ufo - იდუმალი ამო ზონა 51-ის თავზე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > UFO

ყურადღება!


საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "UFO"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.

იდუმალი ამო "ზონა 51"-ის თავზე

(+ ვიდეო)

10.05.2017


უჩვეულო ავიაციურმა აქტიურობამ ყველა კონსპიროლოგისთვის ცნობილი "ზონა 51"-ის თავზე ძლიერ გაზარდა დაინტერესება თემისადმი, და ათობით, თუ ასობით არა, "ამო-ზე მონადირეს" აიძულა ხელში აეღო კამერები და მიშურებოდა სამხედრო ბაზას "ბედნიერი" კადრების გადასაღებად. ზოგიერთებს მართლაც გაუმართლა.



ინტერნეტში განთავსებულ იქნა საინტერესო ვიდეო ამოუცნობ მფრინავ ობიექტზე, რომელმაც ვიდეოს მრავალი მხილველი ააღელვა. ვიდეოს გადამღები პიროვნება ამბობს: "გარკვეული დროის განმავლობაში არავითარი ვიდეო არ განმითავსებია ამო-ს შესახებ, რადგან გადავწყვიტე საკუთარი კვლევა ჩამეტარებინა და რაიმე გამეგო ამ უცნაური მოვლენასთან დაკავშირებით. ორიოდ თანამგზავრთან ერთად "ზონა 51"-ის საზღვრისკენ გავემართე, სადაც შევძელი ამ საინტერესო ვიდეომასალის გადაღება.

ობიექტი, რომელიც დაიჭირა ჩვენმა ვიდეოობიექტივმა, არსაიდან გაჩნდა და ფრენის პროცესში სიჩქარეს სულ უფრო და უფრო უმატებდა, სანამ წარმოუდგენელ სიჩქარეს არ მიაღწია. ამასთან ცაში არავითარი ხმა არ ისმოდა. დამახასიათებელი ხმა, რომელიც მცირე ზომის აფეთქებას წააგავს, და ხმის სიჩქარის ზღუდის გადალახვას ახლავს, ასევე არ დაფიქსირებულა.

გარდა ამისა, უკვე ჩანაწერის ანალიზისას შევამჩნიეთ კიდევ ორი უცნაური ობიექტი, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანდა. და ჩვენ არ ვიცით, ეს რა ობიექტებია. როგორც უკვე ვთქვი, გადაღება პირდაპირ "ზონა 51"-ის საზღვარზე სწარმოებდა, ობიექტები პირდაპირ მის თავზე დაფრინავდნენ. რა შეიძლება ეს იყოს?



წყარო: http://bloknot.ru/nauka/ufologi-obnaruzhili-tainstvenny-j-nlo-nad-sekretnoj-zonoj-v-ssha-535750.html

_____________________________
"აპოკალიფსისის" რედაქციისგან:
ჩვენის აზრით ეს შეიძლება იყოს საიდუმლო იარაღი, რომელსაც დიდი სახელმწიფოები ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროიდან ავითარებენ. ე. წ. "ამოუცნობი მფრინავი ობიექტების" ტექნოლოგიას, როგორც სხვადასხვა ავტორთა მტკიცებულებიდან ჩანს, ჯერ კიდევ გერმანელი ნაცისტები ფლობდნენ. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მესამე რეიხის ეს საიდუმლო მასალები ხელში ჩაიგდეს საბჭოთა კავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ცხადია, ამო-ს განვითარებაც ამ ორი გიგანტი სახელმწიფოს საიდულო ლაბორატორიებში წარიმართა. მაგრამ აქ იბადება მთავარი შეკითხვა: ვის და რისთვის სჭირდება ასეთი ტექნოლოგია? ამაზე პასუხის გაცემა ძალზედ ძნელია. მაგრამ თუ საკითხს რელიგიურ-ესქატოლოგიური კუთხით მივუდგებით, ალბათ ყველაფერი თავს იჩენს ანტიქრისტეს ბატონობის ჟამს, როდესაც, როგორც წმიდა წერილი მოწმობს, მრავალი სასწაული მოხდება ცაში და ანტიქრისტე თუკი შეძლებს შეაცდენს მართალთაც.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/utz5B66fqNA" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню