უსჯულოების საიდუმლო - 13 ცნობილი ბრენდის ლოგოტიპებში ჩადებული სატანური სიმბოლო - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

13 ცნობილი ბრენდის ლოგოტიპებში ჩადებული სატანური სიმბოლო

სატანური სიმბოლო

მოდი განვიხილოთ 13 ცნობილი ბრენდის ლოგოტიპებში ჩადებული სატანური სიმბოლო.


13-ე ადგილზეა ყველაზე ცნობილი გერმანული მანქანათმშენებელი კომპანია „აუდის“ ლოგოტიპი, რომლის რგოლებს შორის ჩამალულია ანტიქრისტეს რიცხვი 666.







12-ე ადგილზეა იაპონური ავტომობილის „მაზდას“ ლოგოტიპი. მართალია, ოფიციალურად ის გამოხატავს ფრთებს მზის დისკოს ფონზე, მიუხედავად ამისა, ამ ლოგოტიპს გააჩნია დიდი მსგავსება ბუსთან, რომელიც არის ბავარიელი ილუმინატების საიდუმლო სიმბოლო.






ჩვენი რეიტინგის 11-ე ადგილს იკავებს პრემიუმ-კლასის ავტომობილების იტალიური მწარმოებელი ალფა რომეო, რომელზეც „თავს იწონებს“ ყრმის მჭამელი მწვანე გველი და რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს მთელი ქრისტიანობის გამასხარავების უძველეს სიმბოლოს.






10-ე ადგილზეა ბევრისთვის საყვარელი სწრაფი კვების ქსელის, „მაკდონალდსის“ ემბლემა. ერთის შეხედვით თითქოსდა უცნაური არაფერია. მაგრამ, საკმარისია ეს ემბლემა შემოვაბრუნოთ 90 °-ით, ჩვენს წინ გაჩნდება მკაფიოდ შესამცნევი ციფრი 13, რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება მასონურ სიმბოლოებში და მიიჩნევა სატანის რიცხვად.






მე-9 ადგილზეა ცნობილი ენერგეტიკული სასმელი „მონსტრი“. ერთი შეხედვით ამ პროდუქტის ლოგოტიპი ასახავს სამი ბრჭყალის ნაკვალევს. მაგრამ, ვინც იცის ივრითი არანაირად არ იყიდის ამ სასმელს, რადგან მათ ენაზე (ივრითზე) „ბრჭყალების“ ეს ნაკვალევი წარმოადგენენ რიცხვ 666-ს.






მე-8 ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიგარეტის „მალბოროს“ კოლოფზე გამოსახული სიმბოლო, რომლის შუაში განლაგებულია მასონური პირამიდა თვალით (მოდერნიზირებულია), ხოლო მის ქვეშ მოქცეული ლათინური ასოები lb წარმოადგენენ ორი სვეტის, ანუ „განდობილთა კარიბჭის“ მასონური სიმბოლოს სახეს.






მე-7 ადგილზეა ლუდის მწარმოებელი უმსხვილესი ჰოლანდიური ფირმის „ჰეინეკენის“ სიმბოლო, რომლის 180°-ით შემობრუნების შემთხვევაში უცებ თვალში გვხვდება ავისმომასწავებელი სამი ექვსიანი - 666, მის ქვეშ მოქცეული დემონური პენტაგრამით.






მე-6 ადგილს იკავებს ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაციის ემბლემა. არ არის საჭირო გონების დაძაბვა, ამ ემბლემაზე ერთმანეთზე დალაგებული სამი ექვსიანი რომ შევნიშნოთ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ორგანიზაციამ ააშენა ცნობილი დიდი ადრონული კოლაიდერი, რომლის ერთ-ერთი მიზანია მეცნიერებისთვის დღემდე უცნობი „ბნელი მატერიის“ შესწავლა.






მე-5 ადგილს იკავებს ევროპული მობილური ოპერატორი „ვოდაფონი“. ადვილი შესამჩნევია სამი, ექვსიანს მიმსგავსებული წვეთი. ზუსტად ასეთივე ექვსიანს მიმსგავსებული წვეთი გვხვდება ცნობილი ორგანიზაციის „კუ კლუქს კლანის“ სიმბოლოზე.








მე-4 ადგილი. თუ ავიღებთ ყველასთვის ცნობილი DVD-ის ლოგოტიპს და გადმოვაყირავებთ, ჩვენს თვალწინ კვლავ აღმოჩნდება მასონური პირამიდა მის ზემოთ მოთავსებული „ყოვლისმხედველი თვალით“.






მე-3 ადგილი. ჩვენი რეიტინგის ბრინჯაოს პრიზიორია ცნობილი ბრაუზერი ინტერნეტ ექსპლორერი. და, ამას რაღა სჭირს, იკითხავთ თქვენ და ახლავე განგიმარტავთ: ჯერ ერთი, მრგვალი და ცისფერი ლათინური ასო e, მის ირგვლივ შემოხვეული რგოლით, მოგვაგონებს პლანეტა სატურნს; მეორეც, თუ ამ ლოგოტიპს გადმოვაყირავებთ, მივიღებთ ციფრ ექვსს. არადა მზიდან მეექვსე პლანეტა არის სწორედ სატურნი; და მესამეც, თითქმის ყველა ძველ მითოლოგიაში სატურნი არის სატანის პლანეტა.








მე-2, ვერცხლის ადგილი უნდა მივაკუთვნოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ბრაუზერს გუგლ ქრომს (Google Chrome), რომლის ფერად ნიშანში, მაინც გამოსჭვივის წყეული მხეცის ნიშანი - 666.






და ბოლოს, მივაღწიეთ ჩვენი რეიტინგის 1-ელ ადგილს. მაგრამ, სანამ „გამარჯვებულს“ გამოვაცხადებდეთ, გთხოვთ ყურადღებით დააკვირდეთ ქვემოთ მოცემულ სურათს.




ეს არის მასონური თავყრილობის ფოტო, სადაც შეკრების მონაწილეები დგანან გადმოყირავებული პენტაგრამის ქვემოთ.
ფოტოზე გამოსახულ ყველა მასონს უკეთია მასონობის განუყრელი სიმბოლო წითელი წინსაფარი, რომელიც წარმოადგენს მასონობის ერთ-ერთ ყველაზე უმთავრეს სიმბოლოს.



არაფერს მოგაგონებთ ეს სურათი? - თუ არა, მაშინ იხილეთ ქვემო ფოტო კომენტარების გარეშე.







<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/PQZXey-VDtI" frameborder="0" gesture="media" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню