ufo - შემზარავი "უცხოპლანეტელი" ეგვიპტურ მონეტებზე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > UFO

შემზარავი "უცხოპლანეტელი" ეგვიპტურ მონეტებზე

UFO ეგვიპტეში

ყურადღება!


საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "UFO"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.

02.02.2017

როგორც The Sun იუწყება, ეგვიპტეში აღმოაჩინეს შემზარავი მონეტები, რომლებზეც გამოსახული არსება ძალიან წააგავს ე. წ. "უცხოპლანეტელს". რას უნდა ნიშნავდეს ეს, კითხულობენ მეცნიერები - ნუთუ "უცხოპლანეტელები" ძველეგვიპტელთა შორის ცხოვრობდნენ?



მონეტა, როგორც ჩანს, გამოსახავს უცხოპლანეტელის თავს, ხოლო მის ზემოთ გამოსახული საგანი მფრინავ თეფშს.

როგორც უფლოგები და კონსპიროლოგები ფიქრობენ, ძველეგვიპტური მონეტების გროვა, შეიძლება იმის მტკიცებულებად გამოდგეს, რომ ოდესღაც უცხოპლანეტელთა რასა ეწვია დედამიწას და კონკრეტულად ეგვიპტეს.

ერთ-ერთი მონეტა, რომელიც ეგვიპტეში ერთ-ერთი სახლის რემონტისას იპოვეს, სავარაუდოდ გამოსახავს დედამიწის ზედაპირიდან ამაღლებულ ხომალდს.




ამ მონეტაზე, შესაძლოა, გამოსახული იყოს უცხოპლანეტელი არსების თავი და მხრები


სხვა მონეტაზე, შესაძლოა გამოსახული იყოს არამიწიერი არსების თავი, უზარმაზარი ცარიელი თვალებით, ქოსა თავით და თხელი, ჩავარდნილი ლოყებით.

ახლა უფოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს მონეტები ზუსტად უთითებენ უცხოპლანეტური სიცოცხლის არსებობას, რომლებიც ჩვენს შორისაც ცხოვრობდნენ.

საიტი earth.net აცხადებს, რომ "ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ერთ-ერთი ეგვიპტური სახლის რეკონსტრუქციაზე მუშაობდნენ ეგვიპტის სამხრეთით, აღმოაჩინეს ძალზედ იშვიათი მონეტები.




შესაძლოა ეს იყოს კოსმიური ხომალდი, რომელიც დედამიწას დაჰყურებს


უფოლოგები მონეტებს "უნიკალურს" უწოდებენ, რადგან არ არსებობს სხვა მსგავსი მონეტა, სადაც ასეთი უცნაური გარეგნობის ადამიანი იქნებოდა გამოსახული.

საიტის თქმით: "სრულიად შესაძლოა, რომ მონეტა აჩვენებდეს უცხოპლანეტელთა ჩამოსვლას დედამიწაზე". მრავალი უფოლოგის აზრით ეს ასეც იყო. ერთ-ერთ მონეტას, რომელიც არ იქნა აუტენტიფიცირებული, გააჩნია წარწერა "OPPORTUNUS Adest", რომელიც მონეტის მეორე მხარეზეა ამოტვიფრული და ნიშნავს "შესაძლოა ისინი უკვე აქ არიან" (ინგლისურად: An opportunity is here. უფრო სიტყვასიტყვითი თარგმანით: "შესაძლებლობა აქ არის").



მონეტაზე ამოტვიფრული გამოსახულება უცხოპლანეტელის კლასიკურ გარეგნობას მოგვაგონებს


უფოლოგების აზრით ეს წარწერები შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ რომელიღაც მომენტში უცხოპლანეტელთა რასას დაგეგმილი აქვს კვლავ დაბრუნება დედამიწაზე. და ეს მომავლის რომელიღაც მომენტში მოხდება.

მიუხედავად ამისა, ეს ყოველივე შესაძლოა დახვეწილი სიცრუეც იყოს, რადგან მონეტის რეალურობა ჯერ არც ერთ ექსპერტს არ დაუდასტურებია.

შეთქმულების თეორიის მომხრეებმა ამასწინათ განაცხადეს, რომ გიგანტური უცხოპლანეტური ქალაქი დაფარულია კალიფორნიის ყურეში.






"უცხოპლანეტელთა" ქალაქები კალიფორნიის ყურეში




კიდევ ერთი მონეტა, რომელზეც, როგორც ჩანს გამოსახულია ცაში დაფიქსირებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტი



მონეტა, რომლებიც ეგვიპტის ერთ-ერთ გარემონტებულ სახლში აღმოაჩინეს.


წარწერა შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ისინი კვლავ დაბრუნდებიან...
შესაძლოა თუ არა დავუშვათ, რომ ათასობით წლის წინათ დედამიწას უცხოპლანეტელები სტუმრობდნენ?



"აპოკალიფსისის რედაქციისგან": ჩვენ ამ ინფორმაციას არ აღვიქვამთ როგორც უეჭველ და უკვე დადგენილ ფაქტად, რადგან, როგორც თვით სტატიაშია ნათქვამი, თავისი სიტყვა ჯერაც არ უთქვამთ ექსპერტებს. მიუხედავად იმისა, რას იტყვიან ისინი, მაინც ვიტოვებთ ეჭვის საბაბს იმისა, რომ ეს შეიძლება ფალსიფიკაცია იყოს იმ დიდი სიცრუის სამტკიცებლად, რომ თითქოსდა სიცოცხლე დედამიწაზე გააჩინა არა ღმერთმა, არამედ უცხოპლანეტელებმა. როგორც ამას ქადაგებს დღეს ილუმინატური ელიტა. ამის დასტურად იხილეთ ფილმ "პრომეთეს" მიმოხილვა ჩვენს საიტზე.

წყარო: thesun.co.uk

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню