ufo - პულსირებადი ობიექტი ნორვეგიის ცაში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > UFO

პულსირებადი ობიექტი ნორვეგიის ცაში

UFO ნორვეგიაში

ყურადღება!


საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "UFO"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.

14.01.2017

ამა წლის იანვრის დასაწყისში ნორვეგიის მცხოვრებმა, ღამის ხედვის ფუნქციის კამერით, ღამის საათებში ცაში უცნაური, პულსირებადი ობიექტი გადაიღო (იხ. ქვემოთ ვიდეო).

მამაკაცი საღამოს შვილთან ერთად
გამოვიდა, რათა ვარსკვლავებიანი ცისთვის გადაეღო. გარკვეულ პერიოდში ნორვეგიელებმა მკაფიოდ მოკაშკაშე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შეამჩნიეს, რომელიც ცაში საკმაოდ სწრაფად გადაადგილდებოდა. გაბარიტები, ცაში ფრენის ტრაექტორია და ამო-ს ქცევა იმაზე მეტყველებენ, რომ ეს არ არის კომეტა ან მეტეორი.

მამა შვილმა გააგრძელეს იდუმალი ობიექტის გადაღება, სანამ ის თვალსაწიერს არ მიეფარა. თვითმხილველებმა თავიანთი ვიდეოჩანაწერი მსოფლიო ინტერნეტ ქსელში განათავსეს, სადაც მან მომენტალურად მიიპყრო უფოლოგთა ყურადღება. მფრინავი თეფშების მრავალმა მკვლევარმა აღიარა, რომ მსგავსი რამ არასოდეს უნახავთ. "ეს აშკარად არ არის თანამგზავრი, არც თვითმფრინავი, არც ვერტმფრენი და არც კოსმიური ნაგავი", - იუწყება ცნობილი უფოლოგი და ვირტუალური არქეოლოგი სკოტ უორინგი.

ნორვეგიელი ჰყვება: "გვიან ღამით შვილთან ერთად სახურავზე ავედი, რათა ღამის ცა კამერაზე გადამეღო. ჩემს კამერას ღამის ხედვის ფუნქცია გააჩნია. გარკვეული დრო ცაში ვიმზირებოდით, შემდეგ უეცრად ჩემმა შვილმა შეამჩნია მრგვალი მკაფიო ობიექტი, რომელიც კადრში მარჯვენა მხრიდან შემოვიდა. ობიექტი პულსირებდა და გასაოცრად ინტენსიურ ნათელს ასხივებდა. ეს ხდებოდა კვლავ და კვლავ, სანამ ცა არ გადაკვეთა. მე უკვე დიდი ხანია დაინტერესებული ვარ ასტრონომიით, და არასოდეს მინახავ თანამგზავრი ასეთი წარმოუდგენლად მძლავრი ნათებით. თავიდან ეს ამო საკმაოდ სწრაფად მოძრაობდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც მთებს მიუახლოვდა მეორე მხრიდან, სიჩქარე შეანელა. ამის შემდეგ ობიექტი თვალსაწიერიდან დავკარგეთ, რადგან მთებთან ცა საკმაოდ ღრუბლიანი იყო".

თვითმხილველმა კიდევ განაცხდა, რომ იმის შემდეგ, რაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ღრუბლებს მიეფარა, მას უკან ექვსი მიწიერი საჰაერო ხომალდი დაედევნა, რომლებიც, თვითმხილველის აზრით, თვითმფრინავ-გამანადგურებლებს წააგავდნენ. ნუთუ ნორვეგიის მთავრობამ დააფიქსირა "მფრინავი თეფში" და მისი შეპყრობა გადაწყვიტა? სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს და სავარაუდოდ ვერც შევიტყობთ, რადგან ასეთ ინფორმაციას სამხედროები და მთავრობები ყოველთვის მალავენ და არ ახმაურებენ.

წყარო: http://vseneobichnoe.livejournal.com/4235354.html

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/lniP01_3O3E" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню