ufo - ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა პრობლემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 2 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > UFO

ფ. ი. ზიგელი

ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა პრობლემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

უცხოპლანეტელი

ფელიქს იურის ძე ზიგელი (1920 წ. 20 მარტი - 1988 წ. 20 ნოემბერი) - საბჭოთა მათემატიკოსი და ასტრონომი, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის (МАИ) დოცენტი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც კოსმონავტიკის პოპულარიზატორმა და მიჩნეულია რუსული უფოლოგიის დამფუძნებლად (თუმცა, ნახევრად ოფიციალურად, რადგან საბჭოთა პერიოდში უფოლოგია და მასთან დაკავშირებული თემატიკა გასაიდუმლოებული იყო). ზიგელს დაწერილი აქვს 43 სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული წიგნი, ასევე 300-ზე მეტი სტატია ასტრონომიასა და კოსმონავტიკაზე, მან პირველმა დაიწყო სერიოზულად ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლა, სახელი გაითქვა საჯარო ლექციებით მოსკოვის პლანეტარიუმში, რომელიც ეძღვნებოდა არამიწიერ ცივილიზაციებს, ასევე თავისი გამოსვლებით 1967 წლის ნოემბერში ცენტრალური ტელევიზიით. ამ გამოსვლებმა დასაბამი მისცა ამო-ს შესახებ ინფორმაციის მასობრივ შეგროვებას საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით გამოვიდა მისი წიგნი "დასახლებული კოსმოსი".

წინამდებარე პუბლიკაციას ვაქვეყნებთ ამო-ს თემატიკის ირგვლივ არსებული ოფიციალური ინფორმაციის შესწავლის მიზნით.

მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ ჩვენს საიტზე ყველა სტატია და ვიდეო (წმიდა მამათა სწავლებების გარდა) წარმოდგენილია ანალიზისა და განსჯისათვის. საიტის ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შესაძლოა ნაწილობრივ ან სრულიად არ დაემთხვეს პუბლიკაციათა ავტორების შეხედულებას.

შინაარსი:



2. ამო-ს შემსწავლელი VII საერთაშორისო კონგრესის გადაწყვეტილება


1967 წლის ივნისში უ ტანმა გააკეთა ცნობილი განცხადება, რომ გაერო-ს წინაშე არსებულ პრობლემათაგან, ამო-ს პრობლემა უმნიშვნელოვანესია ვიეტნამის პრობლემის შემდეგ. 1967 წლის ნოემბრის დასაწყისში ქ. მაინცში (გფრ) შედგა ამო-ს შესწავლის VII საერთაშორისო კონგრესი, რომელმაც მიიღო შემდეგ გადაწყვეტილება:

ამო-ს კვლევისა და ანალიზის საკონტინენტთაშორისი ორგანიზაცია

ამო-ს შესწავლის VII საერთაშორისო კონგრესის გადაწყვეტილება

1967 წლის 3-6 ნოემბერი (გფრ)

საზოგადო მოსაზრება

აშშ-ს მთავრობამ, საბჭოთა კავშირმა, კანადამ, ჩეხოსლოვაკიამ, ბრაზილიამ, არგენტინამ და სხვა ქვეყნებმა თავიანთ ქვეყნებში უკვე შექმნეს კვლევითი ჯგუფები, რათა დაამტკიცონ ან უარჰყონ უცხოპლანეტური სიცოცხლის არსებობა.

მრავალი ფართოდ ცნობილმა მეცნიერმა, დაკვირვებათა ფიზიკურ რეალობაზე დაყრდნობით, მთავრობებისგან და გაერო-სგან მოითხოვეს დაუყოვნებლივ იქნეს გამოძიებულ ეს მსოფლიო პრობლემა.

ამის გათვალისწინებით, ამო-ს კვლევისა და ანალიზის საკონტინენტთაშორისო ორგანიზაციამ (ხელმძღვანელი კოლმენ ფონ კევიცკი, აშშ-ს წარმომადგენელი, ამო-ს შესწავლის VII საერთაშორისო კონგრესის უმთავრესი მომხსენებელი მაინცში, გერმანია, 3 - 6.XI.1967 წ.) კონგრესს შესთავაზა დადებითი, მეცნიერულად გაანალიზებული მტკიცებულებები იმისა, რომ ჩვენს საჰაერო სივრცეში არსებობენ გონების მიერ მართვადი აპარატები და საცდელი დაშვებები, რომლებიც კოსმიური სივრციდან ხდება.

ამის შედეგად კონგრესმა, რომელსაც ესწრებოდნენ ამოს მკვლევარები და მეცნიერები 24 ქვეყნიდან, საკონტინენტთაშორისო ქსელს სთავაზობს წინამდებარე რეზოლუციას: მსოფლიოს 131 კანონიერ მთავრობას; მის აღმატებულებას, გაერო-ს გენერალურ მდივანს უ ტანუს; გაერო-ს გენერალურ ასამბლეას; იუნესკო-ს; გაეროს მისიის წარგზავნილებს და დამკვირვებლებს; გაეროს წარგზავნილს ავსტრიაში და საგარეო კოსმოსის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მის აღმატებულებას დ-რ კურტ ვალდჰაიმს; გამოჩენილ მეცნიერებს; ამო-ს მკვლევარებს და ბეჭდვითი მედიის გამოჩენილ წარმომადგენლებს, ასევე სხვა საინფორმაციო საშუალებებს:

რეზოლუცია

ამოს კვლევის VII საერთაშორისო კონგრესი ერთხმად ამტკიცებს და აცხადებს, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები (ამო) აღიარებულია კოსმიური ხომალდებიდან და რომ ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომელიც მთელს მსოფლიოს ეხება.

ყველა ეროვნება უნდა გაერთიანდეს კვლევით და სამეცნიერო თანამშრომლობაში, რათა ყველა ადამიანის სახელით გამოკვლეულ იქნას და საბოლოოდ გადაწყდეს ეს პრობლემა გარე კოსმოსთან ჩვენი მშვიდობიანი ურთიერთობის განვითარებისთვის.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню