ufo - თურქი პილოტები საჰაერო სივრცეში ამოუცნობ მფრინავ ობიექტს შეეჯახნენ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > UFO

თურქი პილოტები საჰაერო სივრცეში ამოუცნობ მფრინავ ობიექტს შეეჯახნენ

UFO თურქეთში

ყურადღება!


საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "UFO"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.

07.11.2016.

ამო-სთან შეხვედრაზე განაცხადა თურქეთის გადამდგარმა გენერალმა, რომელიც შვიდ პილოტთან ერთად გარშემორტყმულ იქნა უცნობი მფრინავი ობიექტებით თურქეთის საჰაერო სივრცეში.

ინტერნეტში ამასწინათ გავრცელდა ცნობა, რომ რუმინეთში აღმოაჩინეს რამოდენიმე იდუმალი საგანი, რომლებიც თითქოსდა ადასტურებენ უცხოპლანეტური სიცოცხლის არსებობას. სამწუხაროდ, ხელისუფალთა განკარგულებით დღემდე უცნობია ამ საგანთა არსი და დანიშნულება. როგორც Joinfo.ua იუწყება, ექსპერტების თქმით, ამო-ს ნარჩენები დედამიწაზე დატოვებულია დაახლოებით 250 ათასი წლის წინათ.

მსოფლიოში უკვე მრავალი წელია ადამიანები აფიქსირებენ ცაში ამო-ს გამოჩენას. ქსელში შეიძლება ვიპოვოთ უამრავი ვიდეო-რგოლი, რომელზეცთ თითქოსდა აღბეჭდილია ე. წ. "მფრინავი თეფშები", რომლებიც სინათლის სიჩქარით გადაადგილდებიან.




უცხოპლანეტელებთან შეხვედრაზე განაცხადა თურქეთის გადამდგარმა გენერალმა. ერდოლვან კარაკუკტის თქმით, ის ამო-ს თურქეთის დასავლეთ ნაწილში შეეჯახა 19883 წელს. ამისი დადასტურება შეუძლიათ კიდევ შვიდ პილოტს, რომლებიც გენერლის ახლოს იმყოფებოდნენ.

სამხედრომ აღნიშნა, რომ უცნობი მფრინავი ობიექტი ჰაერში უცნობი ტექნოლოგიის წყალობით ლივლივებდა. ამო-სთან შეხვედრა მოხდა იმ მომენტში, როდესაც პილოტები თურქეთის ქალაქ ადანაში მიფრინავდნენ, სადაც დანიშნული იყო სწავლებები.




ერდოლვან კარაკურტმა აღნიშნა, რომ ესმოდა ერთ-ერთი პილოტის შეტყობინება, რომ ხედავს რაღაც ობიექტებს და არ იცის რა ქნას. მიმართეს საინფორმაციო ბიუროს, მაგრამ თვითმფრინავებზე ან რაიმე დახმარების შეტყობინებაზე არსად რაიმე ცნობა არ შემოსულა. პილოტებმა ივარაუდეს, რომ ეს შეიძლებოდა ლაინერი ყოფილიყო.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ობიექტი სულაც არ ყოფილა სამოქალაქო თვითმფრინავი. ამო-ს გამოეკიდნენ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავები. ამოს თვალთვალი 15 წუთი გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც მფრინავმა ობიექტმა და თურქეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა გაიფრინეს მანძილი აეგენიდან დენიზლამდე.

გენერალი იძულებული გახდა პილოტისთვის ებრძანებინა არ მიახლოვებოდა ამო-ს. იმის შემდეგ, რაც მფრინავი ობიექტები მიუახლოვდნენ ერთ-ერთ თვითმრფინავს, პილოტმა მოისაზრა გამოერთო ყველა შუქნიშანი, და როდესაც ამო მეორე თვითმფრინავს მიეჭრა, იმისი პილოტიც ანალოგიურად მოიქცა.




როდესაც ამოუცნობი მფრინავო ობიექტი მიფრინდა გენერლის თვითმფრინავთან, კარაკუტმა ყვითელი ნათლის სვეტი შეამჩნია. ნათება მხოლოდ იმის შემდეგ გაქრა, რაც სამხედრო თვითმფრინავის პილოტმა საჰაერო შუქნიშნები გამორთო. ამის შემდეგ ამო გაქრა, ამასთან მან, როგორც სამხედროები აღნიშნავენ, "მოულოდნელი მანევრი" გააკეთა.

მეტიც, უცნობი ობიექტები დააფიქსირეს ანკარას თავზეც, ისტანბულზე და კონიაშიც. მომხდარის შესახებ მოხსენება გადაეგზავნა NASA-ს.

ადრე ვიუწყებოდით იმის შესახებ, რომ ამო-ს არსებობას უკვე ვატიკანიც აღიარებს. რა შეიძლება იცოდნენ ამის შესახებ კათოლიკეებმა?

წყარო: joinfo.ua

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню