბრალო" დამთხვევას. ყოველ დახარჯულ მანეთზე, რუსეთის მოქალაქე იხდის საშემოსავლო ბეგარას - 13%-ს. საერთო თანხა (66,6 კაპიკი) ისევე ჩაგვაფიქრებს, როგორც ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ღირებულების დოლარის ბანკნოტის სისქე 66,6 მილიმეტრს უტოლდება. აქ უნებურად წარმოგვეშობა კითხვა: კი მაგრამ, რომელ სახელმწიფოს ვუხდით ბეგარას? როგორც ჩანს "კეისარი" ჩვენგან არცთუ მოშორებით იმყოფება.

სწორედ სიმბოლო "666"-ეა დამყარებული მსოფლიოს სავაჭრო-საფინანსო სისტემა, რომლის მთავარი მიზანი ნაღდი ფულის ხმარებიდან ამოღება და მისი გაუქმებაა, ასევე ტვირთბრუნვის ყოვლისმომცველი კონტროლი. ეს სისტემა მომავალში გააკონტროლებს ადამიანის გადაადგილებას, შეისწავლის მის გემოვნებას, ჩვევებს, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ აღმსარებლობას, ერთი სიტყვით, ყველა იმ თვისებას, რომელიც თითოეულ ადამიანს განუმეორებელ პიროვნებად აქცევს. ტექნიკურად ეს ყოველივე უკვე ახლაცაა შესაძლებელი. უბრალო ენაზე, ამას შეიძლება ვუწოდოთ გლობალური ტექნოტრონული ფაშიზმი, რომელიც კომპიუტერულ წყობაზე დამყარებული ფულადი სისტემით იქნება აღჭურვილი. სისტემა, სადაც ადამიანი ექსპლუატაციისათვის გამოსადეგარ უსახურ ბიორობოტად იქცევა. ის აბსოლუტურად დაუცველი იქნება სისტემის წინაშე და ვერ ისარგებლებს ვერავითარი უფლებებითა და თავისუფლებებით, პირველ რიგში - სინდისის თავისუფლების უფლებით. თუმცა მას ექნება ცოდვის თავისუფლების უფლება - სისტემის მიერ დადგენილ საზღვრებში...

სისტემის განვითარების ბოლო ეტაპზე გარდაუვლად წამოიშობა თვით ადამიანის ფიზიკური სხეულის იდენტიფიკაციის აუცილებლობაც. ამას წინ გაუსწრებს ელექტრონული პლასტიკური ბარათების "ვერ გამართლების" პროცესი. მამა პაისი ამის შესახებ წერდა: "მომსახურების ბარათის", პირადობის მოწმობის, დოსიეების შემდეგ ტელევიზიით დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ ვითომცდა ვიღაცამ ბანკიდან ფულის გამოტანის მიზნით, სხვისი კარტით ისარგებლა. მეორეს მხრივ დაიწყებენ უფრო "სრულყოფილი სისტემის" რეკლამირებას...

წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გვიცხადებს, რომ ეკონომიკური სისტემა, რომელიც ადამიანებს ბოლო ჟამის დროს დაბეგრავს, "ნახაზზე" იქნება დაყრდნობილი... და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო ტვირთბრუნვა, მსოფლიო ეკონომიკასთან კავშირში, ნახაზ-ნაკაწრის დემონსტრირებას ახდენს. თავდაპირველად დემონსტრირება ყველა სახის პროდუქტსა და მატერიალური ღირებულებების მქონე საგნებზე განხორციელდება, შემდეგ კი ეს ნიშანი ადამიანის შუბლზე, ან ხელზე გამოისახება.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню