ufo - რისთვის გვამზადებენ unicef-ი და ვატიკანი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > UFO

ყურადღება!


საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "UFO"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.

რისთვის გვამზადებენ UNICEF-ი და ვატიკანი?

უცხოპლანეტელი
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/np6RfX_7LRc" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

06.09.2017

UNICEF-მა (გაერო-ს ბავშვთა ფონდი) გამოუშვა ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია როგორ ხდება ჩვეულებრივი ბავშვების კლასში უცხოპლანეტელი მოზარდის ინტეგრირება.

თავიდან უცხოპლანეტელს დასცინიან, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ის აჩვენებს არაადამიანურ უნარებს, კაცთა შთამომავლები მას მიიღებენ.

საჭიროა ვიცოდეთ, რომ UNICEF-ს გააჩნია შეთანხმება ვატიკანთან, რომელსაც ეწოდება ინიციატივა "Scholas Occurrentes".

ეს ორგანიზაცია, რომელიც პაპმა ფრანცისკმა დააფუძნა, აფინანსებს UNICEF -ს, რათა მან შეცვალოს ბავშვების აღზრდისა და განათლების სისტემა.

UNICEF-ის ვიდეო რგოლი მოწმობს არა მარტო პირდაპირ კავშირზე UNICEF-სა და ვატიკანს შორის, არამედ გვიდასტურებს იმასაც, რომ ვატიკანი წარმოადგენს გაერო-ს "ინიციატივის" საიდუმლო გეგმის ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს კაცობრიობის მომზადებას უცხოპლანეტელებთან შესახვედრად, რომლის საბოლოო მიზანია: ამ უცხოპლანეტელთა ინტეგრირება ადამიანთა საზოგადოებაში.

ვიდეორგოლის აღწერის ტექსტში, რომელიც UNICEF-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია: "იცნობდე კიდევ ვიღაცას - ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა გაუზიარო სხვებს ფასდაუდებელი გამოცდილება. უთხარით "დიახ, ინტეგრაციას!"

წყარო: https://www.intellihub.com/is-this-creepy-unicef-commercial-a-teaser-for-et-disclosure/





___________________________________

"აპოკალიფსისის" რედაქციის შენიშვნა:
შესაძლოა მოცემული ვიდეო სიმბოლური ფორმით ასახავდეს დასავლურ საზოგადოებაში აზიელ და აფრიკელ იმიგრანტთა ასოცირების პრობლემას, ოღონდ პოლიტკორექტულობის დაცვის მიზნით, ინტეგრირებად ფიგურად გამოყვანილია "უცხოპლანეტელი", რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ვისაც გინდ ვგულისხმობდეთ, დასავლეთის საზოგადოებაში ინტეგრირებადი კულტურის წარმომადგენლები საჭიროებენ ამ საზოგადოების გულისხმიერ დამოკიდებულებას. ამგვარ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, რადგან, მაგალითად, კინოხელოვნებაში ზომბების თემას ხშირად იყენებენ ისლამისტი ტერორისტების  სიმბოლურ გამოხატულებად.

მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2014 წელს გაერო-ში გაიხსნა სპეციალური თანამდებობა სახელწოდებით "კაცობრიობის წარმომადგენელი უცხოპლანეტელთა წინაშე",
რომელზეც მალაიზიელი ასტროფიზიკოსი -ნი მაზლან ოტმანი დაინიშნა, მაშინ დასაშვებია ამ ვიდეო რგოლის გაგება პირდაპირი მნიშვნელობითაც.



მალაიზიელი ასტროფიზიკოსი ქ-ნი მაზლან ოტმანი, გაერო-ს წარმომადგენელი "უცხოპლანეტელთა" წინაშე

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню