ufo - ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა პრობლემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 1 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > UFO

ფ. ი. ზიგელი

ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა პრობლემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

უცხოპლანეტელი

ფელიქს იურის ძე ზიგელი (1920 წ. 20 მარტი - 1988 წ. 20 ნოემბერი) - საბჭოთა მათემატიკოსი და ასტრონომი, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის (МАИ) დოცენტი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც კოსმონავტიკის პოპულარიზატორმა და მიჩნეულია რუსული უფოლოგიის დამფუძნებლად (თუმცა, ნახევრად ოფიციალურად, რადგან საბჭოთა პერიოდში უფოლოგია და მასთან დაკავშირებული თემატიკა გასაიდუმლოებული იყო). ზიგელს დაწერილი აქვს 43 სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული წიგნი, ასევე 300-ზე მეტი სტატია ასტრონომიასა და კოსმონავტიკაზე, მან პირველმა დაიწყო სერიოზულად ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლა, სახელი გაითქვა საჯარო ლექციებით მოსკოვის პლანეტარიუმში, რომელიც ეძღვნებოდა არამიწიერ ცივილიზაციებს, ასევე თავისი გამოსვლებით 1967 წლის ნოემბერში ცენტრალური ტელევიზიით. ამ გამოსვლებმა დასაბამი მისცა ამო-ს შესახებ ინფორმაციის მასობრივ შეგროვებას საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით გამოვიდა მისი წიგნი "დასახლებული კოსმოსი".

წინამდებარე პუბლიკაციას ვაქვეყნებთ ამო-ს თემატიკის ირგვლივ არსებული ოფიციალური ინფორმაციის შესწავლის მიზნით.

მკითხველს ვთხოვთ გაითვალისწინოს, რომ ჩვენს საიტზე ყველა სტატია და ვიდეო (წმიდა მამათა სწავლებების გარდა) წარმოდგენილია ანალიზისა და განსჯისათვის. საიტის ადმინისტრაციისა და თქვენი აზრი, შესაძლოა ნაწილობრივ ან სრულიად არ დაემთხვეს პუბლიკაციათა ავტორების შეხედულებას.

შინაარსი:



1. შესავალი


ის უეჭველი ფაქტი, რომ ამო-ს ფენომენს გააჩნია გლობალური ხასიათი, და "მფრინავი თეფშები" ყველა კონტინენტზე შეუნიშნავთ (ანტარქტიდის ჩათვლით), საერთაშორისო თანამშრომლობის სტიმული უნდა გახდეს ამ სამეცნიერო პრობლემის შესწავლის საქმეში.

ამო-ს პრობლემა სულაც არ წააგავს რომელიმე მიწიერ საქმეთაგან განყენებულ სამეცნიერო პრობლემას, რომელსაც შეიძლება მშვიდად სწავლობდე აკადემიურ კაბინეტებში. ეს პრობლემა უფრორე არა იმდენად მეცნიერულია, რამდენადაც სოციალური, რომელიც გადაწყვეტისთვის მთელი კაცობრიობის ძალისხმევას ითხოვს. მიუხედავად ამისა, მრავალ უფოლოგს მრავალი წლის წინ მიაჩნდა, რომ ამო-ს პრობლემაში გაერო-ს მონაწილეობის ბედი წინასწარ არის გადაწყვეტილი. ასეთ უფოლოგთა რიცხვს განეკუთვნებიან კოლმენ ფონ კევიცკი, "იკუფონის" (ICUFON) დამაარსებელი (იკუფონი - ამო-ს კვლევისა და ანალიზის საერთაშორისო საკონტინენტთაშორისო ქსელი).

კოლმენ ფონ კევიცკი - უნგრული წარმოშობის ამერიკელი, გადამდგარი მაიორი, რომელმაც ჯერ კიდევ 1952 წელს დაიწყო ამო-ს პრობლემატიკის შესწავლა. 13 წლის შემდეგ, ანუ 1965 წ. მან გაერო-ს შესთავაზა გაეროს სამდივნოში შეექმნათ ანალიტიკური ჯგუფი "მფრინავი თეფშების" გლობალური შესწავლის მიზნით. იმ ხანად ამო-ს პრობლემა მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით აშშ-ში გაძლიერებულ დისკრედიტაციას განიცდიდა (პენტაგონის მხრიდან) და მეცნიერთაგან ჯერაც კრინტსაც კი არავინ ძრავდა მის დასაცავად. თვით ჯ. ა. ჰაინეკი, დღეისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უფოლოგი, რომელიც იმ დროს აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების მეცნიერ-კონსულტანტი იყო, მთელი სიმართლითა თუ უსამართლობით ცდილობდა განემარტა ამო-ს შესახებ ცნობები და მიეწერა ისინი ბუნებრივი მოვლენებისთვის.

გასაგებია, რომ კ. ფონ კევიცკის წინადადებამ მხარდაჭერა ვერ ჰპოვა, მაგრამ უფლოგიის ეს პიონერი საკმაოდ მედგარი ადამიანი აღმოჩნდა და, საქმეს, რომელიც თითქმის მარტოკამ დაიწყო, დღეს, უამრავი მიმდევარი ჰყავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

უნდა აღინიშნოს, რომ თავიდან კევიცკის ეჭვიც კი არ ეპარებოდა ამო-ს უცხოპლანეტურ წარმომავლობაში. დარწმუებულმა იმაში, რომ კაცობრიობა იმყოფება კონტაქტში მაღალგანვითარებულ არამიწიერ ცივილიზაცისთან, კევიცკი თავის დაუღალავ ენერგიას ამო-ს სოციალური პრობლემის კვლევისკენ მიმართავდა. მისთვის არასოდეს არსებულა ალტერნატივა ჰიპოთეზებში ამო-ს ბუნების შესახებ. მისთვის ამო იყო გალაქტიკური სპეცდანიშნულების რაზმთა კოსმიური, პილოტირებული და ავტომატური ხომალდები. აი, რას წარმოადგენდნენ მისი აზრით ე. წ. "მფრინავი თეფშები".

ამგვარ თვალსაზრისზე თუ დავდგებით, მაშინ ამო-ს ყოველგვარი ოპტიკური თუ პლაზმური თეორიული მოდელები ამაო წყლის ნაყვად წარმოჩნდება, რომლებიც რეალობასთან იქნებიან არაადეკვატურნი. არა ამო-ს აკადემიური შესწავლა, არამედ კაცობრიობის პრაქტიკული გაერთიანება დედამიწაზე შემოჭრილი უცხოპლანეტური ძალების წინააღმდეგ, აი რა იყო კევიცკის აზრით ნომერ პირველი პრობლემა თანამედროვე ცივილიზაციისთვის.

ეს არის უკიდურესი, მაგრამ საკმაოდ მკაფიო პოზიცია, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვით, მეცნიერთაგან მხარი არავინ დაუჭირა. მსოფლიოში ცნობილ ავტორიტეტთაგან მას მხოლოდ კოსმონავტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გერმან ობერტი გამოეხმაურა.


1996 წელს კოლმენ ფონ კევიცკიმ დააფუცნა "იკუფონი" ((ICUFON — Intercontinental UFO Network. ამო-ს კვლევისა და ანალიზის კონტინენტთშორისი ქსელი) და გაერო-ს წარუდგინა მკითხველისთვის უკვე ცნობილი პროექტი "გლობი". ამ პროექტს თან ერთვოდა 135 დოკუმენტი, რომელიც გაერო-ს სამდივნოში იყო რეგისტრირებული. იმავე წელს "სავლედან პავლედ" გარდაქმნილმა პროფესორმა ჯ. ა. ჰაინეკმა ჟურნალ "მეცნიერებაში" გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მთელი მსოფლიოს მეცნიერებს მოუწოდა სერიოზულად მოჰკიდებოდნენ ამო-ს პრობლემას. თითქმის ამ მოვლენების პარალელურად დაიწყო ამო-ს პრობლემის შესწავლა ატმოსფეროს ფიზიკის სპეციალისტმა, არიზონას (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორმა ჯ. მაკდონალდმა, რომელიც 1971 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. ის ძალზედ ნელა და ფრთხილად მუშაობდა, იმის შიშით როგორმე დისკრედიტაცია არ გაეწია თავისი მეცნიერული ავტორიტეტისთვის. ამო-ს პრობლემატიკას ყურადღება მიაპყრეს სხვა მეცნიერებმაც.

ამო-ს შესწავლის საქმეში საერთაშორისო თანამშრომლობისკენ მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას ამო-ს შესწავლის გერმანულმა საზოგადოებამაც, რომელსაც კარლ ვეიტი მეთაურობდა.

1967 წლის თებერვალში დ-რი კურტ ვალდჰაიმი, რომელიც იმ დროს გაერო-ს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ, კეთილგანწყობით მოეკიდა იკუფონ-ის წინადადებას გაერო-ში კოსმოსის კვლევისა და გამოყენების კონფერენციაზე მეცნიერ-უფოლოგებიც მოეწვია (1967 წლის აგვისტო).

1967 წლის 5 ივნისს პროფ. ჯ. მაკ-დონალდმა წერილით მიმართა გაერო-ს გენერალურ მდივანს უ ტანს (სრული სახელი: მახა ტხრაი სიტხუ უ ტხანტ - რედ.), რომელშიც წერდა:

"ძვირფასო სერ უ ტან!

მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა იმისთვის, რომ შესაძლებლობა მომეცით 7 ივნისს შევხვედროდი გაერო-სთან არსებულ კოსმოსის კვლევის ჯგუფს იმისთვის, რათა ამო-ს საერთაშორისო მეცნიერული პრობლემების ასპექტები განმეხილა.

ჩემს წერილს თან დავურთე 7 ივნისის განცხადების ასლი, რომლითაც მივმართე კოსმოსის კვლევის ჯგუფს. ის ზოგადად მიმოიხილავს ჩემს არგუმენტებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამო-ს პრობლემის დაუყოვნებლივ შესასწავლად. ეს საკმაოდ მოცულობითი პრობლემაა და ამიტომაც ჩემი ანგარიში მხოლოდ ზოგადად წარმოადგენს პრობლემის არსს და მისი მეცნიერული დამუშავების შესაძლო გზებს. მე მწამს, რომ გაერო-ს მხრიდან სერიოზული და გადამწყვეტი ძალისხმევა ამო-ს შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მოკვლევისა და ამ თემისადმი გაერო-ს ყველა წევრის ყურადღების მიპყრობის საქმეში მნიშვნელოვანი იქნება ამო-ს მკვლევართაგან "მასხარას ქუდის" მოსაცილებლად, რომელიც ასე თრგუნავს ენთუზიასტებს, რომლებიც ამო-ს შესახებ უტყუარ ცნობებს იუწყებიან. გაერო-ს სხვა მრავალი ღონისძიებები ამ მხრივ მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რათა გაძლიერდეს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება ამო-ს პრობლემატიკისადმი.

როგორც ჩემს დანართში აღვნიშნე, რომელიც კოსმოსის კვლევის ჯგუფს წარვუდგინე, მწამს, რომ ძალზედ სერიოზული ყურადღება უნდა დაეთმოს ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ ამო წარმოადგენს უცხოპლანეტური ზონდების გარკვეულ ტიპს. დღემდე, სანამ თვითონ არ გავეცანი ამ პრობლემას, ხსენებული ჰიპოთეზისა თვითონაც არ მჯეროდა. მთელი წლის ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მას ჯერაც ჰიპოთეზად განვიხილავ. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ჩემმა კვლევებმა იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ დღეს ერთადერთ მისაღებ ჰიპოთეზად მანქანების მსგავს ობიექტთა გასაოცრად დიდი რაოდენობის მიმართ, ამ მექანიზმთა მხოლოდ უცხოპლანეტური წარმომავლობის ჰიპოთეზა გახლავთ.

ჩემის მხრიდან, შემიძლია შემოგთავაზოთ ნებისმიერი სახის დახმარება ან რჩევა თქვენი და თქვენი კოლეგების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ჩემი გამოცდილებით. ამო-ს პრობლემა - უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამეცნიერო პრობლემაა. მე მიმაჩნია, რომ გაერო პასუხს აგებს მთელს მსოფლიოში ამო-ს პრობლემის სერიოზული სამეცნიერო შესწავლის დაჩქარების საქმეში. თუ უმცირესი შანსი მაინც არსებობს იმისა, რომ ასეთი თვალსაზრისი მართალია, მაშინ ჩვენი ამჟამინდელი გულგრილობა მსგავსი გამოკვლევების მიზნებისა და გეგმების მიმართ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს მაქსიმალურ გაგებად იმისა, თუ რა ხდება. მოვლენის ბუნება თუ სხვაგვარია, - ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. ახლანდელი გულგრილობა, უმეცრება, ახლანდელი დაცინვები მხოლოდ სამწუხარო ნიშნებია ჩვენი საერთო დამოკიდებულებისა იმისადმი, რაც შესაძლოა მთელი კაცობრიობისთვის გადაუდებელი მნიშვნელობის საქმე იყოს.

ჩემის ღრმა რწმენით, გაერო-მ ყველა ეს საკითხი აუცილებლად უნდა განიხილოს.

პატივისცემით,

პროფესორი ჯეიმს ი. მაკდონალდი".

ამ წერილს თან დაერთო ვრცელი "მიმოხილვა საერთაშორისო სამეცნიერო საკითხებისა ამო-ს პრობლემატიკასთან დაკავშირებით", სადაც მოცემულია არა მარტო პრობლემის ისტორია, არამედ კრიტიკულად არის დამუშავებული ამო-ს წარმომავლობისა და ბუნების სხვადასხვა ჰიპოთეზები. თავისი მიმოხილვის დასასრულს მაკ-დონალდი კვლავ გამოთქვამს შეხედულებას, რომ "გარო-მ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ამო-ს პრობლემის შესწავლა, რომლის მსოფლიო მნიშვნელობა შეიძლება გრანდიოზული აღმოჩნდეს".

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню