უსჯულოების საიდუმლო - 2017 წლის ილუმინატური შარადა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

2017 წლის ილუმინატური შარად

ილუმინატების შარადა

როტშილდების ჟურნალმა The Economist სახელი შეუცვალა დედამიწას და მას ტრამპის პლანეტა უწოდა.

გასულ წელს მხედველობიდან გავუშვით შარადის ახსნა ჟურნალში "ეკონომისტი", რომელზეც, როგორც ფიქრობენ, დაშიფრული იყო როტშილდების გეგმები 2016 წლისთვის. და აი, გავიდა წელიწადი და კვლავ გარეკანი-შარადა 2017 წლისთვის. ჯერ ეთერი არ დაბინძურებულა მრავალი გაშიფრვით. გაგიმხელთ იმას, რასაც ჩვენ დავაკვირდით
(გაითვალისწინეთ, რომ ეს არის მხოლოდ კერძო შეხედულება - რედ.).



ფოტო კლიკაბელურია


მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ

1) კომუნისტები? ნაკლებად სავარაუდოა. ადამიანები მარცხნივ ეს ახალი ბოლშევიკები არ არიან, ხოლო საბჭოთა დროშა წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის ცივილიზაციას, ყოფილ საბჭოთა კავშირს. ბრბო მარჯვნივ - კათოლიკური ჯვრის ქვემოთ. სავარაუდოდ იგულისხმება აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირება, რომელიც კოშკის დარღვევის მიზეზი გახდება. მაგრამ, რა კოშკია ეს? სამი ფრაგმენტი, რომელიც ინგრევა დარტყმით, შესაძლოა აღნიშნავდეს სამ მსოფლიო რელიგიას, რომელთაც ერთი საერთო საფუძველი აქვთ, რაზეც მიანიშნებს კოშკის შიგნით მდებარე გრაგნილი, ალბათ მოსეს ხუთწიგნეული (თორა), ან ძველი აღთქმა. მაშინ უკან მდებარე დაჯგუფება, ესენი ქრისტიანები და უღმერთოები არიან. მაშასადამე - იგეგმება რელიგიათა დამხობა.


2) დონალდ ტრამპი გამოსახულია, როგორც მსოფლიოს მბრძანებელი. ამაზე მიანიშნებს ატრიბუტები აშშ-ს დროშაზე, რომელიც ფარავს რუსეთს და ევროპას. მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა. სიტყვა "Judgment", ეს მარტო მართლმსაჯულებას კი არა, დასჯასაც, სამსჯავროსაც ნიშნავს. მინიშნება ძალზედ წააგავს იმას, რომ ტრამპის არჩევა მსოფლიოს მწარე ცრემლებად დაუჯდება. მაშასადამე - გიხაროდათ ტრამპის არჩევა? მიიღეთ სრულად მსოფლიო დავიდარაბა.

3) ეგვიპტის პირამიდა, წმიდა პეტრეს ტაძარი ვატიკანში, და ... გაუგებარი ნაგებობა აშშ-ს ტერიტორიაზე. ხომ შეეძლოთ გამოესახათ კაპიტოლიუმი... ჩვენის აზრით, ეს არის მინიშნება ადამიანთა მართვის ერთიან სისტემაზე მასმედიისა და გართობის მეშვეობით. თანაც, ხაზგასმულია ეგვიპტელ მოგვთა მემკვიდრეობა. ვერ ვხვდებით პორტრეტისა და მზის ქვეშ მდებარე წიგნის მნიშვნელობას. დავუშვათ, წიგნი ეს ცოდნაა. მაშინ სიმბოლიზმი ნიშნავს: მასების გამოთაყვანებას მათი მართვის მიზნით.

4) "The Hermit" - მეუდაბნოვე, მწირი. დროშებიანი ბრბო, რომლებზეც ხაზგასმულია TTIP, TPP და ევროკავშირი. ეკ - აშშ-ს და აშშ-წყნარი ოკეანის შეთანხმებები განწირულია. ასევე ვვარაუდობთ ევროკავშირის (ეკ) დაშლას და ევროპელების გამოსვლას "ეგვიპტის ტყვეობიდან". ვინ არის ეს განდეგილი, რომელიც ბრბოს გზას უჩვენებს, ჯერაც საკითხავია. უფრო მარტივი ასახსნელია გადმობრუნებული გლობუსი მარჯვენა დაბალ კუთხეში. აღმოჩნდა, რომ ეს არის ჩრდილოეთ ამერიკა, რომლისგანაც ჩამოტეხილია კალიფორნია. ვითომ სან ანდრეასის ნაპრალსა და დიდ მიწისძვრაზე მიანიშნებს? თუ ასეა: ეგვიპტელები - ევროპაში (მიგრაცია), ევროპელები - რუსეთში, კალიფორნიას - ყოფა ეტირება.

5) "სიკვდილი". სრული ნაკრები. აქ არის ბირთვული ომიც, სნეულებებიც, რომლებიც კოღოებს გადააქვთ, მდინარეთა გამეჩხერება და თევზის დაღუპვა, მოუსავლიანობა, შიმშილი, ყველაფერი, რაც კი ახარებს აპოკალიფსისის მხედარს.

6) ჯადოქარი. 3D პრინტერით სახლებს ბეჭდავს. ბუნდოვანია უსასრულობის სიმბოლო ზემოთ. მაგრამ, საერთო ჯამში გასაგებია: მეცნიერულ ტექნიკური რევოლუცია.

7) "ფორტუნას ბორბალი" - ევროკავშირის არჩევნების სიმბოლოა. სურათზე მარინა ლე პენი - საფრანგეთი, ჰერტ ვილდერსი - ჰოლანდია და ანჟელა მერკელი - გერმანია. ბებიას ფეხებში ურტყამს ელვა, მაშასადამე მეოთხე ვადა არ ელოდება. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ევროპის სათავადოებში დიდი ცვლილებები მზადდება.

8) "ვარსკვლავი" (Star) - რატომ მხოლობითში და არა მრავლობითში (Stars)? სავარაუდოდ იმიტომ, რომ ყოველ ვარსკვლავში ჩატანებულია ცნობილ ადამიანთა ახალგაზრდობის დროინდელი ფოტოები. მაგრამ რატომ არის ფოტო გადაღებული მთვარის ზედაპირიდან (ქვემოთ ჩანს მთვარის გრუნტი)? რა კომეტაა ვარსკვლავთა შუაში? ხომ არ არის ეს დაკავშირებული აპოკალიფსისის ვარსკვლავთან, რომელმაც ცის ვარკსვლავთა მეოთხედი მოხვეტა...

ავტორი: ბენჯამინ ფულფორდი

წყარო: http://kadykchanskiy.livejournal.com/619923.html

P. S. სხვათა შორის, მიაქციეთ ყურადღება სურათს განყოფილებასი გლობალური პოლიტიკა - "ნაციონალისტთა ლიგა". მასზე გამოსახულნი არიან მსოფლიოს ლიდერები. და ყველა ლიდერი, მ. შ. პუტინი გამოსახულია პირღია თოჯინებად. მხოლოდ ტრამპს გააჩნია "ადამიანური" პირი. შესაძლოა, ამგვარი სახით, ნაჩვენები იყოს ის, რომ მსოფლიო პოლიტიკას ერთპიროვნულად უხელმძღვანელებს დონალდ ტრამპი, ხოლო სხვა დანარჩენი ლიდერები გამოვლენ ვიღაცის მიერ მართულ თოჯინებად...




შეგახსენებთ, რომ 2016 წელს გარეკანი იყო ასეთი (იხ. სურ. ქვემოთ). და ტრამპის ადგილი იქ არ მოიძებნა. იქნებ ეს გარეკნები სულაც დიზაინერის ფანტაზიის ნაყოფია? მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, როგორ ამოიცნო მან 2015 წელს პატრ. კირილესა და პაპ ფრანცისკის შეხვედრა, რომელიც გამოსახულია 2016 წლის გარეკანზე? შეხვედრა ხომ კონსპირაციის უკიდურესი დაცვით ხორციელდებოდა...



იქნებ კლინტონს, რომელიც ობამას წინ დგას არც უნდა მოეგო არჩევნები, არამედ აშშ-ს არჩევნებში წამყვანი როლი ითამაშა მით, რომ უზრუნველჰყო დონალდ ტრამპის, ანუ მის უკან მდგომი სატანური ხაბადის სრული გამარჯვება? - ღმერთმა უწყის. ვნახოთ რა სიურპრიზებს შემოგვთავაზებს 2017 წელი.

წყარო: 3rm.info

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню