სხვადასხვა - მილიარდერთა ახალი ხუშტურები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

უსჯულოება > სხვადასხვა

მილიარდერთა მორიგი ხუშტურები

თუ

კაცობრიობის მოტყუების ახალი გეგმა?

მატრიცული რეალობა

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: ზოგიერთი მილიარდერი დარწმუნებულია, რომ ცხოვრობს მატრიცაში და ფარულად აფინანსებს მეცნიერებს, რათა მისგან გათავისუფლდნენ. თუმცა, გარეგანი ფასადის მიღმა შეიძლება იმალებოდეს კაცობრიობის გაბრიყვების მორიგი  ეშმაკობა. ეს ან სულელი მილიარდერების მორიხი ახირებაა ან კიდევ ღმრთის თაყვანისცემისგან კაცობრიობის განშორების მორიგი ფანდი.

_______________________________


პლანეტის ზოგიერთი მდიდარი და გავლენიანი ადამიანი დარწმუნებულია იმაში, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კომპიუტერში მოდელირებულ მატრიცაში, ანუ მატრიცულ სამყაროში და ახლა ცდილობენ რაიმე იღონონ ამის წინააღმდეგ.

ყოველ შემთხვევაში ორი მილიარდერი სილიკონის ველიდან (Silicon Valley) (სან-ფრანცისკო, აშშ) ფულს აბანდებს მეთოდების შემუშავებაში, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ გაარღვიონ კომპიუტერული მოდელი, რომელშიც, როგორც ისინი ფიქრობენ, კაცობრიობა ცხოვრობს.

ფილოსოფოსები უკვე დიდი ხანია თავს იმტვრევენ იმაზე, როგორ შეიტყონ ჩვენი სამყარო სხვა რეალობის მოდელირებული ასლია თუ არა. ბოლო წლებში, კომპიუტერული ტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ეს მისწრაფება მხოლოდ გაძლიერდა.




ფილმ "მატრიცას" (გადატვირთვა) პოსტერი


ყოველივე ამან მაღალტექნოლოგიურ ბიზნესში მილიარდერები მიიყვანა იმ აზრამდე, რომ შანსი რომელთა მიხედვითაც ჩვენ არ ვცხოვრობთ ამგვარ სიმულაციაში "ერთია მილიარდზე". გასულ თვეში ამერიკის ანალიტიკოსთა ბანკმაც კი დაწერა, რომ გამოგონილ სამყაროში ჩვენი არსებობის ვარაუდი მოგვაგონებს მატრიცას, რომლის რეალობა 50%-ს აღწევს.

ახლა, როგორც მინიმუმ ორი მილიარდერი აფინანსებს მეცნიერებს, რათა სცადონ ამ სიმულაციის გარღვევა. ჯერ უცნობია, რა სახის სამუშაოებს მოიცავს და როგორი ფორმით მიდის ეს მუშაობა.

"სილიკონის ველის მრავალი მცხოვრები შეპყრობილია მოდელირებული სამყაროს იდეით, და ამტკიცებენ, რომ თითქოსდა ის, რასაც ჩვენ რეალობად აღვიქვამთ, სინამდვილეში კომპიუტერშია შექმნილი", - წერს ტედ ფრენდი გამოცემიდან The New Yorker. - ორი მილიარდერი მივიდა იქამდეც კი, რომ საიდუმლოდ ქირაობენ მეცნიერებს, რათა თავი გააღწიონ მატრიციდან".

ამ საქმის დეტალები ცნობილი გახდა სემ ალტმანის პროფილიდან The New Yorker-ში, რომელიც მუშაობს Y Combinator-ში, რომელიც კომპანიებს ეხმარება მაღალტექნოლოგიური ბიზნესის განვითარებაში.

ტედ ფრენდმა არ მიუთითა, იყო თუ არა ატლმანი იმ ორ მილიარდერს შორის ან ვინ შეიძლება იყონ ეს ადამიანები. ცნობილი ბიზნესმენები უკვე განიხილავდნენ მოდელირებული სამყაროს იდეას, მათ შორის ელონ მასკი, რომელმაც გასულ წელს თავისი ფული დახარჯა უჩვეულო პროექტების განხორციელებაში.

მასკმა წლის დასაწყისში განაცხადა, რომ მისი აზრით, ვარაუდი იმისა, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ კომპიუტერულ სიმულაციაში "ერთია მილიარდზე". მისი თქმით, ამ დასკვნამდე ის მივიდა ძირითადად იმაზე დაფუძნებით, რომ გამოთვლითი ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდებიან, რომ მომავლის რომელიღაც მომენტში ისინი ნამდვილი ცხოვრებისგან ძნელად გასარჩევი გახდება - და, თუ ეს ასეა, ხოლო არ გვავს არავითარი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამგვარი რამ უკვე არ მოხდა, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ სწორედ ასეთ სამყაროში.

ჩვენ თუ ამ მოდელში არ ვცხოვრობთ, ფიქრობს მასკი, მაშინ კაცობრიობის ცხოვრება, სავარაუდოდ, უახლოვდება დასასრულს, და ამიტომაც, უმჯობესია ამგვარი რეალობის არსებობაზე ვიმედოვნებდეთ. "წინააღმდეგ შემთხვევაში ცივილიზაციის განვითარება რაიმე სტიქიური უბედურების შედეგად შეჩერდება, და დაღუპავს კაცობრიობას", - განაცხადა მან ერთ-ერთ კონფერენციაზე.

როგორც ჩანს ალტმანი იზიარებს ამგვარ შიშებს, რადგან The New Yorker-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ შეშფოთებულია ჩვენს გარშემო არსებული მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით, რომელსაც შეუძლია გააქრონ ცნობიერება სამყაროში. ის მიიჩნევს, რომ ამ მოვლენასთან ყველაზე საუკეთესო ბრძოლის ხერხია "შერწყმა" - როდესაც ჩვენი ტვინი და კომპიუტერი ერთი მთლიანობა ხდება, სადაც შესაძლებლობა გვექნება ჩვენი ცნობერება ავტვირთოთ კომპიუტერულ "ღრუბელში".

"ჩვენ უკვე გვაკონტროლებენ ჩვენი ტელეფონები, - თქვა მან, - შერწყმა უკვე დაიწყო, - და ეს ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია. ნებისმიერი სხვა სცენარი მიგვიყვანს კონფლიქტამდე: ან ჩვენ დავიპყრობთ ხელოვნურ ინტელექტს ან ხელოვნური ინტელექტი დაგვიპყრობს ჩვენ".

"შერწყმის ესოდენ ფანტასტიკურ ვარიანტში ჩვენი ტვინი ჩაიტვირთება ღრუბელში. მე ეს მომეწონებოდა. ჩვენ უნდა ავწიოთ კაცობრიობის დონე, რადგან ჩვენი შთამომავლები ან დაიპყრობენ გალაქტიკებს ან კიდევ სამუდამოდ ჩააქრობენ ნათელს სამყაროში. აი, რა დროში ვცხოვრობთ!"


___________________________________

P. S. "აპოკალიფსისის" რედაქციისგან: ეს არის აშკარად მბოდვიარე აზრი, თითქოსდა კაცობრიობა ცხოვრობდეს ხელოვნურ რეალობაში, მატრიცაში. ეს გახლავთ ღმრთის უარყოფის საკმაოდ კადნიერი გეგმა. სხვათა შორის, ამ იდეას ჰოლივუდი უკვე დიდი ხანია ატრიალებს. ამის დასტურია მხატვრული ფილმი "13-ე სართული" (1999 წ.), "მატრიცა" და კიდევ სხვა მსგავსი სურათები.

ქვემოთ ფოტოები ფილმიდან: "13-ე სართული":








წყარო: Gearmix.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню