ufo - სკაილაინი საბერძნეთში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > UFO

ყურადღება!


საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "UFO"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.

სკაილაინი საბერძნეთში

სკაილაინი საბერძნეთში

16.07.2018.


მარკ ელი რავაჯი, როკფელერების ოჯახის პირადი ბიოგრაფი წერდა: ""ჩვეულებრივი", "უბრალო" ადამიანი, ვერც კი მიხვდება, რას ხედავს და მნიშვნელობას არ მიანიჭებს იმას, რასაც ხედავს! ამისი გაგება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია!"

ამ დღეებში საბერძნეთში ადგილი ჰქონდა ძალიან იდუმალ მოვლენას. ლურჯი ამოუცნობი ობიექტი დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა.

ეს საიდუმლო მოვლენა სიატისტას (საბერძნეთი) ცაში მოხდა.

2018 წლის 12 ივლისს, სადღაც საღამოს თერთმეთი საათისთვის, უეცრად ღამის ცაზე რაღაც გამოჩნდა და მთელი ეს რეგიონი ლურჯად გაანათა.




როგორც თვითმხილველები ამბობენ, ეს არაფერს არ ჰგავდა, მსგავსი რამ მათ არსად, არასოდეს უხილავთ. ამგვარი რამ პირველად ცხოვრებაში მხოლოდ ახლა ნახეს. ეს იყო რაღაც ფანტასტიკური და წარმოუდგენელი გაელვებანი, რომელთაც ვერაფერს შეადარებ. გარდა ამისა, ყველა თვითმხილველმა იგრძნო ფსიქიკაზე რაღაც ზეგავლენა. მათ თითქოსდა ვიღაც უკრძალავდა ამის გადაღებას, თუმცა ზოგიერთმა გადაძალა ეს იდუმალი ბრძანება და გასაოცარი მოვლენა ფოტოფირზე მაინც აღბეჭდა.

ამ იდუმალი განკარგულების ერთ-ერთი მოწნააღმდეგე აღმოჩნდა ადგილობრივი კორესპოდენტი
Γεώργιος Γραβας, რომელმაც შეძლო ამ უცნაური მოვლენის აღბეჭდვა და ფოტოების ინტერნეტში განთავსება.

თვითმხილველთაგან ყველა ხაზს უსვამდა, რომ მათ მაინც ვერ გაიგეს, რა იყო ეს. ამგვარი რამ მათ პირველად იხილეს.

"ეს რაღაც უჩვეულო იყო, რაღაც შემოვიდა დედამიწის ატმოსფეროში და რაღაც დატოვა".

ერთ-ერთმა თვითმხილველმა, სამხედრო პილოტმა, ასე აღწერა ეს მოვლენა: "ეს არის ის, რაც ადრე არასოდეს მინახავს!"




საინტერესოა, რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო?

თვითმხილველები სხვა ქალაქებიდან ასევე ადასტურებენ, რომ მათაც ნახეს უჩვეულო და შიშის მომგვრელი მოვლენა. ამის შესახებ წერენ თვითმხილველები Kozani-დან.

მასწავლებელთა ჯგუფი, რომლებიც შეესწრნენ ამ მოვლენას წერენ: "ჩვენ Kozani-ში ცის კაბადონზე რამოდენიმე თანმიმდევრული აფეთქება ვნახეთ, ეს იყო მკაფიო, სადღაც 4-5 ძალიან დიდი, შემდეგ კი 2-3 მომცრო აფეთქება. მათ შემდეგ კი რაღაც გამოჩნდა".

Kozani-ში მცხოვრები სხვა თვითმხილველები თავიანთ კომენტარებში წერენ:

"ეს იყო ერთდროულად შიშის მომგვრელი და ულამაზესი სანახაობა. ამან ფილმი "სკაილაინი" გამახსენა. თვალი ვერ მოვწყვიტე, მინდოდა კიდევ გაგრძელებულიყო. მაგრამ, მართლაც, ეს ამავდროულად ძალზედ შიშის მომგვრელიც გახლდათ".

"არ ვიცი, რა იყო ეს, მაგრამ უნებლიედ მთელი ყურადღება მიიპყრო".





წყარო: infomaxx.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню