ufo - უცხოპლანეტელთა შემოჭრა ახლოვდება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > UFO

NASA ექს-მეთაური: უცხოპლანეტელთა შემოჭრა ახლოვდება

Aliens

ყურადღება!


საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "UFO"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.

06.05.2017

ამერიკის კოსმიური სააგენტოს (NASA) ექს-დირექტორის ჩარლზ ბოლდენის განცხადებას თუ დავუჯერებთ, კაცობრიობა მალე დაამყარებს კონტაქტს არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენლებთან. თანაც დედამიწელებს დიდი ძალისხმევის გაწევა ამისთვის არ დასჭირდებათ, რადგან უცხოპლანეტელები თვითონ განაცხადებენ საკუთარ თავზე. ბოლდენი მიიჩნევს, რომ უახლოეს დროს უცხოპლანეტური რასის წარმომადგენლები დაიპყრობენ დედამიწას.



როგორც მეცნიერი და ექს-ასტრონავტი ამტკიცებს, სამყაროში დაახლოებით 30 000-ზე მეტი უცხოპლანეტური ცივილიზაცია არსებობს და მათი უმეტესობა ადამიანთა მიმართ განწყობილია არაკეთილმოყვრულად.

NASA-ს ექს-დირექტორმა ეს გამაოგნებელი ინფორმაცია გააჟღერა სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ამასწინათ ჰიუსტონში შედგა. როგორც იუწყებიან, ხმამაღალი განცხადების შემდეგ ბოლდენი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შვებულებაში გავიდა. მასმედიის ცნობით, ასტრონავტი თავისი გამოსვლის დამთავრების შემდეგ კონფერენციის დარბაზიდან ხელით გაიყვანეს.

ბოლდენის კოლეგების თქმით, მისი მოქმედება მიუტევებელია, მსგავსი განცხადება მიიჩნევა პანიკური ინფორმაციის გავრცელებად, რომელიც, სხვათ შორის, ოფიციალურად არ დასტურდება. NASA-ს ყოფილი მეთაურის სიტყვები, როგორც ამავე უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, მისი კერძო პოზიციაა ამ საკითხზე და აეროკოსმიური უწყება უცხოპლანეტელთა არსებობის შესახებ უტყუარ ინფორმაციას არ ფლობს.

რა თქმა უნდა შეუძლებელია იმისი შემოწმება, რამდენად შეესაბამება ბოლდენის სიტყვები რეალობას. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ექსპერტს მრავალჯერ გაუკეთებია არაერთგვაროვანი დასკვნა არამიწიერი გონის არსებობის შესახებ. ადრე ბოლდენს უკვე მიუცია ინტერვიუ უცხოპლანეტელებისადმი თავისი დამოკიდებულების შესახებ. ასტრონავტი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ჩვენი "გონისმიერი ძმებიდან", რომელთაც სრულყოფილი ტექნოლოგიები გააჩნიათ, ყველას როდი გააჩნია დედამიწის მკვიდრთადმი კეთილგანწყობა. კოსმოსში აქტიურობით კაცობრიობამ, სავარაუდოდ, უკვე მიიზიდა უცხოპლანეტელთა ყურადღება და 2025 წლისთვის ეს შეხვედრა აუცილებლად შედგება, - დაასკვნა ბოლდენმა.

წყარო: https://kosmos-x.net.ru/news/ehks_glava_nasa_predupredil_o_skorom_vtorzhenii_inoplanetjan/2017-04-27-4628


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню