ufo - ჩილეს სახელმწიფო კომიტეტმა ამო-ს უნიკალური კადრები გაასაჯაროვა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > UFO

ჩილეს სახელმწიფო კომიტეტმა ამო-ს უნიკალური კადრები გაასაჯაროვა

UFO ჩილეში

ყურადღება!


საიტ "აპოკალიფსისზე", განყოფილება "UFO"-ში გამოქვეყნებული მასალები, წარმოადგენს სხვადასხვა ვებ-საიტებისა და უცხოეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმოხილვას. ყველა სტატია და ვიდეო ქვეყნდება გაცნობის, ანალიზისა და განსჯის მიზით. საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შეიძლება ნაწილობრივ ან საერთოდ არ დაემთხვეს პუბლიკაციის ავტორთა შეხედულებას. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მასალებში გადმოცემული ცნობების უტყუარობასა და შინაარსზე და გადმოსცემს მათ ისე, როგორც იყვნენ გამოქვეყნებულნი კონკრეტულ ინტერნეტ და ბეჭდვით წყაროებში.

14.01.2017

ჩილეში ანომალიური მოვლენების შემსწავლელმა სახელმწიფო კომისიამ გაასაჯაროვა საჰაერო სივრცეში გადაღებული ამო-ს გამაოგნებელი კადრები.

როგორც ცნობილია, CEFAA-ს ექსპერტები ფილტრავენ და აანალიზებენ მონაცემებს ამო-ს შესახებ მთელი დედამიწის მასშტაბით. უმეტეს შემთხვევაში სპეციალისტები ცნობენ ობიექტს, მის მიწიერ წარმომავლობას, მაგრამ ამჯერად, ისინი იძულებულნი შეიქნენ ეღიარებინათ, რომ ცაში მართლაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ნახეს. ობიექტი კადრში მოხვდა 2014 წელს, სამხედრო პილოტების მიერ გადაღებულ ვიდეოში.

ტრადიციის მიხედვით, რეალური ამო-ს ვიდეო youtube-ზე დადეს, რათა ყველა დარწმუნებულიყო, რომ ჩანაწერი არ არის მონტაჟი და მასზე არ არის დალაგებული ეფექტები.

ცნობილი მონაცემების მიხედვით, უცნობი წარმომავლობის ობიექტი პილოტებმა სანტიაგოს ახლოს საზღვაო სექტორში შეამჩნიეს. პატაკის ჩაბარების დროს, სამხედრომ ის აღწერა, როგორც წაგრძელებული და ბრტყელი სტრუქტურა, რომელსაც ჰქონდა 2 თბო-ცენტრი. აღინიშნება, რომ უცნაური საგანი რადარებმა ვერ დააფიქსირეს.

ამო ბუკვალურად არსაიდან გაჩნდა და ასევე უცნაურად გაქრა. ჩილელმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კამერაზე დაფიქსირებული საგანი არ არის ფრინველი, კოსმიური ნაგავი, მწერი, თვითმფრინავი, პარაშუტისტი, დელტაპლანერისტი ან ატმოსფერული ანომალია. დასასრულ, სახკომიტეტის წარმომადგენელმა დაასკვნა: ობიექტი არის - "ამოუცნობი".


წყარო:
http://oko-planet.su/phenomen/phenomenday/352605-chiliyskiy-goskomitet-obnarodoval-unikalnye-kadry-nlo.html

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/NkUTGpegZN0" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню