ufo - როზუელის ამო დღემდე აღელვებს უფოლოგებს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > UFO

ყურადღება!


საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "UFO"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.

როზუელის ამო უფოლოგებს დღემდე აღელვებს

ამო

როგორც უფოლოგები ამტკიცებენ, ამერიკულ ქალაქ როზუელთან ახლოს 1947 წელს ჩამოვარდა "უცხოპლანეტელთა" "მფრინავი თეფში". ამის შესახებ გაუგია დედამიწის ნებისმიერ მცხოვრებს, რომელიც ასე თუ ისე დაინტერესებულია უფლოგიით, რადგან ამ მოვლენას იმ გრანდიოზული ტრაგედიის შემდეგ ფართოდ აშუქებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საინფორმაციო საშუალებები.



და უცებ... საინტერესო ინფორმაცია ჩამოვარდნილი ამო-ს შესახებ შეწყდა, ხოლო საზოგადოებას მიეწოდა "ყალბი სენსაციის" სამეცნიერო უარყოფა, რომლის თანახმადაც უდაბნოში უბრალოდ დაეცა მოვერცხლისფრო მეტეოზონდი - და არა რაიმე "მფრინავი თეფში".

მაგრამ, ამგვარმა განმარტებამ შეთქმულების თეორიის მომხრეები ვერ დააკმაყოფილა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ სამხედროებმა ჩამოვარდნილი ამო საიდუმლო ბაზაზე გადაიტანეს, რომელსაც დღეს "ზონა 51" ეწოდება, ხოლო ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია საგრძნობლად დაამახინჯეს.

იმ დროიდან ბევრმა წყალმა ჩაიარა. საიდუმლოსადმი ფარდის ახდის მხრივ ყურადღებას იმსახურებს გასული საუკუნის 90-იანი წლების გამოკვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ მეტეოზონდთან დაკავშირებული ინფორმაცია ხრიკი იყოს. მაშინაც კი, როდესაც აშშ-ს ხელმძღვანელობამ აღიარა ეს საინფორმაციო ტყუილი, როზუელის საიდუმლოს გახსნა ადგილიდან ვერ დაიძრა, საზოგადოება კი "დაამშვიდეს" იმით, რომ უბრალოდ არსებობს სუპერთანამედროვე თვითმფრინავების შემუშავების საიდუმლო პროექტი და, რომ ის ავარია სწორედ ერთ-ერთ ასეთ მფრინავ აპარატთან იყო დაკავშირებული, და არა უცხოპლანეტელთა ობიექტთან.

როგორც მაშინ აშშ-ს კონგრესმენი სტივ შიფი, რომლის ინიციატივითაც დაიწყო როზუელის ინციდენტის გამოკვლევა, წერდა, რომ უფლოგებმა მიაღწიეს სამხედროთა იმ აღიარებას, რომ ეს არ იყო მეტეოზონდი, მაგრამ ამ საქმეში მაინც ბევრი რამ გაუგებარია, რამეთუ დოკუმენტების ნაწილი, რომელიც 1947 წლის ინციდენტთან იყო დაკავშირებული, უბრალოდ გქრა, უფრო სწორედ, განადგურდა...

ხოლო უფოლოგ დევიდ რადიაკის აზრით არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ 1947 წელს როზუელის ახლოს, უდაბნოში ჩამოვარდა სწორედ "მფრინავი თეფში", და ეს მტკიცებულება, როგორც ის ამბობს, ზედაპირზე ძევს და მისაწვდომია ყველასათვის. საქმე იმაშია, რომ პრესაში მაშინ დაიბეჭდა ფოტოსურათი (იხ. ფოტო ქვემოთ), რომელზეც გენერალი როჯერ რეიმი, რომელიც აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების ბაზაზე იმყოფებოდა, ამო-ს კატასტროფისთანავე მიდის შემთხვევის ადგილზე და იმი "ვითომ მეტეოზონდს" ათვალიერებს, მაგრამ ხელში უჭირავს საკმაოდ საინტერესო ჩანაწერი.




თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით დევიდ რადიაკმა წაიკითხა ამ საიდუმლო წერილის ტექსტის დაახლოებით 80%, და ამის საფუძველზე ამტკიცებს, რომ მასში ლაპარაკია დისკის ფორმის დამტვრეულ ხომალდზე და ამ კატასტროფის უცნაურ მსხვერპლზე. სახელგანთქმული უფოლოგი წინადადებითაც კი გამოვიდა, რომ მზად არის სცადოს გენერლის ხელში არსებული ამ წერილის სრული გაშიფრვა, და ამას ათი ათასი დოლარის ჯილდოს საფასურად გააკეთებს.


ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню