ტოტალური კონტროლი - დიდი ძმა რუსულად, ანუ რუსეთი შავი დღის მოლოდინში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ტოტალური კონტროლი

"დიდი ძმა" რუსულად, ანუ რუსეთი შავი დღის მოლოდინში

ჰიტლერი და პუტინი

14.07.2016.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა (ცსს) და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (ეუს) ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა პუტინის მიერ ივლისის დასაწყისში ხელმოწერილ "იაროვაიას პაკეტს" რუსეთის შავი დღე უწოდა.



ედვარდ სნოუდენი თავის ტვიტერში წერს: "პუტინმა ხელი მოაწერა ახალ, რეპრესიულ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება არა მარტო ადამიანის უფლებებს, არამედ საღ აზრსაც. ეს რუსეთს შავ დღედ შემოუბრუნდება". შემდეგ კი დაამატა, რომ ეს კიდევ ნიშნავს გადასახადს ინტერნეტზე, რომელიც 33 მილიარდ დოლარს აღემატება.



პუტინმა ირინა იაროვაიას პაკეტს ხელი 7 ივლისს მოაწერა. როგორც იტყობინებიან, პაკეტის ნორმები ძალაში შევა 2016 წლის 20 ივლისიდან. მან ასევე უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (ФСБ) დაავალა ორი კვირის ვადაში ეპოვათ მეთოდი, რომლის მეშვეობითაც სპეცსამსახურებს ხელთ ექნებოდათ გაშიფრვის გასაღებები (იგულისხმება ინტერნეტში მთელი რიგი მესენჯერების მიერ ჩატებისა და სატელეფონო საუბრების გასაიდუმლოების (დაშიფრვის, ანუ შიფრირების) ტექნოლოგია. ასე, მაგალითად, ამ წელს end-to-end შიფრირება გაიარა ორმა პოპულარულმა მესინჯერმა - WhatsApp-მა და Viber-მა. Telegram-ში მიმოწერები იშიფრება ჯერ კიდევ 2013 წლიდან. როგორც ინტერნეტ წყაროების იტყობინებიან, ამჯერად end-to-end შიფრირების ფუნქციის მქონე საიდუმლო ჩატების ტესტირებას Facebook-იც აწარმოებს და უახლოეს მომავალში Facebook-ის ჩატების შიფრირებაც შესაძლებელი გახდება. იხ. მაგალითად: В Facebook появятся «секретные чаты» с таймером уничтожения переписки" / ან კიდევ:
Большой Брат следит: как государство нарушает Конституцию).

მოკლედ, ლაპარაკია მთელ რიგ კანონპროექტებზე, რომელიც შეიმუშავეს დეპუტატმა ირინა იაროვოიმ და სენატორმა ვიქტორ ოზეროვმა. კერძოდ, დოკუმენტი "ინფორმაციის გავრცელების ორგანიზატორებს" (მაგალითად, მესენჯერებსა და სოცქსელებს) ავალდებულებს შიფრირების შემთხვევაში სპეცსამსახურებს გადასცენ მონაცემები, რომლებიც მათ მიმოწერის დეკოდირების შესაძლებლობას მისცემს. უარის თქმაზე დაწესებულია ჯარიმა მილიონამდე რუსული რუბლის ოდენობით.



იგულისხმება სხვა ვალდებულებებიც: კავშირის ოპერატორებს დაავალდებულებენ შეინახონ ყველა მიმოწერა და სატელეფონო ზარი მინიმუმ ნახევარი წლის განმავლობაში, ასევე წარუდგინონ ისინი სპეცსამსახურებს. არის სხვა ვალდებულებებიც, რომლებიც ბოჭავენ მოქალაქეთა თავისუფლებას.

სნოუდენმა ეს კანონი მის ხელმოწერამდე, ივნისის ბოლოს გააკრიტიკა: "ახალი რუსული კანონი, რომელიც "დიდი ძმის" სულისკვეთებას ამჟღავნებს არარეალურია, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა გაუმართლებელ დარღვევას და არ უნდა იქნეს ხელმოწერილ". ასე წერდა ყოფილი სპეცაგენტი ტვიტერში, რომელმაც თავისი პუბლიკაცია ჰეშტეგ #BigBrother-ით გაამაგრა.



მონაცემების შენახვა ექვსი თვის ვადით არა თუ საშიშია, არამედ არაპრაქტიკულიც. ეს არის დაახლოებით 100 გიგაბაიტი საცავი, რომელიც პრობლემატური აღმოჩნდება თუნდაც მცირე პროვაიდერისთვის, რომელსაც 50 გბ-იანი არხი გააჩნია. მასობრივი თვალთვალი არ იმუშავებს. ეს კანონპროექტი რუსეთის რიგით მოქალაქეებს წაართმევს ბევრ თანხებს და თავისუფლებას, თანაც სულაც არ აუმაღლებს მათ უსაფრთხოების დონეს. დაუშვებელია ამ პროექტის ხელმოწერა".



მიუხედავად ამისა, პუტინმა მაინც მოაწერა ხელი დრაკონულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთს კარგს არაფერს უქადის.

წყარო: http://www.rbc.ru/politics/07/07/2016/577e4ccc9a79471b73c814b5

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню