ტოტალური კონტროლი - უკრაინაში მოქალაქეთა შემოსავლებს ამოწმებენ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ტოტალური კონტროლი

ახალი მსოფლიო წესრიგის სიახლენი:

უკრაინაში ყველა მოქალაქის შემოსავლის გლობალურ შემოწმება
ს იწყებენ

შემოსავლების შემოწმება

27.07.2016.

ყველა უკრაინელს დაავალდებულებენ შეიტანოს ნულოვანი დეკლარაცია და ნებაყოფლობით დააფიქსიროს მასში მთელი თავისი ქონება, ოფიციალური და არაოფიციალური შემოსავლები. ამ "ნებაყოფლობითი" მოქმედების აცილებას უკრაინის მოქალაქეები ვერ შესძლებენ, რადგან ეს მოთხოვნა საკვანძო მოთხოვნაა ევროკავშირის ჩამონათვალში.

ექსპერტების აზრით, ასეთი სისტემა შესაძლებლობას მისცემს მთავრობას მოსახლეობაში გამოავლინოს დაფარული შემოსავლები. მოქალაქეთა შემოსავლების ელექტრონული დეკლარირება მოწოდებულია დაარეგულიროს ქვეყნის ფინანსური სისტემა. საუკეთესო ამერიკული ტრადიციები უკრაინაშიც უნდა იქნეს აპრობირებული და არა მარტო დემოკრატიის სფროში, არამედ გადასახადების გადახდის სფეროშიც.

ელექტრონული დეკლარირების სისტემას საფუძვლად დაედება კანადისა და შვეიცარიის ანალოგები. პერსპექტივაში კომპიუტერიზებული სისტემა საძირკველს გამოაცლის თაღლითებს და შეუძლებელს გახდის მაქინაციებსა და ფალსიფიკაციებს, რომლითაც ახლა სავსეა უკრაინის ფინანსური სფერო. ხელისუფლება და მოქალაქეები უნდა ხედავდნენ, რა საშუალებებით ცხოვრობს ადამიანი და აპურებს თავის ოჯახს...

________________

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: დღეს ეს ხერხი გამოიყენება თაღლითების წინააღმდეგ, მაგრამ ხვალ და ზეგ, ის ყველაზე იმოქმედებს, თაღლითების წინააღმდეგ ბრძოლა კარგი საბაბია მოსახლეობის შემოსავლების კონტროლისთვის.

წყარო: http://3rm.info/main/64402-na-puti-v-ueropu-na-ukraine-startuet-globalnaya-proverka-dohodov-vseh-grazhdan.htmlъ

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню