ტოტალური კონტროლი - ანტიქრისტეს ბეჭედი - ყველა არსება დაიშტრიხება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ტოტალური კონტროლი

ანტიქრისტეს ბეჭედი?

ყველა არსება დაიშტრიხება

შტრიხკოდი

22.12.2017

იდეა მარტივია: ნებისმიერი სახეობის წარმომადგენელს უნდა გამოუყონ მისი მიტოქონდრიალური დნმ, რომელიც სტანდარტული იქნება მთელი მისი ცოცხალი ორგანიზსმითვის და მოახდინონ მისი სეკვენირება, ანუ განუსაზღვრონ ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა, და ეს ინფორმაცია შეიტანონ მონაცემთა შესაბამის ბაზაში, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასი მიღებულია პრინციპიალური გადაწყვეტილება პროექტ "რუსეთის ფლორისა და ფაუნის შტრიხკოდის" პროექტის ჩამოყალიბების შესახებ. ეს პროექტი აგრძელებს 2004 წელს შექმნილი მსოფლიო კონსორციუმის "სიცოცხლის შტრიხკოდის" (CBOL) ინიციატივას.

კონსორციუმი "სიცოცხლის შტრიხკოდი" აერთიანებს 31 ქვეყნის 69 ორგანიზაციას: საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო მუზეუმბს, ზოოპარკებს და ჰერბარიუმებს, კვლევით ორგანიზაციებს, სამთავრობო სააგენტოებს, ფონდებსა და ბიოტექნოლოგიურ კომპანიებს.

CBOL-ი ახორციელებს თავის საქმიანობას საშუალებებზე, რომელსაც ფონდებისა და გრანტების მიხედვით ღებულობს. კონსორციუმის მიზანია - დედამიწაზე ბიომრავალფეროვნების დაცვა. მაგრამ სანამ მას დაიცავდნენ, ზუსტად უნდა იცოდნენ, რას ფლობენ, რათა აღწერონ იგი. ამიტომაც CBOL-ის ქმნის ერთიან მეთოდურ და საინფორმაციო სისტემას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მათ აღწერონ დედამიწაზე არსებულ ცხოველთა და მცენარეთა (მიკროორგანიზმები არ ითვლება) ყველა სახეობა და მოახერხონ ახალაღმოჩენილი სახეობების იდენტიფიკაცია.

დღეისთვის აღწერილია მცენარეთა და ცხოველთა  მხოლოდ 1,7 მლნ. სახეობა. თანაც ყველაზე დიდი წილი მოდის მწერებზე. ამაოდ როდი ამბობენ ბიოლოგები: "ღმერთს ხოჭოები უყვარსო". მეცნიერთა შეფასებით, დღეს დედამიწაზე 10 მილიონამდე სახეობა ბინადრობს. მაშასადამე, 8 მილიონი სახეობა კიდევ აღსაწერია.

ტრადიციით ტაქსონომისტები და სისტემატიკოსები სახეობებს სიტყვიერად აღწერენ - როგორ გამოიყურება, როგორ ცხოვრობს, როგორ მრავლდება და ა. შ. "სიცოცხლის შტრიხკოდი" ვარაუდობს ახალ მიდგომას. იდეა მარტივია: ნებისმიერი სახეობის წარმომადგენელს მის მიტოქონდრიალურ დნმ-ში უნდა გამოვუღოთ მთელი არსებისთვის სტანდარტული მონაკვეთი, მოვახდინოთ მისი სეკვენირება, ანუ განვსაზღვროთ ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა, და ეს ინფორმაცია შევიტანოთ მონაცემთა შესაბამის ბაზაში, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში. თუ ნაპოვნი იქნება უჩვეულო მცენარე და განსაზღვრულ იქნება მისი შტრიხკოდი, მაშინ ის შედარებულ უნდა იქნას მონაცემთა ბაზაში არსებულ ანალოგიურ მცენარესთან. თუ ცნობილ კოდთან სხვაობა იქნება 3%-ზე ნაკლები, მაშინ ნაპოვნ მცენარეს განაკუთვნებენ იმავე სახეობას, რომელსაც ეკუთვნის შტრიხკოდი მონაცემთა ბაზიდან. ხოლო თუ სხვაობა 3%-ზე მეტი იქნება, მაშინ აქვს აზრი ლაპარაკს იმაზე, რომ ეს არის ახალი სახეობა.




შტრიხკოდის, ანუ ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის განსაზღვრა, დღეს საკმაოდ სტანდარტული პროცედურაა. საჭიროა მხოლოდ აპარატები პოლმერაზული ჯაჭვური რეაქციისთვის (PCR) და ავტომატური სეკვენატორები. მაგრამ ძალიან მალე ბაზარზე გამოჩნდება ჯიბის მობილური სეკვენატორები, რომელიც მობილურ ტელეფონებს გვაგონებს და საველე პირობებში ძალიან მოხერხებულია.




მაგალითად, დავუშვათ თქვენ მინდორში იპოვეთ პატარა პეპელა, დაიჭერთ მას და მოატეხავთ თათს, შემდეგ კი ამ თათს შეყოფთ სეკვენატორში. გარკვეული დროის შემდეგ სეკვენატორი, რომელიც ინტერნეტის მონაცემთა ბაზასთან არის დაკავშირებული, შეგატყობინებთ, განეკუთვნება თუ არა ეს პეპელა ახალ თუ უკვე არსებულ რომელიმე სახეობას. რა თქმა უნდა, ცოდოა თათმომტვრეული პეპელა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დნმ-ს დასადგენად საჭირო გახდებოდა ათობის მწერის გადასინჯვა, ახლა კი უახლესი მეთოდების დახმარებით ერთი თათის მომტვრევაც საკმარისია.

წყარო: http://protivkart.org/main/813-pechat-antihrista-vse-zhivoe-poluchit-shtrihkod.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню