ufo - ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა პრობლემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 3 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > UFO

ფ. ი. ზიგელი

ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა პრობლემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

უცხოპლანეტელი

ფელიქს იურის ძე ზიგელი (1920 წ. 20 მარტი - 1988 წ. 20 ნოემბერი) - საბჭოთა მათემატიკოსი და ასტრონომი, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის (МАИ) დოცენტი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც კოსმონავტიკის პოპულარიზატორმა და მიჩნეულია რუსული უფოლოგიის დამფუძნებლად (თუმცა, ნახევრად ოფიციალურად, რადგან საბჭოთა პერიოდში უფოლოგია და მასთან დაკავშირებული თემატიკა გასაიდუმლოებული იყო). ზიგელს დაწერილი აქვს 43 სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული წიგნი, ასევე 300-ზე მეტი სტატია ასტრონომიასა და კოსმონავტიკაზე, მან პირველმა დაიწყო სერიოზულად ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლა, სახელი გაითქვა საჯარო ლექციებით მოსკოვის პლანეტარიუმში, რომელიც ეძღვნებოდა არამიწიერ ცივილიზაციებს, ასევე თავისი გამოსვლებით 1967 წლის ნოემბერში ცენტრალური ტელევიზიით. ამ გამოსვლებმა დასაბამი მისცა ამო-ს შესახებ ინფორმაციის მასობრივ შეგროვებას საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით გამოვიდა მისი წიგნი "დასახლებული კოსმოსი".

წინამდებარე პუბლიკაციას ვაქვეყნებთ ამო-ს თემატიკის ირგვლივ არსებული ოფიციალური ინფორმაციის შესწავლის მიზნით.

მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ ჩვენს საიტზე ყველა სტატია და ვიდეო (წმიდა მამათა სწავლებების გარდა) წარმოდგენილია ანალიზისა და განსჯისათვის. საიტის ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შესაძლოა ნაწილობრივ ან სრულიად არ დაემთხვეს პუბლიკაციათა ავტორების შეხედულებას.

შინაარსი:



3. ამო - როგორც გლობალური პრობლემა

I


ბოლო 20 წლის განმავლობაში ზოგიერთი მთავრობა, სახელმწიფო მოხელე და წამყვანი მეცნიერი ამო-ს განსაზღვრავდა მისი გარეგანი სახის მიხედვით, როგორც საჰაერო ხომალდებს, "რომლებიც არ უწარმოებია მსოფლიოს არც ერთ ეროვნებას" და წარმოსდგებიან სხვა ზეციურ სხეულთაგან.

გაერო მხარს უჭერს ამ განსაზღვრებას, მაგრამ, ამ ფაქტის მიუხედავად, უსაფრთხოების საბჭოში არ შემოსულა პროტესტის არც ერთი ნოტა, სადაც ამო შეფასდებოდა, როგორც ცნობილი ან უცნობი ძალა, რომელიც შესაძლოა დაემუქროს რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოებას.

სამწუხაროა, რომ 20 წლიანი დაკვირვების შემდეგ მსოფლიოს შეშფოთებული მოსახლეობა არ ღებულობს არანაირ ოფიციალურ განმარტებას ამ უცხოპლანეტური კოსმიური ხომალდების შესახებ.


II


ამის შედეგად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, კოსმოსის ჩვენეული კვლევების პარალელურად, მნიშვნელოვნად გაძლიერდა ამო-ს სადაზვერვო საქმიანობაც, რომელიც ერწყმის მუდმივ საცდელ დაშვებებს დედამიწის ზედაპირზე. ყოველივე ამან "შეუცნობელი" მოვლენის წინაშე მოსახლეობის პანიკის თავიდან აცილების მიზნით, პუბლიკის საშიშ დეზინფორმაციამდე მიგვიყვანა. ყველა სახელმწიფოში სწრაფად გაიზარდა "მკაცრად გასაიდუმლოებულ" დოსიეთა რიცხვმა, ამან კი პრობლემა კიდევ უფრო გაართულა. შექმნილი საგანგაშო სიტუაცია ითხოვს დაუყოვნებლივ და კომპეტენტურ გამოკვლევას, რათა სანამ გვიან არ არის, დამშვიდდეს საზოგადოება.


III


ზემოთ მითითებული გლობალური სადაზვერვო მოქმედებები, რომელსაც კოსმოსიდან ახორციელებენ, როგორც ჩანს, მიმართულია სადამკვირვებლო ღონისძიებებისკენ, ზოგჯერ ეს საფრთხეს უქმნის ამა თუ იმ ქვეყნის საჰაერო სივრცეს, მის ატომურ და სამხედრო დანადგარებს, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გზებს, კომუნალური მომსახურეობის სისტემებს და კავშირგაბმულობას.

ზოგიერთი დამკვირვებელს მათი მოქმედება დედამიწასთან მოახლოებისას მტრულად ეჩვენება, ვიდრე მეგობრულად, რადგან ისინი არანაირად არ ამჟღავნებენ თავიანთ მიზნებს და, როგორც ჩანს, არანაირ ოფიციალურ მცდელობასაც არ მიმართავენ დაამყარონ კავშირი ჩვენს მთავრობებთან.

მსოფლიო უსაფრთხოება დაბეჯითებით ითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნას ამო-ს ყველა დაკვირვების შეფასებისა და კომპეტენტური სამეცნიერო განხილვისთვის, რათა:

1. მივიღოთ საპასუხო ინფორმაცია;


2. დავამყაროთ ოფიციალური კონტაქტი უცხოპლანეტურ არსებებთან და მათ მთავრობებთან.


3. გლობალურად მოვემზადოთ უცხოპლანეტელი არსებების დედამიწაზე დაშვებისთვის;


IV


ამო და მათი პილოტები ზოგჯერ ეძებენ კონტაქტებს მოსახლეობასთან და ახორციელებენ კიდევაც მას, მაგრამ სამხედრო-შეიარაღებულ ძალებთან შეტაკებას გაურბიან.

შედეგად, მსოფლიო დაკვირვების ქსელი უნდა დაეყრდნოს მოსახლეობას და იმოქმედეს მასთან მჭიდრო ურთიერთობით მთავრობებთან, მეცნიერებთან და ამო-ს იმ პირველ მკვლევარებთან ერთად, რომლებიც უკვე ათეულობით წლებია მუშაობენ მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ. არავითარ კერძო ორგანიზაციას, არავითარ ცალკე აღებულ პირს არა აქვს უფლება გამოიკვლიოს გლობალური პრობლემა მხოლოდ თავის და სხვა სახელმწიფოთა სასარგებლოდ.


V


კონტაქტის შემთხვევაში, ამო-ს დაკვირვებათა კომპეტენტური გამოკვლევის გზით, ფაქტები მკაფიოდ უნდა იქნეს გამოცალკევებული ფანტაზიებისგან, რითაც კაცობრიობას მხოლოდ სიკეთე მიადგება.


VI


ამო-ს გლობალურ გამოკვლევებს ხელს არ უნდა უშლიდეს არანაირი მტრული დამოკიდებულება სახელმწიფოებს შორის, ან რასული განსხვავება, რელიგია და პოლიტიკური თუ სამთავრობო სტრუქტურა.

ამო-ს საქმიანობის სამეცნიერო რეგისტრაციისა და პუბლიკაციისთვის, ასევე უცხოპლანეტურ გონთან ყოველგვარი შესაძლო ოფიციალური კონტაქტისთვის უნდა შეიქმნას საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც განლაგდება ტერიტორიაზე, რომელსაც ყველა სახელმწიფო და ერი ექსტერიტორიალურად გამოაცხადებს.


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню