ufo - კოსმიური ბაზა მარსზე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > UFO

ყურადღება!


საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "UFO"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.

კოსმიური ბაზა მარსზე ?...

Google Space-ის მიხედვით, მარსზე უცნობი წარმომავლობის კოსმიური ბაზა ფიქსირდება

მარსი

26.06.2017

ადრე თუ გვიან ყველაფერი აშკარავდება.




მრავალი წლის განმავლობაში ჭორაობდნენ იმაზე, რომ აშშ-ს გააჩნია რაღაც ბაზა მარსზე. ადამიანებს ეცინებათ და ამ იდეას "შეთქმულების თეორიის" მორიგ ბოდვად განიხილავენ. მაგრამ უეცრად Google Space აჩვენებს, რომ მთელი ეს თეორია - სიმართლე ყოფილა.

ამგვარად, ჩვენ ვხედავთ სამ მკაფიო გამოსახულებას, რომელზეც ჩანს არაბუნებრივად მოწესრიგებული სტრუქტურები, რომლებსაც გააჩნიათ მზის ბატარეები და სახურავზე განლაგებული დაცვის სისტემები. არ გჯერათ? მაშ თავად იხილეთ.















როდის დავაყენეთ ეს ბაზა (კითხვას სვამენ თვით ამერიკელები - რედ.)? ვინ დააფინანსა ეს პროექტი? რისთვის ვიყენებთ ამ ობიექტს? რა იმყოფება მასში? რას ვეძებდით, როდესაც იქით ასტრონავტები გავამგზავრეთ? როდის დაბრუნდებიან ისინი დედამიწაზე?

ოფიციალურად მიიჩნევა, რომ ტექნოლოგიები, რომელიც საჭიროა მარსზე ბაზის ასაშენებლად აშშ-ს მხოლოდ ათწლეულების შემდეგ ექნება. ახლა კი ვხედავთ, რომ ეს მტკიცებულება არასწორია.

შემდეგ. თუ ჩვენ შევძელით მარსზე ბაზის შექმნა, მაშინ როგორი ტექნოლოგიები უნდა გვქონდეს, რომლის შესახებაც არაფერი იცის დანარჩენმა სამყარომ? და როგორც შედეგი: თუ ჩვენ გვაქვს მარსზე გაფრენის ტექნოლოგია, მაშინ როგორი ტექნოლოგიები უნდა გვქონდეს აქ, დედამიწაზე? მე მხედველობაში მაქვს სამხედრო ტექნოლოგია.

იქნებ ამიტომაც უპირისპირდება აშშ ასე თამამად მთელ მსოფლიოს? სირია, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, რუსეთი. და ამ სიას ბოლო არ უჩანს.

ასეთ შემთხვევაში საფიქრებელია, რომ Google Space-ში გამოჩენილი ინფორმაცი სრულიად წინასწარგამიზნულად არის განთავსებული? ამით აშშ-ს უნდა აჩვენოს, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ტექნოლოგიები, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს სრულიად დავიპყროთ პლანეტა დედამიწის ნებისმიერი ქვეყანა?

მაგრამ რა იქნება, თუ აქ აშშ არაფერ შუაშია? რა იქნება თუ ეს საერთოდ არ არის "ადამიანური" ბაზა? გამოდის, მარსზე სიცოცხლის სხვა ფორმები არსებობენ?

ამ ფაქტიდან შეიძლება მომდინარეობდეს საკმაოდ რთული შედეგები. ამრიგად, თუ "უცხოპლანეტელები" უკვე მარსზე სხედან, ჩვენამდე მოფრენასაც ხომ შეძლებენ? იქნებ ისინი უკვე აქ არიან?




სტატია: Secret Mars Base found in Google Maps
https://www.gearthblog.com/blog/archives/2017/05/secret-mars-base-found-google-maps.html


წყარო: http://halturnershow.com/index.php/news/world-news/663-google-space-accidentally-reveals-human-base-on-mars

იხ. ასევე: https://www.gearthblog.com/blog/archives/2017/05/secret-mars-base-found-google-maps.ht ml

______________

რედაქციისგან: უცხო საიტებზე განთავსებულ ამ ცნობას მრავალი ინტერნეტ-მომხმარებელი საპირველაპრილო ხუმრობად მიიჩნევს, რადგან ინფორმაცია გაჩნდა მარტის ბოლოს. თუმცა ვინ იცის, "ხუმრობაა" ეს თუ შეფარვითი იდეოლოგიური ხრიკი, რათა ადამიანებმა ნელ-ნელა დაიჯერონ ის, რასაც მათ ელიტარული საიდუმლო საზოგადოებები სთავაზობენ?! ჩვენი საქმე ინფორმაციის მიწოდებაა, ხოლო მისი ანალიზი მკითხველისთვის მიგვინდვია. ამიტომაც, მოდი, ყოველივე ეს თვით მკითხველმა გადაამოწმოს და შესაბამისი დასკვნებიც გააკეთოს.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню