ტოტალური კონტროლი - ამერიკული ფირმა თავის თანამშრომლებს ჩიპებს უნერგავს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > ტოტალური კონტროლი

ამერიკული ფირმა თავის თანამშრომლებს ჩიპებს უნერგავს

(+ ვიდეო)

ჩიპიზაცია

25.07.2017

როგორც Daily Mail იუწყება, კომპანიამ Three Square Market ვისკონსინიდან განაცხადა, რომ გეგმავს ჩიპები ჩაუნერგოს თავის თანამშრომლებს. ის აწარმოებს პროგრამულ უზრუნველყოფას იმ სავაჭრო ავტომატებისთვის, რომლებიც პერსონალისთვის განკუთვნილ დასვენების ზონაში იმყოფება. კომპანია პირველი გახდება აშშ-ში, რომელიც ასეთ ნაბიჯს გადადგამს.




პრეს-რელიზის თანახმად, მიკროჩიპების ჩანერგვის პროგრამა ნებაყოფლობითია და 1 აგვისტოდან დაიწყება.

მოწყობილობა, რომლის სახელწოდებაა "რადიოსიხშირული იდენტიფიკატორი" ადამიანს შესაძლებლობას აძლევს განახორციელოს შესყიდვები დასვენების ოთახში, გააღოს კარები, მიიღოს წვდომა კომპიუტერებზე და ასლების გადასაღებ მანქანებზე.


Three Square Market-ის ხელმძღვანელი ტოდ ვესტბი დარწმუნებულია: "მალე ეს ტექნოლოგია სტანდარტული გახდება, და შესაძლებლობას მოგცემთ გამოიყენოთ იგი როგორც პასპორტი, საშვი და საკრედიტო ბარათი".

კომპანიაში გეგმავენ 50 ჩიპის ჩანერგვას. ყველა თანამშრომელი მოხალისეა. მოწყობილობა, რომელიც ბრინჯის მარცვლის ზომისაა, ინერგება დიდ და საჩვენებელ თითებს შუა.




ჩიპის მფლობელებს შეეძლებათ უბრალოდ დაასკანერონ თავიანთი შენაძენი, ფული ავტომატურად მოიხსნება მათი ანგარიშიდან. გადახდისთვის საჭირო იქნება მხოლოდ ხელის მიტანა სპეციალურ სკანერთან, როგორც დღეს მუშაობენ ტელეფონებთან და ზოგიერთ ბარათებთან.

თითო ჩიპის ღირებულება 300$-ია, მის საფასურს კომპანია იხდის. ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ მასში არ არის "სათვალთვალო მოწყობილობა GPS", ხოლო პირადი მონაცემები საიმედოდ დაცულია.





წყარო: http://www.dailymail.co.uk/news/article-4723434/Wisconsin-company-install-microchips-employees.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню