ufo - NASA და აშშ-ს საჰაერო ძალები "მფრინავ თეფშებს" ცდიან - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > UFO

NASA და აშშ-სამხედდრო-საჰაერო ძალები "მფრინავ თეფშებს" ცდიან

Area 51

ყურადღება!


საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "UFO"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.

11.02.2017

NASA და აშშ-ს საჰაერო ძალები ცდიან "მრფინავ თეფშებს". კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს უცნაური დისკოსებრი ობიექტები, რომლებიც ამერიკის კოსმიურ და სამხედრო ბაზებზე იმყოფებიან...







ყურადღებიანმა ენთუზიასტმა, რომელიც იმალება ნიკ "Name Shame" (ნეიმ შეიმი)-ის მიღმა იმალება, Google Earth-ის ერთ-ერთ რესურსზე "მფრინავი თეფში" იპოვა. ის იმყოფება არა სადმე, უდაბურ ადგილას, არამედ NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე ((Jet Propulsion Laboratory - JPL) ლოს ანჟელესის მახლობლად.

"Name Shame" (ნეიმ შეიმი) ირწმუნება, რომ ამავე დისკოსებრ ობიექტს ხედავდა სამი წლის წინათ, მაგრამ სხვა ადგილას. ის დაფრინავდა, ჰაერში ლივლივებდა, მისი ჩრდილი ეცემოდა მინდორზე, რომელიც იქვე, ასაფრენი ბილიკის დამთავრებისთანავე იწყება.

ენთუზიასტი განმარტავს, რომ Google Earth-ი პერიოდულად აახლებს ადგილმდებარეობის ფოტოს, და იყენებს კოსმოსიდან გადაღებულ ახალ ფოტოებს. "მფრინავი თეფში" ახალ ფოტოზეც მოხვდა. საიდანაც შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ მას აქ ცდიან და ხშირად გამოჰყავთ ანგარიდან.







"თეფში" ზონა 51-ის თავზე


Google Earth-ის დახმარებით შესაძლებელი გახდა "თეფშის" დანახვა ლეგენდარულ ზონა 51-ის (Аrea 51) თავზეც. იქ განლაგებულია საიდუმლო სამხედრო პოლიგონი, სადაც უახლეს ამერიკულ საფრენ აპარატებს ცდიან.

მაგრამ უფლოგები ვარაუდობენ, რომ ამ ზონაში დედამიწელები ჯერაც თანამშრომლობენ უცხოპლანეტელებთან (ალბათ კაცის სახის მქონე დემონებთან - რედ.). რადგან, მოარულ ჭორებს თუ დავუჯერებთ, სწორედ აქ - ზონა 51-ის ანგარებში მოათავსეს "მფრინავი თეფშის" ნამსხვრევები, რომელიც 1947 წელს აშშ-ში ჩამოვარდა. ახლომდებარე ქალაქების ალამოსა და რეიჩელის მოსახლეობა ხალისით უჭერს მხარს ანომალიურ ვერსიას. მეტიც, მათ გზატკეცილებზე გამოიტანეს განსაკუთრებული ნიშნები, რომლებიც უცხოპლანეტელთა შესაძლო გამოჩენას იუწყებიან და ეს ყველაფერი ტურისტების მოსაზიდად, რომლებიც აქ რაიმე საინტერესოს სანახავად ჯგუფებად მოდიან. შემდეგ კი ჰყვებიან უცნაურ ნათებებზე ცაში, მფრინავ ობიექტებზე, რომლებიც გამაოგნებელი სიჩქარით დაფრინავენ.




8 წლის წინათ ამ ჭორებს თითქმის მატერიალური მოწმობა დაუმატა ჯოზეფ სკიპერმა (Joseph P. Skipper) - მკვლევარმა, რომელიც ცნობილია მრავალრიცხოვანი ანომალიების აღმოჩენებით მარსისა და მთვარის სურათებზე. მანაც შენიშნა "თეფში" სურათზე, რომელიც გადაღებულია ზონა 51-ის სამხრეთით. ის ან ფრენდა ან ჰაერში ლივლივებდა.

სკიპერმა დაიანგარიშა, რომ ოდნავ წაგრძელებული და დისკოსებრი ობიექტის სიგრძე, რომელიც ზედაპირიდან რამოდენიმე მეტრზე იყო აწეული, დაახლოებით 50 მეტრს უდრიდა. გარეგნულა მეტალისებრი ობიექტი - მზის სინათლეზე ბრწყინავდა. ზემოდან - ის ერთგვარ გუმბათივით გამოიყურება, რომელიც ოდნავი მუქი შეფერილობისაა.






მკვლევარის აზრით, ამო აშკარად ხელთქმილია და ტექნიკურად "დაწინაურებული", რადგან მცირე სიმაღლეზე ფრენისთვის საჭიროა მაღალი დონის მანევრირებადობა. და აქ უმაღლესი ტექნოლოგიების გარეშე ამგვარი მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

სკიპერის აზრით, ფოტოები ადასტურებს ჭორებს იმის შესახებ, რომ ზონა 51-ის რაიონში რაღაც უცნაური ხდება. ის ბოლომდე არ არის დარწმუნებული უცხოპლანეტელების მონაწილეობაში, რადგან ამგვარი აპარატის აგება ადამიანებსაც შეუძლიათ.

სხვათა შორის, ობიექტი, რომელიც სკიპერმა აღმოაჩინა, ფორმით ძალიან წააგავს იმას, რომელიც ახლახან JPL - ის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ორივე ერთნაირად არის წაგრძელებული. არ არის გამორიცხული, რომ ეს ერთი და იგივე "თეფში" იყოს.

წყარო: news.sputnik.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню