ufo - ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა პრობლემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 5 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > UFO

არქივი 2014-2016 წწ.

უცხოპლანეტელი

ფელიქს იურის ძე ზიგელი (1920 წ. 20 მარტი - 1988 წ. 20 ნოემბერი) - საბჭოთა მათემატიკოსი და ასტრონომი, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის (МАИ) დოცენტი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც კოსმონავტიკის პოპულარიზატორმა და მიჩნეულია რუსული უფოლოგიის დამფუძნებლად (თუმცა, ნახევრად ოფიციალურად, რადგან საბჭოთა პერიოდში უფოლოგია და მასთან დაკავშირებული თემატიკა გასაიდუმლოებული იყო). ზიგელს დაწერილი აქვს 43 სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული წიგნი, ასევე 300-ზე მეტი სტატია ასტრონომიასა და კოსმონავტიკაზე, მან პირველმა დაიწყო სერიოზულად ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლა, სახელი გაითქვა საჯარო ლექციებით მოსკოვის პლანეტარიუმში, რომელიც ეძღვნებოდა არამიწიერ ცივილიზაციებს, ასევე თავისი გამოსვლებით 1967 წლის ნოემბერში ცენტრალური ტელევიზიით. ამ გამოსვლებმა დასაბამი მისცა ამო-ს შესახებ ინფორმაციის მასობრივ შეგროვებას საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით გამოვიდა მისი წიგნი "დასახლებული კოსმოსი".

წინამდებარე პუბლიკაციას ვაქვეყნებთ ამო-ს თემატიკის ირგვლივ არსებული ოფიციალური ინფორმაციის შესწავლის მიზნით.

მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ ჩვენს საიტზე ყველა სტატია და ვიდეო (წმიდა მამათა სწავლებების გარდა) წარმოდგენილია ანალიზისა და განსჯისათვის. საიტის ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შესაძლოა ნაწილობრივ ან სრულიად არ დაემთხვეს პუბლიკაციათა ავტორების შეხედულებას.

შინაარსი:



5. ამო-ს პრობლემა გაერო-ში კვლავ წამოიჭრ


1978 წლის 12 ოქტომბერი, გაერო-ს შტაბ-ბინა. გრენადის პრემიერ-მინისტრი სერ ერიკ მ. ჰეირი ოთხშაბათს გენერალური ასამბლეის ტრიბუნისკენ მიემართება რათა გაერო-ს წინადადება მისცეს ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით შეიქმნას დაწესებულება, რომლის მიზანი ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა შესწავლა გახდება.

როგორც მოსალოდნელია, მისი მიმართვა ორგანიზაციისადმი, რომელიც 150 ქვეყანას ითვლის ძირითადად ამ საკითხს მიეძღვნება, რომელიც უკვე ჩართულია დღის წესრიგში და ნოემბრის ბოლოს ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა სპეციალურ კომიტეტში განიხილება.

ამავდროულად მისმა თანამოაზრემ ამო-ს დარგში გაერო-ს ოფიციალურ პირებს და დელეგატებს გადასცა მასალების სქელი საქაღალდე, რომელთა შორისაც იყო აშშ-ს პრეზიდენტ ჯ. კარტერის მიერ ხელმოწერილი განცხადება ცხრა წლის წინათ ჯორჯიის შტატში ამო-ზე დაკვირვების შესახებ.

ეს თანამოაზრე იყო, უნგრეთის მკვიდრი, ამჟამად ნიუ-იორკში მცხოვრები კოლმენ ფონ კევიცკი, ორგანიზაციის დირექტორი, რომელიც იკვლევს და აანალიზებს ამო-ს ფენომენს. მან კარტერის განცხადება ამოს შესახებ შეგროვილ 87 გვერდიან მასალებში ჩართო, რომლებიც ძირითადად აშშ-ს მთავრობის დოკუმენტებს წარმოადგენენ.

შეტყობინებაში, რომელიც შედგენილია 1973 წ., კარტერი იხსენებს ინციდენტს, რომელიც ოთხი წლის წინათ მოხდა. მან განაცხადა, რომ სიბნელის დადგომიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ, უმთვარეო ღამეს, მან და მისი თანმხლებმა 10-მა პირმა დასავლეთით, ჰორიზონტზე დაახლოებით 30 გრადუსით ზემოთ ნახეს "მთვარესავით კაშკაშა" მანათობელი ობიექტი. ეს ობიექტი, წერდა კარტერი, იცვლიდა ზომებს, სიკაშკაშეს და ფერს, "გვიახლოვდებოდა და გვშორდებოდა, ისევ გვიახლოვდებოდა და უეცრად კვლავ გვშორდებოდა", ბოლოს და ბოლოს, "ის გარკვეულ მანძილზე დაგვშორდა და გაუჩინარდა".

კარტერი ამ ობიექტის წარმომავლობაზე არავითარ შეხედულებას არ გამოთქვამს.

ფონ კევიცკიმ გაერო-ს შესთავაზა მოეწვია საერთაშორისო კონგრესი ამო-სთან დაკავშირებით და განეხილა საკითხი ნამდვილად არიან თუ არა ამოუცნობი მფრინავი ობიექტები "მაღალგანვითარებული კოსმიური ცივილიზაციების ხომალდები, რომელთა არამიწიერი წარმომავლობა დამტკიცებულია"; რამდენად საშიშნი არიან ისინი კაცობრიობისთვის და უსაფრთხოების რა ზომებს ღებულობენ "გალაქტიკურ ძალებთან" "ფატალური კონფრონტაციის" თავიდან ასაცილებლად.

ერთი თვის შემდეგ აშშ-დან მოვიდა ასეთი შეტყობინება:

ამო-ს საკითხთან დაკავშირებით

1978 წლის 28 ნოემბერს, ნიუ-იორკში, გრენადა სპეციალურ პოლიტიკურ კომიტეტში წარადგინა სპეციალური პროექტი რეზოლუციისთვის, რომლის სახელწოდებაა "გაერო-ს ფარგლებში დეპარტამენტის ან სააგენტოს შექმნის შესახებ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებულ კვლევათა შედეგების კოორდინაციისა და გავრცელების განსახორციელებლად":

გენერალური ასამბლეა, რომელსაც ახსოვს თავისი ვალდებულება ხელი შეუწყოს საერთაშორისო პრობლემათა გადაწყვეტას, აღნიშნავს რა გრენადის მიერ გენერალური ასამბლეის XXX, XXXI, XXXII და XXXIII სესიებზე გაკეთებულ განცხადებას ამო-სთან და მის თანმხლებ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც აშფოთებს კაცობრიობას, და ასევე გრენადის მოწოდებას იმის შესახებ, რათა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჩაატაროს და კოორდინაცია გაუწიოს ამ იდუმალ მოვლენათა შესწავლას და უფრო გაავრცელოს ქვეყნებს შორის ინფორმაცია და სხვა შეკრებილი მასალა ამ მოვლენების შესახებ; ასევე შეგნებული აქვს რა მსოფლიო ხალხების ინტერესი ამო-სთან და მის თანმხლებ მოვლენებთან მიმართებაში, ასევე ითვალისწინებს რა ინტერეს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში დაფიქსირებული უცნაური მოვლენბისადმი და აღიარებს რა მისწრაფებას ამ მოვლენათა შესწავლისკენ, რომელსაც იჩენენ ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა, ცალკეული მეცნიერები, მკვლევარები და სასწავლო დაწესებულებები

1. რეკომენდაციას იძლევა, რათა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შესაბამის სპეციალიზირებულ დაწესებულებებთან კონსულტაციის საფუძველზე, ჩაატაროს და კოორდინაცია გაუწიოს ამო-სთან დაკავშირებული იდუმალი მოვლენების კვლევას;

2. სთავაზობს გენერალურ მდივანს სთხოვოს წევრ-სახელმწიფოებს, სპეციალიზირებულ დაწესებულებებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს 1979 წლის 31 მაისამდე წარუდგინონ მას ინფორმაცია და წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებას;

3. სთავაზობს გენერალურ მდივანს რაც შეიძლება მალე დანიშნოს სამი კაცისგან შემდგარი ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დასახული გამოკვლევის ძირითადი მიმართულებების განსასაზღვრავად კოსმიური სივრცის მშვიდობიანი გამოყენების კომიტეტის ეგიდით იმუშავებს;

4. ადგენს, რომ ექსპერტთა ჯგუფი უნდა შეიკრიბოს კოსმიური სივრცის მშვიდობიანი გამოყენების კომიტეტის სესიათა პერიოდში, რათა შეისწავლოს ინფორმაცია და წინადადებები, რომელთაც წევრ-სახელმწიფოები, სპეციალიზირებული დაწესებულებები და არასამთავრობო ორგანიზაციები გენერალურ მდივანს წარუდგენენ.

5. ადგენს, რომ ექსპერტთა ჯგუფმა, კოსმიური სივრცის მშვიდობიანი გამოყენების კომიტეტის მეშვეობით თავისი მოხსენება უნდა წარმოადგინოს გენერალური ასამბლეის XXXIV სესიაზე;

6. გენერალური ასამბლეის XXXIV სესიის დღის წესრიგში წინასწარ იქნეს ჩართული მოხსენება, რომელიც დასათაურებული იქნება ასე: "კოსმიური სივრცის მშვიდობიანი გამოყენების კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფის მოზსეენბა ამო-სა და მასთან დაკავშირებულ მოვლენათა კვლევის ძირითადი მიმართულებებისა და მიზნების განსაზღვრისათვის".

1978 წლის დეკემბერში ეს პროექტი გაერო-ში განხილვას დაექვემდებარა, რომლის შედეგი ცნობილია შემდეგი შეტყობინებიდან:

"ნიუ-იორკი. 12 დეკემბერი. სააგენტო ასოშიეიტედ პრესის კორესპონდენტი ნიუ-იორკის გაერო-ს შტაბ-ბინიდან იტყობინება, რომ:

გაერო-ს გენერალური ასამბლეის სპეციალურმა პოლიტიკურმა კომიტეტმა გვერდი აუარა წინადადებას, რათა გაერო-ს გამოეკვლია შეტყობინებები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან (ამო) დაკავშირებით და ამის ნაცვლად წინადადება მისცა "დაინტერესებულ წევრ-სახელმწიფოებს" თვითონ ეწარმოებინათ ამო-ს კვლევით, ხოლო შედეგების მოეხსენებინათ გაერო-სთვის.

კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, რათა გენერალურმა ასამბლეამ დაინტერესებულ სახელმწიფოებს შესთავაზოს "პრობლემის მეცნიერული შესწავლა ეროვნულ დონეზე და გამოიკვლიოს შეტყობინებები სიცოცხლის არამიწიერი ფორმების შესახებ, მათ შორის ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე".

ამ სახელმწიფოებს წინადადება მიეცა თავიანთი კვლევების შედეგები მოახსენონ გენერალურ მდივანს კურტ ვალდჰაიმს, რომელიც, თავის მხრივ, ამ მასალებს გადასცემს კოსმიური სივრცის მშვიდობიანი გამოყენების გაერო-ს კომიტეტს, რათა მან ეს შედეგები განიხილოს მომავალ წელს.

ეს გადაწყვტილება გახდა კომპრომუისული შეცვლა რეზოლუციის იმ პროექტისა, რომელიც გრენადამ შეიტანა და რომელიც იძლეოდა რეკომენდაციას გაერო-ს დაეწყო ამო-ს წარმომავლობისა და ბუნების შესწავლა და მისი კვლევის კოორდინირება. გრენადას წინადადებით, ვალდჰაიმს კოსმიური სივრცის მშვიდობიანი გამოყენების კომიტეტში უნდა შეექმნა სამკაციანი ჯგუფი, რომელიც დასაქმდებოდა ამო-ს საკითხებით.

კომპრომისულმა გადაწყვეტილებამ გაითვალისწინა, რომ კოსმოსის მშვიდობიანი გამოყენების კომიტეტმა ნება უნდა მისცეს გრენადას გამოთქვას თავისი აზრი მომდევნო სხდომაზე.

გრენადის ელჩმა ჯორჯ გრიფიტმა განაცხადა, რომ მისი დელეგაცია თანახმაა ამ კომპრომისული გადაწყვეტილებისა, თუმცა ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ "არამიწიერი მოვლენების შესწავლა, მათ შორის ამო-სი - მთლიანობაში მსოფლიო საზოგადოების მოვალეობაა".

ერთი კვირის შემდეგ, კერძოდ, 1978 წლის 19 ოქტომბერს. ასოშიეიტედ პრესის სააგენტომ გაერო-ს შტაბ-ბინიდან გაავრცელა ცნობა, რომელშიც, სხვათა შორის, ეწერა:

"ასამბლეა მოქმედებდა თავისი პოლიტიკური კომიტეტის რეკომენდაციებით, რომელმაც გრენადის ძლიერი პროექტის რეზოლუცია უფრო გამარტივებული ღონისძიებით შეცვალა... ჰეირის, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამო თავად ორჯერ უნახავს, მხარი მხოლოდ რამოდენიმე ორატორმა დაუჭირა, რომლებიც ამო-ზე დაკვირვებებს ადასტურებდნენ და მათ ქვეყნებში ამ საკითხის კვლევაზეც იუწყებოდნენ".

როგორ უნდა შეფასდეს ეს შედეგი? რა არის ეს - გამარჯვება თუ დამარცხება?

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 1997 წლის დეკემბერში გენერალური ასამბლეის XXXII სესიაზე გრენადამ მოხსნა რეზოლუციის თავისი პროექტი გაერო-ში ამო-სთან დაკავშირებული სპეციალური სააგენტოს შექმნის შესახებ. ამ გადაწყვეტილების შესახებ იმდროინდელი პრესა წერდა:

"გაერო-ს შტაბ-ბინა. 1997 წლის 1 დეკემბერი (რეიტერი). გრენადამ მოხსნა რეზოლუციის თავისი პროექტი გაეროში ამო-სა და მასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით.

ამის სანაცვლოდ გრენადა ავრცელებს რეზოლუციის პროექტს, რომელიც მოუწოდებს გენერალურ მდივანს კურტ ვალდჰაიმს ჩაატაროს ვრცელი გამოძიება ამო-სთან დაკავშირებით, ასევე გაითვალისწინოს ყველა სიკეთე, პრობლემა და საშიშროება, რაც შეიძლება დედამიწას არამიწიერ არსებებთან კონტაქტმა მოუტანოს.

გრენადის წარმომადგენელმა ველინგტონ ფრაიდიმ გუშინ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა სპეციალურ კომიტეტს განუცხადა, რომ მნიშვნელოვანია თუნდაც ის ფაქტი, რომ ამო-ს კვლევასთან დაკავშირებული პრობლემატიკა წარმოწეულ იქნა გაეროში მისი განხილვისა და მომდევნო ზომების მისაღებად.

მსოფლიოს ყველა ხალხებისა და მთელი კაცობრიობისთვის - ეს ნამდვილად გიგანტური ნაბიჯია", - თქვა მან. მან დელეგატებს მოუწოდა, როგორც დედამიწელებმა მოამზადონ საკუთარი თავი "შესაძლო უცხოპლანეტური კონტაქტებისა და კავშირებისთვის, რაც არის კიდევაც გრენადის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის მთავარი საგანი".

1978 წლის კომპრომისული გადაწყვეტილება მსოფლიო საზოგადოების კიდევ ერთი ნაბიჯია გრენადის მიერ წამოყენებული უჩვეულო, ზოგიერთისთვის ინტელექტუალური დისკომფორტის გამომწვევი საკითხის შესასწავლად. ამ პროექტების განხორციელებისთვის უნდა მოიხსნას მთავარი წინაღობა - ძლიერი ფსიქოლოგიური ბარიერი.

ოდესღაც მეც გამიჭირდა მისი გადალახვა. იყო დრო, როდესაც ამო-ს პრობლემა უაზრობად მეჩვენებოდა, და მეგონა, რომ მას მხარს მხოლოდ შარლატანები უჭერდნენ. მაგრამ გავიდნენ წლები, ვიდრე ფაქტების ზეწოლის გამო, რაც უცხოპლანეტურ ზონდებს გულისხმობს დედამიწის ატმოსფეროში, ჩემში მოიხსნა ფსიქოლოგიური შოკის შეგრძნება. და სრულიად ახლახან, სულ ოთხი წლის წინათ, მე შევწყვიტე ჰუმანოიდების შესახებ შეტყობინებების უარყოფა, და ჩავთვალე, რომ ეს არის ამო-ს ფენომენის განუყრელი ნაწილი. ამიტომაც ბრწყინვალედ მესმის გენერალური ასამბლეისა და გაერო-ს მუშაკთა პოზიცია, რომელთა მყარად "დამიწებულ" ურთულეს სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებში, უეცრად იჭრება "ფანტასტიკური" პუნქტი კაცობრიობის კონფრონტაციისა "განსაკუთრებული დანიშნულების გალაქტიკურ რაზმთან" დაკავშირებით.

მათთვის, ვინც პირველად ეცნობა ამო-ს პრობლემას იკუფონ-ის მემორანდუმის მიხედვით, მისი შინაარსი გამოიწვევს ბუნებრივ შინაგან პროტესტს და უკიდურეს უნდობლობას. მაგრამ არის კი ასე სინამდვილეში? ხომ არ არის ეს მისტიფიკაციისა და ფანტასტიკური გამონაგონის ნარევი? ძალზედ ძნელია დაეთანხმო მემორანდუმის ავტორებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კაცობრიობას უკვე დიდი ხანია დამყარებული აქვს პირდაპირი კონტაქტი - ერთ და შესაძლოა რამოდენიმე მაღალგანვითარებულ ცივილიზაციასთან!

არადა ამო-ს შესახება არსებული საიმედო ფაქტები სრულიად რეალურს ხდიან ამგვარ შესაძლებლობას. მემორანდუმის ავტორები კონკრეტული მაგალითების მინიმუმით შემოიფარგლნენ. უფოლოგიურ ლიტერატურაში მათი რაოდენობა ათასობითაა. მეტიც, მემორანდუმის თითქმის ყოველი პუნქტი შეიძლება დადასტურებულ იქნეს ამო-ს საბჭოური დაკვირვებებით. პროფ. ჯ. ა. ჰაინეკის ბუნდოვან მსჯელობებს თუ უკუვაგდებთ პარალელური სამყაროების შესახებ, რომლებიც თითქოსდა არიან კიდევაც ამო-ს წარმომავლობის წყარო, ძნელია მივუთითოთ მისაღები ალტერნატივა იმ ჰიპოთეზას, რომელსაც ასაბუთებს მემორანდუმი.

სრულიად ცხადია, რომ წარმოდგენა ამო-ს შესახებ, როგორც პლაზმოიდური ტიპის სფერული ელვის (დღეისთვის ყველაზე პოპულარული თეორია!) ვერ ხსნის თითქმის ვერც ერთ ფაქტს, რომლის შესახებაც მსჯელობს მემორანდუმი. და ჩვენ კვლავ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მემორანდუმის ყველა პუნქტის აღიარება მსოფლიო საზოგადოებას სწორედ ფსიქოლოგიური ბარიერის გამო უჭირს.

ჩვენ, დედამიწელები, შევეჩვიეთ ჩვენს მიერ გამოგონილ თეორიას კოსმოსისგან დედამიწის იზოლაციის შესახებ. უკიდურეს შემთხვევაში მრავალი ჩვენგანი უარს არ იტყვის თავისუფალ დროს იმსჯელოს არამიწიერ ცივილიზაციებზე, რომლებიც ჩვენგან ასობით სინათლის წლით არიან დაშორებულნი. და თუ ოდესღაც ეს ცივილიზაციები დედამიწას ესტუმრებიან, მაშინ ორი ცივილიზაციის კონტაქტი ისე მოხდება, როგორც ამას აღწერს მრავალი ფანტასტი - ეს იქნება უცხოეთის დელეგაციათა შეხვედრის მსგავსი.

არადა სინამდვილეში ყველაფერი შესაძლოა უფრო რთულად იყოს. საერთოდ არ არის სავალდებულო ორი ცივილიზაციის კონტაქტი იყოს ღია და პირდაპირი.

გასაოცარი რუსი გენიოსი კონსტანტინ ედუარდის ძე ციოლკოვსკი დღეს სამართლიანად მიიჩნევა ასტროსოციოლოგიის ფუძემდებლად, რომელიც კოსმიური ცივილიზაციებისა და ბუნებასთან და ერთმანეთთან კავშირის საზოგადო თეორიას გულისხმობს. მის მთელ რიგ ნაშრომებში ჩვენ ვხვდებით წინასწარმეტყველურ გამონათქვამებს გონიერ საზოგადოებათა დაფარულ კონტაქტებზე. ასე, მაგალითად, ბროშურაში, "სამყაროს ნება. უცნობ გონიერი ძალები" (კალუგა, 1928 წ.) ციოლკოვსკი წერდა:

"შესაძლოა დედამიწის ცხოვრებაში სხვა არსებათა ჩარევა ჯერ არ არის მომზადებული ადამიანთა განვითარებით. შესაძლოა ახლა მან დააზიანოს კაცობრიობა. ადამიანთა უმეტესობა სრულიად უმეცარია და სამყაროს თითქმის ისე უყურებს, როგორც პირუტყვი. მათ რომ მიწიერ საქმეებში სხვა არსებათა ჩარევა ნახონ, ახლავე დაიწყებდნენ მათ განმარტებას საკუთარი სარწმუნოების თვალსაზრისით. გაჩნდებოდა ფანატიზმი მისი დანაშაულობებით და მეტი არაფერი".

უფრო გვიანდელ ნაშრომში "სამყაროს მონიზმი" (კალუგა, 1931 წელი) ციოლკოვსკი კიდევ უფრო გადაჭრით ლაპარაკობს. კორესპონდენტის კითხვაზე "რატომ არ ამჟღავნებენ თავს სხვა სამყაროთა წარმომადგენლები?", ციოლკოვსკი ასე პასუხობს: "იმიტომ, რომ კაცობრიობა ჯერ მზად არ არის ამისთვის. მასა განვითარების ძალზედ დაბალ საფეხურზეა. სხვა სამყაროთა განცხადება დედამიწაზე არეულობას გამოიწვევს. დაიწყება ომები, ძარცვანი და ვინ იცის კიდევ რა. ხოლო როდესაც კაცობრიობა განათლდება, აიწევა კულტურული ცხოვრების დონე, მაშინ ჩვენ შევიტყობთ სხვა პლანეტებზე მცხოვრებთა შესახებაც".

საბჭოთა ფილოსოფოსებმა, რომლებიც ციოლკოვსკის შემოქმედებით მემკვიდრეობას ამუშავებენ ასტროსოციოლოგიის სფეროში, განავითარეს მისი წარმოდგენები დაფარულ კონტაქტებზე გონიერ კოსმიურ არსებებთან. მე უპირველეს ყოვლისა მხედველობაში მაქვს ე. ტ. თადეევის შრომები (კერძოდ, მისი წიგნი "Космонавтика и общество", ч. 2, М., 1970 г.), ნ. ა. კოლჩენკო და სხვები. საკმაოდ საფუძვლიანად არის განხილული კონტაქტების საკითხი ცნობილი საბჭოთა ფილოსოფოსის პროფ. ა. დ. ურსულას მონოგრაფიაში "Человечество, Земля, Вселенная" (Мысль, 1977). გამოცემაში "Труды Чтений памяти К. Э. Циолковского" (IX, X, XI) მკითხველი იპოვის მრავალ საინტერესო შეტყობინებას კოსმიურ ცივილიზაციებთან შესაძლო ურთიერთკავშირის ფორმებსა და შედეგებზე. განსაკუთრებით მრავლისმომცველია ვ. ვ. რუბცოვის და ა. დ. ურსულას სტატია "საკითხავთა" XI ტომში (1978 წ.).

სხვა ცივილიზაციის საქმიანობის შესახებ რაიმე რომ შეიტყო, ავტორების აზრით, საკმარისია "დაფარული კონტაქტი". ამგვარი მოქმედების მოტივი შეიძლება იყოს, მაგალითად, ეთიკური დაუშვებლობა რომელიმე ცივილიზაციის ცხოვრებაში "ამ უკანასკნელის ნებაყოფლობითი ნებართვის გარეშე". რა თქმა უნდა, შესაძლოა "გაუაზრებელი კონტაქტიც". განიხილავენ რა "ა" და "ბ" ცივილიზაციების კონტაქტების შესაძლო ფორმებს, ავტორები ასეთ ვარიანტებსაც გვთავაზობენ:

"4. აქტიურად ნუ ვეძებთ "ბ" ცივილიზაციას, ანუ ყველა გაუგებარი მოვლენა არ უნდა აღვიქვათ უცხოპლანეტელებთან კონტაქტად, რადგან შესაძლოა ამ მოვლენების ბუნება იყოს სრულიად ხელოვნური (ეს არის უკიდურესი ვარიანტი)".

ერთ-ერთ თავის ნამუშევარში ვ. ვ. რუბცოვი განიხილავს ორი ცივილიზაციის შეხვედრის 81 ვარიანტს, თანაც ის დასაშვებად მიიჩნევს კონტაქტების პრობლემასთან გამოყენებული იქნას თამაშების მათემატიკური თეორია. თვით კონტაქტი ამ დროს განიხილება როგორც "თამაში", ხოლო მოგების ფუნქციად შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთგვარი ფუნქცია, რომელიც საწყის მონაცემებს დააკავშირებს თამაშის შედეგებთან. მოკლედ, მათემატიკური ენით რომ ვთქვათ, გამოვა ბიმატრიცული თამაში არასრული ინფორმაციითა და ნულოვანი ანგარიშით. სამწუხაროდ, ამოცანის გადაწყვეტა რთულდება იმით, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორია მოწინააღმდეგის ესა თუ ის სტრატეგია.

არამიწიერ ცივილიზაციებთან კაცობრიობის პირდაპირი კონტაქტის პრობლემები ვრცლად განიხილება უცხოეთშიც. საბჭოთა ავტორების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც ფიქრობენ, რომ კოსმიური ცივილიზაციების კონტაქტები მსოფლიოსთვის აღმოჩნდებიან "მშვიდობიანნი და სასარგებლონი" (ა. დ. ურსული და სხვები), ზოგიერთი უცხოელი ავტორი არ გამორიცხავს კოსმიურ ცივილიზაციებთან აგრესიულ კონტაქტებსც. ისმის ხმები (და არა მარტო ფანტასტებისგან!) კოსმიურ ომებზე, და იმის შესახებაც, რომ დედამიწელები უნდა მიყუჩნდნენ და პასუხი არ გასცენ "გონისმიერ ძმათა" სიგნალებს, თუ ასეთი რამ გამოჩნდება უახლოეს ან შორეულ მომავალში.

ეს თვალსაზრისი ასახულია ისეთ ოფიციალურ დოკუმენტში, როგორიცაა მოხსენება "სამყაროში არამიწიერი გონიერი სიცოცხლის არსებობის შესახებ", რომელიც 1977 წელს წარუდგინეს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტს. მოხსენებაში პირდაპირ ნათქვამია, რომ "უცხოპლანეტელებთან კონტაქტი, რომელიც, სავარაუდოდ, უფრო განვითარებული იქნება, ვიდრე ჩვენი ცივილიზაცია, გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული" და, თუ ასეთი კონტაქტი ჩვენს პლანეტაზე მაინც შედგება, "ჩვენ ვერ შევძლებთ სიტუაციის მართვას" და დედამიწაზე დაისადგურებს საშინელი ქაოსი. მაშინაც კი, თუ ეს ცივილიზაცია აღმოჩნდება ათობით ან ასობით სინათლის წლის მიღმა, მაშინაც კი, "უსაფრთხოების მოსაზრებიდან" გამომდინარე, უმჯობესია მათ სიგნალებს დუმილით შევხვდეთ და არ ვუპასუხოთ.

სხვათა შორის, ამო-ს პრობლემა მოხსენებაში სრულიად იგნორირებულია. როგორც ჩანს, თვით აზრი იმის შესახებ, რომ დღეს დედამიწაზე შესაძლოა იყვნენ უცხოპლანეტელები ავტორებს სისულელედ და უაღრესად საშინელ სინამდვილედ ეჩვენებათ. მოხსენების ამგვარ, ფრთხილ ავტორთა შორის ჩვენ ვხვდებით ისეთ ცნობილ და სახელგანთქმულ მეცნიერებს, როგორიც არიან კ. საგონი, ფ. მორისონი, რ. ბრეისუელი, ა. კამერონი, ფ. დრეიმი, დ. დედებერგი, ჩ. ტაუნსი და სხვები. მოხსენებით დასასრულს ხაზგასმულია, რომ NASA-ს ჯგუფი "გაფაციცებით ეძებს სიგნალებს, და არა მათზე პასუხს. გადაწყვეტილება გაეცეს თუ არა ამ სიგნალებს პასუხი, შეიძლება მიღებულ იქნეს არამიწიერი ცივილიზაციების მხრიდან გამოგზავნილი შეტყობინების ანალიზის შემდეგ, რასაც შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს" (!).

ადვილია იმ შთაბეჭდილების გაგება, რაც ამ პანიკურად ფრთხილ მეცნიერებზე მოახდინა იკუფონ-ის მემორანდუმმა! მათ უბრალოდ მემორანდუმის უგულებელყოფა გადაწყვიტეს. მათი აზრით არამიწიერ ცივილიზაციებთან კავშირის პრობლემა - ეს აკადემიური პრობლემაა, რომელიც შეიძლება კაბინეტებიდან გამოუსვლელად სწავლობდე ათწლეულების განმავლობაში! ხოლო მემორანდუმს თუ ვენდობით, "კოსმოსელები" (და ეს ხომ გამორიცხული სულაც არ არის!) აქ არიან, სულ ახლოს, ჩვენს გვერდით! ვითარება, რბილად რომ ვთქვათ, ტრაგიკულია...

1970 წელს გფრ-ში გამოქვეყნდა ცნობილი დასავლეთგერმანელი იურისტის ე. ფაზანის ნაშრომი "შეხვედრა სხვა ცნობიერებასთან. მეტაუფლების სამეცნიერო საფუძვლები". ამ ნაშრომში განიხილება დედამიწელთა და უცხოპლანეტელთა სამართლებრივი ურთიერთობანი, თანაც ამოსავალ ჰიპოთეზად აღებულია ვარაუდი, რომ სამყაროს ყველა გონიერი არსება ექვემდებარება კანტის კატეგორიულ იმპერატივს ("მოიქეცი ისე, რომ შენი ქცევა გახდეს საზოგადოებრივი ნორმა"). თუმცა ეს ჰიპოთეზა ყველაზე მცირე საეჭვოც არის, საკითხის დაყენება "მეტაუფლების" რანგში დამახასიათებელია ჩვენი დროებისთვის.
რ. ფაულერი თავის საფუძვლიან მონოგრაფიაში: "ამო: სტუმრები კოსმოსიდან", ნიუ იორკი, 1974 წ., განიხილავს ამო-სთან კონტაქტის ყოველგვარ ჰიპოთეზას და უპირატესობას არამიწიერ ჰიპოთეზას ანიჭებს. ამო-ს პილოტებთან კონტაქტებზე ავტორი იმოწმებს წიგნს, რომელიც გამოსცა აშშ-ს სამხედრო-საჰაერო თავდაცვის აკადემიამ, სადაც განიხილება დედამიწაზე არსებულ უცხოპლანეტელებთან "დაფარული კონტაქტების" შემდეგი ოთხი შესაძლო ვარიანტი:

"1. შესაძლოა ჩვენ წარმოვადგენთ ინტენსიური სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური კვლევის ობიექტებს. ანალოგიურ კვლევებში ჩვენ ჩვეულებისამებრ ვცდილობთ არ დავარღვიოთ ის გარე პირობები, რომლებიც ჩვენი ცდების ობიექტებს ახლავს.

2. ჩვენ არ ვეკონტაქტებით, მაგალითად, ჭიანჭველბს, და შესაძლოა, ამ მიმართებით ისე ვიქცევით, როგორც ნებისმიერი "უცხოპლანეტელი".

3. კონტაქტი, შესაძლოა, ხორციელდება, მაგრამ ცნობიერების ისეთ სფეროში, რომელში ურთიერთობა ჩვენ ჯერ არ ძალგვიძს".

მართალია, ამ ვარიანტებს შეიძლება დავამატოთ კიდევ სხვა მრავალი. ავტორი ასევე ეყრდნობა NASA-სთვის მომზადებულ ბრუკინგსის ინსტიტუტის მოხსენებას (№ 242/1961), რომელშიც ნათქვამია, რომ "თუ ზეგონიერება გამოჩნდება, ასეთი შეხვედრის შედეგები წარმოუდგენელი იქნება". სვამს რა საკითხს იმის შესახებ, არსებობენ თუ არა კარგად დოკუმენტირებული შეტყობინებები ამო-ს მტრული და არაპროვოცირებული აქტების შესახებ (რ.ფაულერი) ასე პასუხობს:

"უნდა გითხრათ, რომ ამო-სთან შეხვედრებისა და მათზე დაკვირვებების უზარმაზარი უმეტესობა რაიმე მტრულ განწყობაზე არ მოწმობს". ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ იგივე დასკვნა გამოაქვს ამო-ზე საბჭოთა დაკვირვებებს.

უცხოპლანეტელებთან კაცობრიობის კონტაქტის პრობლემის ჩვენი ძალზედ მოკლე მიმოხილვის შემდეგ, შესაძლოა მკითხველისთვის უფრო ნათელი გახდეს, რატომ არ მიიღო იკუფონ-ის მემორანდუმი გაერო-მ და მის ფარგლებში დღემდე არ არის შექმნილი ამო-სთან დაკავშირებული რაიმე სპეციალური კომიტეტი (აქ ჯეროვანია აღინიშნოს, რომ დღეისთვის გაერო-ში არსებობს უცხოპლანეტელებთან კაცობრიობის ელჩის თანამდებობა, რომელზეც დაინიშნა მალაიზიელი ასტროფიზიკოსი მაზლან ოტმანი. ასე, რომ გაერო-მ უცხოპლანეტელების საკითხში "წინ წაიწია" - რედ.).

ამრიგად, პრობლემის მრავალათწლეულიანი არსებობის შემდეგაც კი არ არსებობს ერთიანი აზრი "მფრინავი თეფშების" ბუნებისა და წარმომავლობის შესახებ. და დღეს არსებობს ჰიპოთეზების მრავალფეროვანი თაიგული მენზელის "ოპტიკური" ჰიპოთეზიდან დაწყებული კლასის "პლაზმური" თეორიით დამთავრებუილ, მაგრამ, ვაი რომ, იკუფონ-ის ყველაზე საეჭვოდ გამოცხადებული თეორია "კოსმოსელებზე", რომლებიც უკვე დიდი ხანია შემოიჭრნენ დედამიწაზე და აქ გაურკვეველი, შესაძლოა, სრულიად მტრული საქმიანობითაც იყონ დაკავებულნი, აბსურდულად არის გამოცხადებული.

როგორი შემაშფოთებელიც უნდა გვეჩვენებოდეს იკუფონ-ის პოზიცია, უმჯობესია საშიშროებას პირისპირ შევხვდეთ, და არა ზურგშექცევით და მივიღოთ ისეთი სახე, რომ თითქოსდა ის საერთოდ არც არსებობს. მითუმეტეს, რომ საშიშროებაც შესაძლოა არანაირი გვემუქრებოდეს.

ვინ არის მართალი ამას მხოლოდ ყველა ჰიპოთეზის დეტალური და გლობალური განხილვა დაადასტურებს.

ჭეშმარიტებას მომავალი გვიჩვენებს!

1979 წლის იანვარი.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню